• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! დაუვიწყარი წუთები, ემოციები და გამორჩეული დიზაინი – დაგეგმეთ ღონისძიება „ლილაკი • Love Wedding & more“-თან ერთად

November 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

იმისათვის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანმა დღემ იდეალურად ჩაიაროს, საჭიროა ისეთი კომპანიის პოვნა, რომელიც გემოვნებით და უნაკლოდ დაგიგეგმავთ ღონისძიებას. სწორედ ასეთ ხარისხიან მომსახურებას გპირდებათ „ლილაკი“, რომელიც ქართველი ცოლ-ქმრის კომპანიაა. როგორი იყო გზა მათთვის მნიშვნელოვანი დღის ორგანიზებიდან კომპანიის შექმნამდე? − ამ და სხვა საინტერესო თემაზე ჟურნალ OK!-ის კომპანიის დამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი, დიზაინერი ნია შველიძე და ივენთმენეჯერი, ლოგისტიკის ხელმძღვანელი გიორგი დევაძე ესაუბრნენ.

უპირველესად, გაეცანით ჟურნალ OK!-ის მკითხველს. როდის და როგორ დაიწყეთ ივენთების ორგანიზება?

(ნია):  პატარების უმრავლესობას პრინცესობა ან ექიმობა სურს, მე კი დიზაინერობაზე ვოცნებობდი. მიუხედავად ამისა, გამოცდები იურიდიულზე ჩავაბარე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ სულ სხვაგან მიმიწევდა გული და ჩემი თავის გამოსავლენად სხვა რამ მჭირდებოდა: კრეატივი, შემოქმედება და ხალხთან ურთიერთობა. როდესაც ჩემთვის დამჭირდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღის ორგანიზება, დავიწყე კომპანიის ძიება. ძალიან რთული აღმოჩნდა ისეთი კომპანიის პოვნა, რომელიც ჩემს მოთხოვნებსა და სურვილებს დააკმაყოფილებდა, ამიტომაც გადავწყვიტე დამოუკიდებლად გამეკეთებინა ყველაფერი. საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს არათუ კარგად, არამედ იდეალურად გავართვი თავი და სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, სხვებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი საქმიანობა და შედეგი. ასე დაარსდა 2017 წელს კომპანია „ლილაკი • Love Wedding & more“ და დღემდე ძალიან ბევრი წყვილის ბედნიერი დღის ნაწილია.

 

რა სახის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

(გიორგი): „ლილაკი • Love Wedding & more“ საზოგადოებას სთავაზობს მათთვის მნიშვნელოვანი დღის დაგეგმვას, ორგანიზებას და გაფორმებას:

მრავალფეროვანი დეკორაციები ნებისმიერი სახის ღონისძიებისთვის − იქნება ეს დაბადების დღე, ქორწილი, კორპორაციული წვეულება თუ სხვა სახის ღონისძიება.

ინვენტარი − მაგიდები და სკამები (სპეციალურად ღონისძიებებისთვის), რომელსაც ვაქირავებთ.

ასევე, ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ ლოკაციასთან საქართველოს მასშტაბით − ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან, წამყვანებთან, საკონდიტროებთან, ქეითერინგის კომპანიებთან და ა.შ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ თითოეული დეტალი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, რათა ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს და მომხმარებელი შედეგით იყოს კმაყოფილი.

როგორია თქვენი კომპანიის განვითარების დინამიკა?

(ნია):  მახსოვს პირველი ქორწილი, რომელიც ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე − „თბილი სიო“-ში გავაკეთე. სტუმრის მაგიდებისთვის ლარნაკები მთხოვეს და არ მქონდა. მეორე ქორწილისთვის უკვე ყიდვა შევძელი. ახლა კი საკმაოდ დიდი ინვენტარით, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ლოკაციაზე, 500-კაციანი ღონისძიების მოწყობა შეგვიძლია, თუმცა ბევრად დიდი ღონისძიებაც გაგვიკეთებია. მაგალითად, ზუგდიდში, სადაც 20-კაციანი ჯგუფით ჩავედით, 3 დღე-ღამე ვმუშაობდით და ზღაპრული ქორწილი გავაკეთეთ, სადაც 700 სტუმარი იყო.

სირთულეები და გამოწვევები ყოველთვის მიყვარდა და მირჩევნია ყოველი შემდეგი ღონისძიება არ ჰგავდეს წინას, იყოს განსხვავებული − როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად, და ამ კუთხით ვვითარდებით, რაც საკმაოდ სასიამოვნოა და დიდ მოტივაციას მძენს.

რა გამოგარჩევთ ბაზარზე სხვებისგან?

(ნია):  მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია და რაც დრო გადის, კიდევ უფრო იზრდება. გამოგვარჩევს იმ საქმის სიყვარული, რომელსაც ვაკეთებთ. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ სამუშაო პროცესით და შემდეგ უკვე შედეგით. 1 დღეში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე მქონია ღონისძიება და ყველა მათგანში მოვახერხე მისვლა და ჩართულობა. ვიყავი კახეთში, საგურამოში და მთაწმინდაზე… თუ როგორ მოვახერხე 24 საათში ყველგან საჭირო დროს ვყოფილიყავი და ნამუშევრების ხარისხი, სიტუაცია გამეკონტროლებინა, თვითონაც მიკვირს ხოლმე.

ასევე, გამოგვარჩევს კომუნიკაცია. ყველა ჩემი მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა მაქვს, ყოველთვის ვცდილობ დამკვეთის ადგილას წარმოვიდგინო თავი. ასევე, საკუთარი იდეებიც შევთავაზო. ასე მივდივართ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე.

 

რა სახის სირთულეებს აწყდებით?

(გიორგი): ერთი შეხედვით ყველასთვის ლამაზი და გასართობი ღონისძიება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ყოფილა შემთხვევები, როცა გადაბმულად 72 საათზე მეტი გვიმუშავია სასურველი შედეგის მისაღწევად. ამ დროს ძილი, კვება და სხვა სურვილები არ გვახსოვს. გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც გვქონია, როგორიცაა ცუდი ამინდი, წვიმა… ასევე, სტუმრების მოსვლამდე ერთი საათით ადრე მთელ განათებას და აპარატურას ცეცხლი გასჩენია… ასეთ დროს უფრო ძლიერდები, მაქსიმალურად პატარა დროში ცდილობ აღმოფხვრა პრობლემა და შედეგზე არ იმოქმედოს ამ ნიუანსებმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფრო მეტად გვზრდის და გვავითარებს.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმეში, რათა წარმატებული იყოთ?

(გიორგი):  დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც კონტაქტები და ნაცნობობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ ვინ ხარ და რას აკეთებ. თუ ეს ორი ერთმანეთთან ჰარმონიაშია და ხარ შრომისმოყვარე, განვითარებისკენ ორიენტირებული, მაშინ წარმატებაც არ დააყოვნებს.

სამომავლო გეგმები…

(ნია):  გეგმები და ახალი დღეები არასოდეს მელევა. ვცდილობ ყველა მათგანი ნელ-ნელა განვახორციელო. საახალწლოდ, კომპანიებს ვთავაზობთ განსხვავებული ღონისძიების დაგეგმვას, რათა კორპორაციული წვეულება იყოს გამორჩეული და დასამახსოვრებელი.

ასევე, ამჟამად ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ვფიქრობთ უკვე ზაფხულის სეზონისთვის იქნება მზად და ივლისში მივიღებთ სტუმრებს ჩვენს ლოკაციაზე, სადაც დიდი გამოცდილების შემდეგ, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ ისეთ სივრცეს, რომელიც იდეალური იქნება და თითოეული იქ ჩატარებული ღონისძიება უნიკალური და დასამახსოვრებელი გამოდგება. უფრო დეტალურად კი ამის შესახებ მომავალში თქვენი ჟურნალის საშუალებით მოვუყვებით საზოგადოებას.

 

ასევე გაეცანი

#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ გვანცა გვაზავასთან
Décor

#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ გვანცა გვაზავასთან

June 6, 2023
#OK! ღვინოს ქმნის ხარება – ხარისხიანი ღვინის ფართო არჩევანი
Décor

#OK! ღვინოს ქმნის ხარება – ხარისხიანი ღვინის ფართო არჩევანი

June 4, 2023
#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ
Décor

#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ

June 4, 2023
OK! სასტუმრო Pine Astoria – ძველი შენობის ახალი სიცოცხლე…
Décor

OK! სასტუმრო Pine Astoria – ძველი შენობის ახალი სიცოცხლე…

June 4, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! “დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალია” – რატომ აკრიტიკებენ ნიკოლ კიდმანს მას შემდეგ, რაც “ბალენსიაგას” კამპანიაში გამოჩნდა

#OK! “დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალია” – რატომ აკრიტიკებენ ნიკოლ კიდმანს მას შემდეგ, რაც “ბალენსიაგას” კამპანიაში გამოჩნდა

November 29, 2022
#OK! ახალბედა დედა: როგორ გამოიყურება ემილი რატაკოვსკი მშობიარობიდან სამ კვირის შემდეგ

#OK! ახალბედა დედა: როგორ გამოიყურება ემილი რატაკოვსკი მშობიარობიდან სამ კვირის შემდეგ

March 31, 2021
#OK! GOT-ის ვარსკვლავმა ბელა რემზიმ განაცხადა, რომ გენდერფლუიდია

#OK! GOT-ის ვარსკვლავმა ბელა რემზიმ განაცხადა, რომ გენდერფლუიდია

January 17, 2023
#OK! უცხოური მედია: “A$AP Rocky-იმ ორსულ რიანას Amina Muaddi-სთან უღალატა”

#OK! უცხოური მედია: “A$AP Rocky-იმ ორსულ რიანას Amina Muaddi-სთან უღალატა”

April 15, 2022

კვირის ჰიტები

#OK! პირველი კულტურული ატრაქცია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში – ITB Berlin

#OK! პირველი კულტურული ატრაქცია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში – ITB Berlin

June 5, 2023
#OK! ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

#OK! ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრეები – ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახის ყველაზე პატარა წევრები

June 5, 2023
#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

June 5, 2023
#OK! სუპერმოდელი 50 წლისაა – ბევრისთვის უცნობი ფაქტები ჰაიდი კლუმის შესახებ!

#OK! სუპერმოდელი 50 წლისაა – ბევრისთვის უცნობი ფაქტები ჰაიდი კლუმის შესახებ!

June 1, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×