ალბათ ხშირად მოგისმენიათ მოსაზრება, რომ გარეგნული სილამაზე იწყება შინაგანი სიმშვიდითა და ჰარმონიით. რამდენადაც არ უნდა შეცვალო ვიზუალი, ვერ მიაღწევ სრულყოფილების განცდას, თუ, პირველ რიგში, საკუთარი თავი არ შეიყვარე – ასე ფიქრობს ჩემი რესპონდენტი, ექიმი, მეან-გინეკოლოგი, კოსმეტოლოგ-ინიექციონისტი და Brillante-ს დამფუძნებელი, ლიკა ლიპარტელიანი. სწორედ ამ ხედვამ გადააწყვეტინა მას, დაეარსებინა ესთეტიკის ცენტრი და თავის პროფესიონალ გუნდთან ერთად ეზრუნა ქალბატონების სილამაზეზე, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე. ინტერვიუში ლიკა გვიზიარებს, როგორც პირად ისე პროფესიულ შეხედულებებს.
ვინ არის ლიკა ლიპარტელიანი? საიდან გაჩნდა Brillante Aesthetic-ის შექმნის იდეა?
ჩემი პროფესიული გზა თავიდანვე უკავშირდებოდა ქალბატონების ჯანმრთელობასა და ესთეტიკას. პრაქტიკაში მუშაობისას დავინახე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებას, არამედ პაციენტის შინაგანი თვითშეფასების გაძლიერებას. სწორედ ამ გამოცდილებამ შთამაგონა, შემექმნა Brillante Aesthetic – სივრცე, სადაც სამედიცინო პროფესიონალიზმი, უსაფრთხოება და ინდივიდუალური მიდგომა ერთიანდება. ჩემი მთავარი პრინციპია ხარისხი და სამედიცინო დასაბუთება, ხოლო მიზანი – ნდობის მოპოვება. თითოეული პროცედურა შეირჩევა მისი ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით. მუდმივად ვეცნობი თანამედროვე საერთაშორისო პროტოკოლებს, ვესწრები ტრენინგებსა და კონგრესებს, რათა ცენტრში დანერგილი იყოს მხოლოდ ის მეთოდები, რომლებიც რეალურად ქმნის ღირებულ შედეგს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა – პროცედურა ყოველთვის მორგებულია კონკრეტული ადამიანის საჭიროებებსა და ბუნებრივ მახასიათებლებზე.

Brillante Aesthetic-ში პროცედურების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებულია კანის, თმის, წარბის, ფრჩხილის, ლაზერული ეპილაციისა და ინიექციურ პროცედურებზე, რაც მოიცავს: ბოტულინოთერაპიას, ტუჩის აუგმენტაციას, პლაზმოთერაპიას, მეზოთერაპიას, ბიორევიტალიზაციას და ა.შ. Brillante Aesthetic ქმნის სივრცეს, სადაც ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის მომსახურება პროფესიონალი გუნდისგან.
თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა/როლი აქვს თავის მოვლას ქალბატონებისთვის?
ჩემი აზრით, თავის მოვლა ქალისთვის, უბრალოდ, სილამაზის შენარჩუნება არ არის – ეს არის საკუთარი თავის პატივისცემა. როცა ქალი ზრუნავს საკუთარ გარეგნობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე, ის საკუთარ თავს ეუბნება: მე მნიშვნელოვანი ვარ. თავის მოვლა ზრდის თვითშეფასებას, ამყარებს შინაგან სიმშვიდესა და აძლიერებს ქალის ენერგიას. ეს არ არის ზედაპირული ქმედება, არამედ ესაა შენი თავის სიყვარული. ქალი უფრო თავდაჯერებულია, უფრო გაბედულად იღებს გადაწყვეტილებებს და ნაკლებად ეჭვობს საკუთარ შესაძლებლობებში. თავის მოვლა არ არის ფუფუნება – ეს არის შინაგანი ძალის გაძლიერების ინსტრუმენტი.

ლიკა, რატომ უნდა ავირჩიოთ Brillante Aesthetic?
Brillante Aesthetic აერთიანებს სამედიცინო ცოდნას, გამოცდილებასა და ინდივიდუალურ ზრუნვას. პაციენტი ჩვენთან მოდის არა მხოლოდ ერთჯერადი პროცედურისთვის, არამედ სრულფასოვანი პროფესიული შეფასებისთვის, სწორი რეკომენდაციებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. ჩემი მიზანია თითოეულმა ადამიანმა მიიღოს ბუნებრივი, დახვეწილი და უსაფრთხო შედეგი, რომელიც შეესაბამება მის პიროვნულ იერს და არ არღვევს მის უნიკალურობას.
რა არის Brillante Aesthetic-ის მთავარი პრიორიტეტები?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია: უსაფრთხოება, ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება, ბუნებრივი შედეგები და მუდმივი პროფესიული განვითარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნდობის შექმნა; როდესაც მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ ზრუნავენ არა მხოლოდ მის ვიზუალურ შედეგსა და კმაყოფილებაზე, არამედ თავად მასზე. ჩვენს სივრცეში მაღალი ხარისხი სტანდარტია, ხოლო ადამიანური ურთიერთობები – მთავარი ღირებულება. აქ დაგხვდებათ კომფორტი, სითბო და გულწრფელი ზრუნვა. Brillante Aesthetic-ის მიზანია იყოს სივრცე, სადაც ესთეტიკა ემყარება პროფესიონალიზმს, ეთიკასა და ნამდვილ ღირებულებებს.
რა გაძლევთ მოტივაციას, რომ მუდმივად იზრუნოთ თქვენი გუნდის განვითარებაზე?
გუნდი ჩემთვის უბრალოდ თანამშრომლები არ არიან – ისინი არიან ენერგია იმ სივრცისა, რომელსაც ერთად ვქმნით. მე მჯერა, რომ ძლიერი ბრენდი შენდება არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ადამიანურობით. როცა პროფესიონალი იზრდება, იზრდება ხარისხი, პასუხისმგებლობა, ხედვა და სიყვარული, რასაც მომხმარებელი გრძნობს. თანამშრომლებისა და კოლეგების განვითარებაზე ზრუნვა მხოლოდ პროფესიული ვალდებულება არ არის – ეს საქმიანობის ნაწილი და პასუხისმგებლობაა. მოტივაციას მაძლევს იმის ცოდნა, რომ ძლიერი გუნდი ნიშნავს მაღალ შედეგს, უსაფრთხო გარემოსა და კმაყოფილ მომხმარებელს. თითოეული თანამშრომლის პროფესიული ზრდა ავტომატურად აისახება ჩვენი ესთეტიკის ცენტრის ხარისხსა და ენერგიაზე. მჯერა, რომ ლიდერის რეალური წარმატება მისი გუნდით იზომება. ჩემთვის ლიდერობა ნიშნავს არა მართვას, არამედ გაზრდას და როცა ჩემი გუნდი ძლიერდება, ვიცი, რომ ჩემი საქმიანობაც სწორ გზაზეა. ვზრუნავ მათ განვითარებაზე, რადგან მათი ზრდა ჩვენი საერთო წარმატებაა.
რისგან იღებთ ყველაზე დიდ პროფესიულ კმაყოფილებას/სიამოვნებას?
ყველაზე დიდ კმაყოფილებას მაშინ ვგრძნობ, როცა პროცედურის შემდეგ პაციენტის მზერა უფრო თავდაჯერებული ხდება. მე არ ვცვლი ადამიანებს – მე მათში დამალულ სინათლეს ვეხები. სწორედ ის მომენტი, როცა გარეგნული ცვლილება შინაგან სიმტკიცედ გარდაიქმნება, არის ჩემი ყველაზე დიდი პროფესიული სიამოვნება.
ტექსტი: მარიამ მათიაშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი












