ლეგენდარული სუპერმოდელი, 41 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი ForbesLife Fashion-ის უახლესი ნომრის ვარსკვლავია. Forbes Brazil-ის ზაფხულის ნომერი მთლიანად ჯანმრთელობას ეძღვნება. ვარსკვლავმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოზიტიურმა აზროვნებამ, ჯანსაღად კვებამ და ვარჯიშმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
”ასაკის მატებასთან ერთად ვაანალიზებ იმას, რომ სხეული ჩვენი ტაძარია. რას ვჭამთ, რა სიხშირით ვვარჯიშობთ და როგორ ვაზროვნებთ, ეს ყველაფერი ზეგავლენას ახდენს, როგორც ფიგურაზე, ასევე ჩვენს ჯანმრთელობაზე”.