• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

საინტერესო და ლამაზ ისტორიებს მხოლოდ წიგნებში არ წაიკითხავთ. გაგიკვირდებათ, თუმცა მაინც გეტყვით, რომ შთამბეჭდავ და დაუვიწყარ ამბებს გემრიელი კერძებიც ჰყვებიან. ისინი ზოგჯერ ონავარ ბავშვობას გვახსენებენ, ხან ახალგაზრდულ თავქარიანობას და ხანაც დარბაისელი წინაპრების ბუხართან მოყოლილ ამბებს.

ტყუილად არ ამბობენ, რომ სამზარეულო ხელოვნებაა და მზარეული, რომელიც კარგად შეხამებული ინგრედიენტებისგან ჯადოსნურ გემოებს ქმნის, ნამდვილი ხელოვანი.

სწორედ ასეთი დაუვიწყარი გემოები ტრიალებს ქუთაისში, ბარ-რესტორან „სთორიში“, რომელიც ნათია დემეტრაძისა და აჩიკო ხვიჩიას ოჯახურმა წყვილმა დააფუძნა. უკვე მესამე წელია, ეს პატარა სივრცე ქუთაისისთვის დამახასიათებელი კოლორიტითაა სავსე და სტუმრებისთვის გამორჩეულ ადგილად იქცა. მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი მენიუ მათთვის უცხო არაა. „სთორის“კულინარიასა და განუმეორებელ გემოებზე თავად მისი დამფუძნებელი, ნათია დემეტრაძე მოგვიყვება.

 

„სთორი“ ჩვენი ქალაქის პატარა, სახლური კაფე-რესტორანია, სადაც მომხმარებელს ყოველთვის მრავალფეროვანი და მუდმივად განახლებადი მენიუ ხვდება საინტერესო კერძებითა და გემოებით. როგორი გემო აქვს ახლა „სთორის“ გასტრონომიას?

„სთორის“ გასტრონომიას ახასიათებს კლასიკური და თანამედროვე გემოების უნიკალური შერწყმა. ჩვენი მიზანია, ყოველი კერძი იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ გასაოცარი თავგადასავალი მომხმარებლისთვის. ჩვენთვის მთავარი პრინციპია მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი მენიუ, რომელიც სეზონურ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული, რათა ჩვენმა სტუმრებმა ყოველთვის იგრძნონ სიახლე და სისუფთავე თითოეულ ლუკმაში.

ასევე, საინტერესოა მკითხველს გავაცნოთ, საიდან დაიწყო თქვენი კულინარიისადმი სიყვარული?

კულინარიისადმი სიყვარული ბავშვობიდან მომდევს. ჩემი ბებია იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელმაც მასწავლა, რომ საკვები არ არის მხოლოდ დანაყრების საშუალება, ის არის ხელოვნება და კომუნიკაცია. მისი სამზარეულო ყოველთვის სავსე იყო საოცარი არომატებით, ტრადიციული ქართული გემოებითა და სიყვარულით მომზადებული კერძებით. სწორედ მაშინ გავიგე, თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ინგრედიენტს და როგორ უნდა გავაერთიანოთ ისინი ჰარმონიულად.

რა გავლენა აქვს ბებიას კულინარიას და თქვენი ბავშვობის გემოებს „სთორის“ მრავალფეროვან მენიუზე?

ბებიას კულინარიის გავლენა „სთორის“ მენიუში განსაკუთრებულად იგრძნობა. მრავალი კერძი, რომელიც ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ, ინსპირირებულია მისი რეცეპტებით, თუმცა თანამედროვე ელემენტებით გამდიდრებული. ეს არის სითბო და ტრადიცია, რომელიც გვსურს ყოველ სტუმარს გავუზიაროთ. „სთორიში“ ქართული სამზარეულოს გემოვნებითი კოდები შენარჩუნებულია, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ მათი უფრო ელეგანტური და დახვეწილი ვერსიები შევთავაზოთ სტუმრებს.

 

 

როგორ არჩევთ გემოებს და როგორ ხდება ერთი კონკრეტული კერძის შექმნა?

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინგრედიენტების შერჩევა. სეზონურობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რადგან გვჯერა, რომ საუკეთესო გემო მაშინ მიიღწევა, როცა ინგრედიენტები სწორედ თავის დროზეა მიღებული. კერძის შექმნის პროცესი იწყება იდეით, რომლის ინსპირაციაც შეიძლება იყოს მოგზაურობა, ბავშვობის გემო ან ახალი ტენდენცია კულინარიაში. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ექსპერიმენტებს ატარებს, ვცდით სხვადასხვა ვარიაციას და მხოლოდ საუკეთესოს ვირჩევთ, რათა მენიუში მოხვდეს.

ვინ არიან ადამიანები, ვინც ახალი გემოების ინსპირაციას გაძლევთ და თქვენთან ერთად არიან ჩართული პროცესში?

ჩვენი გუნდია ყველაზე დიდი ინსპირაციის წყარო. თითოეული თანამშრომელი აქტიურად არის ჩართული ახალი გემოების აღმოჩენასა და შექმნაში. ხშირად იდეები ჩნდება ყოველდღიური საუბრების ან ერთობლივი ექსპერიმენტების დროს. ასევე, დროდადრო ჩვენი მომხმარებლების უკუკავშირიც გვაძლევს მოტივაციას, ვეძებოთ ახალი გზები და გავაუმჯობესოთ არსებული მენიუ.

ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი მიჩვეულია ქართულ ტრადიციულ კერძებს. რამდენად რთულია მიაწოდო მას ახალი რეცეპტი, რომელსაც შენარჩნებული ექნება ძველი გემო, თუმცა უფრო პრეზენტაბელური და რევოლუციურია? არის თუ არა ქართველი მომხმარებელი ამისთვის მზად?

ქართველი მომხმარებლები ნამდვილად აფასებენ ტრადიციულ გემოს, თუმცა საინტერესოა, რომ თანამედროვე და პრეზენტაბელური კერძები სულ უფრო მეტ მოწონებას იმსახურებს. ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ძველი, ყველასთვის ნაცნობი არომატები, მაგრამ დავამატოთ ინოვაციური ელემენტებიც, რაც კერძს ახალ სიცოცხლეს სძენს. მაგალითად, ჩვენი ჭაჭით მარინირებული ხორცი ტრადიციული ქართული რეცეპტის ახალი ინტერპრეტაციაა.

 

როგორია თქვენი გეგმები, რა სიახლეს სთავაზობთ სტუმრებს ზაფხულის სეზონზე?

ზაფხულის სეზონზე ჩვენი სტუმრები ნამდვილად არ დარჩებიან იმედგაცრუებული! ვგეგმავთ მენიუს განახლებას ახალი, სეზონური ინგრედიენტებით, როგორიცაა თბილი და მსუბუქი სალათები, გრილზე მომზადებული კერძები და ხილის სუფთა, გასტრონომიული დესერტები. ჩვენი იდეაა, სტუმრებს შევთავაზოთ უფრო მეტი ღია სივრცე, House მუსიკა და გამორჩეული გემოს თავგადასავალი „სთორის“ ტერასაზე.

 

 

ტექსტი:  დეა მანაგაძე

ფოტო: ანუკი კახიძე,ზაზა კერძევაძე

ასევე გაეცანი

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი
Health & Beauty

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი

July 13, 2025
#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი
Health & Beauty

#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

July 18, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
Gastro

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 13, 2025
#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როდესაც იურიდიული ოსტატობა ხვდება ბიზნესგამჭრიახობას – ინტერვიუ ნინო ყეინაშვილთან

#OK! როდესაც იურიდიული ოსტატობა ხვდება ბიზნესგამჭრიახობას – ინტერვიუ ნინო ყეინაშვილთან

August 9, 2024
#OK! კულინარიული მოგზაურობა  ნიკუშა მანაგაძესთან ერთად

#OK! კულინარიული მოგზაურობა ნიკუშა მანაგაძესთან ერთად

October 1, 2021
#OK! კარა დელევინი Clio Peppiatt-ის კაბით! მოდელი მდინარე ტემზაზე გამართულ წვეულებას დაესწრო!

#OK! კარა დელევინი Clio Peppiatt-ის კაბით! მოდელი მდინარე ტემზაზე გამართულ წვეულებას დაესწრო!

July 26, 2021
#OK! ინტერვიუ ბრენდ RENEW-ს დამფუძნებელ თეკლე ხახუბიასთან

#OK! ინტერვიუ ბრენდ RENEW-ს დამფუძნებელ თეკლე ხახუბიასთან

October 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

October 2, 2025
#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

#OK! ცნობილი მსახიობები უჩვეულო გარეგნობით

October 6, 2025
#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები