• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ირინა კვიკვინია „ალტრა ვიტას“ უპირატესობებზე

June 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

,,თითოეული მადლიერი პაციენტი ჩვენი კლინიკის წარმატების საწინდარია..”

 

იყო ექიმი, ნიშნავს მუდმივ სწავლასა და განვითარებას. ეს არის პროფესია, რომელიც ხშირად ითხოვს საკუთარ თავზე წინ საქმიანობის დაყენებას. ექიმისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია კი მადლიერი და კმაყოფილი პაციენტია, რომლის სიმრავლითაც გამოირჩევა ჩვენი დღევანდელი სტუმარი, მეან-გინეკოლოგი, კლინიკა „ალტრა ვიტას“ დამფუძნებელი და დირექტორი ირინა კვიკვინია. ის OK-ის საკუთარი კლინიკის უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?

ჩემი პროფესიული საქმიანობა საკმაოდ ბევრ წელს ითვლის. ცხოვრების საინტერესო და საუკეთესო წლები უკავშირდება შრომას, რომელიც მე საკუთარ პროფესიას მივუძღვენი, შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება დიდი პასუხისმგებლობით არის გამსჭვალული. ყოველი დღე იწყება და სრულდება საკუთარი პროფესიული საქმიანობით, რომელიც მე სიამოვნებას მანიჭებს.

იყო ექიმი, საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, სწორედ ამიტომ დაუღალავად ვცდილობდი განმევითარებინა საკუთარი თავი პროფესიული თვალსაზრისით, რადგან ექიმობა რთული და განსხვავებული პროფესიაა, ის არ არის მხოლოდ სტატუსი, მას უკავშირდება – მუდმივი სწავლა, განვითარება, უძილო ღამეები, რისკები, გამარჯვებაც და დამარცხებაც. ექიმმა ყოველთვის საკუთარ თავზე წინ უნდა დააყენოს თავისი საქმიანობა, როგორც ჰიპოკრატემ თქვა „სადაც არის მედიცინის სიყვარული, იქ არის კაცობრიობის სიყვარულიც“.

 

გაგვაცანით კლინიკა „ალტრა ვიტა“…

კლინიკა „ალტრა ვიტას“ დაარსება უკავშირდება 2013 წელს. დაფუძნების დღიდან კლინიკაში ოჯახური კლიმატით გაჟღენთილი ატმოსფერო სუფევს, რაც სიამოვნებისა და სტაბილურობის მომგვრელია, როგორც პაციენტისთვის, ისე პერსონალისთვის.

კლინიკა ნებისმიერ პაციენტს უზრუნველყოფს პირველადი ჯანდაცვით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია არა მხოლოდ ცალკეული დაავადებების პრევენცია, არამედ სპეციალიზებული მომსახურების უზრუნველყოფა. როდესაც პაციენტს უჭირს იმის განსაზღვრა, თუ რა სამედიცინო საჭიროებების წინაშე დგას, კლინიკა თამაშობს ერთგვარ მაკოორდინირებულ როლს და უზრუნველყოფს მათ კომფორტით, რაც თავის მხრივ გულისხმობს საჭირო გამოკვლევების მიღებას და ჩატარებას ერთ სივრცეში ან პაციენტის გადამისამართებას საჭირო მიმართულებით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

ჩვენ გთავაზობთ ამბულატორიულ მომსახურებას, დიაგნოსტიკის ფართო სპექტრს. კლინიკის მთავარი უპირატესობებია: პროფესიონალთა გუნდი, პაციენტზე მორგებული მომსახურება, მუდმივი ზრუნვა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ასევე ზრუნვა პერსონალის სამედიცინო განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

პირველად ჯანდაცვის რგოლში მომუშავე კლინიკისთვის პაციენტთან ურთიერთობა უწყვეტი პროცესია, ხოლო კონკრეტული დაავადება – ეპიზოდი. შესაბამისად, კლინიკა „ალტრა ვიტა“ მუდმივ მზადყოფნაშია, გასწიოს შედეგზე ორიენტირებული მომსახურება.

 

 

რა მიმართულებებია წამყვანი თქვენს კლინიკაში?

„ალტრა ვიტაში“ შეძლებთ ისარგებლოთ მაღალი სტანდარტების სამედიცინო სერვისებით, მათ შორის: გინეკოლოგიური, რეპროდუქტოლოგიური, ორსულთა პატრონაჟი, ლაბორატორიული, რადიოლოგიური და სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია. ჩვენ გთავაზობთ ისეთ ინოვაციურ და იშვიათ სამედიცინო სახის მომსახურებას, როგორიცაა მენჯის ფსკერის კუნთოვანი ქსოვილების აღდგენა და მათი ტონუსში მოყვანა, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლით გათვალისწინებულ მომსახურებას – ოჯახის დაგეგმვას, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, რეპროდუქციული ცოდნის გააქტიურებას პაციენტებში, ჯანმრთელობისთვის არასასურველი რისკების თავიდან აცილებას და ჯანსაღი ოჯახების არსებობას ქვეყანაში, ჯანსაღი ოჯახი კი ჯანმრთელი მომავლის საწინდარია.

ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინფორმირება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. რა თქმა უნდა, კარგი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზემოთ აღნიშნულის შესახებ განხორციელდეს ახალგაზრდების სწორი ინფორმირება. კლინიკის მხრიდან კი უწყვეტ რეჟიმში ხდება სწორი ინფორმაციის გაზიარება პაციენტებისათვის.

ჩვენ ვახდენთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწორ შეფასებას, ადეკვატურ აღქმას, თუ რა პოტენცია აქვს წყვილს რეპროდუქციული კუთხით. სწორი შეფასების შემდგომ ხდება ექიმის მხრიდან საჭირო ჩართულობა აღნიშნულ პროცესებში, სამედიცინო ჩარევები კლინიკის მხრიდან ყოველთვის მიზანმიმართულია. პაციენტებს ვუდგებით კომპლექსურად, რაშიც მოიაზრება პროფესიონალთა გუნდური მუშაობა.

კლინიკა „ალტრა ვიტა“ ცდილობს საზოგადოებაში დანერგოს ერთგვარი კულტურა, რაც გულისხმობს დროულ დიაგნოსტიკას პაციენტის მხრიდან, ეს კი საშუალებას იძლევა, ექიმმა მოახდინოს სწორი უკუკავშირი გარკვეული დაავადებების აღმოსაფხვრელად.

 

რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?

დამეთანხმებით, რომ მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, არამარტო ექიმისთვის, არამედ სხვა მრავალ პროფესიაშიც. მოტივაციის მომცემი ფაქტორები ჩემთვის არიან ადამიანები, რომელთა იმედების რეალიზებასაც ჩემი გამოცდილებითა და შედეგებით ვახდენ. ყველა ასეთი მოტივაცია შემდგომში ჩემივე წარმატების საწინდარია. თითოეული მადლიერი პაციენტის მადლობა, მათი ღიმილი დიდი სიხარულის მომგვრელია. ვფიქრობ, ამის გარეშე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ გზა შედეგამდე ზოგჯერ ძალიან რთული და ეკლიანიც კია.

 

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სფერო მუდმივ განვითარებასა და სიახლეებს გვთავაზობს. ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ და ავუწყოთ ფეხი თანამედროვე გამოწვევებს. კლინიკა სამომავლოდ აპირებს გინეკოლოგიური კუთხით სხვადასხვა ინოვაციის შემოთავაზებას. ამ ეტაპზე, კი ჩვენს სამომავლო გეგმაში განიხილება ისეთი სამედიცინო სერვისი, როგორიცაა „ფოტოდინამიკური თერაპია“, რომელიც გამოიყენება ისეთი გინეკოლოგიური დაავადებების დროს, როგორიცაა: საშვილოსნოს ფონური დაავადებები, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია 1-2 გრადუსი, ლეიკოპლაკია, საშვილოსნოს ყელის პილინომები და ქილლომომა.

კლინიკის მხრიდან ზემოთ აღნიშნული სამომავლო გეგმა გაზრდის პაციენტში ჩვენს სანდოობას. თავის მხრივ, კლინიკა პასუხისმგებელია ხარისხზე, რითაც პაციენტი საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას იგრძნობს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს
Health & Beauty

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს

September 27, 2023
#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023
Health & Beauty

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

September 22, 2023
#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის
OK! News

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა
Health & Beauty

#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

September 21, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! რაიან რეინოლდსის “კონფლიქტის რეზოლუცია”, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა

#OK! რაიან რეინოლდსის “კონფლიქტის რეზოლუცია”, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა

September 1, 2023
#OK! ვერსაჩეს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! ვერსაჩეს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

September 25, 2021
#OK! “მე არ ვამბობ, რომ Pleasing-ის გუნდი იდეალურია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით და ვსწავლობთ” – ჰარი სტაილსი სილამაზის საკუთარი ბრენდის შესახებ

#OK! “მე არ ვამბობ, რომ Pleasing-ის გუნდი იდეალურია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით და ვსწავლობთ” – ჰარი სტაილსი სილამაზის საკუთარი ბრენდის შესახებ

October 21, 2022
#OK! ოპელმა ახალი ლოგო „blitz“ წარადგინა

#OK! ოპელმა ახალი ლოგო „blitz“ წარადგინა

July 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს

September 27, 2023
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 85 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 85 წლის გახდებოდა

September 23, 2023
#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

September 22, 2023
#OK! “სტილისტის შეცვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო” – სელენა გომესის გამოჩენამ პარიზში სოციალურ მედია აალაპარაკა

#OK! “სტილისტის შეცვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო” – სელენა გომესის გამოჩენამ პარიზში სოციალურ მედია აალაპარაკა

September 25, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები