• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი პერსონა

#OK! ძმები სიმენსები – ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

September 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

Siemens-ის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან და მე-19 საუკუნის მიწურულს, ჩვენთან დაწყებულ ინდუსტრიულ რევოლუციას, სწორედ ეს გერმანელი ძმები ედგნენ სათავეში.

მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში, რუსეთის იმპერიაში მუშაობისას ძმები სიმენსები რამდენიმეჯერ ესტუმრნენ საქართველოს. 1860 წელს „სიმენსი და ჰალკეს“ წარმომადგენლობა თბილისში გაიხსნა და საქმეს ვალტერი ჩაუდგა სათავეში. ამავე წელს, თბილისი-ქუთაისი-ფოთის დამაკავშირებელი ტელეგრაფის ხაზის გაყვანა განხორციელდა, ხოლო მომდევნო წლებში – თბილისი-მოსკოვი, თბილისი-ერევანი და თბილისი-ბაქო გადამცემი ინფრასტრუქტურა მოეწყო. იმ პერიოდის თბილისში, დასავლური ამბები რუსეთის გავლით, ფოსტის მეშვეობით შემოდიოდა.

სიმენსების ოჯახი საკომუნიკაციო ბიზნესის გარდა, სხვა საქმეებითაც იყო დაკავებული. კომპანიის დამფუძნებელი, ვერნერ სიმენსი საქართველოს პირველად 1865 წელს ესტუმრა და იმდენად მოიხიბლა, რომ საკუთარ მემუარებში წერდა: „კავკასიური ძეგლების სიძველე ასწლეულებით კი არ იზომება, როგორც ევროპაში, არამედ ათასწლეულებით. ეს ყოველივე იმას მოწმობს, რომ კავკასიაში არის კაცობრიობის კულტურის აკვანი“. თბილისის კოლორიტით აღტაცებულმა ვერნერმა, მას „აზიის პარიზიც“ კი უწოდა. სწორედ მის პირველ ვიზიტს უკავშირდება სიმენსისა და გრიგოლ ორბელიანის შეხვედრა, სადაც მათ საქართველოში, კერძოდ კი დედოფლისწყაროსა და მირზაანში ნავთობის მოპოვების საკითხი განიხილეს. ამ საბადოებზე, იმ დროს, უკვე მიმდინარეობდა მოპოვებითი სამუშაოები რუსი მეწარმის, ჩირიკოვის ხელმძღვანელობით, თუმცა 1867 წელს, ხაზინაში 12 000 მანეთის შეტანის სანაცვლოდ, სიმენსები თავად ჩაუდგნენ პროცესს სათავეში. მოგვიანებით, უკვე ვერნერის გარდაცვალების შემდეგ, 1903 წელს სწორედ სიმენსებმა გაიყვანეს იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე გრძელი ნავთობსადენი ბაქოდან ბათუმამდე.

ვერნერ ფონ სიმენსის მეორე სტუმრობა საქართველოში 1868 წელს შედგა, როდესაც ინდო-ევროპული ტელეგრაფის მშენებლობასთან დაკავშირებული დეტალების განსახილველად, ადგილობრივ მთავრობას შეხვდა. რასაკვირველია, სიმენსს დიდი პატივით დახვდნენ და მშენებლობის ნებართვაც მისცეს, რამაც თბილისი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ტელეგრაფის ხაზის ცენტრად აქცია.

უკვე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ, ვერნერ სიმენსი მესამედ ეწვია საქართველოს. ამჯერად საქმე ეხებოდა სპილენძის საბადოებს, რომლებიც ძმებმა ბათუმის ოლქში, სოფელ ბეშუმსა და ქვარცხანაში შეიძინეს. 1912 წლისათვის სიმენსებმა ამ საბადოებიდან 1,5 მილიონი კილოგრამი მადნის მოპოვება და ევროპაში ექსპორტი განახორციელეს. ისინი აქტიურად ასაქმებდნენ ადგილობრივებსაც და ძმების წარმოებაში, ჯამში 230 აჭარელი იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ 1921 წელს საბჭოთა რეჟიმის დამყარების მიუხედავად, სიმენსები არ გასულან საქართველოდან. 1930 წელს, მათი პროექტით დაიწყო ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხნის მშენებლობა, ხოლო 2 წლის თავზე ფაბრიკა სწორედ Siemens-ის წარმოების ღუმელებით აღიჭურვა.

ოტო სიმენსი ქიმიითა და გეოლოგიით იყო გატაცებული და უფროსი ძმის რჩევით, იგი ვალტერთან ერთად საქართველოში დასახლდა. აქ ოტო საოჯახო ბიზნესის ნავთობისა და ლითონების მოპოვების ხაზს ჩაუდგა სათავეში და ქართველ მოღვაწეებთან ერთად, აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებასაც. ოტომ პირველმა აღმოაჩინა, რომ ნავთობის გადამუშავებით მიღებული ნარჩენებისგან ასფალტის წარმოება იყო შესაძლებელი და თბილისის ქუჩები ამ მასალით სწორედ მან მოაპირკეთა. იმდროინდელ სამეცნიერო წრეებში, ოტო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მას პატივს სცემდნენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთლიან კავკასიის ოლქში. ვალტერის მსგავსად, ისიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, სავარაუდოდ ქოლერით და თბილისის ელიტამ ოტოც ვერის სასაფლაოს მიწას მიაბარა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, ძმებმა სიმენსებმა კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს თბილისისათვის. სწორედ მათ სახელს უკავშირდება დედაქალაქის ქუჩების ელექტრიფიკაციის საქმე, მოგვიანებით კი, ტრადიციული თბილისური კონკის ჩანაცვლება ევროპული ტრამვაით, რომელმაც საუკუნეზე მეტხანს იარსება. ამბობენ, რომ პირველი ლიფტი, თბილისში სწორედ გერმანელ „სოლოლაკელ ძმებს“ ჰქონიათ, რაც იმდროინდელი ყოფისთვის დიდ ფუფუნებად მიიჩნეოდა.

დღევანდელმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა – Siemens-მა, ევროპის უმსხვილესი მწარმოებლობისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები, სწორედ საქართველოში გადადგა.

არჩილ გელაშვილი ჟურნალისთვის Entrepreneur საქართველო

გაიგე მეტი: #ევროპულიისტორიები

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! გმირები
პერსონა

#OK! გმირები

April 15, 2025
#OK! ნანა მახარაძე! 9 აპრილის ფოტო-სიმბოლოდ ქცეული ქალი
Slider Area

#OK! ნანა მახარაძე! 9 აპრილის ფოტო-სიმბოლოდ ქცეული ქალი

June 17, 2025
დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი 70 წლის გახდა
Hollywood News

დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი 70 წლის გახდა

March 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჟერარდ პიკე და მისი შეყვარებული ბარიდან გამოაგდეს

#OK! ჟერარდ პიკე და მისი შეყვარებული ბარიდან გამოაგდეს

February 23, 2023
#OK! წითელი ვარდი, როგორც სიყვარულის სიმბოლო

#OK! წითელი ვარდი, როგორც სიყვარულის სიმბოლო

February 22, 2023
#OK! დახვეწილი სამკაულები DUCHI-სგან

#OK! დახვეწილი სამკაულები DUCHI-სგან

September 18, 2021
#OK! ორგანიზაციული სტრესი, მისი გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები  ინტერვიუ მაკო ბუჯიაშვილთან

#OK! ორგანიზაციული სტრესი, მისი გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები ინტერვიუ მაკო ბუჯიაშვილთან

December 23, 2024

კვირის ჰიტები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025
#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

July 3, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები