• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
საკითხავი დრო: 3 mins read

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ პანდემიის პერიოდში შეიქმნა. მისი მიზანი იყო ქალთა გაძლიერება და აუდიტორი/იურისტი ქალების ხელშეწყობა. უკვე 5 წელია, ასოციაციაში გაწევრებულთათვის პროფესიული ზრდა და კომპეტენციების განვითარება გამოცდილების გაზიარებით, პარტნიორობითა და ინფორმაციის წვდომის უზრუნველყოფით ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ დაარსების დღიდან მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავს. ამ აღსანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ჟურნალი OK! ასოციაციის პრეზიდენტს, თეა ადუაშვილს, ასევე ასოციაციის სხვა წევრებსა და პარტნიორებს გაესაუბრა.

 

ქალბატონო თეა, როგორ შეაფასებდით ასოციაციის მუშაობას ამ წლების განმავლობაში?

 

 

 

თეა ადუაშვილი, „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, საქართველოს აუდიტორული კომპანიის მმართველი პარტნიორი, საკონსულტაციო-ბუღალტრული კომპანია „BCC“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლის გადასარჩენად“ თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომელიც ონკოპაციენტების მხარდასაჭერად შეიქმნა, სოციალურ პლატფორმაზე 1000 ქალისგან შემდგარი ჯგუფის „ბედნიერების ვექტორი“-ს დამფუძნებელი: „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 2020 წელს მე და მარინა აბულაძემ დავაარსეთ. მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდი იყო, ჩვენ კი ამ გამოწვევას ახლის შექმნა დავუპირისპირეთ და ფრთები შევასხით ჩვენს იდეას, რათა ჩვენი პროფესიის ქალები გაგვეძლიერებინა.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი პროფესიის ქალების გაძლიერებაში ვმონაწილეობდით, არამედ ჩვენი ასოციაციის წევრებთან ერთად მხარს ვუჭერთ ქალ მეწარმეებს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ძალიან წარმატებული პროექტი – „100 მეწარმე ქალის მხარდასაჭერად“, რომელსაც უკვე 5 წელია ვახორციელებთ. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში მესამე წელია ვატარებთ მეწარმეთა სიმპოზიუმს, რომლის პარტნიორები არიან #GLIP და მისი თავმჯდომარე, ნინო ლიპარტია. ამასთანავე, უკვე მესამე წელია მხარს გვიჭერს და ვთანამშრომლობთ საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციასა და მის თავმჯდომარესთან, ქალბატონ ლალი ბადრიძესთან.

აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმზე, გარდა ტრენინგებისა და კონსულტაციებისა, იმართება ქალი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეწარმეებისთვის უსასყიდლოდ ტარდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ #GLIP-თან ერთად ვახორციელებთ საერთაშორისო პროექტებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სულ მალე გვექნება ერთობლივი პროექტი სტამბულში, ვენაში, მალტაში… ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩვენი წევრებისთვის.

გარდა ამისა, ჩვენი წევრებისთვის უფასოდ დავგეგმეთ ტრენინგი – ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“ პარტნიორობის ფარგლებში, „საგადასახადო დავის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში“. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი თანამშრომლობა „საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა“ და მის პრეზიდენტთან, ქალბატონ ნატა კვაჭანტირაძესთან. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ტურისტული კომპანიებისთვის, რომელსაც ჩვენი წევრი და აუდიტორული მიმართულებით პროექტების ხელმძღვანელი, ეკა რუხაძე უძღვებოდა.

ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების, სტუდენტების ხელშეწყობა. ამ მიმართულებითაც გვაქვს რამდენიმე პროექტი დაგეგმილი, რომელსაც ჩვენი აღმასრულებელი საბჭოს მდივანი, მარიამ ჩოქური უხელმძღვანელებს.

ჩვენი მთავარი სლოგანია #ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ვამაყობ, რომ ჩვენი ასოციაცია ამ სლოგანის შინაარს ნამდვილად ამართლებს!

 

 

 

მარინა აბულაძე, „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელი: 25 წელია ვმოღვაწეობ ფინანსებისა და აუდიტის სფეროში, თუმცა ჩემი პროფესიული გზა გაცილებით ფართოა, ვიდრე მხოლოდ ციფრები და ანგარიშგებები. ჩემთვის პროფესია პირველ რიგში ურთიერთობებია, ნდობა და ღირებულებების ერთგულება.

კარიერის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიმუშავე: დღეს ვარ „გრიბოედოვის თეატრის“ დირექტორის პირველი მოადგილე – სივრცეში, სადაც ხელოვნება და მენეჯმენტი იკვეთება. ასევე ვხელმძღვანელობ „თავისუფალი თეატრის“ საფინანსო სამსახურს, რაც ჩემთვის ერთდროულად არის პროფესიული პასუხისმგებლობა და შემოქმედებით ადამიანებთან ყოველდღიური თანამშრომლობა.

გარდა ამისა, ვარ აუდიტორული კომპანია „ლოიალტეს“ დამფუძნებელი და გარიგების პარტნიორი – კომპანია, რომელიც სანდოობაზე, გამჭვირვალობასა და ღირებულ კონსულტაციებზეა დაფუძნებული.

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ დაფუძნება იყო პირველი რეალური მცდელობა, ჩვენს სფეროში შეგვექმნა პლატფორმა, სადაც პროფესიონალ ქალებს ექნებოდათ შესაძლებობა შეხვედროდნენ ერთმანეთს, გაეზიარებინათ გამოცდილება და გაეღრმავებინათ ცოდნა. როდესაც თეა ადუაშვილმა შემომთავაზა პარტნიორობა, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ფიქრი არ დამჭირვებია. როგორც აუდიტორმა მრავალწლიანი გამოცდილებით, დავინახე, რამდენად საჭირო იყო საერთო სივრცე, სადაც ქალები შეძლებდნენ ურთიერთდახმარებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიულ განვითარებას.

ხუთი წლის განმავლობაში შევქმენით მეგობრული და საქმიანი გარემო, რომელიც ხელს უწყობს განვითარებას, მხარს უჭერს რეალურ ცვლილებებს ჩვენს პროფესიულ სფეროში. მჯერა, რომ წარმატება მხოლოდ თანამდებობებით არ იზომება – ის იზომება იმ გავლენით, რასაც ქმნი. ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ადამიანებთან ღირებულებითი კავშირია, გამოცდილების გაზიარება და გარემოს შექმნა, სადაც პროფესიონალები ერთად იზრდებიან.

დღესაც, მთელი ჩემი ენერგიით ვაგრძელებ იმ გზას, რომელიც სანდოობას, განვითარებას და ადამიანურ ურთიერთობებს ემყარება.

 

 

ეკატერინე გვათუა, „უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფ SEG“-ის დამფუძნებელი და დირექტორი: ვარ სამართლისა და პოლიტოლოგიის მაგისტრი, დამთავრებული მაქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლა. პროფესიით – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ამ მიმართულებით მივიღე განათლება და აქტიურად ვკითხულობ ლექციებს. ასევე, გახლავართ „ტრენერთა ასოციაციის“ წევრი და მოქმედი ტრენერი.

საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მეგობრებთან ერთად დავაფუძნე ორგანიზაცია, რომელიც ეწევა შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას, რეგულაციების დანერგვასა და მართვას. SEG-ის საქმიანობა ეფუძნება იდეას, რომ ღირსეული შრომა და უსაფრთხო სამუშაო პირობები ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ის წარმოადგენს იმ ფასეულობის საფუძველს, რაზეც დგას ევროპული ტიპის სახელმწიფო. „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციასთან“ პარტნიორობა 2025 წლიდან დავიწყეთ. ჩვენ გაგვაერთიანა საერთო ღირებულებებმა – ადამიანზე ორიენტირებულმა მიდგომამ, კანონის უზენაესობის პატივისცემამ და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების სურვილმა როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე სამართლებრივი მხარდაჭერის სფეროში. ამ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას შრომითი უფლებების დაცვასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაში. მიგვაჩნია, რომ სექტორთაშორისი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებებისთვის და ამ თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.

 

 

ნინო კეკელიძე, პროფესორი, დოქტორი, ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დამფუძნებელი, „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“, ტურიზმის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სეუ-ს აფილირებული პროფესორი: ბოლო 15 წელია ტურიზმისა და განათლების სფეროში ვსაქმიანობ, რომელიც ასევე ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულებაა. მჯერა, რომ საქართველოს ეკონომიკური, მდგრადი განვითარება სწორედ ახალგაზრდა განათლებულ თაობაშია ისევე, როგორც საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა აძლევს ქვეყანას უკეთესი, სწრაფი განვითარების საშუალებას.

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციასთან“ პარტნიორული თანამშრომლობა ამავე ასოციაციის დაფუძნების დღიდან დავიწყეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი თანამშრომლობის წარმატებული საწყისი ეტაპი – ქალბატონ თეა ადუაშვილთან, პანდემიის დროს, როდესაც ტურიზმის ინდუსტრია (ჯანდაცვის შემდეგ) ყველა სფეროზე მეტად დაზარალდა და მკვეთრად საჭიროებდა პროფესიულ გაერთიანებას და თანადგომას. სწორედ მაშინ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციასა“ და „საქართველოს ტურიზმის ასოციაციას“ შორის, რის საფუძველზეც სრულიად უსასყიდლოდ გადამზადდნენ ტურიზმის ასოციაციაში შემავალი წევრი კომპანიები საჭირო აუდიტორული და ბუღალტრული უნარ-ჩვევებითა და რეგულაციებით.

გარდა ზემოაღნიშნული პროფესიული თანამშრომლობისა, ქალბატონ თეასთან მაკავშირებს არაერთი საერთო ღირებულება და პროექტი. ჩვენ ვართ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების WEPs-ის ხელმომწერი ორგანიზაციები, რის საფუძველზეც ვიზიარებთ და ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ღირებულებებსა და მიზნებს.

ვულოცავ „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციას“ 5 წლის იუბილეს და ვუსურვებ წარმატებულ აწმყოს და მომავალს!

 

 

ელზა შუბითიძე, ასოციაციის ბიზნესპარტნიორი და ერთგული მეგობარი: ვარ ექიმი კოსმეტოლოგ-ინიექციონისტი. ჩემი დღე იწყება ოჯახითა და ჩემი საქმიანობით. ძალიან სასიამოვნოა პაციენტებთან ურთიერთობა და მათი მადლიერება. მუდმივად ვცდილობ განვვითარდე და გავეცნო დარგის სიახლეებს, რაც შემდგომ პაციენტებთან ურთიერთობაშიც აისახება. კმაყოფილი პაციენტი კი ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.

ყოველთვის მჯეროდა ქალების ერთობის ძალის. სწორედ ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია „ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციასთან“ პარტნიორობა. ამ ასოციაციაში ვხედავ იმ ენერგიას, რაც ქალებს აძლიერებს, აერთიანებს და წინსვლისკენ უბიძგებს.

როგორც ექიმი-კოსმეტოლოგი, ყოველდღიურად ვხვდები ქალებს, რომლებსაც სჭირდებათ არა მხოლოდ სილამაზეზე ზრუნვა, არამედ გულით მოსმენა, მხარდაჭერა და სითბო. ამ ღირებულებებს ვხედავ ამ ასოციაციაშიც და სწორედ ამიტომ, დიდი სიხარულით ვუჭერ მხარს ყველა ღონისძიებასა და ინიციატივას, რაც ამ ქალების ძალისხმევით ხორციელდება.

მჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო გზას გავივლით.

 

 

ელზა ხაბეიშვილი, პროფესიონალი მომსახურების გამწევი ბუღალტერი: ბუღალტერია ჩემთვის მხოლოდ ციფრებთან მუშაობა არ არის – ეს არის სტაბილურობისა და სანდოობის საფუძველზე აგებული პროფესია, რომელიც აერთიანებს წესრიგს, პასუხისმგებლობასა და ხედვას. 20 წელზე მეტია, რაც კერძო სექტორში ვმუშაობ. მაქვს ბუღალტრად და მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება. ამ წლების განმავლობაში ხშირად ვიყავი ჩართული კომპანიის ფინანსური მონაცემების გაანალიზებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხოლო 2023 წლიდან მომენიჭა პროფესიონალი მომსახურების გამწევი ბუღალტრის სტატუსი. პროფესიულ გზაზე მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გულით ემსახურო შენს საქმეს და მუდმივად განავითარო თავი. ჩემთვის ყოველი მომხმარებელი არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მათი ნდობის გამართლება ჩემი მთავარი ამოცანაა.

ბუღალტერი არის უხილავი ძრავა ბიზნესის წარმატებისკენ, როგორც ამბობენ, „ყველა წარმატებული ბიზნესის უკან პროფესიონალი ბუღალტერი დგას“. სწორედ ამიტომ არასოდეს ვწყვეტ სწავლას, განვითარებას, სიახლეების ათვისებას, რადგან მიმაჩნია, რომ ხარისხიანი მომსახურება იწყება ცოდნითა და სრულფასოვანი ხედვით.

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციაში“ გაწევრება ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე პროფესიული გაერთიანება. ეს არის სივრცე, სადაც ქალები არა მხოლოდ გამოცდილებას და მხარდაჭერას ვუზიარებთ ერთმანეთს, არამედ ვქმნით გარემოს, სადაც ზრდა და გაძლიერება ყოველდღიური რეალობაა.

მინდა ჩემი საქმიანობით მაგალითი მივცე სხვა ქალებს, რომ შესაძლებელია იყო ძლიერი, დამოუკიდებელი და გატაცებული შენი საქმიანობით. ამ ასოციაციაში გაწევრება ჩემთვის სიმბოლოა ახალი ეტაპის – პროფესიული განვითარების, ურთიერთდახმარებისა და ერთიანობის.

 

 

ნატალია კვაჭანტირაძე, „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ თავმჯდომარე: „საქართველოს ტურიზმის ასოციაცია“ (GTA) 2006 წელს დაარსდა, რომელშიც გაერთიანებულია 300-მდე ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მოღვაწე წამყვანი ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმროები, პროფესიული კოლეჯები, სატრანსპორტო, ღვინის და საავიაციო სექტორის წარმომადგენლები.

ასოციაციის მიზანია განავითაროს ტურიზმის სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა: საქართველოში ტურისტულ კომპანიებს შორის წარმატებული თანამშრომლობა, კერძო და საჯარო სექტორებს შორის ჯანსაღი დიალოგი, რეგიონული ტურიზმის განვითარება, ხარისხის მართვა, ტურისტულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ტურიზმის მდგრადი განვითარება საქართველოში. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა გამყვანი, შემომყვანი და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესება.

ამ მიდგომებით ასოციაციას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვასა და ტურიზმის, როგორც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულების ხელშეწყობის საქმეში.

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციასთან“ პარტნიორული თანამშრომლობა 2022 წლიდან მემორანდუმის გაფორმებით დავიწყეთ. ყოველწლიურად ვახორციელებთ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ეხმარება ასოციაციის წევრებს, გავზარდოთ ცნობიერება მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური სიახლეების მიმართულებით.

ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ მეტ ერთობლივ ინიციატივებს განვახორციელებთ, რაც ხელს შეუწყობს ასოციაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ვულოცავთ „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციას“ იუბილეს, ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

 

 

 

ასმათ გიორგაძე, ეკონომისტ-ბუღალტერი: დავამთავრე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2001 წლიდან ვარ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის, 2025 წლიდან კი „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ წევრი.

მაქვს 30-წლიანი გამოცდილება სხვადასხვა კომპანიის ფინანსურ მართვაში, ფინანსური ანალიზისა და რისკების მართვის სიღრმისეული ცოდნა. საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა და გამოყენება საშუალებას მაძლევს, კლიენტებს მივაწოდო სრულყოფილი და დროული ბუღალტრული მომსახურება. ჩემთვის თითოეული კლიენტი არის პარტნიორი, რომელთანაც თანამშრომლობა ნდობასა და სიზუსტეზეა დაფუძნებული.

ბუღალტერია ჩემთვის არის პროფესია, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, წესრიგს და პასუხისმგებლობას. წლების განმავლობაში კერძო სექტორში ბუღალტრად მუშაობამ მასწავლა, რომ ამ საქმეში მთავარია სიზუსტესთან ერთად, დეტალებზე ორიენტირება და მუდმივი სანდოობა. ვცდილობ ვიყო ინფორმირებული და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სპეციალისტი. მუდმივი განვითარება ჩემთვის პროფესიის განუყოფელი ნაწილია და მიმაჩნია, რომ სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ხარისხის უზრუნველყოფა.

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციაში“ გაწევრება ჩემთვის ნიშნავს პროფესიული სივრცის პოვნას, სადაც შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაღრმავება და სოლიდარობის გრძნობის გაძლიერება. ამასთანავე, გუნდური მართვისა და ბუღალტერთა გადამზადების გამოცდილება.

 

 

 

ნათია ქადაგიშვილი, „თბილისი ცენტრალის“ ფინანსური და საოპერაციო დირექტორი: პროფესიით ეკონომისტი ვარ, საბანკო სისტემისა და ფინანსების განხრით მოხდა ჩემი პროფესიული განვითარება. მუშაობა ადრეულ ასაკში დავიწყე, პირველი კურსის ბოლოს. ჩემმა პირველმა სამსახურმა დიდი როლი ითამაშა ჩემს შემდგომ პროფესიულ განვითარებაში. სტუდენტობის პარალელურად მუშაობის შედეგად, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ფაქტობრივად, ერთად დავაგროვე, რაც აისახა ჩემს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე. დღეს უკვე 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე კერძო კომპანიებსა და საბანკო სისტემას. ვმუშაობდი მენეჯერულ პოზიციებზე და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, თითოეულ სამსახურში საკმაოდ დიდი და სერიოზული პროექტების განხორციელებაში ვმონაწილეობდი.

ამ 30 წლის განმავლობაში არაერთი გამოწვევა გამოვიარე, რომელმაც გამზარდა როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. დღეს კი მიმაჩნია, რომ ვარ ძალიან კარგი მენეჯერი, ჩემი საქმის პროფესიონალი და, რაც მთავარია, ვარ მეუღლე და ორი არაჩვეულებრივი ვაჟის დედა.

ჩემი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, აქტიურად ვმონაწილეობ საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. „ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციას“ სულ ცოტა ხნის წინ შევუერთდი. მინდა მივულოცო მათ დაარსების ხუთი წლისთავი და ვუსურვო დასახული მიზნების შესრულება, განვითარება და წინსვლა.

მოგეხსენებათ, ასოციაციას ბევრი საინტერესო პროექტი აქვს ქალ მეწარმეთა დახმარებისა და განვითარების მიმართულებით. ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე პროექტში მოწვეული სტუმრის სტატუსით უკვე შევძელი მონაწილეობა. ვიმედოვნებ, რომ ასოციაციის გუნდთან ერთად კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის მონაწილე გავხდები. ჩვენთვის, პროფესიონალებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, სიახლეების გაანალიზება და ერთმანეთის მოსაზრების მოსმენა, რის საშუალებასაც ეს ასოციაცია იძლევა. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და ერთობლივი ძალებით საქმის კეთებაც უფრო კარგად გამოგვდის.

 

 

შორენა სვიანაძე, დღესასწაულების ორგანიზატორი და დეკორატორ-დიზაინერი: „ოცნებების ახდენა ბედნიერების საწინდარია, რადგან ჩემი ჰობი ვაქციე ჩემს საქმიანობად. სიყვარულით არჩეული პროფესია საშუალებას მაძლევს, დამკვეთებსა და მომხმარებლებს თავიანთი ოცნების ქორწილი თუ დღესასწაული მოვუწყო, ბევრად უფრო მეტი ადამიანი გავხადო ბედნიერი.

ამ გზით მეც უბედნიერესი ვხდები და ლამაზად ვიხანგრძლივებ სიცოცხლეს.

ზოგადად, ნებისმიერი ღონისძიების გაფორმებას ინდივიდუალურად ვუდგები. მაქსიმალურად ვითვალისწინებ ყველა საჭირო დეტალს და დეკორაციას ისე ვქმნი.

 

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ ღონისძიების გაფორმება კომპანიის ლოგოს ფერისა და ლოკაციის – „შატო დე ვერეს“ შესაფერისი კომპოზიციების შექმნით დაიწყო. დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვიმუშავე თითოეულ დეტალზე. წინასწარ მიხაროდა, თეა ადუაშვილს რომ გავახარებდი.

ამაყი ვიყავი, ასოციაციის ულამაზესი წევრების, მეგობრებისა და მხარდამჭერი ქალბატონების ფონად ჩემი შექმნილი ყვავილების ფერთა გამა რომ ჩანდა. ასოციაციის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელიც მივიღე.

მიხარია, რომ ჩემმა შექმნილმა დიზაინმა ყველას მოწონება დაიმსახურა“.

საინტერესოა სამომავლო გეგმები და მიზნები. მას ერთგვარ მისიად მიაჩნია, გამოზარდოს მომავალი თაობა და ფლორისტიკის სფეროში ახალგაზრდებს მისცეს ამ სფეროს სპეციფიკური განათლება, გაუზიაროს ცოდნა და 25-წლიანი გამოცდილება, დანერგოს გაცვლითი პროგრამები უცხოეთის ფლორისტიკის სკოლებსა და აკადემიებთან. როგორც პატრიოტი, მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯებით ხელს შეუწყობს პროფესიონალიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში ფლორისტიკის დიზაინის სფეროში.

 

მარიამი სულაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი 27-წლიანი გამოცდილებით: ეს პროფესია ბავშვობიდან დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში და ზუსტად ვიცოდი, რომ მომავალში ადვოკატი გავხდებოდი, რადგან ჩემთვის ღირებულია სამართლიანობა, მოქალაქეების უფლებების დაცვა და თანადგომა. ასევე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის „ბავშვთა ინტეგრაცია და თანამეგობრობა “ დამფუძნებელი, თავმჯდომარე; „ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის წევრი“. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, 2020 წლიდან მის წევრებს იურიდიული დახმარება, კონსულტაციები გავუწიე (პროექტის ფარგლებში „დავეხმაროთ 100 მეწარმე ქალბატონს“). ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ბიზნესმენი ქალბატონების როლი საზოგადოებაში.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გვანცა ზარქუა

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! საზაფხულო საკითხავი
Slider Area

#OK! საზაფხულო საკითხავი

July 1, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დღეს ლინდა ევანჯელისტა 58 წლის გახდა – 90-იანების საკულტო სუპერმოდელი იუბილარია

#OK! დღეს ლინდა ევანჯელისტა 58 წლის გახდა – 90-იანების საკულტო სუპერმოდელი იუბილარია

May 10, 2023
#OK! ფერადი გოგონების სამყარო – თინათინ კობახიძის შემოქმედება

#OK! ფერადი გოგონების სამყარო – თინათინ კობახიძის შემოქმედება

December 10, 2023
#OK! კორტნი კარდაშიანი 132 ფუნტის ღირებულების სამოსით! ვარსკვლავი Skims-ს არეკლამებს!

#OK! კორტნი კარდაშიანი 132 ფუნტის ღირებულების სამოსით! ვარსკვლავი Skims-ს არეკლამებს!

April 8, 2021
#OK! მიზეზი, რატომაც მილა კუნისი ყველას ეუბნებოდა, რომ რუსეთიდან იყო

#OK! მიზეზი, რატომაც მილა კუნისი ყველას ეუბნებოდა, რომ რუსეთიდან იყო

March 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

July 10, 2025
#OK! Friend’s Events Group –  კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

#OK! Friend’s Events Group – კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

July 12, 2025
#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები