• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ჩემი შთაგონების წყარო, ძირითადად, სიყვარულია – ეკა კვანტალიანი Kstudio-ს შესახებ

January 6, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

 

მოდით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი დიზაინერები არსებობდნენ. არაერთ ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობის შემდეგ კი გადაწყვიტა საკუთარი, ინდივიდუალური კოლექცია შეექმნა – მისი თვალით დანახული ქალი საფრანგეთიდან ახალი ჩამოსულია, რომელსაც მოსწონს ქართული კულტურა და სამოსი, სწორედ ამიტომ საკუთარ ჩაცმულობას ქართული დეტალებით ამრავალფეროვნებს. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ დიზაინერ, ეკა კვანტალიანსა და Kstudio-ს.

 

 

 

როგორ გაჩნდა მოდის სფეროსადმი ინტერესი თქვენს ცხოვრებაში?

ძალიან დიდი ხანია მოდის სფეროში ვარ და არაერთ დიზაინერთან მითანამშრომლია. თავდაპირველად მათ ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებდი, როგორიცაა კოლექციების თავის დროზე მოსწრება, კონსტრუქციის სიზუსტე და სხვ. ვმუშაობდი აკა ნანიტაშვილთან, ბაკურ ბაკურაძესთან და სხვა ცნობილ დიზაინერებთან. ეს ადამიანები დღეს ჩემი მეგობრები არიან. შემდეგ მე, აკა ნანიტაშვილმა და ნინო ჩხიკვაძემ ერთად გავხსენით ატელიე – KStudio. თავდაპირველად ეს იყო მეგობრული სტუდია, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე დიზაინერს, მათი შექმნილი სამოსი, ფეხსაცმელი და ჩანთა Kstudio-ს სახელით გადიოდა. მალევე გავაკეთე კოლექცია, რომელიც ერთ-ერთმა მაღაზიამ სრულად შეიძინა. ეს იყო ქართულ მოტივებზე შექმნილი კოლექცია. კონცეპტუალურად წარმოვიდგინე, რომ ჩემი ქალი იყო ჩამოსული პარიზიდან, რომელსაც მოეწონა ქართული სამოსი და თავის ჩაცმულობაში ქართული შტრიხები შეიტანა, როგორიცაა, მაგალითად: ფრანგულ კაბაზე ჩიხტიკოპი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ეს ხაზი შემდგომ ჩემს კოლექციებშიც გადმოვიდა.

შემდეგ იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც სახლში ჩავჯექი და ამ დროს გამოვუშვი ჰუდები – ყაბალახური ფორმის, რომელიც საზოგადოებას ძალიან მოეწონა. ასევე, გავაკეთე სარაფანი-კაბა – ქისასთან ერთად, რაც ასევე ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა. შემდეგ მივიღე შემოთავაზება geofashionlab-ისგან, გამეკეთებინა ატელიე მათ ტერიტორიაზე. ეს მოიცავდა ასევე, სხვა დიზაინერებთან თანამშრომლობას – კონცეპტუალურად დამელაგებინა მათი კოლექცია, გადამეწყვიტა ხაზი და კონსტრუქცია.

 

რამ განაპირობა Kstudio-ს წარმატება?

სწორმა მიდგომამ და მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებამ, მოდის ტენდენციებზე დაყრდნობით. ზოგადად მიმაჩნია, რომ კოლექციაზე მუშაობა მარტივი არ არის, უპირველესად, უნდა გქონდეს ცოდნა, გამოცდილება, თუ როგორ უნდა დაალაგო კოლექცია. ამჟამად Kstudio-ში მე ვქმნი სამოსს, ხოლო ფეხსაცმელს – ირინა ბრიკალოვა, იმ კონცეფციით, რაც იმ მომენტში აქვს სამოსს.

 

როგორ შეაჯამებდით 2023 წელს?

შემოქმედებითი კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი წელი მქონდა. გამოვყოფდი ჩემს ვიზიტს ყაზახეთში, სადაც fashion week-ზე ვიყავი მიწვეული. 26 კონკურსანტიდან 6 აგვარჩიეს, საქართველოდან მხოლოდ მე ვიყავი წარმოდგენილი. ახლაც ვაგრძელებ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას, ოღონდ სხვა განხრით, შემომთავაზეს „ქართული დღეების“ ორგანიზება ყაზახეთში და დავთანხმდი. ეს ერთდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და საინტერესო გამოწვევაცაა.

 

რა გაძლევთ შთაგონებას მუშაობის პროცესში?

ძირითადად, სიყვარულია ჩემი შთაგონების წყარო, თუმცა შემიძლია ყველაფრისგან, პატარა დეტალებისგანაც მივიღო შთაგონება, მაგალითად – საინტერესო გარემოდან, ადამიანებისგან, კარგი დილისგან, კარგი მუსიკისგან და სხვ.

 

 

სამომავლო გეგმები?

გარდა იმისა, რომ ვმუშაობთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე, ასევე ვეხმარებით ახალბედა ბრენდებს. დიზაინერებს ვასწავლით კონცეპტუალურ დალაგებას, ფერებს, ხაზებს, შტრიხებს, ეს ყველაფერი საჭიროა კოლექციის საბოლოო სახის მისაღებად. ახლაც ვითანამშრომლე ახალბედა დიზაინერებთან – დადეშქელიანებთან, 12 ლუქზე, რომელიც აუცილებელია დიზაინერს ჰქონდეს. წარმატებას ვუსურვებ მათ, მე კი გავაგრძელებ ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობას და მათ ყოველთვის დავეხმარები განვითარებაში. რა თქმა უნდა, არ ვივიწყებ „ჩემს ქალს“, რომელიც არასოდეს არ უნდა დაბერდეს და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყოს, სიახლეებს კი Kstudio-სახელით კვლავ შევთავაზებ მოხმარებელს.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივიდან

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „ენმედიცი“ – ჩაიტარე დროული სკრინინგი… გადადგი ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

#OK! „ენმედიცი“ – ჩაიტარე დროული სკრინინგი… გადადგი ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ

October 5, 2023
#OK! კონორ მაკგრეგორი მესამედ გახდა მამა!

#OK! კონორ მაკგრეგორი მესამედ გახდა მამა!

May 18, 2021
#OK! ” მიხარია, რომ არ მიწევს ფიქრი მუცლის დაფარვაზე” – ორსული რიანას უახლესი ფოტოები

#OK! ” მიხარია, რომ არ მიწევს ფიქრი მუცლის დაფარვაზე” – ორსული რიანას უახლესი ფოტოები

March 16, 2022
#OK! კიმ კარდაშიანი ახალი ურთიერთობებისთვის უკვე მზად არის

#OK! კიმ კარდაშიანი ახალი ურთიერთობებისთვის უკვე მზად არის

April 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბრიუს უილისის პატივსაცემად მისმა ყოფილმა და ამჟამინდელმა ცოლებმა გალა-წვეულება გამართეს

#OK! ბრიუს უილისის პატივსაცემად მისმა ყოფილმა და ამჟამინდელმა ცოლებმა გალა-წვეულება გამართეს

November 11, 2025
როცა ემპათია ხდება სტრატეგია – ბიზნესის ტრანსფორმაციის ახალი ხედვა

როცა ემპათია ხდება სტრატეგია – ბიზნესის ტრანსფორმაციის ახალი ხედვა

November 11, 2025
#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

#OK! „სამოთხეში პრობლემებია“ – ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი დაშორდნენ

November 12, 2025
#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

#OK! ფრენსის ფორდ კოპოლა ქონებას ყიდის

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები