• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Sport

#OK! ბუდუ

March 29, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ბუდუს შესახებ ერთბაშად ავლაპარაკდით. მის მიერ საქართველოსთვის მინიჭებულმა სიხარულმა მთელი ერი გააერთიანა. გაიცანით კიდევ უფრო ახლოს ჩვენი საამაყო ადამიანი, ფეხბურთელი – ბუდუ ზივზივაძე. „მე რომ მკითხოთ, ქუთაისის საფეხბურთო პოზიცია აუცილებლად იქნებოდა ცენტრალური ნახევარმცველი, რადგან ის სამყაროს ცენტრია და ანაწილებს სიყვარულს მთელ საქართველოში“, – ამბობს სპორტსმენი ჩვენთან საუბრისას.

 

ბავშვობის წლები…

პატარაობიდანვე უკვე ძალიან გატაცებული ვიყავი ფეხბურთით. როცა თავისუფალი დრო მქონდა, ეზოში მეგობრებთან ერთად ყოველთვის ვთამაშობდი და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ძალიან შემიყვარდა ეს სპორტი. უშუალოდ ფეხბურთზე სიარული 8 წლიდან დავიწყე სკოლა „იმედში“. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა. ვიტყოდი, რომ კარგი ბავშვობა მქონდა, მხიარული და ლაღი. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ისეთი ცხოვრება, როგორიც ახლა არის, თავისუფალ დროს სულ მეგობრებთან ერთად ვიყავი, სხვადასხვა თამაშს ვთამაშობდით, რაც ბედნიერებას გვანიჭებდა, მე განსაკუთრებით ფეხბურთის თამაში მიყვარდა და ეს დღემდე ასე გაგრძელდა.

 

 

საკუთარი ქალაქის კლუბში დაცული ღირსება

ყველა ფეხბურთელის სურვილია მშობლიური ქალაქის კლუბში ითამაშოს. მე წილად მხვდა ეს პატივი, რომ „ტორპედოს“ მაისური მომერგო და მოედანზე მისი ღირსება დამეცვა. რა თქმა უნდა, ეს ემოციური და საამაყო იყო. დიდი გამოცდილება შევიძინე, რომელიც ევროპაში უკვე გამომადგა.

 

გერმანული გამოცდილება

ვერ ვიტყვი, რომ ახალ გუნდთან ადაპტაცია მარტივად და სწრაფად გავიარე, რადგან იყო ბარიერები, რომელთა დაძლევაც მომიხდა, თუმცა ამან უფრო გამაძლიერა და მეტი გამოცდილება შემძინა. ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ, იმ ყველაფრის დამსახურებაა, რომ თავიდან ცოტა რთულად დაიწყო ჩემი გერმანული კარიერა.

 

პასუხისმგებლობა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისური ჰქვია

უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა იცი, რომ მოედანზე მთელი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ძალიან საამაყოა, როცა ნაკრების მაისური გაცვია და ქვეყანას წარმოადგენ. ვცდილობ, მოედანზე ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო ჩემი ქვეყნისთვის და გულშემატკივარს ვპირდები, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება.

 

ისტორიული, ევროპული გამარჯვება

უზომოდ ბედნიერები ვიყავით და გვიხაროდა, რომ ქართული ფეხბურთისა და მთლიანად ქვეყნისთვის ისტორია დავწერეთ და ოცნება ავუხდინეთ იმ ადამიანებს, ვინც ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.

 

 

ქართველი გულშემატკივარი

კრიტიკულები არიან, თუმცა, ამავდროულად, გვერდში დგომა იციან, რაც მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის. მადლობას გადავუხდი მათ ყველაფრისთვის.

 

ოჯახი, როგორც მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

ოჯახის როლი ძალიან დიდია ჩემს კარიერაში, ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და მამხნევებენ. იყო რთული პერიოდები და ამ დროს მათგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი, ამიტომ მინდოდა გამემართლებინა ის ამაგი და შრომა, რაც მათ ჩემში ჩადეს და დახარჯეს. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა, მთელი ცხოვრება მათი მადლობელი ვიქნები.

 

 

როგორც მამამ, რა მთავარი ღირებულებები გინდათ თქვენს შვილს ასწავლოთ?

მინდა, რომ თავისუფალი იყოს, ადამიანების პატივისცემა იცოდეს. იყოს შრომისმოყვარე, მიზანდასახული, თავმდაბალი და ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანად დარჩეს.

 

ბუდუ ზივზივაძის ქუთაისი

ჩემთვის მშობლიური ქალაქია, რომელიც ყველა ქალაქზე მეტად მიყვარს. როცა სეზონი მიმთავრდება ხოლმე კლუბში, მეორე დღესვე ქუთაისში მოვფრინავ. ამ ქალაქმა განსაკუთრებული მონატრება იცის მაშინაც, როცა ცოტა ხნით ტოვებ. თბილი ქალაქია, სიყვარულით სავსე. მე რომ მკითხოთ, ქუთაისის საფეხბურთო პოზიცია აუცილებლად იქნებოდა ცენტრალური ნახევარმცველი, რადგან ის სამყაროს ცენტრია და სიყვარულს მთელ საქართველოში ანაწილებს.

 

 

ფოტო: Violetta

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ასევე გაეცანი

#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება
OK! News

#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

November 16, 2025
#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე
OK! News

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კამილა მორონე ლოს-ანჯელესში დედასთან ერთად დააფიქსირეს

#OK! კამილა მორონე ლოს-ანჯელესში დედასთან ერთად დააფიქსირეს

April 19, 2021
#OK! ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 16 მილიონ დოლარად შეფასებულ ფერმაში

#OK! ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი 16 მილიონ დოლარად შეფასებულ ფერმაში

October 20, 2021
#OK! ადრიანა ლიმა Vogue Arabia-ს 2022 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე

#OK! ადრიანა ლიმა Vogue Arabia-ს 2022 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე

December 30, 2021
#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შესაძლოა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

November 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის პირველი თიზერი და პოსტერი გამოქვეყნდა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის პირველი თიზერი და პოსტერი გამოქვეყნდა

November 13, 2025
#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს

#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს

November 16, 2025
#OK! „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“ – 17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

#OK! „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“ – 17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

November 16, 2025
#OK! რატომ ვიმატებთ წონას ზამთარში და როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა

#OK! რატომ ვიმატებთ წონას ზამთარში და როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა

November 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები