• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„ჩადრაგინები“ არის კომპანია, რომელსაც ჟურნალ OK-ის მკითხველი კარგად იცნობს. სახელი და იდეა, რომელიც ერთ დროს ხუმრობით გაჟღერდა, 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ბიზნესში. კომპანია დაარსების დღიდან ვითარდება, მომხმარებელს სთავაზობს სასიამოვნო სიახლეებს და რაც მთავარია, ხარისხს ყოველთვის ავითარებს. დღევანდელ ინტერვიუში დები, სალომე და რუსკა ჩადუნელები გაგვაცნობენ „ჩადრაგინების“ მორიგ საინტერესო სიახლეებს.

 

რატომ და როდის გადაწყვიტეთ „ჩადრაგინების“ დაარსება?

(სალომე): „ჩადრაგინების“ ისტორია დაიწყო ძალიან ბუნებრივად – მეგობრობით, სახლში შეკრებებით და საჭმლის სიყვარულით. ჩვენი სახლი ხშირად იქცეოდა პატარა კულინარიულ სივრცედ, სადაც ვაწყობდით საღამოებს და ახალ გემოებს ვაცნობდით ჩვენს მეგობრებს. სწორედ ისინი იყვნენ ჩვენი პირველი და ყველაზე გულწრფელი დეგუსტატორები. ერთ-ერთ ასეთ საღამოს ჩვენს მეგობარს, თორნიკე ჯგერენაიას, დაურეკეს და როდესაც ჰკითხეს, სად იყო, მან ღიმილით უპასუხა: „ჩადრაგინებში ვარ“. ჩვენი გვარიდან გამომდინარე გაჩნდა ეს სახელიც და მაშინვე დაამატა – დაიმახსოვრეთ, „ჩადრაგინები“ მალე ბრენდი გახდებაო. იმ მომენტში ეს უფრო ხუმრობა იყო, მაგრამ დრომ გვაჩვენა, რომ სიტყვებს დიდი ძალა აქვს.

2017 წელს ჩვენმა უახლოესმა მეგობარმა, ეკატერინე გოგოლაძემ, შეგვიქმნა „ჩადრაგინების“ კულინარიული ბლოგი სოციალურ ქსელში. განსხვავებულ რეცეპტებს ვაზიარებდით, ამან კი სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და სწორედ ამ სიყვარულმა და ინტერესმა დაგვაფიქრა, შეგვექმნა რაღაც უფრო დიდი და სერიოზული. ასე დაიბადა 2019 წელს ჩვენი ქეითერინგის სერვისი.

 

 

რა იყო თქვენი მთავარი მიზანი „ჩადრაგინების“ შექმნისას?

(რუსკა): როცა ამ გზას ვიწყებდით, შიშიც ბევრი გვქონდა. ერთია, როცა თავად გიყვარს შენი გაკეთებული და სულ სხვაა, როცა მას სხვებსაც უზიარებ. განსაკუთრებით კი რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება ასეთ კონკურენტულ გარემოში.

ჩვენი მთავარი მიზანი თავიდანვე იყო გულწრფელობა – გვეკეთებინა ისე, როგორც საკუთარ მეგობრებს ვუმზადებთ. გვინდოდა მომხმარებელს სწორად მიეღო და შეეყვარებინა „ჩადრაგინები“. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყვარელი საქმე ბიზნესად ვაქციეთ და ამით ვამტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ჩადრაგინების“ სახელის გაგონებისას ადამიანებს ახსოვდეთ ის განსხვავებული გემო, ემოცია და ხარისხი, რაც ჩვენს ბრენდს ქმნის.

 

როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა წლების განმავლობაში? როგორ შეიცვალა „ჩადრაგინები“ და თქვენი ხედვა დაარსებიდან დღემდე?

(სალომე): ეს წლები „ჩადრაგინებისთვის“ განვითარების, სწავლებისა და გამოცდილების დაგროვების პერიოდიც იყო. თუ დასაწყისში შიშით ვდგამდით ნაბიჯებს, დღეს უკვე გაბედულები და თავდაჯერებულები ვართ. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ხარისხზე კომპრომისი დაუშვებელია და თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს. დღეს „ჩადრაგინები“ არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ეძებს სიახლეებს, ვითარდება და მომხმარებელს ახალი შესაძლებლობებით ანებივრებს.

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობს „ჩადრაგინები“ მომხმარებელს?

(რუსკა): „ჩადრაგინები“ მომხმარებელს სთავაზობს ქეითერინგის სრულ და მრავალფეროვან მომსახურებას. თითოეული შეკვეთა ინდივიდუალურად არის მორგებული მომხმარებლის სურვილებზე. ეს შეიძლება იყოს ვეგეტარიანული, დიაბეტური ან კონკრეტული ღონისძიებისთვის შექმნილი სპეციალური მენიუ.

ქეითერინგთან ერთად, ჩვენი კომპანია ამზადებს საკონდიტრო ნაწარმსაც. „ჩადრაგინები“ ბევრმა მომხმარებელმა „ანა პავლოვას“ ტორტით გაიცნო – დესერტით, რომლის ხარისხსაც დღემდე ერთგულად ვიცავთ. დღეს უკვე 18 განსხვავებულ გემოს ვთავაზობთ მომხმარებელს და თითოეულში ის ემოციაა ჩადებული, რომელმაც ჩვენი გზა დაიწყო.

 

 

 

ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს „ჩადრაგინებს“, რა სიახლეები გაქვთ ახლა?

(სალომე): „ჩადრაგინებისთვის“ ეს ეტაპი ახალი ნაბიჯების და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობის დროა. ქეითერინგთან ერთად, უკვე ვიწყებთ ღონისძიებების სრულ ორგანიზებას. გვინდა, რომ მომხმარებელმა ჩვენთან მიიღოს არა მხოლოდ ხარისხიანი მენიუ, არამედ მთლიანად გააზრებული, ესთეტიკურად დახვეწილი და ემოციურად გამორჩეული ივენთი.

ჩვენი მიზანია, თითოეული ღონისძიება იქცეს ისტორიად – იქნება ეს მცირე ოჯახური შეკრება თუ დიდი სადღესასწაულო საღამო. დეტალებზე ზრუნვა, ინდივიდუალური მიდგომა და სითბო, რაც „ჩადრაგინებს“ თავიდანვე ახასიათებდა, ახლა უკვე ივენთების ორგანიზების ნაწილიც ხდება.

 

რა გამოარჩევს „ჩადრაგინებს“ მსგავსი კონცეფციის სხვა კომპანიებისგან?

(რუსკა): „ჩადრაგინების“ მთავარი გამორჩეულობა არის მოქნილობა და სრულყოფილი სერვისი. ჩვენი მომსახურება მორგებულია ნებისმიერი სეგმენტის მომხმარებელზე, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, ერთი კომპანიისგან მიიღოს ყველაფერი – ტორტი, სივრცე, ქეითერინგი და ივენთის ორგანიზება. როცა მომხმარებელი გენდობა, შეცდომის დაშვების უფლება არ არსებობს. ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაცია მოითხოვს სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას, რაზეც პასუხისმგებლობას სრულად ვაცნობიერებთ. შეკვეთები მიიღება ონლაინ „ჩადრაგინების“ Facebook და Instagram გვერდებით. საკონდიტრო ნაწარმზე შეკვეთა: 2-3 დღით ადრე, ფურშეტზე: 4-5 დღით ადრე. ჩვენი ადმინისტრატორი მომხმარებელს ამომწურავად აწვდის ინფორმაციას თითოეულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ჩვენი პირველი მრჩეველია. რჩევებსა და შენიშვნებს ყურადღებით ვისმენთ და მუდმივ კომუნიკაციაში მომხმარებელს ვთავაზობთ სიახლეებს, რომლებიც მაქსიმალურად მის სურვილებზეა მორგებული.

 

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

(სალომე): ჩვენი მთავარი მოტივაცია არის ბედნიერი მომხმარებელი და ის ემოცია, რომელსაც ჩვენი შექმნილი დეტალები იწვევს. ყველაზე დიდი სტიმული ის მომენტებია, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი შრომა ვიღაცის ცხოვრებაში მნიშვნელოვან დღეს კიდევ უფრო ლამაზს ხდის.

ჩვენთვის მოტივაციაა ასევე მუდმივი განვითარება – უკეთესები ვიყოთ გუშინდელ საკუთარ თავზე, შევთავაზოთ მომხმარებელს სიახლეები და არ გავჩერდეთ ერთ დონეზე.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მომხმარებლის ნდობის მოპოვება?

(რუსკა): მომხმარებლის ნდობა „ჩადრაგინებისთვის“ ყველაფერია. მომხმარებლები ჩვენი პირველი მრჩევლები არიან. რჩევებსა და შენიშვნებს ყურადღებით ვისმენთ და მუდმივად ვცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას. მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ ხარისხზე – ჩვენი პროდუქცია მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ეს იქნება პატარა კანაპე თუ სადღესასწაულო ტორტი. დიდ ყურადღებას ვაქცევთ დეტალებს, რადგან სწორედ ეს დეტალები ქმნის სხვისთვის მნიშვნელოვან დღეს.

 

ქ-ნო სალომე, ქ-ნო რუსკა, როგორია თქვენთვის ერთად მუშაობა?

(სალომე): ერთად მუშაობა ჩვენთვის დიდი ძალაა. გვაკავშირებს არა მხოლოდ პროფესიული პარტნიორობა, არამედ ოჯახური კავშირი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს პასუხისმგებლობას ერთმანეთის მიმართ. გვაქვს განსხვავებული ხედვები და ძლიერი მხარეები, რაც ერთმანეთს ავსებს და „ჩადრაგინებს“ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ბიზნესში ერთად ყოფნა მარტივი არ არის, თუმცა ჩვენთვის ეს ურთიერთნდობასა და საერთო მიზნებზეა დაფუძნებული. ვფიქრობთ, სწორედ ეს ერთიანობა იგრძნობა ჩვენს ბრენდშიც.

 

მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე.

(რუსკა): „ჩადრაგინებისთვის“ წინ ბევრი საინტერესო გეგმაა. უახლოეს პერიოდში აქტიურად ვავითარებთ ივენთების ორგანიზების მიმართულებას, რათა მომხმარებელს სრულად გავუადვილოთ ღონისძიებების დაგეგმვა.

გვინდა, კიდევ უფრო გავაფართოოთ სერვისები, შევთავაზოთ ახალი კონცეფციები და გავაძლიეროთ ბრენდის იდენტობა. ჩვენი მთავარი მიზანი რჩება უცვლელი – ხარისხი, სითბო და ის ემოცია, რომელიც „ჩადრაგინებს“ თავიდანვე გამოარჩევდა.

 

 

ტექსტი: მარიამ შულაია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე
Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „მწვანე უბანი ქუთაისში“ – პირველი ინოვაციური პროექტი West Development-ისგან

#OK! „მწვანე უბანი ქუთაისში“ – პირველი ინოვაციური პროექტი West Development-ისგან

June 4, 2024
#OK! ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ მეოთხედ იქორწინა

#OK! ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ მეოთხედ იქორწინა

January 30, 2023
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალი კალიფორნიაში მდებარე პრესტიჟულ რესტორანს ეწვია!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალი კალიფორნიაში მდებარე პრესტიჟულ რესტორანს ეწვია!

March 24, 2021
#OK! თათა გიორგობიანი დაინიშნა!

#OK! თათა გიორგობიანი დაინიშნა!

October 27, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე

#OK! ექიმი, რომელიც ორმაგ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი – თამარ გელაძე

February 14, 2026
#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

February 11, 2026
#OK! მოულოდნელი მარცხი – მედალს მიღმა დარჩენილი ილია მალინინი

#OK! მოულოდნელი მარცხი – მედალს მიღმა დარჩენილი ილია მალინინი

February 14, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები