რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Health & Beauty

#OK! „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ერთი წლისაა

November 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

საქართველოს ჯანდაცვის ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო დაწესებულებას − „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ ერთი წელი შეუსრულდა! ჰოსპიტალი ხელმძღვანელობს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტით, მედიცინის უახლესი მიღწევებითა და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე მოწყობილობებით, აქ მომუშავე პერსონალის უმრავლესობას მიღებული აქვს საერთაშორისო განათლება და გამოცდილება. „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ არის ადგილი, სადაც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს კვალიფიცირებული კადრები უზრუნველყოფენ. ჰოსპიტალზე უფრო დეტალურად OK!-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გრეგორი ჯ. კუნცი ესაუბრა.

უპირველესად, გაეცანით ჩვენს მკითხველს. როდის შეუერთდით „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გუნდს?

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ პროექტში ჩართული ვარ 2014 წლის ივნისიდან. თავდაპირველად, სხვადასხვა პოზიციით ვთანამშრომლობდი, 2021 წლიდან კი დავიკავე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია.

როგორ განვითარდა ჰოსპიტალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში? 

გახსნიდან ძალიან მცირე დროში ჰოსპიტალმა აქტიური და დატვირთული გრაფიკით დაიწყო მუშაობა. ჩვენ ვახორციელებთ კომპლექსური სამედიცინო სერვისების მიწოდებას ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების მეშვეობით. ამასთან, ჩვენი ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ სამედიცინო პრაქტიკებსა და მიდგომებს. ჩვენს მედიკოსებს საშუალება აქვთ იმუშაონ ისეთ გარემოში, სადაც ექიმები, ექთნები და არაკლინიკური პერსონალი ერთობლივად ადგენს და ზრუნავს პაციენტის მკურნალობისა და მოვლის სტანდარტს.

ნერგავთ სიახლეებს დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიაში? აწვდით პაციენტებს ისეთ პროცედურებს, რომლებიც საქართველოში აქამდე დანერგილი არ ყოფილა?

ჩვენს ჰოსპიტალში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ დიაგნოსტიკური სერვისები, რომლებიც მოიცავს უახლესი ვიზუალიზაციის, ლაბორატორიული და კარდიოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს. მაგალითად, ჩვენი ელექტროფიზიოლოგიური სერვისები მოიცავს წამყვან სადიაგნოსტიკო აღჭურვილობას, ჩვენი საოპერაციო სივრცეები აერთიანებს კლინიკურ საინფორმაციო სისტემებს, სადაც პაციენტის შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა ლაბორატორიული მონაცემები და ვიზუალური გამოსახულებები, შეიძლება მოძიებულ და ასახულ იქნას მონიტორზე რეალურ დროში.

 

 

თქვენი აზრით, რა განასხვავებს „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან?

გუნდი, რომელიც აქ მუშაობს − ჩვენი ექიმები, ექთნები და სხვა პროფესიონალთა ჯგუფი, ასევე, დიასახლისები და კვების სერვისის მუშაკები, ჰოსპიტლის ადმინისტრაცია, ამაყობს, რომ არის „აჰტ“-ს წევრი და სრულიად ორიენტირებულები არიან პაციენტებისათვის საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

ჩვენი ფოკუსირება, დავნერგოთ საერთაშორისო სტანდარტი, გამოგვარჩევს საუკეთესო შედეგების მიღების თვალსაზრისით. მაგალითად, ჩვენ წარმოვადგენთ კლინიკას, რომელიც იყენებს სამედიცინო პერსონალის აღიარებისა და ვალიდაციის ამერიკულ სისტემას, სადაც ყველა ექიმმა უნდა წარმოადგინოს მათი განათლების, გამოცდილებისა და პროფესიული უნარების შესაბამისი დონე. ეს პროცესი საერთაშორისო სააკრედიტაციო სტანდარტს შეესაბამება.

ასევე, ჩვენმა ექთნებმა უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო მომზადების სტანდარტი და წარმატებით გაიარონ უნარებისა და კლინიკური ცოდნის შეფასება, ვიდრე განვიხილავთ მათი დასაქმების საკითხს. დასაქმების შემდეგ, ისინი წელიწადში გადიან 100-საათიან გადამზადების პროგრამას ჩვენს კლინიკურ ლაბორატორიაში.

დაბოლოს, ჩვენი ინფრასტრუქტურა − პაციენტები მომსახურებას იღებენ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში, რომლის მსგავსსაც საქართველოს ვერცერთ სხვა კლინიკაში ვერ შეხვდებით.

 

რა იყო მიმდინარე წლის ყველაზე დიდი გამოწვევა?

კლინიკის გახსნა. „კოვიდ“-პანდემიამ დიდი როლი ითამაშა კლინიკის გახსნის შეფერხებაში, ვინაიდან აღჭურვილობისა და მასალების შემოტანა, ასევე ექსპერტების ჩამოსვლა, რომლებსაც სამონტაჟო სამუშაოები უნდა შეესრულებინათ, საზღვრების ჩაკეტვისა და მოწოდების ჯაჭვის რღვევის გამო 18 თვით დაგვიანდა.

ყველაზე მეტად რომელ სირთულეებთან გამკლავებას აღნიშნავდით?

გავაქარწყლეთ სკეპტიკური დამოკიდებულებები. ბევრი მოტივირებული პროფესიონალის დახმარებით ჩვენ დავნერგეთ მკურნალობის ახალი სტანდარტი საქართველოში. თითოეულ დასაქმებულს თავისი წვლილი შეაქვს პაციენტების მოვლაში. ჩვენი ექიმები უზრუნველყოფენ მკურნალობის ყველაზე მაღალ სტანდარტს. ჩვენი პერსონალი ქმნის გარემოს იმისათვის, რომ პაციენტებს ეპყრობოდნენ თანაგრძნობითა და პატივისცემით.

 

რეკლამა

გვიამბეთ საქართველოში მყოფი უკრაინელებისათვის თქვენ მიერ გაწეულ უფასო სამედიცინო მომსახურებაზე.

„ამერიკული ჰოსპიტალი“ მონაწილეობს ომის შედეგად საქართველოში ლტოლვილი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ დაფინანსებულ სპეციალურ პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისმა“ საქართველოში მყოფ ათასობით უკრაინელს გაუწია მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურება, რომლის მიღებას ისინი სხვაგვარად ვერ შეძლებდნენ.

 

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია მივიღოთ Joint Commission International-ის საერთაშორისო აკრედიტაცია და კიდევ უფრო ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

 

web: https://www.facebook.com/AmericanHospitalTbilisi/

Email: [email protected]

მის: უ. ჩხეიძის ქ.17

ტელ: 032 200 90 09

 

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

February 3, 2023
#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე  ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან
Health & Beauty

#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან

February 1, 2023
#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას
Health & Beauty

#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

February 1, 2023
#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან
Health & Beauty

#OK! თევზები – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

February 1, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ლელი ბლაგონრავოვა − როცა ფოტოგრაფიამ იპოვა ობიექტი

#OK! ლელი ბლაგონრავოვა − როცა ფოტოგრაფიამ იპოვა ობიექტი

July 2, 2021
#OK! “ბექჰემების ოჯახური იდილია” – ვარსკვლავები Disney-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე

#OK! “ბექჰემების ოჯახური იდილია” – ვარსკვლავები Disney-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე

November 2, 2022
#OK! ყველაფერი იწყება წიგნით

#OK! ყველაფერი იწყება წიგნით

December 9, 2022
#OK! ვარსკვლავები, რომლებმაც ფულისა და პოპულარობის გამო განათლების მიღებაზე უარი არ თქვეს

#OK! ვარსკვლავები, რომლებმაც ფულისა და პოპულარობის გამო განათლების მიღებაზე უარი არ თქვეს

January 27, 2023
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! მასალის გამოყენების პირობები

#OK! მასალის გამოყენების პირობები

February 1, 2023
#OK! Gucci-მ ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორი დაასახელა

#OK! Gucci-მ ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორი დაასახელა

January 30, 2023
#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე  ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან

#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან

February 1, 2023
#OK! “ჯასტინთან ურთიერთობამ ცხოვრება გაუმწარა, დრიუსთან კი უბედნიერესია” – რას იუწყებიან უცხოური გამოცემები სელენა გომესისა და დრიუ თაგარტის ურთიერთობაზე

#OK! “ჯასტინთან ურთიერთობამ ცხოვრება გაუმწარა, დრიუსთან კი უბედნიერესია” – რას იუწყებიან უცხოური გამოცემები სელენა გომესისა და დრიუ თაგარტის ურთიერთობაზე

February 2, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×