• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! Diana Kvariani Design – განსხვავებული ხედვა მოდის ინდუსტრიაში

January 10, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალი OK! გაგაცნობთ ნიჭიერ ქართველ დიზაინერს დიანა ქვარიანს, რომელიც უკვე მრავალი წელია ქმნის საკუთარი დიზაინის სამოსს და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან, განსხვევბულ და მრავალფეროვან ნამუშევრებს. როდის დაინტერესდა პირველად ამ პროფესიით, რა გზა გაიარა, როგორია მისი ნიშა და სამომავლო გეგმები თავად გვიამბობს.

 

უპირველესად გაგვეცანით.

მე ვარ დიანა ქვარიანი, ქართველი  დიზაინერი მოდის ინდუსტრიაში 20 წლიანი გამოცდილებით. საკუთარი ბრენდი ნულიდან შევქმენი იმ მიზნით, რომ ჩემი ხედვა შემომეტანა ჩემს სამშობლოში, საქართველოში. დროთა განმავლობაში, მე მქონდა შესაძლებლობა კოლექციების დემონსტრირების, სახვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულზე, გამეყიდა ჩემი კოლექციები მთელს მსოფლიოში, გამეზიარებინა ჩემი გატაცება მოდის გლობალური აუდიტორიისთვის.

 

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მოდა ყოველთვის მიყვარდა და მინდოდა  პროფესიად მექცია, ამიტომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლების მიღება ამ სფეროში. იტალია იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ამისთვის და 2004 წელს ჩავაბარე Instituto Europeo di Design რომში ((ied.edu). 2007 წელს დავამთავრე ბაკალავრიატი დიპლომით – fashion designer.

დღეს მე ვარ საკუთარი ბრენდის მფლობელი და დიაზაინერი ამავდროულად.

 

გაგვაცანით ბრენდი. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს და საიდან გაგიჩნდათ დაფუძნების იდეა?

იტალიაში სწავლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი ბრენდი, რომელიც მოტივირებული იყო მოდის სფეროს მიმართ გატაცებით და პირადი სტილის შექმნით. მე მინდოდა საქართველოში შემომეტანა უფრო მეტი ფერი, რადგან იმ პერიოდში ვხედავდი რომ შავი ფერი ჭარბობდა ჩვენს გარშემო. ჩემი პირველი კოლექცია შევქმენი 2013 წელს, იმავე წელს გაიხსნა ჩემი პირველი მაღაზია და უკვე 2014 წელს ჩატარდა ჩემი პირველი ჩვენება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. წლების განმავლობაში ბრენდი იზრდებოდა და ვხედავდი, რომ ნათელი ფერები ქართველებსაც შეუყვარდათ. ეს გახდა ბრენდის მთავარი ხელწერა.

 

რას სთავაზობს ბრენდი საზოგადოებას?

არაყოველდღიურ და უნიკალურ დიზაინს.

ჩემს კოლექციებში ყველა ნამუშევარი იქმნება ერთ ან ორ ეგზემპლიარში. ჩემი მომხმარებელი ქალი არის  ძალიან არაორდინალური პიროვნება და უყვარს გამორჩეულად ჩაცმა.

ყველა ნამუშევარში მაქვს ჩადებული ჩემი შტრიხი, მაგალითად თქვენ ვერასოდეს ვერ ნახავთ ჩემს კოლექციებში უბრალო შავ პიჯაკს. მასში ყოველთვის იქნება უნიკალური თარგი, დამუშავება ან დეტალები. რაც განსხვავებულს ხდის. თუ კლასიკური სამოსია, მაშინაც კი არის უნიკალური, რადგან შექმნილია ისეთი ქსოვილისგან, რომ გამოირჩევა სტანდარტული ბაზური ტანსაცმლისგან.

 

რა მიგაჩნიათ ბრენდის ნიშად?

თამამი ფერები და ქსოვილები, მრავალფეროვნება, ასიმეტრიული თარგი. ჩემი აზრით ეს ქმნის დიზაინს, რომელიც თვალშისაცემია და ჰარმონიულია ამავდროულად. ეს შერწყმა საშუალებას მაძლევს შევქმნა კოლექციები, რომლებიც  ხაზს უსვამს ელეგანტურობას და ინდივიდუალობას ყველა ნამუშევარში.

ხარისხზეც გვიამბეთ.

ჩვენ ვამზადებთ პრემიუმ კლასის კოლექციებს  და ვუზრუნველყოფთ უმაღლესი დონის ნამუშევრებს. ნაკერიდან დასრულებამდე, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია გამძლეობაზე, კომფორტზე და უნაკლო მორგებაზე, რაც უზრუნველყოფს, რომ თითოეული სამოსი არა მხოლოდ დახვეწილად გამოიყურებოდეს, არამედ ხარისხიანი იყოს. ხარისხი არის ყველაფრის საფუძველი, რასაც ჩვენ ვქმნით.

 

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

მომავალში მინდა შევქმნა სპორტული ხაზი ჩემი ბრენდის შტრიხებით და მეორე ხაზი, რომელიც იქნება უფრო ხელმისაწვდომი ქართველი ახალგაზრდებისთვის.

 

ავტორი: ციაკო ღამბაშიძე

ასევე გაეცანი

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ
Fashion

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია
Fashion

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 5, 2025
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა
Fashion

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

June 14, 2025
#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი
Fashion

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Bionike – ბრენდი, რომელიც გჩუქნით ახალგაზრდობას

#OK! Bionike – ბრენდი, რომელიც გჩუქნით ახალგაზრდობას

February 7, 2024
#OK! ერთადერთი ქართველი დიზაინერის კაბა დონალდ ტრამპის ქალიშვილის ქორწილში

#OK! ერთადერთი ქართველი დიზაინერის კაბა დონალდ ტრამპის ქალიშვილის ქორწილში

January 25, 2023
#OK! კაილი ჯენერის ძვირადღირებული იმიჯი: ვარსკვლავი ვარდისფერი თრენჩით და Hermes-ის ჩანთით!

#OK! კაილი ჯენერის ძვირადღირებული იმიჯი: ვარსკვლავი ვარდისფერი თრენჩით და Hermes-ის ჩანთით!

March 10, 2021
OK! ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა – ჰოლივუდის გამორჩეულად სოლიდური და იდუმალი წყვილი

OK! ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა – ჰოლივუდის გამორჩეულად სოლიდური და იდუმალი წყვილი

October 31, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

July 8, 2025
#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

July 3, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები