• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ცნობილი ქალები, რომლებმაც წარმატებას 40 წლის შემდეგ მიაღწიეს

October 27, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ზოგჯერ წარმატებამდე მისასვლელი გზა ისე გრძელდება, რომ ბოლო არ უჩანს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმედს არ კარგავენ და მიზნისკენ წლების, ზოგჯერ კი ათწლეულების მანძილზე მიდიან. ჩვენ გიამბობთ ქალებზე, რომლებმაც წარმატებას ორმოცი წლის შემდეგ მიაწიეს.

შერონ ოსბორნი

Шэрон Осборн

ცნობილი ინგლისელი როკ-მუსიკოსის, ოზი ოსბორნის მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში ქმრის ჩრდილში რჩებოდა. მათ 1982 წელს იქორწინეს, როდესაც ჯგუფ Black Sabbath-ის დამფუძნებელი და წევრი ოზი ოსბორნი უკვე პოპულარული იყო. ოფიციალურად, შერონი ქმრის კონცერტებს აწყობდა, თუმცა სინამდვილეში დროის უდიდეს ნაწილს სამი შვილის აღზრდას უთმობდა.
შერონ ოსბორნთან პოპულარობა 50 წლის ასაკში მოვიდა, როდესაც MTV-ზე რეალითი შოუ – „ოსბორნების ოჯახი“გავიდა. შოუში, რომელიც როკ-ვარსკვლავის ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავდა, შერონმა ენერგიულობითა და იუმორით მთავარი ვარსკვლავ- ოზი ოსბორნიც კი დაჩრდილა.
წარმატების ტალღაზე შერონმა საკუთარი გადაცემა „შერონ ოსბორნის შოუ“შექმნა, ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა და პოპულარული ტელეპროექტების მუდმივი სტუმარი გახდა.

ჯუდი დენჩი

Джуди Денч

დღეს ბრიტანელი მსახიობი ჯუდი დენჩი 90 წლისაა, თუმცა წარმატება 65 წლის შემდეგ ეწვია, როდესაც ფილმში „შეყვარებული შექსპირი“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის თავისი პირველი „ოსკარი“ მიიღო.
ინტერვიუებში მსახიობი აღიარებდა, რომ მის ცხოვრებაში პოპულარობა შემთხვევით მოვიდა. 1970-იან წლებში, შვილის დაბადების შემდეგ ის მზად იყო თეატრი და კინო სამუდამოდ დაეტოვებინა, მაგრამ ქმარმა შეაჩერა.
„მან მითხრა, თუ მთელ დღეებს სახლში გაატარებ, მალე გაგიჟდები და ყველას გაგვიფუჭებ ცხოვრებას.“ ასე დარჩა ჯუდი სცენაზე და ამ გადაწყვეტილებამ  მსოფლიო აღიარება მოუტანა.

ვერა ვონგი

Вера Вонг

75 წლის ვერა ვონგი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია. მან სახელი საქორწილო და საღამოს კაბების კოლექციებით გაითქვა. ვერა ვონგის შექმნილი კაბა ეცვა ივანკა ტრამპს, უმა თურმანს, შერონ სტოუნს, კიმ კარდაშიანს, ვიქტორია ბექჰემს და უამრავ სხვა ვარსკვლავს.
დიზაინერს ნამდვილი წარმატება ორმოცი წლის ასაკში ეწვია, როდესაც საკუთარი სურვილით დატოვა Vogue-ის მოდის რედაქტორის თანამდებობა, სადაც 17 წელი იმუშავა და მოდის დიზაინერი გახდა.
ვერა დიზაინერის საქმიანობით ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მოიხიბლა, როდესაც საკუთარი ქორწილისთვის ემზადებოდა. მაშინ გადაწყვიტა, რომ საკუთარ საქორწილო კაბას თავად შექმნიდა, რადგან ყველასგან გამორჩეული სამოსი სურდა.

კიმ კეტროლი

Ким Кэттролл

მსახიობმა კიმ კეტროლმა სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“–ს გამბედავი სამანტას როლს 42 წლის ასაკში, რთული კასტინგის გავლის შემდეგ მიაღწია და კერი ბრედშოუს გუნდის წევრი გახდა. კიმი აღიარებდა, რომ უდიდესი კონკურენციის პირობებში გამარჯვების იმედი არ ჰქონდა.

Рассказываем в деталях: почему Саманты не будет в новом «Сексе в большом городе» | StarHit (СтарХит)

კეტროლმა სერიალის წარმატება სრულად გამოიყენა: დაწერა ორი წიგნი ქალის სექსუალურობის შესახებ, Pepsi-ს რეკლამაში გადაიღეს და ეკრანზე ურთიერთობების ექსპერტად იქცა. დღეს მსახიობი 68 წლისაა, თუმცა მის სახელს კვლავ ენერგიულ სამანტა ჯონსს უკავშირებენ, რომელმაც მილიონობით მაყურებლის გული მოიგო.

ჯულია ჩაილდი

Джулия Чайлд

ის მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი ამერიკელი მზარეული და ტელეწამყვანი  იყო, რომელმაც მრავალრიცხოვანი რეცეპტების წიგნებისა და სატელევიზიო პროგრამების საშუალებით ამერიკელებს ფრანგული სამზარეულო და კერძების მომზადების ტექნიკა გააცნო. ჯულია ჩაილდთან წარმატება 49 წლის ასაკში მივიდა, როცა 1961 წლის შობაზე მისი წიგნი „ფრანგული სამზარეულოს ხელოვნება“ მთლიანად (30 000) გაიყიდა.
ჯულია რეცეპტებს ოცი წელი აგროვებდა. ფრანგული სამზარეულოთი მისი გატაცება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როცა მეუღლესთან ერთად ევროპაში ისვენებდა. ჯულიამ პარიზის ერთ – ერთ კაფეში, ჰალიბუტისგან გაკეთებული კერძი პირველად გასინჯა და  აქედან დაიწყო მისი გასტრონომიული გზა.
გრძელი ტექსტის და რთული რეცეპტების გამო გამომცემლები წიგნის დაბეჭდვაზე უარს ეუბნებოდნენ (ზოგ კერძს 8–10 გვერდი ეთმობოდა) თუმცა როცა წიგნი გამოვიდა, ის ნამდვილ სენსაციად იქცა.
ამის შემდეგ ჯულია ჩაილდს სატელევიზიო გადაცემებში იწვევდნენ, სადაც ის ამერიკელებს ფრანგული ომლეტის მომზადებას, ქათმის რეცეპტებსა და ღვინის შერჩევის საიდუმლოებებს ასწავლიდა.
ჯულია ჩაილდი 2004 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას „ამერიკული სამზარეულოს ბებია“ შეარქვეს, ხოლო მისი რეცეპტები მოდურ ჟურნალებში დღემდე ქვეყნდება.

ვიოლა დევისი

Виола Дэвис

მსახიობი, რომელიც წლების განმავლობაში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა, 2017 წელს „ოსკარის“ მფლობელი გახდა. ფილმში „ღობეები“ , რომელიც 1950-იანი წლების ამერიკაში ფერადკანიანების ოჯახზე მოგვითხრობს, მთავარი როლი დენზელ ვაშინგტონმა შეასრულა, ვიოლამ კი მისი მეუღლე განასახიერა.
მანამდე, 50 წლის დევისმა სერიალში „როგორ ავირიდოთ სასჯელი მკვლელობისთვის“ შესრულებული როლისთვის „ემის“ პრემია დაიმსახურა.
დევისთან პირველი დიდი წარმატება 2008 წელს მოვიდა, როცა 45 წლის მსახიობი ფილმში „ეჭვი“  შესრულებული როლისთვის „ოსკარზე“ წარადგინეს.
ვიოლა დევისის ცხოვრება იმის ნათელი მაგალითია, რომ თავისი საქმის ერთგულ და მოყვარულ ადამიანთან წარმატება ადრე თუ გვიან აუცილებლად მივა.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ქალები 50+ ასაკში მარტო მოგზაურობას ამჯობინებენ

გაიგე მეტი: ვერა ვონგიკიმ კეტროლიშერონ ოსბორნიჯუდი დენჩიჯულია ჩაილდი

ასევე გაეცანი

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები
OK! News

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

#OK! Art Drive – გზა თავდაჯერებულ და წარმატებულ მძღოლობამდე

September 6, 2025
#OK! დები შევარდნაძეები

#OK! დები შევარდნაძეები

April 5, 2023
#OK! როგორ დავიკლოთ წონაში ჯანსაღად – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

#OK! როგორ დავიკლოთ წონაში ჯანსაღად – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

February 19, 2023
#OK! ეშლი რობერტსის მონოქრომული სტილი: ვარსკვლავი ბეჟი ფერის ტყავის ორეულით

#OK! ეშლი რობერტსის მონოქრომული სტილი: ვარსკვლავი ბეჟი ფერის ტყავის ორეულით

April 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

#OK! ამერიკელი, რომელსაც სხეულზე 273 ტატუ-ავტოგრაფი აქვს, გინესის წიგნში მოხვდა

January 6, 2026
#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026
#OK! ვარსკვლავების 10 ყველაზე სკანდალური კაბა

#OK! ვარსკვლავების 10 ყველაზე სკანდალური კაბა

January 8, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები