• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! დევიდ კომა იუბილარია – ქართველი დიზაინერის ორიგინალური ხედვა და პერფექციონიზმი მინიმალისტური დეტალებით

სექტემბერი 4, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი დევიდ კომა იმ იშვიათ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ახასიათებთ ესთეტიკური თვითმყოფადობა, პერფექციონიზმის შეგრძნება და ინდივიდუალური ხასიათი.

სტრუქტურირებული კოსტიუმები, გამოყვანილი წელი, არქიტექტურული სილუეტები, ელეგანტურობისა და გრაციოზულობის ნაზავი − ეს სწორედ ის დეტალებია, რომლებსაც დევიდ კომას კოლექციების დათვალიერების დროს ვაწყდებით. სწორედ ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა დიზაინერმა საკუთარი საქმიანობით მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

დევიდ კომას აქვს სტრუქტურის განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც ქალის სილუეტს მიმზიდველ ფორმებს აძლევს. მისი სამოსი პერფექციონისტი მხატვრის ნამუშევრებს ჰგავს, რომელიც მინიმალისტური დეტალებით, სკულპტურული სიზუსტითა და აკურატულობით ქალის ფორმებს გამოკვეთს და მის სხეულს უფრო მიმზიდველად წარმოაჩენს. კომას დიზაინი კი თავისებურად ცხადყოფს მის აშკარა შეხედულებებს და ყურადღებას თავის შემოქმედებითობაზე ამახვილებს.

„ქალის ფორმებით შეპყრობილი ვარ. როდესაც დიზაინს ვქმნი, ყოველთვის სხეულზე ვმუშაობ, რათა ქალის ბუნებრივი სილამაზე უფრო გამოიკვეთოს… ვფიქრობ, როგორ მივანიჭო ძალაუფლება მანდილოსნებს, რადგან ისინი ჩემთვის გმირები არიან − უფრო ძლიერები, ვიდრე მამაკაცები. მოხიბლული ვარ მათი უნარით, როგორ შეუძლიათ კარიერის პარალელურად უპრობლემოდ მოირგონ ქალისა და დედის როლი“.

Deserving a Place on the Global Map of Fashion - GEORGIATOSEE

კომამ 2009 წელს Central Saint Martins-ის დამთავრების შემდეგ დააარსა საკუთარი ბრენდი, რომლის 10 წლის საიუბილეო კოლექცია მაყურებელს გასულ წელს წარუდგინა. დიზაინერმა 2013 წელს Thierry Mugler-ში ჩაანაცვლა Nicola Formichetti, ეს კი მოდის სამყაროში მისთვის ყველაზე ბუნებრივი გადასვლა იყო, რადგან კომას ესთეტიკური სილამაზე აფართოებდა „მუგლერის“ მოდერმიზმსა და ფუტურისტულ დიზაინს, რის გამოც ის ქალის სილუეტსა და სხეულის ლამაზ ფორმებს უკეთ წარმოაჩენდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერული საქმიანობის გამო ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, ქართველი დიზაინერის გული მაინც ლონდონს ეკუთვნის.

„მე გამიმართლა, როდესაც სამ სხვადასხვა ქვეყანაში − საქართველოში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში ვცხოვრობდი (მეოთხე − საფრანგეთი, თუ პარიზში ჩემს რეგულარულ ვიზიტებს ჩავთვლით). თითოეულმა ქვეყანამ ჩემზე სხვადასხვაგვარად მოახდინა ზეგავლენა და დამეხმარა ჩამოვყალიბებულიყავი იმ ადამიანად, რომელიც დღეს ვარ… მე საქართველოში, თბილისში დავიბადე. ბავშვობიდან მიზიდავდა ხელოვნება, თუმცა ჩემი ოჯახის არცერთ წევრს მასთან პროფესიული შეხება არ ჰქონია. დედას და მამას სურდათ ჩოგბურთის პროფესიონალი მოთამაშე გავმხდარიყავი, რადგან 5 წლიდან ვთამაშობდი. როდესაც განსხვავებული მიმართულებით გადავწყვიტე საქმიანობის დაწყება, ოჯახმა მხარი დამიჭირა“.

FASHION BY THE RULES: Mugler by David Koma.. Paris ..spring 2015

MUGLER SPRING/SUMMER 2015 BY DAVID KOMA

დევიდმა რამდენიმეწლიანი საქმიანობის პარალელურად, აღმოაჩინა საკუთარი დიზაინის ეთოსი: მარადიული, კულტურული, გრძნობადი, თავდაჯერებული, მაცდური და ფემინური დეტალები კი მისი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილებია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომას დაარსებულმა ბრენდმა 2019 წელს 10 წლის იუბილე აღნიშნა. დიზაინერმა ბრიტანულ Vogue-თან საუბრისას მოდაში ათწლიანი საქმიანობით მიღებული გამოცდილება შემდეგნაირად აღწერა:

„ყოველთვის კრიტიკულად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რასაც ვაკეთებ, მაგრამ როდესაც უკან ვიხედები, 99%-ით ამაყი ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საქმეში მაქსიმუმს ვდებ“.

„ჩემთვის ერთი მომენტი არაფერს ნიშნავს. მთავარია ის, თუ რაში შეიძლება გადაიზარდოს ეს კონკრეტული“.

„მიეცით საკუთარ თავს დრო. მე ათი წელი დამჭირდა, რომ თავი საბოლოოდ კომფორტულად მეგრძნო ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი სცენარით. ახლა მზად ვარ, ისე ვითამაშო, როგორც მსურს“.

„დიზაინის მიღმა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ბრენდის მფლობელი უნდა გაუმკლავდეს ბიზნესის წარმართვისას. მე ვვარჯიშობდი იმაზე, თუ როგორ უნდა მესაუბრა დისტანციურად სხვადასხვა გუნდთან“.

David Koma Cruise 2021 | GODUSTYLE
დევიდ კომამ 2021 წლის რესორტ-კოლექცია ქალაქგარეთ შექმნა. პრეს-ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მას შესაძლებლობა მიეცა ქალაქგარეთ არსებულ ცხოვრებას ჭეშმარიტად დაკავშირებოდა, რადგან ცხოვრების უმეტესი ნაწილი დიდ ქალაქებში გაატარა.

დიზაინერს იზიდავს კონცეფციის სრულყოფილება, გლამური და ბრწყინვალება. კომას კოლექციებში წლების გასვლის შემდეგაც კი კონკრეტული დეტალები უცვლელი რჩება, კომფორტის ახალი ელემენტების შერწყმით და უფრო გამარტივებული მინიმალისტური სილუეტების ხაზგასმით დიზაინერი დახვეწილ და პერფექციონისტულ ნამუშევრებს გვთავაზობს. ერთადერთი, რაც ახალ კოლექციაში მკვეთრად შეიცვალა, ეს არის ფონი.

კომასთვის, როგორც ქალაქის მკვიდრისთვის, რომელიც თავისი ფუტურისტული მსოფლმხედველობითაა ცნობილი, ბუნებასთან კავშირი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო ახლის შესაქმნელად. დიზაინერმა რესორტ-კოლექციაშიც შეინარჩუნა თავდაჯერებული სული და წარმოგვიდგინა ნეიტრალური ფერების ნაზავი, რძისფერი კორსეტები, ვარდისფერი cycling-შორტები, მინი ნაქსოვი ბოლოკაბები და ვინილის ქურთუკები.

EMILY RATAJKOWSKI and KARLIE KLOSS at Vogue Foundation Dinner in Paris 07/4/2017 – HawtCelebs

ემილი რატაკოვსკის და კარლი კლოსს აცვიათ David Koma

 

„ტანსაცმლის შექმნისას, ყოველთვის ვფიქრობ მოდის ჩვენებებზე. მომწონს მუსიკალური რიტმი, რომლის ფონზეც პოდიუმზე მოსიარულე გოგონებს წარმოვიდგენ. სწორედ ეს მეხმარება სამოსის შექმნაში. თუმცა მე სხვანაირად ვმუშაობ პრე-კოლექციებისთვის, რადგან მათი ჩვენება არ შეიძლება მოძრაობით, ისინი მხოლოდ ფოტოებზე აღიბეჭდება“.

დევიდ კომას აქვს უნარი შეინარჩუნოს ხედვა და ყოველ სეზონზე საკმარისი სიახლე შემატოს კოლექციას, რაც უფრო თვალშისაცემს ხდის მის ნამუშევრებს მოდის კონკურენტუნარიან ბაზარზე.

„შეპყრობილი ვარ 1960-იანი წლებით. ჩემი ესთეტიკა არის 1980-იანი წლების ფორმების, ძალისა და პოზირების მიქსი, გასული საუკუნის 60-იანი წლების გრაფიკული გაფორმების ელემენტებით“.

Yasmin Wijnaldum for David Koma Resort 2020 | Fashion, Spring fashion, Style

David Koma Resort 2020/ მოდელი: იასმინ უაინალდუმი

„ბავშვობიდან მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი. მე ავირჩიე, გამომეხატა საკუთარი გრძნობები ტანსაცმელების საშუალებით, ამიტომ ვცდილობ ისე წარმოვიდგინო ყველაფერი, როგორც ფოტო ან ნახატი. ამ დროს უკეთ შევიგრძნობ დროის უწყვეტობასა და მარადიულობას“. (Numero)

დევიდ კომასთვის არსებობს „ევოლუცია და არა რევოლუცია“. ოპტიმიზმით განმსჭვალული დიზაინერი ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს და აღნიშნავს:

„მე ოპტიმისტი ვარ. ჩემთვის ცვლილება ნიშნავს გაუმჯობესებას. ეს არის სიახლე და განსხვავებულობა, რომელიც სრულყოფილებისკენ ევოლუციონირდება“.

„ცხოვრებაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის გაკვეთილები, რომლითაც ვსწავლობთ, ამიტომ ყველაფრისგან ვიღებთ გამოცდილებას. ვფიქრობ, მთავარია იყო რელევანტური, კრეატიული და ინსპირირებული. ამავდროულად კი, კომერციულად წარმატებული. ეს ის გამოწვევაა, რომელსაც ბრენდის შექმნისას აწყდები“.

SARA SAMPAIO at David Koma's 10th Anniversary in New York 10/30/2019 – HawtCelebs

ქართველი დიზაინერი წლების გასვლის შემდეგაც არ კარგავს ინდივიდუალურ სტილს. მის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა კლასიციზმი, მინიმალისტური ელემენტებით. კომას დახვეწილი დიზაინითა და ორიგინალური სტილით შექმნილი სამოსი არაერთხელ მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ლედი გაგა, ბიონსე, ჯიჯი ჰადიდი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები. (სტატიაში გამოყენებულია ქართველი დიზაინერის კომენტარები British Vogue-თან, Numero-სთან და The Glass Magazine-თან საუბრისას).

An Interview with Fashion Designer David Koma - Savoir Flair

გაიგე მეტი: დევიდ კომაემილი რატაკოვსკიიასმინ უაინალდუმიკარლი კლოსილუნა ბაილიმოდამუგლერისარა სამპაიოსტილი

ასევე გაეცანი

#OK! პოდიუმის დედოფალი 52 წლისაა – ნაომი კემპბელის 13 გამორჩეული გამოსვლა პოდიუმზე 90-იანი წლებიდან დღემდე
Fashion News

#OK! პოდიუმის დედოფალი 52 წლისაა – ნაომი კემპბელის 13 გამორჩეული გამოსვლა პოდიუმზე 90-იანი წლებიდან დღემდე

მაისი 22, 2022
#OK! დღეს შერი 76 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე
Fashion News

#OK! დღეს შერი 76 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სტილის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

მაისი 20, 2022
#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ
Hollywood News

#OK! ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ

მაისი 20, 2022
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენი ბრიტანული Vogue-ის ივნისის ნომრის გარეკანზე
Fashion News

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენი ბრიტანული Vogue-ის ივნისის ნომრის გარეკანზე

მაისი 19, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! 63 წლის მადონა 28 წლის მეგობარ ბიჭს დაშორდა – ვარსკვლავმა განაცხადა, რომ რთული იყო მისთვის ურთიერთობის შენარჩუნება

#OK! 63 წლის მადონა 28 წლის მეგობარ ბიჭს დაშორდა – ვარსკვლავმა განაცხადა, რომ რთული იყო მისთვის ურთიერთობის შენარჩუნება

მაისი 11, 2022
#OK! ირინა შეიკი და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში: ვარსკვლავური დედა-შვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ირინა შეიკი და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში: ვარსკვლავური დედა-შვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

ივნისი 23, 2021
#OK! 5 არც თუ ისე ცნობილი ფაქტი ოდრი ჰეპბერნის შესახებ!

#OK! 5 არც თუ ისე ცნობილი ფაქტი ოდრი ჰეპბერნის შესახებ!

აპრილი 9, 2021
#OK! თამო ვაშალომიძემ კიმ კარდაშიანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იმიჯი მოირგო!

#OK! თამო ვაშალომიძემ კიმ კარდაშიანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იმიჯი მოირგო!

სექტემბერი 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული “გუჩის” Resort ჩვენებაზე გამოვიდა

#OK! ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული “გუჩის” Resort ჩვენებაზე გამოვიდა

მაისი 17, 2022
#OK! პოდიუმის დედოფალი 52 წლისაა – ნაომი კემპბელის 13 გამორჩეული გამოსვლა პოდიუმზე 90-იანი წლებიდან დღემდე

#OK! პოდიუმის დედოფალი 52 წლისაა – ნაომი კემპბელის 13 გამორჩეული გამოსვლა პოდიუმზე 90-იანი წლებიდან დღემდე

მაისი 22, 2022
#OK! ისტორიაში პირველად – კიმ კარდაშიანი Sports Illustrated-ის გარეკანზე

#OK! ისტორიაში პირველად – კიმ კარდაშიანი Sports Illustrated-ის გარეკანზე

მაისი 17, 2022
#OK! “დღეს ქალებს დიდი ფორმები სურთ, მე ძველმოდურად ვითვლები, რადგან ძალიან გამხდარი ვარ” – ვიქტორია ბექჰემი

#OK! “დღეს ქალებს დიდი ფორმები სურთ, მე ძველმოდურად ვითვლები, რადგან ძალიან გამხდარი ვარ” – ვიქტორია ბექჰემი

მაისი 18, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×