რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Décor

#OK! Ceramics Studio – დახვეწილი დიზაინისა და საუკეთესო ხარისხის ხელნაკეთი კერამიკული პროდუქტი

November 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

გაგაცნობთ კომპანია Ceramics Studio-ს, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას სთავაზობს დახვეწილი მინიმალისტური დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთ კერამიკულ პროდუქტს. ძირითადი სამუშაო მასალაა თიხა, შამოტი და ქვის მასა. როგორია კომპანიის საქმიანობა და სამუშაო პროცესი? − ამის შესახებ OK!-ის Ceramics Studio-ს დამფუძნებლები − ირინა ჯიბუტი და ტასო გომელაური უამბობენ.

გაგვაცანით კომპანია. რამდენი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა?

(ტასო):  „კერამიკ სტუდიო 1300“ 2015 წელს დავაარსეთ კერამიკოსებმა − ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა. სტუდია ერთმანეთში აერთიანებს კერამიკის სახელოსნოს, შოურუმებს და საგანმანათლებლო პროექტს „სკოლა“.

როგორ დაიბადა იდეა?

(ირინა):  სტუდიის დაარსების იდეა ძალიან ბუნებრივი იყო. მე და ტასოს არ გვქონდა სივრცე (სახელოსნო), სადაც თავისუფლად შევძლებდით მუშაობას საკუთარ ნამუშევრებზე და სრულიად სპონტანურად და ძალიან მოკლე დროში მოვაწყვეთ სახელოსნო ტასოს სახლში. დღეს და ღამეს ერთად ვატარებდით მუშაობაში. ჩვენს დამეგობრებასთან ერთად იზრდებოდა ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და თავისთავად, სახელოსნოც, რომელიც ახლა უკვე 14 ახალგაზრდა კერამიკოსისგან და მხატვრისგან შედგება.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

(ტასო):  საზოგადოებას ვთავაზობთ დახვეწილი მინიმალისტური დიზაინისა და საუკეთესო ხარისხის ხელნაკეთ კერამიკულ პროდუქტს. ბოლო პერიოდში ხელნაკეთი კერამიკის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ადამიანებს უკეთ ესმით ამგვარი შრომის ფასი და თავად ნაკეთობის ესთეტიკური და ყოფითი ფუნქცია. ვფიქრობ, ჩვენს სახელოსნოს ამ ცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის და ეს ძალიან გვახარებს. ჩემი აზრით, ყოველივეს ამას ასევე ხელი შეუწყო საზოგადოებისადმი ჩვენ მიერ შეთავაზებულმა კურსებმა, ვორქშოფებმა, გამოფენებმა და მასტერკლასებმა, რომლებსაც საკმაოდ აქტიურად ვატარებთ და დაინტერესებაც დღითი დღე იზრდება.

 

რა სახის მასალაზე მუშაობთ?

(ირინა):  ზოგადად, კერამიკა ეწოდება თიხისგან, ფაიფურისგან, შამოტისგან, ქვის მასისგან და ა.შ. შესრულებულ და გამომწვარ ნაკეთობას. ჩვენი ძირითადი სამუშაო მასალაა თიხა, შამოტი და ქვის მასა. ვიყენებთ ქართულ წითელ თიხას, რადგან არ დავაკარგვინოთ ამ დარგს ავთენტურობა ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ვიყენებთ საუკეთესო ხარისხის გერმანულ და თურქულ თიხას. საღებავებიც არის, სპეციალურად კერამიკული, რომელიც ჩამოგვაქვს ძირითადად აშშ-იდან და თურქეთიდან.

საიდან იღებთ ინსპირაციას?

(ტასო):  ინსპირაცია ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის დიზაინის შესაქმნელად. ვერ გეტყვით, რომ რაიმე კონკრეტულიდან ვიღებთ ინსპირაციას. შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ − დაწყებული მშვენიერი მზიანი დილით და დამთავრებული საყვარელი არტისტის ნამუშევრით.

როგორია მუშაობის პროცესი?

(ირინა):  ჩვენი აზრით, ეს დარგი როგორც ძალიან სასიამოვნო, ასევე საკმაოდ შრომატევადია. მუდმივად ფიზიკურად შრომობ, ერთი მოდუნება და შეიძლება საქმე გაფუჭდეს. სამუშაო მასალები ძალიან მგრძნობიარეა და მუდამ ითხოვს ყურადღებასა და ზრუნვას.

გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები.

(ტასო):  მუდმივად ვფიქრობთ, თუ როგორ განვავითაროთ სტუდია და რა შეიძლება გავაკეთოთ ზოგადად დარგის გასავითარებლად. ჩვენი სახელოსნო არასოდეს ყოფილა ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესი, რადგან კერამიკა ჩვენი პროფესიაა და მეტიც − ჩვენი ცხოვრების სტილი. გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, ვმუშაობთ ქართული თიხისა და კერამიკული მასალების კვლევაზე და სამომავლო წარმოებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული თანამედროვე კერამიკის განვითარებას. მეტიც − ეს შეიძლება იყოს სრულიად ახალი საფეხური დარგის ისტორიაში. კერამიკა ყოველთვის იყო ინტერიერის დიდი ნაწილი. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალი პროექტი − „კერამიკის 1300 ინტერიერი“, რომელსაც აუცილებლად დიდი გავლენა ექნება კერამიკის ახალი, დიზაინერული კუთხით განვითარებისათვის.

 

რეკლამა

რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია
Décor

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა
Décor

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

December 28, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები
Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

December 27, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! BLUSH.GE თავის მოვლისა და კოსმეტიკის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში

#OK! BLUSH.GE თავის მოვლისა და კოსმეტიკის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში

November 12, 2021
#OK! დღეს ალენ დელონი 87 წლის გახდა: ყველა დროის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად აღიარებული მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს ალენ დელონი 87 წლის გახდა: ყველა დროის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად აღიარებული მსახიობი იუბილარია

November 8, 2022
#OK! კაია გერბერის შეცვლილი იმიჯი: ვარსკვლავი YSL Beauty-ის სადღესასწაულო წვეულებას დაესწრო

#OK! კაია გერბერის შეცვლილი იმიჯი: ვარსკვლავი YSL Beauty-ის სადღესასწაულო წვეულებას დაესწრო

December 15, 2021
#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი – კეტრინ ზეტა-ჯონსის და დილან დუგლასის გამოჩენა National Treasure: Edge of History-ის პრემიერაზე

#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი – კეტრინ ზეტა-ჯონსის და დილან დუგლასის გამოჩენა National Treasure: Edge of History-ის პრემიერაზე

December 7, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

January 28, 2023
#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

January 30, 2023
#OK! Gucci-მ ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორი დაასახელა

#OK! Gucci-მ ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორი დაასახელა

January 30, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ მეოთხედ იქორწინა

#OK! ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ მეოთხედ იქორწინა

January 30, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×