• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სტირლინგ მურეი – სილამაზის ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტი

December 29, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

მსოფლიოს ბაზარზე კანის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ბრენდების რიცხვი დღითი დღე იზრდება, რაც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მოიძიოს მისთვის სასურველი პროდუქცია. მსოფლიოში არსებულ ტენდენციებსა და სილამაზის ინდუსტრიის სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით OK! გაესაუბრა ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტს, საკონსულტაციო კომპანია The Red Tree-ის დამფუძნებელ სტირლინგ მურეის.

რა იყო თქვენი მთავარი მიზანი, როდესაც საკონსულტაციო კომპანია დააარსეთ?

ჩემი კორპორაციული ცხოვრება 24 წელზე მეტხანს გრძელდებოდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Unilever, Lauder და Chanel. ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება შევიძინე და დიდი სიამოვნებაც მივიღე, მაგრამ საკუთარი ბიზნესის ფლობა ჩემი გრძელვადიანი ამბიცია ყოველთვის იყო. როცა ორმოცდაათი წლის ვხდებოდი, ვიცოდი, რომ თუ არ დავაარსებდი კომპანიას, მაშინ ვეღარასდროს მოვახერხებდი ამას. ვინაიდან გამუდმებით მომმართავდნენ კომპანიები, რომლებსაც სჭირდებოდათ რჩევები და კონსულტაციები, დაახლოებით 12 წლის წინ გადავწყვიტე, დამეფუძნებინა The Red Tree. დღეს ჩვენ მოწინავე საერთაშორისო კომპანია ვართ და განსაკუთრებით მახარებს, რომ The Red Tree-მ მომცა შესაძლებლობა მემუშავა ბევრ საინტერესო უცხოელ კლიენტთან და ბრენდთან სილამაზის ინდუსტრიის ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, რაც მთავარია, გამიმართლა იმაშიც, რომ ვმუშაობ ძალიან ძლიერ და ნიჭიერ გუნდთან ერთად.

გვესაუბრეთ სილამაზის ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციებზე.

პროდუქტის პერსონალიზაცია, მაღალი დონის მეცნიერება და მდგრადობა ჩემთვის 2022 წლის 3 ძირითადი ტენდენციაა: პროდუქტის პერსონალიზაცია, რადგან ეს არის მთავარი გზა იმისა, რომ მომხმარებელს პროდუქციის შეძენისას თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოთ; მაღალი დონის მეცნიერება, რადგან ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პროგრესს მაღალი ეფექტურობის მქონე ბუნებრივი და ტექნოლოგიური ინგრედიენტების მოპოვების მიმართულებით მიღწევებში, და ვართ თანამედროვე მეცნიერულ ბაზაზე შექმნილი უნიკალური პროდუქტების ბაზარზე ჩაშვების მოწმეები; დაბოლოს, მდგრადობა. თუ თქვენ არ ხართ ამ კომპონენტისთვის მზად, მაშინ თქვენი ბრენდის სასიცოცხლო ციკლი არასასიამოვნოდ მოკლე იქნება.

რას ფიქრობთ Zeg-ის პოტენციალზე?

მე ვფიქრობ, რომ Zeg-ს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რადგან სუფთა და ეფექტური კანის მოვლის ბრენდია, რომელიც იყენებს ძლიერ მცენარეულ ინგრედიენტებს. ეს არის ბუნებრივი და მეცნიერული ცოდნის იდეალური შერწყმა. აღსანიშნავია, რომ პროდუქტები მრავალფუნქციურია და იდეალურად ერგება თანამედროვე, გათვითცნობიერებული მომხმარებლის გემოვნებასა და საჭიროებებს. რაც შეეხება მის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს, ეს იყო The Red Tree-ის გუნდისა და Zeg-ის დიდი ენთუზიაზმითა და ცოდნით აღსავსე თანადამფუძნებლების − ნინოსა და ირინას ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ნინოსთან და ირინასთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავდა იმას, რომ მათი სურვილი, შეექმნათ სუფთა, ავთენტური და ეფექტიანი ბრენდი, მალე განხორციელდებოდა.

ბრენდის სახელისთვის საწყის ეტაპზე გვინდოდა ქართული სიტყვა გამოგვეყენებინა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბრენდის ისტორიისთვის. ამიტომ დავიწყეთ ვარიანტების ძიება, რომელიც მოერგებოდა საქართველოს და ბუნებას. „ზეგმა“ მოიცვა ბრენდის მრავალი ღირებულება. იგი წარმოადგენს მომხმარებლისთვის განკუთვნილ გააზრებულ და გამჭვირვალე გზავნილს, რომელიც საზოგადოებაში მომავლის განცდას ბადებს.

კანის მოვლის ბრიტანული საშუალებები/ბრენდები განსაკუთრებულია? რატომ?

მე არ ვფიქრობ, რომ კანის მოვლის ბრიტანული საშუალებები განსაკუთრებულია, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს სამეწარმეო დამოკიდებულება, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას, ინოვაციებს, და სილამაზის ბრენდების მიზანმიმართულად განვითარების სურვილს.

თქვენი აზრით, როგორი მომავალი ელის სილამაზის ინდუსტრიას?

მომავალი იქნება „ჯანმრთელი“! ჩვენ ყველას გვინდა გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ, რაც გვმატებს თავდაჯერებულობას და პრობლემების გამკლავების უნარს. თუ ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, მაშინ ეს აისახება ჩვენს ურთიერთობებზეც. მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი პარიზში და ხშირად ვხედავდი ხანშიშესულ პარიზელ ქალბატონებს ფერადი კოსმეტიკით, რაც არათუ მათი ასაკის დამალვის, არამედ მათი ასაკისა და ცხოვრების გამომხატველი საშუალება იყო.

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 8elements – ხაზი გაუსვი შენს ხასიათს

#OK! 8elements – ხაზი გაუსვი შენს ხასიათს

December 3, 2022
#OK! ლონდონის მოდის კვირეული – 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის გამორჩეული Street Style მომენტები

#OK! ლონდონის მოდის კვირეული – 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის გამორჩეული Street Style მომენტები

September 28, 2021
#OK! LGBTQ ვარსკვლავები ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე

#OK! LGBTQ ვარსკვლავები ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე

July 5, 2022
#OK! დღეს კიმ კარდაშიანი 42 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სილამაზის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! დღეს კიმ კარდაშიანი 42 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სილამაზის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

October 21, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ქუთაისი 2010“  საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

#OK! „ქუთაისი 2010“ საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

July 4, 2025
#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

July 3, 2025
#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

July 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები