• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! შოუ ბიზნესი

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელიც ნოსტალგიას აღძრავს და მოდას იპყრობს

June 17, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ეკონომიკური კრიზისი, კლიმატური ცვლილებები, ქაოსი და ომები ადამიანებს ბავშვობაში დაბრუნების სურვილს უჩენს, თუნდაც რამდენიმე წუთით, ლაბუბუს დახმარებით..

ლაბუბუ ელფური არსებაა, რომელსაც კურდღლის ყურები და ბასრი კბილები აქვს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ლაბუბუ ბავშვებზე მეტად უფროსებს მოსწონთ. გოგონები ლაბუბუს გამოსახულებებს ძვირადღირებულ ჩანთებზე ამაგრებენ და მოდის კვირეულებზე პოზირებენ.

 

 

ლაბუბუს შემქმნელი ჰონგკონგელი მხატვარი კასინგ ლუნგია, რომელმაც ბავშვობა ნიდერლანდებში გაატარა. ლუნგი ამბობს, რომ ახალი სათამაშოს შექმნა ჩრდილოურმა ფოლკლორმა და ელფების ლეგენდებმა შთააგონა.

 

 

ლუნგმა სათამაშო  2015 წელს შექმნა, 2019-ში ლაბუბუთი ჩინური კომპანია Pop Mart დაინტერესდა და ლუნგის პერსონაჟზე ლიცენზია მოიპოვა. ასე დაიწყო Monsters-ის სერიის წარმოება და ლაბუბუ სათამაშოების ინდუსტრიას შეუერთდა.

ამ სათამაშოს მთავარი ხიბლი ისაა, რომ გაუმჭვირვალე ყუთებში იყიდება, რომლის გახსნამდე არავინ იცის, რომელი ფიგურა შეხვდება. ლაბუბუს მოყვარულები ამბობენ, რომ სწორედ ეს უცნაური თამაში იზიდავთ, როდესაც სათამაშოს ყიდვა იღბალის გამოცდად იქცევა. Monsters – ის კოლექციები მცირე რაოდენობით გამოდის. ზოგი გამორჩეული ფიგურა 500 დოლარზე მეტი ღირს, რადგან მყიდველისთვის ის უბრალოდ გასაღების საკიდი ან სათამაშო კი არა, თანამედროვე პოპ-არტის ნიმუშია. ლაბუბუ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რომელიც მფლობელის სტატუსს უსვამს ხაზს.

 

 

 

 

Monsters-ის ბოლო სერიებში გაჩნდა ყუთები წარწერით Secret. ყუთში მოთავსებულია განსაკუთრებული ფიგურა, რომლის შესახებ მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია არ იძებნება. ასეთი ლაბუბუს პოვნის შანსი 72-დან ერთია.

მიუხედავად იმისა, რომ Monsters ჯერ 2019-ში შეიქმნა, სათამაშოებმა პოპულარობა 2024 წელს მოიპოვა, როდესაც  მომღერალმა, ლისამ Teen Vogue-თან ინტერვიუში თქვა, რომ ლაბუბუები შვილებივით უყვარს. მალევე ჩანთებზე ლაბუბუების საკიდებით რიანა და დუა ლიპა გამოჩნდნენ, რის შემდეგაც აქსესუარი 2024 წლის ტრენდი გახდა.

 

ამ დღიდან თითქოს მთელი მსოფლიო შეიშალა. დუბაის Valentino-ს მაღაზია ლაბუბუს იშვიათ თოჯინებს VIP კლიენტებს ჩუქნის, ვარსკვლავები ლაბუბუებს საჯაროდ სიყვარულს უხსნიან, მოდის მოყვარული გოგოები ბრენდულ ჩანთაზე ლაბუბუს მიმაგრებაზე ოცნებობენ, კიმ კარდაშიანმა კი ამასობაში თოჯინების საკუთარი კოლექციის შექმნა მოასწრო.

 

 

TikTok-ზე ლაბუბუს გარშემო იქმნება სოციუმი, სადაც ადამიანები თოჯინებს ცოცხალ პერსონაჟებად აღიქვამენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ იშვიათი ფიგურების აუქციონები და ახალი კოლექციების მიმოხილვები. Tiktok-ზე #Labubu-ს “ჰაშთაგის” ქვეშ მილიონზე მეტი ვიდეო დევს. 2024 წელს, ლაბუბუმანიის ფონზე, კომპანია Pop Mart-ის მოგება გაორმაგდა. გაყიდვების მოცულობამ 13 მილიარდ იუანს გადააჭარბა (დაახლოებით 1.8 მილიარდი დოლარი), სუფთა მოგება კი 188%-ით გაიზარდა. Pop Mart-ის აქციების ფასმაც რეკორდული ზრდა განიცადა – 34 დოლარიდან 270-მდე.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კომპანიის ხელმძღვანელის, ვანგ ნინგის ქონებაზეც აისახა. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება 22.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც მას ჩინეთის მეათე ყველაზე მდიდარ ადამიანად და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად  აქცევს – ის მხოლოდ 38 წლისაა.

 

ლაბუბუმანიის ფონზე ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ზრდასრულებში ლაბუბუს პოპულარობა პირდაპირ ეკონომიკურ რეცესიას უკავშირდება. ადამიანებს აღარ აქვთ საშუალება, რომ  ბინა იყიდონ ან ძვირადღირებულ კურორტზე დაისვენონ, ამიტომ შედარებით იაფ, მაგრამ ემოციურად ღირებულ ნივთებს ეძებენ.

 

„ბოლო წლებში ზრდასრულების მხრიდან საბავშვო ნივთებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. მათ აშკარად ნოსტალგიის ძლიერი განცდა და ბავშვობის მხიარული მოგონებებისკენ ლტოლვა აქვთ. ფილმები „ბარბი“ და „მაინკრაფტი“ იმიტომაცაა ასეთი პოპულარული, რომ ბავშვური თამაშები ზრდასრულებშიც ძალიან აქტუალური გახდა“ – ამბობს Harrods-ის სათამაშოების განყოფილების მენეჯერი კეიტ ვუდჰედი.

 

და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ პეკინში 1.30 მ. სიმაღლის ლაბუბუ რეკორდულ თანხად – 1.08 მილიონ იუნად გაიყიდა, რაც დაახლოებით 150 000 დოლარია. BBC News-ის ინფორმაციით, ამ ტიპის სათამაშოებში ეს ყველაზე ძვირადირებული მოდელია.

გაიგე მეტი: #labubu#ლაბუბუ

ასევე გაეცანი

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან
Fashion News

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 17, 2025
#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი
Hollywood News

#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

June 17, 2025
#OK! დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ
Hollywood News

#OK! დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

June 17, 2025
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა
Fashion

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

June 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Stranger Things-ის ვარსკვლავი სეიდი სინქი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე “ალექსანდრ მაკქუინის” კაბით წარსდგა

#OK! Stranger Things-ის ვარსკვლავი სეიდი სინქი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე “ალექსანდრ მაკქუინის” კაბით წარსდგა

September 6, 2022
#OK! 63 წლის შერონ სტოუნი “დოლჩე & გაბანას” კაბით The Tragedy Of Macbeth-ის პრემიერაზე

#OK! 63 წლის შერონ სტოუნი “დოლჩე & გაბანას” კაბით The Tragedy Of Macbeth-ის პრემიერაზე

December 17, 2021
#OK! ხედვიდან რეალობამდე…  ანა ჯიოშვილის გზა სიკეთის „სხივამდე“

#OK! ხედვიდან რეალობამდე… ანა ჯიოშვილის გზა სიკეთის „სხივამდე“

October 10, 2024
#OK! ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინის მხარდამჭერ ფონდში 1 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

#OK! ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინის მხარდამჭერ ფონდში 1 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

March 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! GIMS თბილისში – ვარსკვლავი, რომელმაც აჭარული ,,განდაგანა” ფრანგულად გააცოცხლა

#OK! GIMS თბილისში – ვარსკვლავი, რომელმაც აჭარული ,,განდაგანა” ფრანგულად გააცოცხლა

June 17, 2025
#OK! ბათუმის სამედიცინო აკადემია – განათლება, პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირებულებები

#OK! ბათუმის სამედიცინო აკადემია – განათლება, პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირებულებები

June 11, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები