რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Décor

#OK! დიზაინი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან

November 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

სახლის დეკორისა და მოწყობის ტრენდები მუდმივად იცვლება. ყოველწლიურად ჩვენ ვხვდებით კარგად ნაცნობ და მოდიფიცირებულ, ან სრულიად ახალ ელემენტებს ინტერიერის დიზაინში. კლასიკური სტილის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა დროში აქტუალურია და არასდროს გადადის მოდიდან. ინტერიერის ტენდენციები საკმაოდ ხშირად იცვლება. ალბათ ყველას გახსოვთ რამდენიმე ათწლეულის წინანდელი დიზაინი და შემდგომი ცვლილებებიც. დიზაინერები გვირჩევენ, ბინის ან სახლის ინტერიერი მოვაწყოთ ისე, რომ მარტივად შეგვეძლოს ცვლილებების შეტანა და რაც მთავარია, ხარისხმა დროს გაუძლოს.

უპირველესად, აირჩიეთ ხარისხიანი მასალები

ყველაფერი ისე დაგეგმეთ, რომ თქვენს სახლში აღჭურვილობა და მოპირკეთება დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს დაუზიანებელი იერსახით. გრძელვადიანმა, გამძლე ზედაპირებმა, როგორიცაა ხე და ქვა, შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაძლოს. ხარისხიან მასალებში ინვესტირებამ შესაძლოა გაზარდოს თქვენი სახლის ღირებულება, რაც მას საერთო საცხოვრებლად უკეთეს ადგილად აქცევს, ხოლო გაყიდვების მხრივ ფასსაც ასწევს.

მიკროცემენტი

ეს მასალა ბაზარზე დიდი ხანია აქტუალურია. დიზაინერები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ინტერიერების გაფორმებაში მის გამოყენებას რამდენიმე მიზეზის გამო გვირჩევენ. მიკროცემენტი გამძლეა ცვეთის, ნაკაწრების, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების და სხვა ნეგატიური ფაქტორების მიმართ. მასალა ნებისმიერ ზედაპირს შეგიძლიათ წაუსვათ. ეს შეიძლება იყოს კაფელი, ბეტონი, მარმარილო, ცემენტი და ა.შ. ამასთან, მიკროცემენტს ჰერმეტული, მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი აქვს. ზედაპირზე სოკო და ბაქტერიები არ ჩნდება, ამიტომ მასალა სააბაზანო ოთახის კედლების, იატაკისა და ჭერის მოსაპირკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ფრთხილად შეარჩიეთ ნივთები

თავი აარიდეთ ბევრი ტრენდული აქსესუარისა და ფერების ერთად გამოყენებას. თანამედროვე ნივთების განთავსება ძველ, მარადიულ ფონზე – ეს კლასიკური გადაწყვეტაა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის. თვალი ადევნეთ არქიტექტორ-დიზაინერთა ბლოგებს ტენდენციებთან დაკავშირებით.

 

ნეიტრალური და ბუნებრივი ფერები

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ნეიტრალური და ბუნებრივი ფერები მოდიდან არასდროს გადადის. ყველა ადამიანისთვის შინ მშვიდი გარემო უპირველესია, ამის მისაღწევად კი ნატურალური ტონების შერჩევა იდეალურია. ნაცრისფერი, ბეჟი, თეთრი და ყავისფერი − მათი სხვადასხვა ტონი აქტიურად გამოიყენება კედლის შესაღებად. ასევე, ბუნებრივი მიწიერი ფერები, რადგან ადამიანები ბუნებისგან მიღებული ჰარმონიის შეგრძნების ნაკლებობას განიცდიან. ბუნებით ინსპირირებული ფერები და ტექსტურები ჰარმონიულია როგორც ავეჯზე, ასევე, დეკორის ელემენტებზე. ყველაზე აქტიურად კი, დეკორისთვის ბუნებრივ სახლის მცენარეებს მიმართავენ, რაც საუკეთესო არჩევანია შინ ბუნების ჰარმონიის შემოსატანად.

ძვირად ღირებული ქსოვილები

ნეიტრალური და თბილი ფერების ბალანსის დასაცავად, მეტი ქსოვილის შემოტანა დაგეხმარებათ, რაც სახლს უფრო ელეგანტურსა და ესთეტიკურს გახდის. მსგავსი ეფექტის მიღება საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი. საკმარისია ორი ან მეტი სხვადასხვა პატერნის პლედისა და ფერადი ბალიშების განთავსება დივანზე, რომ ზემოხსენებულ ეფექტს მოვერგოთ. სახლის კომფორტულ სივრცედ გარდასაქმნელად, ერთ-ერთი გავრცელებული გზა ისეთი ბუნებრივი ელემენტების გამოყენებაა, როგორიცაა ქსოვილი მიწის ფერებში, ან ქსოვილის ისეთი პატერნები, რომლებზეც დატანილია მდიდარი ფერები ნეიტრალურ ფონზე.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი კომპონენტი − როდესაც გსურთ თქვენი სახლის რეკონსტრუქცია ან ახლის აშენება, ეს არის მუშაობა პროფესიონალებთან, როგორებიც არიან არქიტექტორი, მშენებელი, დიზაინერი. პროფესიონალებთან ურთიერთობა − ეს არის გარანტი, რომ შეძლოთ ტრენდულსა და მარადიულს შორის ბალანსის ნახვა.

 

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია
Décor

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა
Décor

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

December 28, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები
Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

December 27, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! გაილამაზეთ ახალი წელი „კარაპს მედლაინთან“ ერთად

#OK! გაილამაზეთ ახალი წელი „კარაპს მედლაინთან“ ერთად

December 28, 2021
#OK! გლამურული რიტა ორა: მომღერალი Alex Perry-ის ძვირადღირებული სამოსით!

#OK! გლამურული რიტა ორა: მომღერალი Alex Perry-ის ძვირადღირებული სამოსით!

May 17, 2021
#OK! ASADO Steakhouse – სტეიკების ახალი ისტორია

#OK! ASADO Steakhouse – სტეიკების ახალი ისტორია

April 23, 2021
#OK! ქენდალ ჯენერი კაილი ჯენერის თამამი სამოსით გამოჩნდა

#OK! ქენდალ ჯენერი კაილი ჯენერის თამამი სამოსით გამოჩნდა

July 13, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! Time Travel – კომფორტული, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტური მოგზაურობა

#OK! Time Travel – კომფორტული, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტური მოგზაურობა

February 3, 2023
OK! წმ. ვალენტინის ისტორია

OK! წმ. ვალენტინის ისტორია

February 3, 2023
#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

February 1, 2023
OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

February 1, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×