• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „ბულვარ ბათუმი“ – ახალი სიცოცხლის გაგრძელების საუკეთესო მაგალითი

October 20, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

თუ გსურთ იმოგზაუროთ მე-20 საუკუნის ბათუმში, დატკბეთ ბულვარის ულამაზესი ხედებით, დაისვენოთ კომფორტულად და შეიქმნათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, აუცილებლად უნდა ესტუმროთ სასტუმრო „ბულვარ ბათუმს“, რომლის დათვალიერების შემდეგ გაგიჩნდებათ განცდა, რომ თქვენც იმ ისტორიის ნაწილი ხართ, რომელსაც აღნიშნული შენობა ინახავს. „ბულვარ ბათუმის“ განსაკუთრებულობასა და მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე „OK! ბათუმთან“ სასტუმროს საოპერაციო მენეჯერმა, სოფო მახარაძემ ისაუბრა.

გვესაუბრეთ სასტუმრო „ბულვარ ბათუმის“ ისტორიაზე, რომელიც მას განსაკუთრებულსა და გამორჩეულს ხდის.

ბუტიკის ტიპის სასტუმრო, „ბულვარ ბათუმი“ ქალაქის ცენტრში, ბათუმის ბულვარის მთავარ შესასვლელთან, შავი ზღვის სანაპიროდან 3 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. ბაროკოს სტილის შენობა ქალაქის ისტორიული იერსახის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. სასტუმრო ისტორიული ბათუმის ბულვარის ერთიანი სურათის ის განუყოფელი და უნიკალური ნაწილია, რის გამოც უყვართ ბათუმი, რის სანახავადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. „ბულვარ ბათუმი“ ევროპული და ზღვისპირა არქიტექტურის შთამბეჭდავი ნიმუში და კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია. XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე აგებულ პოლიცმაისტერ ვოზნესენსკის სახლს საბჭოთა ეპოქაში სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. ერთხანს აქ სატელეფონო-სატელეგრაფო კანტორაც ფუნქციონირებდა. წინა საუკუნის 90-იან წლებში შენობა განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მოგვიანებით „ტურინვესტ ჯგუფმა“ შენობას რესტავრაცია ჩაუტარა და დღეს ბათუმის პოლიცმაისტერის სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადარჩენის და მასში ახალი სიცოცხლის გაგრძელების საუკეთესო მაგალითად იქცა. თანამედროვე, კლასიკური სტილის სასტუმროში 27 ოთახია, რომელიც განთავსებულია სამ სართულზე. ოთახების უმრავლესობას აქვს აივანი, საიდანაც ბულვარის თვალწარმტაცი ხედები იშლება. როგორც აღვნიშნე, სასტუმრო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, ის ერთგვარად ქალაქის მემატიანეცაა. სასტუმროს თითოეულ კუთხეში, ჩუქურთმასა თუ კედლის სიღრმეში, იგრძნობა იდუმალება, რაც უფრო განსაკუთრებულსა და მიმზიდველს ხდის დამსვენებლისთვის.

 

როცა საქმე საუკუნის წინანდელ შენობა-ნაგებობას ეხება, ალბათ განსაკუთრებულია სტუმრების ემოციაც. თუ გახსენდებათ გამორჩეული კომენტარი, რომელიც მიგიღიათ…

ჩვენი სტუმრები ხშირად გამოხატავენ აღფრთოვანებას, რომ სასტუმროს მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერსახე და აქ განთავსებისას თავს ისტორიის ნაწილად გრძნობენ. მაღალი ჭერი, ხის დარაბები, კიბის უჯრედები, ეს და სხვა მრავალი დეტალი ქმნის ერთიან განცდას, რომელიც სტუმარს მე-20 საუკუნის ბათუმში ამოგზაურებს.

გარდა მდებარეობისა, ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, კიდევ რა დამატებითი ბენეფიტები აქვს „ბულვარ ბათუმს“, რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი მასზე?

სასტუმრო „ბულვარ ბათუმი“ კომპანია „ტურინვესტ ჯგუფის“ მნიშვნელოვანი პროექტია. მოგეხსენებათ, კომპანია „ტურინვესტ ჯგუფი“ აჭარის მასშტაბით, სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია და განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა: საბაგირო და კულტურულ-გასართობი კომპლექსი „არგო“, სასტუმრო HILTON BATUMI. შესაბამისად, ამ პატარა სასტუმროს მართავს ტურიზმის სფეროში წლების განმავლობაში გამოცდილი გუნდი, რაც თავის მხრივ, აისახება სტუმრების მაღალკვალიფიცურ მომსახურებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენთან მოსული ყველა სტუმარი თავს განსაკუთრებულად გრძნობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ტურინვესტ ჯგუფი“ – მრავალწლიანი გამოცდილებით, ბაზარზე დამკვიდრებული ავტორიტეტითა და შესაბამისი სტანდარტით – ქვეყნისთვის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს. იგი ამჯერად ბათუმში „ჰემპტონს“ აშენებს. Hampton by Hilton-ის მშენებლობა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სასტუმროს აქვს ხელსაყრელი მდებარეობა – ქალაქის ცენტრში, ზღვასა და ბულვართან ახლოს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, სადაც იგრძნობა ძველისა და ახლის ჰარმონიული შერწყმა. როგორი განცდაა, როცა ამ ისტორიასთან ყოველდღიური შეხება გაქვს?

სასტუმროს ფასადი თუ შიდა ინტერიერი იმ შთაბეჭდილების და ემოციის გაგრძელებაა, რომელსაც ზღვა და ბულვარი ქმნის. სასტუმროს შიდა დიზაინი უნიკალურია და ქმნის მყუდრო, თბილ ატმოსფეროს. თითოეული დეტალი დამუშავებულია დიდი პროფესიონალიზმითა და სიყვარულით. ოთახები მოპირკეთებულია ხის დეტალებით და აღჭურვილია ხელნაკეთი ბრებით. სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერით. თანამედროვე დიზაინერების მიერ დეტალებში გამოხატული ბათუმის ისტორია სასტუმროს ყველა კუთხეში იგრძნობა, ინტერიერის დიზაინის დეტალებში სიმბოლურად გამოხატულია ბათუმის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. დახვეწილი და მდიდრული დიზაინის მქონე, დიდი და ნათელი ოთახები, ბათუმის ბულვარის ხედები და მყუდრო აივნები ჩვენს სტუმარს თავს საკუთარ სახლში აგრძნობინებს და უქმნის მაქსიმალურ კომფორტს, დაისვენონ და განიტვირთონ ბულვარის ულამაზესი ხედების ფონზე. ჩვენი გუნდის მუდმივი საფიქრალი და საზრუნავიც სწორედ ეს არის, რომ სასტუმრო იყოს სტუმრისთვის კომფორტული და, ამავე დროს, არ დავკარგოთ ის ნიშა, რომელიც სასტუმროს გამორჩეულს და განსაკუთრებულს ხდის.

 

შემდგომი განვითარებისთვის რა გაძლევთ მოტივაციას?

სასტუმროს ოპერირების პირველი დღიდან მაქსიმალურად ვცდილობთ სტუმარს შევთავაზოთ გამორჩეული სერვისი, თითოეული სტუმრის მიერ გამოხატული კმაყოფილება, შენიშვნა და კომენტარი ჩვენთვის მომსახურების გაუმჯობესების უმთავრეს მოტივაციას წარმოადგენს.

დაბოლოს, როგორ გესახებათ „ბულვარ ბათუმის“ მომავალი, რა სიახლეებს ჰპირდებით მომხმარებელს?

წინ დიდი გეგმები გვაქვს. მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ ახალი სერვისები, რაც ჩვენთან სტუმრობას უფრო კომფორტულს გახდის. სამომავლოდ სასტუმროში იგეგმება ბიზნესლაუნჯისა და კაფის მოწყობა. ვფიქრობ, აღნიშნული სიახლე მეტ მრავალფეროვნებას შესძენს „ბულვარ ბათუმს“.

ასევე გაეცანი

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან
ინტერვიუ

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა
OK! Doctors

#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

January 7, 2026
#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი
OK! Doctors

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ანა ახვლედიანის ულამაზესი კადრები ფოტოსესიიდან!

#OK! ანა ახვლედიანის ულამაზესი კადრები ფოტოსესიიდან!

April 20, 2024
#OK! დიდი წარმატებისკენ გზა სურვილით და მიზნის დასახვით იწყება – ზვიად კორძაძის წარმატების ისტორია

#OK! დიდი წარმატებისკენ გზა სურვილით და მიზნის დასახვით იწყება – ზვიად კორძაძის წარმატების ისტორია

December 28, 2024
#OK! MEN – ანდრია გველესიანი

#OK! MEN – ანდრია გველესიანი

August 5, 2024
#OK! მეგან ფოქსი ქართული ბრენდის სამოსით iHeartRadio Awards-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! მეგან ფოქსი ქართული ბრენდის სამოსით iHeartRadio Awards-ის წითელ ხალიჩაზე

May 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! მამაკაცმა მოხუცი მშობლები 160 კილომეტრის მანძილზე ზურგით ატარა

#OK! მამაკაცმა მოხუცი მშობლები 160 კილომეტრის მანძილზე ზურგით ატარა

January 5, 2026
#OK! მევიოლინე უილ სმითს  სექსუალური შევიწროებისთვის უჩივის

#OK! მევიოლინე უილ სმითს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივის

January 4, 2026
#OK! სტეფანე და ფანიკო

#OK! სტეფანე და ფანიკო

January 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები