• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! Dining Theatre, Show and Dinner ანუ წარმოდგენა ვახშმით – ინტერვიუ ზაალ ჩიქობავასთან

June 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

თუკი განტვირთვის, დასვენების, ასევე გართობის შესაძლებლობას ეძებთ, სადაც გამორჩეული სამზარეულო და სერვისი დაგხვდებათ – მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, რადგან „თეატრი“ სწორედ ის მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს. შოუ, გასტრონომია და სერვისი – სხვა რა არის საჭირო იმისთვის, რომ ისიამოვნოთ და შინ დაუვიწყარი ემოციებითა და მოგონებებით დაბრუნდეთ.

ეს არის კონცეფცია, რომელმაც ყველა აალაპარაკა. განსაკუთრებით კი მათზე მოახდინა შთაბეჭდილება, ვინც უკვე ესტუმრნენ და საკუთარ თავზე გამოცადეს ეს ყველაფერი.

აქ ერთნაირად მნიშვნელოვანია: შოუ, გასტრონომია და სერვისი. „წისქვილი ჯგუფი“ კი გახდა პირველი ამ მიმართულებით და გარისკა გაეკეთებინა რაღაც სხვა, ახალი, ის, რაც გვსმენია, გაგვიგია, თუმცა აქამდე არავის განუხორციელებია.

არ შეიძლება არ აღინიშნოს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული დიდი გუნდი, რომელიც ერთდროულად, სინქრონში, შეწყობილად ქმნის თითოეულ დეტალსა და ნიუანსს.

„თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და წარმოდგენების დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, რომლის ბიოგრაფიაშიც არაერთ საინტერესო შტრიხს იპოვით, სწორედ ამ დეტალებმა მიიყვანა ის ამ განსხვავებული ესთეტიკისა და შინაარსის თეატრთან.

როგორც ზაალი აღნიშნავს – „თეატრი“ საშუალებას გაძლევს, მთელი ფანტაზია ამოაფრქვიო და ის ნებისმიერი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას მოარგო. იგი ამ სივრცეს ახალი იდეების, ექსპერიმენტებისა და გამოცდილების გაზიარების ჰაბს ადარებს, რომელიც ყველასია და შესაბამისად, თითოეულ სტუმარს მარტივად შეუძლია თავისი წილი თეატრი იპოვოს და შეიყვაროს.

ამ „თეატრში“ ყველაფერი შეიძლება ნახოთ, ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა ჰქვია – აქ იცეკვებენ, იმღერებენ, იმპროვიზაციას მიმართავენ, ქართული სცენის კორიფეებს გაიხსენებენ, ქართული სიტყვის ძალას შეგაგრძნობინებენ. აქ შეგიძლია გაიცნო საქართველო. თქვენ მხოლოდ ინატრეთ, ისურვეთ და იმ საღამოზე აღმოჩნდებით, რომელსაც დაგეგმავთ და მოისურვებთ.

რა კონცეფციას ეფუძნება „წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცე – „თეატრი“ და რას უნდა ველოდოთ მისგან?

დასავლეთში ამგვარი სივრცეებს Dining Theatre-ს უწოდებენ, რაც სანახაობასთან ერთად სტუმრების ვახშმით გამასპინძლებასაც გულისხმობს. „თეატრიც“ სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ აქ ერთნაირად მნიშვნელოვანია სანახაობა და გასტრონომია.

 

„თეატრში“ ყველაფერი შეიძლება ნახოთ: საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენა, მიუზიკლი, კლასიკური და თანამედროვე მუსიკოსების კონცერტი, დაესწროთ ფესტივალს, გალა ვახშამს, კორპორაციულ ღონისძიებას, ტრენინგს, კონფერენციას, ქორწილს, დაბადების დღეს… ერთი სიტყვით, ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებაა შესაძლებელი. სივრცეც იმგვარადაა მოწყობილი, რომ შინაარსისა და თემატიკის მიხედვით იგი მარტივად გარდაიქმნას. ის, რაც უცვლელი იქნება, არის სცენა – ვფიქრობ, სწორედ მისი ინსპირაციით, მის გარშემო აეწყობა ყველა ღონისძიება და მეტ თეატრალურობას შესძენს მათ.

ვის შეეძლება თეატრით სარგებლობა, ვისთვისაა იგი განკუთვნილი?

„თეატრი“ არის სივრცე ყველასთვის – აქ ნებისმიერს შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს და უნიკალური გამოცდილება მიიღოს. ჩვენს მულტიფუნქციურ სივრცეს საკუთარი დასიც ჰყავს და მოწვევის პრინციპითაც მუშაობს. შესაბამისად, შოუები და დადგმა მუდმივად განსხვავებულია.

„თეატრის“ გუნდი ასევე უმასპინძლებს,  ორგანიზებას გაუწევს  და „თეატრის“ შესაძლებლობების სრულად ათვისებაში დაეხმარება ყველას, ვისაც ამ სივრცეში მოუნდება კერძო წვეულება თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. გამორჩეულ ვახშამს კი ჩვენი ბრენდშეფი და მისი გუნდი შესთავაზებს.

 

ასევე გაეცანი

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა
OK! News

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის
OK! News

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია
OK! Story

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
#OK!  დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება
Fashion News

#OK! დემნას ოქროს ხანა ბალენსიაგაში 9 ივლისს დასრულდება

July 5, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სიყვარულით შექმნილი ექსკლუზიური ნამუშევრები TEIO CERAMICS-ისგან

#OK! სიყვარულით შექმნილი ექსკლუზიური ნამუშევრები TEIO CERAMICS-ისგან

March 1, 2022
#OK! სტირლინგ მურეი – სილამაზის ინდუსტრიის  საერთაშორისო ექსპერტი

#OK! სტირლინგ მურეი – სილამაზის ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტი

December 29, 2021
#OK! „პო“ – აზიური სამზარეულო ეპიკური მოგზაურობა აზიაში

#OK! „პო“ – აზიური სამზარეულო ეპიკური მოგზაურობა აზიაში

May 8, 2021
#OK! “იტალიური ქორწილი” – ლედი გაგა და ადამ დრაივერი House of Gucci-ის გადაღებებზე

#OK! “იტალიური ქორწილი” – ლედი გაგა და ადამ დრაივერი House of Gucci-ის გადაღებებზე

April 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! SPOILER ALERT:  „Squid Game“ – ის ბოლო სცენაში ქეით ბლანშეტი გამოჩნდა

#OK! SPOILER ALERT: „Squid Game“ – ის ბოლო სცენაში ქეით ბლანშეტი გამოჩნდა

July 8, 2025
#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები