• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! CHRONOS მრავალსაუკუნოვანი ქართული საგანძურით შთაგონებული სამკაული

June 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

CHRONOS სამკაულის ქართული ბრენდია, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებითაა შექმნილი და წარმოადგენს სხვადასხვა სტილისა და ხასიათის, კლასიკურისა და თანამედროვეობის ჰარმონიულ სინთეზს. კოლექცია, რომელიც მრავალსაუკუნოვან კულტურის ისტორიაში გამოგზაურებთ, ძალზედ შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. თითოეული ნივთი სხვადასხვა ეპოქის კულტურის სახეს გამოხატავს და დიზაინთან ერთად, უნიკალურია თავისი ისტორიით. ბრენდის უფრო ახლოს გასაცნობად, OK! გაესაუბრა CHRONOS-ის დამფუძნებელ მაკა შავგულიძეს, რომელიც ახალი კოლექციის საზოგადოებისთვის წარდგენას აანონსებს.

 

გვიამბეთ CHRONOS-ის შექმნის ისტორია.

პირველი პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, რამაც ხელოვნებისა და კულტურის მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება და ხედვა ჩამომიყალიბა. ამასთან, როგორც ქალთა უმეტესობას, მეც განსაკუთრებული ემოციური კავშირი მაქვს დახვეწილ სამკაულთან. ჩემთვის, კონკრეტული სამკაული გარკვეული ამბის, მხატვრული ღირებულებისა და ემოციის მატარებელია, და სწორედ ეს კავშირი მიქმნის მათი ტარების სურვილსა და განსაკუთრებულ ამაღლებულ განწყობას.

ვფიქრობ, ქართულ სამკაულს ახასიათებს მშვენიერების თანდაყოლილი შეგრძნება. მათში თავმოყრილი მრავალგვარი გრძნობა სამკაულის დამუშავების ოსტატობის ტრადიციის სიღრმეშია გამოხატული. ვფიქრობ, CHRONOS-ის კოლექციის შექმნის შთაგონება სწორედ ჩემთვის განცდილი ამ ემოციებისა და შეგრძნებების გაზიარების სურვილია. მხატვრული გადაწყვეტისა და ჩანაფიქრის ინსპირაცია სხვადასხვა ეპოქის სამკაულიდან მოდის, მაგრამ სრულიად ახლებურადაა ინტერპრეტირებული და შთაგონებული. CHRONOS-ის კოლექცია წარმოადგენს სხვადასხვა სტილისა და ხასიათის, კლასიკურისა და თანამედროვეობის მოხდენილ და ჰარმონიულ სინთეზს, რომელშიც შერწყმულია ტრადიცია და სიახლე. ელეგანტურობის, ნატიფი სტილისა და ოსტატობის, ექსკლუზიური და დახვეწილი დიზაინის ახლებური ტენდენციები და ხედვა მათ განსაკუთრებულობას ანიჭებს.

CHRONOS-ის კონცეფცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით ქართული სილამაზის წარმოჩენაა. ეს არის სამკაულით მოთხრობილი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურის ისტორია, რომელიც გადმოსცემს ქართველი ხალხის მიერ სილამაზის ხაზგასმის ამბავს და ქართველი ქალის გემოვნების განვითარების ეტაპებს ასახავს. თითოეულ სამკაულში ელეგანტურობა, სინატიფე, ტრადიცია, კომფორტი და ექსკლუზიური დიზაინი ქართულ ელემენტებშია გამოხატული.

რა სახის პროდუქციაა წარმოდგენილი CHRONOS-ში?

CHRONOS-ის მრავალფეროვანი კოლექცია წარმოდგენილია ბეჭდებით, სამაჯურებით, საყურეებით, გულსაკიდებითა და ბროშებით. სამკაული მზადდება 925 სინჯ ვერცხლში, 24-კარატიანი მოოქროვებით ან ვერცხლის როდირებით, რაც ვერცხლს პირვანდელ სახესა და ბრწყინვალებას უნარჩუნებს. ამასთან, არის ანტიალერგიული. სამკაულში გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და მინანქრის დეტალები.

 

 

მთავარი ნიშა, რომელიც CHRONOS-ს გამოარჩევს…

CHRONOS-ი აერთიანებს მდიდარ ხასიათს, ხარისხსა და ემოციას. ეს სამი კომპონენტი ჩვენი ნიშანია. CHRONOS სამკაულის ხასიათის წყარო მდიდარი ქართული ოქროს საგანძურია, რომელიც სამი ათასწლეულის ისტორიას მოიცავს და დღეს საქართველოს მუზეუმებშია დაცული. ყოველი ნივთი ამ ისტორიის მნიშვნელოვან დეტალს ჰყვება და ღირებულია თავისი ამბით. ისტორია ნივთის სილამაზეს სიღრმეს, მნიშვნელობასა და დაუვიწყარ ემოციას სძენს. ყოველ სამკაულს მოჰყვება ორენოვანი ანოტაცია − ქართულად და ინგლისურად, სადაც სამკაულის ამბავია გადმოცემული.

CHRONOS სამკაულის ხარისხის წყარო მის ყველა დეტალშია − დიზაინში, განხორციელებაში, შეფუთვასა და რა თქმა უნდა, მომსახურებაში. ჩვენი მომხმარებლები იღებენ პრემიუმ ქართულ პროდუქტს ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი სტანდარტით ყველა კომპონენტში.

CHRONOS სამკაულის ემოციის წყარო ძველისა და ისტორიულის თამამი, ახლებური ადაპტაცია და მისი უკომპრომისო ხარისხით განხორციელებაა − ეს არის ჩვენი კრეატიული, დიზაინერებისა და იუველირების გუნდის მთავარი ამოცანა. ამით ვიღებთ ისეთ სამკაულს, რომელიც არის აღფრთოვანების, სურვილის, ძლიერი ემოციის წყარო. ჩვენი მიზანი არ გახლავთ მომხმარებლის კმაყოფილება. ჩვენი მიზანი მისი აღფრთოვანებაა.

მომხმარებელი მას ენდობა და ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ მათ მოლოდინს გადავაჭარბოთ, აღვაფრთოვანოთ ისინი და სიამოვნებით, ამაყად ატარონ ან აჩუქონ CHRONOS-ის სამკაული.

მომხმარებელს, რომელიც CHRONOS-ის სამკაულს ატარებს, უყვარს დროში გამოცდილი სილამაზე, ნივთი, რომელსაც ისტორია აქვს, მით უმეტეს − ქართული ისტორია. მისთვის მნიშვნელოვანია დახვეწილობა, ელეგანტურობა და ხარისხი. მას ირჩევენ, როდესაც სურთ შეიძინონ განსაკუთრებული ნივთი, უნიკალური საჩუქარი, და ისარგებლონ საქართველოს კულტურის ისტორიასთან შეხების გამორჩეული შესაძლებლობით.

სად შეუძლიათ მომხმარებლებს შეიძინონ თქვენი პროდუქცია?

CHRONOS-ის შეძენა ქართველი მომხმარებლისთვის შესაძლებელია ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე (CHRONOS – Georgia Beauty Story). მომხმარებელს ასევე ვურჩევ ჩაინიშნოს ჩვენი ვებგვერდი − chronos.ge რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას. მიწოდებას ვახორციელებთ საქართველოს მასშტაბით, ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

გაგვაცანით CHRONOS-ის სამომავლო გეგმები.

განვითარებაზე მუდმივად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მალე ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ჩვენი ახალი, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სამკაულის კოლექცია იხილოს.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

Web: Chronos.ge

Facebook/Instagram:

CHRONOS – Georgia beauty story

www.facebook.com/chronosgeorgia

www.instagram.com/chronosgeorgia_

WhatsApp: +995 511 147447

ასევე გაეცანი

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა
Fashion

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

November 18, 2025
#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
Fashion

#OK! Mango-ს დამფუძნებლის სიკვდილი – გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

October 19, 2025
#OK! მოდა ინტერიერში
Fashion

#OK! მოდა ინტერიერში

August 24, 2025
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი
Fashion

#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

August 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

May 24, 2022
#OK! ზენდეია გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც Emmy-ის უკვე მეორე ჯილდო მიიღო

#OK! ზენდეია გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც Emmy-ის უკვე მეორე ჯილდო მიიღო

September 13, 2022
#OK! სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

January 12, 2023
#OK! ქუთაისური ესთეტიკა

#OK! ქუთაისური ესთეტიკა

June 8, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ლონდონში ბრიჯიტ ჯონსის ქანდაკება დაიდგა

#OK! ლონდონში ბრიჯიტ ჯონსის ქანდაკება დაიდგა

November 19, 2025
#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

November 19, 2025
#OK! კევინ სპეისი სექს-სკანდალის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა

#OK! კევინ სპეისი სექს-სკანდალის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა

November 21, 2025
#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

#OK! ცეცხლოვანი ცხენი – რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის სიმბოლოზე?

November 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები