ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ საქართველოში მოდის რითეილის სფეროში წამყვან კომპანიას – „სინომი რითეილი“, რომელიც თბილისში 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანია აერთიანებს 90-მდე ცნობილ ბრენდს და ფლობს „ინდიტექსის“ ოფიციალურ და ექსკლუზიურ ფრენჩაიზს. აღსანიშნავია, რომ „სინომი რითეილი“ 10 ქვეყანაში ოპერირებს, საერთაშორისო ბაზარზე საქართველო იკავებს ერთ-ერთ მოწინავე ადგილს, რაც, რა თქმა უნდა, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც ქმნის Cenomi Retail Georgia-ს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს არის ადგილი, სადაც თითოეული თანამშრომლის ხმა ფასეული და მნიშვნელოვანია.
რევაზ მაღალაშვილი, „სინომი რითეილის“ დირექტორი
„სინომი რითეილი“ 2012 წელს შემოვიდა საქართველოში, მაშინ ეს კომპანია თავისი განვითარების საწყის ეტაპზე იყო. მისი შემოსვლა დაემთხვა საქართველოში პირველი სავაჭრო ცენტრის გახსნას. ამას კი, თავის მხრივ, მოჰყვა ამ ინდუსტრიის თავიდან დაბადება და განვითარება. ერთ სავაჭრო ცენტრს დაემატა მეორე, მესამე, შესაბამისად, ჩვენი ქსელიც გაიზარდა. დღეს უკვე 5 სავაჭრო ცენტრში ვართ წარმოდგენილი 60 მაღაზიით და გვყავს 1000-ზე მეტი თანამშრომელი. „სინომი რითეილი“ წარმოდგენილია 10-მდე ქვეყანაში, ვამაყობ, რომ სინომი საქართველო არის role model სხვა დანარჩენი ქვეყნებისთვის.
რამ განაპირობა ეს წარმატება?
ვფიქრობ, ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით ძალიან ძლიერი გუნდი მყავს. ამ წლების განმავლობაში საუკეთესო გუნდთან ერთად პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია ხდებოდა. ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო ჩვენი მაღაზიების City mall-ში გახსნა, ეს იყო პანდემიამდე. 2023 წელს კი უკვე დედაქალაქის გარეთ, ბათუმში დავიწყეთ ოპერირება, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელმაც საბოლოოდ გაამართლა კი არა, გადააჭარბა ჩვენს მოლოდინებს. სწორედ ბათუმის წარმატება გვაძლევს ბიძგს, რომ გავაგრძელოთ ზრდა და განვითარება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.
როგორია „სინომი რითეილის“ როლი ბაზრის ტრანსფორმაციაში?
როდესაც საუბარია ისეთი ბრენდების საქართველოში შემოსვლაზე, როგორებიც არის Massimo Dutti, Zara, Mango და ა.შ. ეს მთლიანად ცვლის ინდუსტრიას და აძლევს ბიძგს რითეილის განვითარებას, რადგან არაერთი ბრენდი უყურებს არსებულ მოცემულობას, თუ რა ბრენდებია წარმოდგენილი ბაზარზე. „სინომი რითეილის“ მიერ წარმოდგენილი ბრენდები კი განაპირობებს ბაზრის მზაობას და სითამამეს აძლევს სხვა ბრენდებს, რომ ქართულ ბაზარზე შემოვიდნენ. ეს ასევე, სტიმულს აძლევს უძრავი ქონების მიმართულებით ბაზრის განვითარებას. ჩვენს შემოსვლამდე არ არსებობდა ასეთი დიდი სავაჭრო ცენტრები, ახლა კი ხუთი დიდი სავაჭრო ცენტრია. სწორედ ამიტომ კარგი ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ასტიმულირებს ახალი სავაჭრო ცენტრების გახსნას – ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეს თავის მხრივ, ეხმარება ტურიზმსა და ეკონომიკას.
აღსანიშნავია, რომ „სინომი რითეილს“ აქვს არა მხოლოდ ტანსაცმლის ხაზი, არამედ სწრაფი კვების, რესტორნებისა და უძრავი ქონების მიმართულება. ამიტომ ეკონომიკის ზრდასა და განვითარებასთან ერთად, შესაძლოა დივერსიფიკაციაზეც ვიფიქროთ და სხვა ტიპის რითეილშიც მოვახდინოთ განვითარება.
ნატო კვაჭანტირაძე, ადამიანური კაპიტალის მენეჯერი
თანამედროვე საცალო ვაჭრობის სფეროში, სადაც Zara, Inditex-ი და სხვა პრემიუმ ბრენდები წარმოადგენენ მოდის ინდუსტრიის ავანგარდს, ადამიანური კაპიტალის მართვა სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს. Cenomi Retail Georgia-ში ვქმნით არა მხოლოდ სამუშაო ადგილებს, არამედ პლატფორმას პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
მიგვაჩნია, რომ წარმატებული კომპანია იწყება კმაყოფილი თანამშრომლებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი იგრძნობს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. სადაც შეუძლიათ გულწრფელად გამოხატონ თავიანთი აზრები, გაუზიარონ იდეები გუნდს და განსჯის არ ეშინოდეთ. მჯერა, რომ წარმატებული ორგანიზაციული კულტურა იწყება ნდობით, რომელიც იქმნება ავთენტურობით, ემპათიითა და გულწრფელი დიალოგით.
ჩვენი HR სტრატეგია ეფუძნება თანამედროვე თაობის საჭიროებების ღრმა გააზრებას. როგორც მილენიალები, ვცდილობთ გავიგოთ და გავითავისოთ Z თაობის ენა, მათი ღირებულებები და მოლოდინები. ვაცნობიერებთ, რომ ისინი არიან არა მხოლოდ დღევანდელი სამუშაო ძალა, არამედ ხვალინდელი მთავარი მომხმარებელი და გადაწყვეტილების მიმღები.
განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებისთვის მორგებული სამუშაო პროგრამით. მათთვის შევქმენით მოქნილი გრაფიკი, რომელიც საშუალებას აძლევს, წარმატებულად შეათავსონ სწავლა და კარიერული განვითარება. ეს არ არის უბრალოდ part-time სამუშაო – ეს არის სტარტი საერთაშორისო კომპანიაში.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური კონტრაქტი თანამშრომლებთან. ყველა დაპირება, რომელსაც ვიძლევით სამუშაოზე აყვანისას, ჩვენთვის წმინდა ვალდებულებაა. გვჯერა, რომ ნდობა და გამჭვირვალობა არის ფუნდამენტი ძლიერი ორგანიზაციული კულტურის შესაქმნელად.
რადგან ჩვენი თანამშრომლების 87% ქალბატონია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გენდერულ თანასწორობას და ქალის მიერ დოვლათის შექმნის შესაძლებლობებს, ეს არ არის უბრალო სტატისტიკა – ეს არის ჩვენი ძალა და უნიკალურობა.
ჩვენი მთავარი მიღწევა არის ის, რომ თითოეული თანამშრომელი ხედავს საკუთარ როლს კომპანიის წარმატებაში და გრძნობს, რომ მისი წვლილი ფასდება. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და იყვნენ დარწმუნებულნი ხვალინდელ დღეში.
ჩვენი წარმატების საიდუმლო მარტივია – ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ეს არის ადგილი, სადაც მათი ხმა ისმის და ფასდება.
ნინო გუცაევი, ადამიანური კაპიტალის უფროსი ოფიცერი
„ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილება არ არის. ეს არის ახალი აზროვნება HR-ში. Oracle HRM სისტემის დანერგვით შევქმენით პლატფორმა, სადაც თანამშრომლის მთელი პროფესიული გზა – აყვანიდან განვითარებამდე – ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ეს გვეხმარება უკეთ დავგეგმოთ თითოეული თანამშრომლის კარიერული გზა და მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“.
სალომე მაცაბერიძე, ტალანტების განვითარების ოფიცერი
ჩვენი სწავლების პროგრამები მორგებულია თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. E-learning პლატფორმამ და კარიერის დაგეგმვის მოდულმა საშუალება მოგვცა, შეგვექმნა პერსონალიზებული სასწავლო გზა თითოეული თანამშრომლისთვის. განსაკუთრებით ვამაყობ, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ზუსტად იციან, რა უნარები სჭირდებათ კარიერული წინსვლისთვის და როგორ უნდა განივითარონ ისინი.
ელენე რობიტაშვილი, ტალანტების მოზიდვის ოფიცერი
ჩვენი შერჩევის პროცესი უნიკალურია – ვაფასებთ არა მხოლოდ გამოცდილებას, არამედ კანდიდატის პოტენციალსა და ღირებულებებს. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან განვითარდნენ კომპანიასთან ერთად, შემოიტანონ ახალი იდეები და დადებითი ცვლილებები. პერსპექტიული კანდიდატების შერჩევით ვქმნით ძლიერ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მიდგომა განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ბათუმის პროექტში, სადაც 220 ახალი თანამშრომელი შემოუერთდა გუნდს.
მარიამ მიდელაშვილი, თანამშრომლებთან ურთიერთობის ოფიცერი
ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული თანამშრომლის ხმა ფასეულია და მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი გამჭვირვალე კომუნიკაციის კულტურით, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად წარმოადგინონ ინოვაციური იდეები და იგრძნონ საკუთარი წვლილის მნიშვნელობა საერთო წარმატებაში.
ხატია ჩახვაშვილი, მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია „სინომი რითეილი“ საქართველოს მასშტაბით 19 საერთაშორისო ბრენდს და 60 მაღაზიას აერთიანებს, აქედან 10 წარმოდგენილია ბათუმში. ჩვენს პორტფელში არსებული ბრენდებისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციურობა და მუდმივი ზრუნვა ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ახალი კონცეფციის „ზარას“ მაღაზიაში, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ თვითმომსახურების სალაროებით და კიდევ უფრო კომფორტული გახადონ ჩვენთან შოპინგის გამოცდილება.
როცა საერთაშორისო ბრენდებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, გლობალური მარკეტინგული სტრატეგია მაქსიმალურად ორგანულად მოვარგოთ ადგილობრივ მარკეტს და მომხმარებლებს სწორად შერჩეული აქტივობები შევთავაზოთ. 2025 წელს ვგეგმავთ კიდევ უფრო ახლო კომუნიკაციას ჩვენს მომხმარებლებთან, რაც მოიცავს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებზე ჩვენი ბრენდების ჩართულობას და ციფრულ პლატფორმებზე გააქტიურებას. ჩვენი გუნდის ინოვაციური გადაწყვეტილებები კი განაპირობებს, რომ კომპანია „სინომი რითეილი“ იყოს ლიდერი, საქართველოში გამორჩეული სავაჭრო გამოცდილების მიწოდების მიმართულებით.
ხავიერ კორალი, „ინდიტექსის“ ბრენდების დირექტორი კავკასიაში
13 წელია საქართველოში ვცხოვრობ და ვმართავ Inditex-ის ბრენდებს კავკასიის რეგიონში. ამ წლებმა დამარწმუნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და პერსპექტიული ბაზარი რეგიონში. აქ გვხვდება უნიკალური კომბინაცია – თანამედროვე მომხმარებელი და განსაკუთრებული ნიჭით, ენთუზიაზმითა და პროფესიული ზრდის სურვილით გამორჩეული თანამშრომლები. ამის დასტურია ჩემი გუნდის ხუთი ბრენდმენეჯერი, რომლებიც კომპანიაში დაწყებული კარიერიდან დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე მართავენ ბიზნესს.
თამთა ჭანტურიძე, „კიკო მილანოს“ ბრენდმენეჯერი
Cenomi Retail-ში შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. მაღაზიის თანამშრომლობიდან Kiko Milano-ს რეგიონულ ბრენდმენეჯერობამდე – ეს არის ჩემი გზა, რომელიც კომპანიის მხარდაჭერით გავიარე. სოციალური მედია, მარკეტინგი, ვიზუალური მერჩენდაიზინგი – თითოეული ეს გამოცდილება დღეს მეხმარება ვმართო ბრენდი მთელი კავკასიის მასშტაბით. ჩემი ისტორია ადასტურებს, რომ Cenomi Retail-ში შენი ზრდის ერთადერთი საზღვარი შენი მიზნებია.