• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

March 31, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ისეთი დროა, თან ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი და თან თითქოს სიტყვებმა ძალა დაკარგა. თითქოს გამხნევებას და შეგულიანებას გაუვიდა დრო და ახლა ყველა მხოლოდ საინფორმაციო არხებს ვუსხედვართ, რომ იქიდან დასამშვიდებელი ამბავი გავიგოთ. მართლა რამდენს ვუძლებთ, რამდენი უბედურება ვნახეთ ამ ბოლო წლებში. დიდები ვითმენთ, ბავშვები უძლებენ, ხანშიშესული ადამიანები კი ალბათ ყველაფერს იმედით უყურებენ და ელოდებიან, როდის მოვა გამარჯვება. გამარჯვება − ეს ერთადერთი დასასრულია, სხვა დასასრული არ არსებობს. ამიტომ თავს არ შეგაწყენთ დღეს, უბრალოდ მადლობას ვეტყვი ჩვენს ხალხს ამხელა თანადგომისთვის, რაც გაჭირვებაში მყოფი მოძმე ხალხისთვის − უკრაინელებისადმი გაიღეს.

OK!-ის მთავარი გმირი მაშა ეფროსინინაა − ადამიანი, რომელიც ისეთივე ჯარისკაცია, როგორც ყველა ნამდვილი გმირი მეომარი. მან თავისი ბრძოლა გამოაცხადა და სანამ შეეძლო, რუსეთში საკუთარ მეგობრებს ხმას აწვდენდა, ჰყვებოდა სიმართლეს, სადამდეც შეეძლო. ეუბნებოდა, რა ხდებოდა რეალურად… მე დარწმუნებული ვარ, მისი ხმა შეისმინეს. მაშას ხმამ ბევრი შეგვცვალა, პირადად მე ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. ახლა ვიცი, რომ არ არსებობს გარემოება, რომელშიც ადამიანები ვერ ვიპოვით ჩვენს თავს და ცხოვრების აზრს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველასთვის. რამდენჯერ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, როცა წინ კედელი მხვდებოდა. ახლა ვფიქრობ, ყველა კედელი იმისთვისაა, რომ ან უკან უნდა დაიხიო, ან უნდა გადააფოფხდე, ან კიდევ უნდა დაიტოვო და გაალამაზო, და თუ კედელი არის ბეტონის, გაამწვანო და ვარდის კედელი გააშენო.

მინდა, პირველ მაისს დავბრუნდე და გითხრათ, რომ ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც ეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სურდა. დღეს რთულია რაიმე დადებითის თქმა, რადგან უამრავი ადამიანი დაიღუპა, დაიღუპნენ ბავშვები და პირადად მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამაზე, რადგან ბავშვი ჩემთვის ყველაფრის აზრია. არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, რაც ბავშვებს მოაქვთ, არ არსებობს ამაზე დიდი სამყარო, რაც ბავშვებს აქვთ შინაგანად. მათი სამყარო არის მშვიდი, ოცნებებით სავსე, მათი ფიქრები მუდამ გმირობაზე და დიდ საქმეებზეა, ისინი ძალიან კეთილები და გულწრფელები არიან, მათ არ იციან რა არის ბოროტება და ამიტომაც უკვირთ იმ საზარელი ბომბების ხმა, რომელიც ასე უხვად ასმენინა ბოროტმა ძალამ. მათ არაფერი იცოდნენ, არაფერი დაუშავებიათ, არაფერი უნდოდათ ბევრი − მხოლოდ თავიანთ სახლებში ყოფნა, თბილად, საკუთარ ოჯახებში, თავიანთ დედიკოებთან და მამიკოებთან. მსხვერპლი იმდენად დიდია, რომ ამ ყველაფრის წარმოდგენა ჩემს გონებას უჭირს. როცა უკრაინის ომი დასრულდება, ეს ორი ფოტო ჩემთვის დარჩება სამუდამოდ მეხსიერებაში. გოგონა ვარდისფრად შეღებილი თმით და დედების მოწყობილი აქცია ცარიელი ეტლებით. ასევე, ყველა ის კადრი, როცა ბავშვებს უჭირდათ, როცა უჭირდათ დედებს. როცა ისინი, ფერად კომბინეზონებში გამოწყობილნი, თბილი, ფერადი პომპონიანი ქუდებით ტოვებდნენ საყვარელ ადგილებს და გაუგებარი მიმართულებით მიეშურებოდნენ. ეს ყველაზე დიდი კოშმარია, რაც ამ დღეებში ვნახეთ. სამშობიარო სახლებში შეყუჟული დედები, დაბომბილი კლინიკები და იქიდან გამოქცეული მშობიარე ქალების შეშინებული თვალები.

ახლაც, როცა ამ სიტყვებს ვწერ, ვერ ვხედავ ეკრანს, რადგან თვალები სიმწრის ცრემლებით მაქვს სავსე. გმირად დაბადებულ, საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას შეწირული ბავშვების სახეებს, მარადისობაში გადასულს, კიდევ ბევრი თანატოლი მოუსმენს და ისწავლის სამშობლოს სიყვარულს.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

სიყვარულით,

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

 

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი
OK! ქუთაისი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 9, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 10, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

April 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! The Weeknd ეთიოპიის მოსახლეობას 1.000.000 დოლარით ეხმარება

#OK! The Weeknd ეთიოპიის მოსახლეობას 1.000.000 დოლარით ეხმარება

April 5, 2021
#OK! ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა პირველ შვილს ელოდებიან!

#OK! ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა პირველ შვილს ელოდებიან!

June 7, 2023
#OK! “თითქოს დამწყევლეს!”- სელენა გომესი ყოფილ ურთიერთობებზე Vogue-თან ინტერვიუში ალაპარაკდა

#OK! “თითქოს დამწყევლეს!”- სელენა გომესი ყოფილ ურთიერთობებზე Vogue-თან ინტერვიუში ალაპარაკდა

June 23, 2021
#OK! სოფია რიჩის ქუჩის სტილი! მოდელი Christian Dior-ის მაისურით!

#OK! სოფია რიჩის ქუჩის სტილი! მოდელი Christian Dior-ის მაისურით!

March 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სიჩუმის და სინამდვილის  სინთეზის ხედვით

#OK! სიჩუმის და სინამდვილის სინთეზის ხედვით

July 10, 2025
#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

July 10, 2025
#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

July 11, 2025
#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები