• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! დაბრუნდით ბავშვობაში Mom’s Cakes-თან ერთად

March 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

მოგენატრათ ოჯახური, გემრიელად დამზადებული საკვების გემო? გემო, რომელიც განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევს? მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, რადგან OK! Gastro Book გაგაცნობთ Mom’s Cakes-ს, რომელიც წარსულში დაგაბრუნებთ და ბავშვობაში გამოგზაურებთ. გთავაზობთ ინტერვიუს Mom’s Cakes-ის  დამფუძნებელ ნინო კობალავასთან.

 

გაგვაცანით Mom’s Cakes. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა?

როგორც ყველას, ბავშვობიდან მეც მინდოდა საკუთარი საქმე მქონოდა, სადაც თავს მყუდროდ და კომფორტულად ვიგრძნობდი. წლების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა სფეროში ვცადე საკუთარი თავი, მუდმივ ძიებაში ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით რეჟისორი ვარ და ეს სფეროც ძალიან მიყვარს, აღმოვაჩინე, რომ არანაკლებ მიზიდავს ბიზნესი. პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე დავიწყე ფიქრი, რა უნდა შემეთავაზებინა საზოგადოებისთვის ისეთი, რითაც მათ ნდობას დავიმსახურებდი და ბაზარზე თავის დამკვიდრებას შევძლებდი, მით უმეტეს, რომ დღეს არ არსებობს საქართველოში საქმე, სადაც მაღალი კონკურენცია არ არის.

რატომ Mom’s Cakes? გვიამბეთ პირველი ნაბიჯების შესახებ

ძალიან დიდ და სტუმართმოყვარე ოჯახში გავიზარდე. იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად მესმოდა ჩვენთან გასინჯული კერძების და დესერტების ქება, დაიბადა Mom’s cakes-ის შექმნის იდეა. პირველ რიგში დავიწყე საოჯახო რეცეპტების შეგროვება, მოსინჯვა, დაგემოვნება და შემდეგ მათი უცხო ადამიანებისთვის შეთავაზება. სამზარეულოში ფუსფუსი ყოველთვის მომწონდა და დასაწყისისთვის დავიწყე შეკვეთების სახლში მიღება. თავიდან პასუხისმგებლობას ვერც კი ვიაზრებდი, იმდენად ექსპერიმენტული ჰობი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ძალიან მალე გაუვარდა ჩემს ჰობის სახელი და ხალხმა შეიყვარა. თავისდა უნებურად ექსპერიმენტი ძალზე საპასუხისმგებლო, მაგრამ სასიამოვნო საქმედ იქცა.

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მომხმარებლის მხრიდან განსაკუთრებული  მოწონება?

ვფიქრობ, მომხმარებლის სიმპათია იმანაც გამოიწვია, რომ ყველაფერს ვამზადებთ მაღალი ხარისხის პროდუქტით და დანანების გარეშე, რაზეც ყველა ჩვენი დესერტის თუ ღვეზლის გემო მეტყველებს და, რა თქმა უნდა, მომხმარებელი ამას ამჩნევს. ასევე ვფიქრობ, რომ ადამიანებს მოენატრათ ოჯახურად და გემრიელად დამზადებული საკვები, გემო, რომელიც ძალზე სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს მათში. იცით რამდენ ადამიანს დაურეკავს და უთქვამს: „გამარჯობა! დღეს თქვენი ტორტი მივირთვი და არ შემეძლო მადლობა არ მეთქვა, თქვენ მე ბავშვობაში დამაბრუნეთ!“. ამ სიტყვების მოსმენად ღირს ის დაღლა და ნერვიულობა, რაც თუნდაც ერთი უწყინარი ტორტის მომზადებას ახლავს თან.

სად მდებარეობს Mom’s Cakes-ის მაღაზია?

ერთი წლის წინ, მოთხოვნის გაზრდიდან გამომდინარე, მეგობართან ერთად ირაკლი აბაშიძის 66-ში გავხსენი ძალიან პატარა მაღაზია. მართალია, ჯერ ბევრი შრომაა საჭირო, რომ ყველაფერმა საბოლოოდ იდეალური სახე მიიღოს (ინტერიერი, მენეჯმენტი, სერვირება, მომსახურება, რეკლამა და ა.შ.), მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობთ თითო ნაბიჯით წინ წავიწიოთ და აუცილებლად ამ ნაწილშიც დავიხვეწებით.

როგორია თქვენი გეგმები Mom’s Cakes-თან დაკავშირებით?

ნელ-ნელა მომხმარებელს გვინდა შევთავაზოთ დესერტების მრავალფეროვანი არჩევანი, ასევე შევქმნათ და დავამატოთ ისეთი პროდუქტები, რასაც ჩვენ გარდა ვერსად შეხვდებით. სამომავლო გეგმაში გვაქვს კერძების, ფურშეტებისა და უამრავი სხვადასხვა საინტერესო პროდუქტის დამატება, რასაც ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ. საბოლოოდ მინდა შევქმნა თბილი და ძალიან მყუდრო სივრცე, სადაც ყველა სიგემრიელე და სასიამოვნო შეგრძნება ერთად მოიყრის თავს.

აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ  არ იქნებოდა არც გეგმები, არც იმედები, არც განვითარების სურვილი, რომ არა ის ადამიანები, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს სრულიად უცხო ადამიანს და პირველი შეკვეთების გაკეთება გარისკეს, შემდეგ არ დაეზარათ და რეკომენდაციები გამიწიეს. ადამიანები, რომლებსაც არასდროს ენანებათ მადლიერება, თბილი სიტყვები, რჩევები… ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რაც, რა თქმა უნდა, უდიდესი სტიმულია და ტონუსი იმისთვის, რომ იყო სულ მოთხოვნადი და სასურველი, არ დააგდო ხარისხი და არ დაკარგო მომხმარებლის ნდობა და დამოკიდებულება.

ასევე, მადლიერება და სიყვარული მინდა გამოვხატო ჩემი ოჯახის და მეგობრების მიმართ, ვინც ამ გზაზე გვერდით დამიდგა, დღემდე უპირობოდ და უანგაროდ მეხმარებიან წინსვლაში, რათა ჩემს ოცნებებთან ახლოს მივიდე. მათ გარეშე არაფერი იქნებოდა.

წინ დიდი გზაა და ჩვენ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა დავაბრუნოთ ბედნიერ ბავშვობაში.

ასევე გაეცანი

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის
Gastro

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის
Gastro

#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის

March 11, 2023
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

March 11, 2023
#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი
Gastro

#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

March 11, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! რას ფიქრობდა პრინცი ფილიპი მეგანისა და ჰარის სკანდალურ ინტერვიუზე?

#OK! რას ფიქრობდა პრინცი ფილიპი მეგანისა და ჰარის სკანდალურ ინტერვიუზე?

April 13, 2021
#OK! “ქეითმა ბოდიში მომიხადა და მე მას ვაპატიე,”-  მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

#OK! “ქეითმა ბოდიში მომიხადა და მე მას ვაპატიე,”- მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ

March 9, 2021
#OK! ნეონის ფრაზებში გადატანილი ემოციური მდგომარეობა

#OK! ნეონის ფრაზებში გადატანილი ემოციური მდგომარეობა

June 2, 2022
#OK! დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი ერთმანეთს დაშორდნენ

December 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „მეორე ადგილი ავიღე“ – პიანისტი, გიორგი გიგაშვილი რუბენშტეინის კონკურსის შესახებ

#OK! „მეორე ადგილი ავიღე“ – პიანისტი, გიორგი გიგაშვილი რუბენშტეინის კონკურსის შესახებ

March 31, 2023
#OK! “ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი განქორწინებას გეგმავენ” – რას წერენ უცხოური გამოცემები წყვილის შესახებ

#OK! “ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი განქორწინებას გეგმავენ” – რას წერენ უცხოური გამოცემები წყვილის შესახებ

March 31, 2023
#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

March 30, 2023
#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

March 31, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×