• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ანდეთ თქვენი სილამაზე „კანი ესთეტიკს“

მარტი 10, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„კანი ესთეტიკი“ ახალი სტანდარტის სერვისით, ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური აპარატურით, საქართველოში სრულიად განსხვავებული კონცეფციის დერმატო-კოსმეტოლოგიის კლინიკად პოზიციონირდა. აქ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, ინოვაციური ტექნოლოგიითა და კომპლექსური მეთოდებით იზრუნონ საკუთარ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. კლინიკის მთავარი პრიორიტეტი პაციენტის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ხანგრძლივ შედეგზე ზრუნვაა, რასაც თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომების საშუალებით ვაღწევთ. ჟურნალი OK! „კანი ესთეტიკის“ აღმასრულებელ დირექტორ მაია წურწუმიას ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბო კლინიკის მომსახურების შესახებ.

რა არის თქვენი პირადი სილამაზის ფილოსოფია?

გიყვარდეს საკუთარი თავი, გიყვარდეს სიცოცხლე, ხშირად გაიღიმო, აკეთო სიკეთე უანგაროდ… მაშინ იქნები ლამაზი და მიმზიდველი შინაგანად, სხვა დანარჩენი კი მიანდვეთ ესთეტიკურ კოსმეტოლოგიას.

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

კლინიკა „კანი ესთეტიკი“ მომხმარებლებს აპარატული და ინიექციური პროცედურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს. თითოეული პროცედურისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩვენება, რომელსაც განსაზღვრავს ჩვენი პროფესიონალი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგების გუნდი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით − სამგანზომილებიანი, უახლესი, მე-7 თაობის visia-ს აპარატით ხდება კანის დეტალური სკანირება, რაც პაციენტის კანის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა და მკურნალობის სწორი ნაბიჯების დაგეგმვაში გვეხმარება.

„კანი ესთეტიკში“ ტარდება სახის კანის სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი, ასევე, სხეულის საკორექციო პროცედურები:

  • მეზოთერაპია − პიგმენტური ლაქების, აკნეს, ცელულიტის, თმის ცვენისა და თვალის ირგვლივ შავი წრეებისგან გათავისუფლება, კანქვეშა მულტიკომპლექსური კოქტეილების შეყვანით.
  • პლაზმოთერაპია − დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში უალტერნატივო საშუალება. აახალგაზრდავებს და იძლევა რამდენიმე წლის ჩამოკლების ეფექტს.
  • ბიორევიტალიზაცია − კანისთვის ჰიალურონის, ამინომჟავების, ვიტამინების მიწოდებით კანს ხდის ელასტიკურს, მკვრივს და ჯანსაღს.
  • პილინგი − სახის ზედაპირიდან პრობლემური ფენის ჩამოცილება და ახალი, ლამაზი და ჯანსაღი კანის საფარველით ჩანაცვლება.
  • სახის წმენდა − კანზე დაგროვილი მკვდარი უჯრედების, მაკიაჟის ნარჩენების, ოფლისა და მტვრისგან გათავისუფლების პროცედურა.
  • კაპილარების მოცილება − ულტრათანამედროვე აპარატი Venus Versa და IPL ინოვაციური მეთოდი აშორებს სიწითლეს, ხდის კანს გლუვსა და ერთგვაროვანს.
  • კონტურული მოდელირება − სახის ოვალისა და სხვადასხვა ნაკვთის კორექცია ჰიალურონის შემცველი ბუნებრივი შემავსებლის, დერმული ფილერების საშუალებით, მაქსიმალური ეფექტისა და მინიმალური რისკისთვის აპარატ clarius L20-ის გამოყენებით.
  • მიკრონიდლინგი − უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, გამკვრივებას, ფორების, ლაქებისა და ნაწიბურების შემცირებას.
  • მეზოძაფები − სახისა და სხეულის სასურველი ზონების კონტურის კორექტირება, კანის ლიფტინგი, ნაოჭებისა და ასაკობრივი პროცესებიდან წარმოქმნილი დეფექტების მოშორება.
  • RF-ლიფტინგი − რადიოტალღური ლიფტინგი, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის აღდგენას, რის შედეგად იმატებს კანის ტონუსი, მცირდება მისი საერთო ფართობი.
  • კრიოლიპოლიზი − ზედმეტი ცხიმის მოშორება და სხეულის კორექცია უსაფრთხო და არაქირურგიული, მოყინვის მეთოდით.
  • კავიტაცია − ცხიმის დაშლა, კანის გამკვრივება.
  • პოსტ-აკნე ნაწიბურების მკურნალობა − აკნეს შემდგომი ნაწიბურების დამუშავება, სახის კანის სტრუქტურის აღდგენა კომპლექსური გზით.

რა სახის შეთავაზებები გექნებათ მომხმარებლებისთვის ქალთა დღესთან დაკავშირებით?

გარეგნობაში მომხდარი ყველა პოზიტიური ცვლილება შინაგან განწყობაზე, თავდაჯერებულობასა და სილამაზეზე მაშინვე აისახება; ქალებისთვის ბედნიერების მინიჭება კი ჩვენი დიდი მოტივაციაა, ამიტომაც ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და აქციებს ვთავაზობთ. მარტში ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ 50%-მდე ფასდაკლებით ყველაზე მოთხოვნად პროცედურებზე.

რა უპირატესობებით სარგებლობს Kani Aesthetic?

ჩვენი მთავარი უპირატესობებია:

  • პროფესიონალთა გუნდი − „კანი ესთეტიკში“ პროცედურებს მხოლოდ ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგები ატარებენ.
  • ინოვაციური სადიაგნოსტიკო აპარატურა − ყველა პროცედურა ტარდება ბოლო თაობის აპარატურით.
  • უსაფრთხოება − უსაფრთხოების მიზნით თითოეულ პროცედურას წინ უძღვის კანის კომპიუტერული დიაგნოსტირება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.
  • მუდმივად მზარდი პროფესიონალიზმი − „კანი ესთეტიკი“ დიდ ყურადღებას უთმობს გუნდის პროფესიულ განვითარებასა და გადამზადებას.
  • ხარისხი − კლინიკაში მხოლოდ მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მიერ შექმნილი პრეპარატები გამოიყენება.
  • ინდივიდუალური მიდგომა და თქვენზე მორგებული გარემო − ნებისმიერი პროცედურა თითოეული პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ტარდება. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს, ჰიგიენურ ნორმებს, კომფორტულ და მეგობრულ ატმოსფეროს.

ჩამოთვლილ უპირატესობებთან ერთად, „კანი ესთეტიკში“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ სხვა დერმატო-კოსმეტოლოგიურ კლინიკებს შორის მოწინავე რიგში დაგვაყენა.

გვესაუბრეთ შედეგებზე და მომსახურების ხარისხზე.

ვფიქრობთ, ჩვენი კლინიკის უპირატესობები და ხარისხი მომხმარებელში დიდ ნდობასა და სიყვარულს იწვევს, რაც ჩვენი მთავარი მიზნის განხორციელებაში ყველაზე მეტად გვეხმარება.

მთავარი და ყველაზე მასშტაბური შედეგი, რომელსაც ვაღწევთ, ჩვენი მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ბედნიერებაა.

ჩვენ ვქმნით მომსახურების ახალ წესებს. პაციენტს კლინიკაში მოსვლისთანავე ხვდება კომფორტული გარემო, მაღალი სტანდარტის მომსახურება და მომხმარებელზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომები.

სახის სასურველი ოვალის, ფიგურისა და სხეულის ფორმების მიღება, კანის სტრუქტურის აღდგენა თუ გაახალგაზრდავება პაციენტზე ფოკუსირებული მიდგომებით არის ის შედეგები, რომელიც ჩვენი კლინიკის მიმართ მომხმარებლის მაღალ ლოიალურობას განაპირობებს.

საქართველოში პირველად, მხოლოდ ჩვენთან, ინოვაციური Clarius LD20 აპარატით პაციენტს აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს ნებისმიერი კოსმეტოლოგიური პროცედურა უკვე სრულიად უსაფრთხოდ.

Clarius LD20 ექიმს ეხმარება დაინახოს ნებისმიერი დიამეტრის სისხლძარღვთა განლაგება, მდებარეობა თუ სიღრმე, რაც პროცედურების შემდგომი გართულების რისკის კარგი პრევენციაა.

როგორია Kani Aesthetic-ის სამომავლო გეგმები?

ინოვაციების დანერგვა, დარგის განვითარება, მომსახურების სტანდარტის მუდმივი გაუმჯობესება ჩვენი დიდი გეგმის ნაწილია. წელს ჩვენთან ევროპელი სპეციალისტები მოვიწვიეთ და კლინიკის ექიმები გადავამზადეთ. დარგში არსებული ყველა ინოვაციური მიდგომის თუ მეთოდის საქართველოში ჩამოტანას მომავალშიც ვგეგმავთ, თანამედროვე პრაქტიკის გაზიარება და გამოყენება ჩვენი ხედვისა და შიდაორგანიზაციული პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტია.

FB: Kani Aesthetic • კანი ესთეტიკი

ტელ: 598997700 / +995 (032) 2 43 40 00

მის: თბილისი, სააკაძის დაღმართი 11

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! საქართველოზე შეყვარებულნი – ინტერვიუ ვანესა გუტიერესთან
ინტერვიუ

#OK! საქართველოზე შეყვარებულნი – ინტერვიუ ვანესა გუტიერესთან

ივნისი 30, 2022
#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან
OK! Men

#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

ივნისი 30, 2022
#OK! სილამაზის ახალი კონცეფცია − „სქინბარი“ La Clinique-ისგან
Health & Beauty

#OK! სილამაზის ახალი კონცეფცია − „სქინბარი“ La Clinique-ისგან

ივნისი 30, 2022
#OK! ერთი ჩვეულებრივი დღე ირინა შეიკის ცხოვრებიდან: როგორია რუსი მოდელის ყოველდღიური “სილამაზის რუტინა”
Fashion News

#OK! ერთი ჩვეულებრივი დღე ირინა შეიკის ცხოვრებიდან: როგორია რუსი მოდელის ყოველდღიური “სილამაზის რუტინა”

ივნისი 30, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ჯესიკა ალბასგან: მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩებში შვილთან ერთად გამოჩნდა!

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ჯესიკა ალბასგან: მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩებში შვილთან ერთად გამოჩნდა!

ივლისი 15, 2021
#OK! ვარსკვლავური წყვილი წითელ ხალიჩაზე – სარა ჯესიკა პარკერი მეუღლესთან მეთიუ ბროდერიკთან ერთად

#OK! ვარსკვლავური წყვილი წითელ ხალიჩაზე – სარა ჯესიკა პარკერი მეუღლესთან მეთიუ ბროდერიკთან ერთად

მარტი 29, 2022
#OK! ლილი-როუზ დეპი ფილმ Wolf-ის პრემიერაზე: მოდელი Chanel-ის სამოსით და Gianvito Rossi-ს ფეხსაცმლით!

#OK! ლილი-როუზ დეპი ფილმ Wolf-ის პრემიერაზე: მოდელი Chanel-ის სამოსით და Gianvito Rossi-ს ფეხსაცმლით!

სექტემბერი 19, 2021
#OK! ახლადგავრცელებული ვიდეო Sex And The City-ის ახალი სეზონიდან და მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან

#OK! ახლადგავრცელებული ვიდეო Sex And The City-ის ახალი სეზონიდან და მსახიობების გამორჩეული მოდური მომენტები გადასაღები მოედნიდან

სექტემბერი 20, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ აღნიშნა ვერა ვენგმა 73-ე დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ვერა ვენგმა 73-ე დაბადების დღე

ივნისი 30, 2022
#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

ივნისი 29, 2022
#OK! ერთი ჩვეულებრივი დღე ირინა შეიკის ცხოვრებიდან: როგორია რუსი მოდელის ყოველდღიური “სილამაზის რუტინა”

#OK! ერთი ჩვეულებრივი დღე ირინა შეიკის ცხოვრებიდან: როგორია რუსი მოდელის ყოველდღიური “სილამაზის რუტინა”

ივნისი 30, 2022
#OK! R Kelly-ის ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით 30 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

#OK! R Kelly-ის ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით 30 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ივნისი 30, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×