• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! Dadvan’s Beauty Room

December 2, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

Dadvan’s Beauty Room გახსნის დღიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზესა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. DBR არის ადგილი, სადაც ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთმანეთს ერწყმის. აქ წარმოდგენილი, უმაღლეს სტანდარტს მორგებული პროდუქცია და პროფესიონალთა მიერ ჩატარებული პროცედურები თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Dadvan’s Beauty Room-ის დამფუძნებლებსა და მმართველებს − ნინო და ნატა დადვანებს.

 

როგორ შეძელით გეთქვათ ახალი სიტყვა სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში?

თავიდანვე გვქონდა სურვილი გვეთქვა ახალი სიტყვა სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში. ამდენად, ჩვენ, დებმა − ნინო და ნატა დადვანებმა, შევქმენით თანამედროვე ესთეტიკის სახლი − Dadvan’s Beauty Room. ჩვენ გვაქვს სურვილი და ჯანსაღი ამბიცია იმისა, რომ ვიყოთ წარმატებულები ჩვენსავე სფეროში, ვინაიდან მიზნად დავისახეთ მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ, რისთვისაც თავდაუზოგავად ვშრომობთ. ვიცით, რომ ცხოვრება ერთი დიდი ომია, რომელიც პატარ-პატარა ბრძოლებისგან შედგება, ამ ბრძოლებში გამარჯვება კი ომში გამარჯვებას გულისხმობს, რასაც საბოლოოდ, მიზნის მიღწევისკენ მივყავართ.

 

როგორ შეიქმნა Dadvan’s Beauty Room?

Dadvan’s Beauty Room-მდე მისასვლელად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. მარტივი არ არის დედაქალაქში ახალი საქმის დაწყება და საკუთარი ნიშის დაკავება.

2019 წლის 24 ოქტომბერს გაჩნდა Royal Nails – ნეილ-ბარი, რომელიც მხოლოდ მანიკიურსა და პედიკიურზე იყო ორიენტირებული. დაახლოებით 1 წლის თავზე კი შევძელით გაგვეხსნა ესთეტიკური ცენტრი განახლებული ფორმატითა და სერვისების ფართო სპექტრით, შეცვლილ ლოკაციაზე (საბურთალო, არჩილ ცაგარელის 82).

 

რატომ Dadvan’s Beauty Room?

თავიდანვე გვსურდა ჩვენი ესთეტიკის ცენტრი ყოველმხრივ გამორჩეული ყოფილიყო. ამდენად, შევურჩიეთ მას უნიკალური სახელი − Dadvan’s Beauty Room, რითაც აღნიშნულ სფეროში შევქმენით ახალი ფორმულა. მოგეხსენებათ, „დადვანი“ სვანური გვარი გახლავთ, ჩვენ კი, DBR-ის მფლობელები − ნინო და ნატა დადვანები ვართ. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება. რა თქმა უნდა, ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად მხოლოდ სახელი არაფერს ნიშნავს, ამიტომაც ვიზრუნეთ შეგვექმნა გამორჩეული ინტერიერიც, რომელიც შეიძლება ითქვას, ჩვენი სავიზიტო ბარათიც კი გახდა. ორ ფერში გადაწყვეტილი შიდა ფასადი ორიგინალურსა და თბილ ატმოსფეროს ქმნის, შესაბამისად, თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან სილამაზე და კომფორტი ერთმანეთს ერწყმის.

 

რამ განაპირობა Dadvan’s Beauty Room-ის წარმატება?

ნებისმიერი საქმის წარმატების ქვაკუთხედი ადამიანური რესურსია და ამიტომაც Dadvan’s Beauty Room-ში გვყავს პროფესიონალთა მეგობრული გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა მომხმარებელმა მიიღოს მისთვის სასურველი პროცედურა კომფორტულ გარემოში. აღსანიშნავია ისიც, რომ DBR-მა მცირე დროში ელექტრონული კომერციის სფეროში სათანადო ადგილი დაიკავა სერვისების გაყიდვების მიმართულებით. მომსახურების გარდა, გვაქვს ხარისხიანი და პრემიუმკლასის პროდუქცია. ვართ მსოფლიოში ცნობილი, ისრაელის ბრენდ HOLY LAND-ის („ჰოლი ლენდის“) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

სამომავლოდ ვგეგმავ Dadvan’s Beauty Room – DBR ქსელის შექმნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სასურველი მომსახურება მათთვის ხელსაყრელ ლოკაციაზე. ამ ეტაპზე კი გელით საბურთალოზე, არჩილ ცაგარელის 82 ნომერში, სადაც დაგხვდებათ ყველაფერი, რაც სილამაზისა და ესთეტიკისთვის არის აუცილებელი.

 

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე
Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

March 31, 2022
#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც ვერძის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც ვერძის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

March 21, 2023
#OK! LIVIN – ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია

#OK! LIVIN – ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია

May 6, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – ელენე ზამთარაძე და მარიამ რამიშვილი (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – ელენე ზამთარაძე და მარიამ რამიშვილი (ვიდეო)

November 30, 2023

კვირის ჰიტები

#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა

#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა

February 12, 2026
#OK! სიყვარულით შექმნილი – მარია სეოანეს შემოქმედება

#OK! სიყვარულით შექმნილი – მარია სეოანეს შემოქმედება

February 15, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

#OK! 16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიიდან

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები