• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ჩაიტარე დროული სკრინინგი და იცხოვრე მშვიდად! ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!

April 4, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა რომ უმნიშვნელოვანესია, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშისა და სწორი კვების მიღმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრევენციული კვლევები იმისთვის, რომ ადრეულ ეტაპზე შევძლოთ დაავადების აღმოჩენა და დამარცხება. დროული დიაგნოსტიკა გამარჯვების საწინდარია.

სკრინინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაავადებების დროული დაიგნოსტიკისათვის, რათა რაც შეიძლება მეტხანს შეუნარჩუნდეს პაციენტს ჯანმრთელობა და გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე. სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ საქართველოში უკვე აქტიურად ალაპარაკდნენ. მისასალმებელია, რომ ამ საუბარმა კამპანიის სახეც მიიღო და ბევრი ნაცნობი და საყვარელი სახე ჩაერთო პროპაგანდაში.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს უამრავი დაფინანსებული პროგრამა აქვს კიბოს სკრინინგის მიმართულებით, ადამიანები მაინც თავს არიდებენ მათ გამოყენებას, თითქოს გაურკვეველი გაუბედაობისა და შიშის გამო. არადა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ – დროულად აღმოჩენილი დაავადების მკურნალობა ბევრად იოლია, ნაკლებ დანახარჯთანაა დაკავშირებული და, რაც მთავარია, გამარჯვების უდიდესი შანსია.

გვინდა გიამბოთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ, რომელიც საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „ქართული მუსიკის ცენტრისა“ და ნიკა ნიკვაშვილის მხარდაჭერით, ქართველი მუსიკოსებისა და შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა. მართლაც დაუვიწყარი საღამო გაიმართა. ღონისძიების წარმდგენი კომპანია PSP იყო, ის ცნობილია, როგორც ჯანმრთელობის გამარტივებაზე მზრუნველი კომპანია. ინიციატორი კი ეროვნული სკრინინგ ცენტრი გახლდათ.

 

 

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისთვის სრულიად ახლებურად დაენახვებინა კიბოს სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობა და საკუთარი წვლილი შეეტანა სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ნანი ბრეგვაძე, ნიკა ნიკვაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნატო მეტონიძე, ნინო სურგულაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი, ანსამბლი „შვიდკაცა“ და თიკუნა წიქარიშვილი.

 

 

ეთერ კიღურაძე: ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი

ონკოლოგიური დაავადებები კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის. საქართველოში, საერთო სიკვდილიანობის მხრივ, არაგადამდებ დაავადებებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ კიბოს მეორე ადგილი უჭირავს.

ეროვნული სკრინინგ ცენტრი კიბოს სკრინინგის პროგრამას ახორციელებს და აქტიურად ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ სკრინინგი არის ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევა, ფარულად მიმდინარე პროცესების გამოსავლენად.

პროგრამის მთავარი გამოწვევა მიზნობრივი მოსახლეობის ჩართულობის, ანუ ე. წ. მოცვის მაჩვენებლის გაზრდაა, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით მიიღწევა.

იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ, მნიშვნელოვანია მასშტაბური პიარკამპანიების ჩატარება და ამ პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეების აქტიური ჩართულობა.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით, ააიპ „ქართული მუსიკის ცენტრი“-სა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია, რომლის მთავარი კომპონენტი კონცერტი იყო.

 

 

ნათია ხაბეიშვილი, PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ქართველი მუსიკოსებისა და შემსრულებლების ჩართულობით კონცერტის მხარდაჭერით, PSP „ყველაზე მზრუნველის“ კამპანიის ფარგლებში შეუერთდა სკრინინგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს და როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, თავის სააფთიაქო ქსელში სკრინინგის საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებით დაეხმარება სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციას საზოგადოებაში.

ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება PSP-ს საქმიანობის მთავარი მიზანია. PSP-ს სააფთიაქო ქსელის საშუალებით საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს შევახსენებთ, რომ დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია ჯანმრთელი და მშვიდი ცხოვრების საწინდარია.

გადავარჩინოთ სიცოცხლე ერთად!

 

 

ნანი ბრეგვაძე:

ნუ დაელოდები ნიშანს, შენი ჯანმრთელობისთვის ჩაიტარე დროული სკრინინგი და იცხოვრე მშვიდად! გადავარჩინოთ სიცოცხლე ერთად!

 

 

 

ნატო მეტონიძე:

სკრინინგი ეს არის ჯანმრთელი მოსახლეობის კვლევა ფარულად მიმდინარე პროცესების აღმოსაჩენად. ნუ დაელოდებით ნიშანს, ჩაიტარეთ სკრინინგი და იცხოვრეთ მშვიდად!

 

 

ეკა მამალაძე:

ჯანმრთელობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მოვუწოდოთ ერთმანეთს კიბოს სკრინინგულ პროგრამაში ჩართვისკენ. ნუ დაელოდებით ნიშანს, ჩაიტარეთ დროული სკრინინგი და განაგრძეთ მშვიდი ცხოვრება. გადავარჩინოთ სიცოცხლე!

 

 

ნატალია ქუთათელაძე:

მნიშვნელოვანია ჩვენი, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა და მხარდაჭერა დროული სკრინინგის კულტურის ჩამოყალიბებაში. ნუ დაელოდები ნიშანს, ჩაიტარე სკრინინგი, გადავარჩინოთ სიცოცხლე ერთად!

 

 

ნიკა ნიკვაშვილი, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი

მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, არამედ ჩვენი ყველასი, საზოგადოების ყველა ჯგუფის პასუხისმგებლობაც არის, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩავერთოთ მსგავს კამპანიებში, რაც, ვფიქრობ, თავის წვლილს შეიტანს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში და კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა.

 

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტენდენციური მაკიაჟი შემოდგომა/ზამთარი 2022/2023

#OK! ტენდენციური მაკიაჟი შემოდგომა/ზამთარი 2022/2023

October 8, 2022
#OK! ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა

#OK! ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა

March 28, 2025
#OK! “იტალიური ქორწილი” – ლედი გაგა და ადამ დრაივერი House of Gucci-ის გადაღებებზე

#OK! “იტალიური ქორწილი” – ლედი გაგა და ადამ დრაივერი House of Gucci-ის გადაღებებზე

April 8, 2021
#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

July 4, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

#OK! ჰეილი ბიბერმა Victoria’s Secret-ის ფოტოსესიაში ჟიზელ ბიუნდჰენის ცნობილი ფოტო გაიმეორა

January 9, 2026
#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

January 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები