• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! „იმედი მაქვს, ლიტვა მეგობრულად მიგვიღებს მე და ჩემს მუსიკას…“ – ინტერვიუ მომღერალ ნათია ბიბილაშვილთან

July 10, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ნიჭიერი და მიზანდასახული მომღერალი ნათია ბიბილაშვილია. მისმა სინგლმა – Within My Heart ქართველი მსმენლის სიყვარული დაიმსახურა, თუმცა ნათია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და თავის თაყვანისმცემლებს ბევრ სიახლეს ჰპირდება. სამომავლო გეგმებზე მომღერალი ჟურნალ OK-ის ესაუბრა.

 

ნათია, ჩვენთვის ცნობილია, რომ სიახლეები გაქვთ შემოქმედებით ცხოვრებაში…

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, ყოველთვის საინტერესოა ჟურნალ OK-სთან თანამშრომლობა! ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მაქვს საინტერესო საქმიანი შემოთავაზებები, საცხოვრებლად ლიტვაში გადავდივარ და დიდი სიახლეებისთვის ვემზადები. პანდემიის გამო დროებით გადამედო გეგმები და მიხარია, რომ ახლა ყველაფერი იმაზე კარგად გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა.

გარდა ამისა, სიახლე მაქვს განათლების კუთხითაც, სულ ცოტა ხნის წინ ჩავაბარე ISM-ის ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე – ბიზნესის მდგრადი განვითარების მენეჯმენტის ფაკულტეტზე. მდგრადობა დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური თემაა, პირადად ჩემთვის კი – ძალიან საინტერესო. ბედნიერი ვარ, რომ სწავლისა და საქმიანობის მხრივ ჩემი ინტერესები ერთსა და იმავე ქვეყანას დაუკავშირდა.

 

რა მოლოდინები გაქვთ აღნიშნული ქვეყნისგან?

ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მსიამოვნებს ახალი კულტურისა და ადამიანების გაცნობა. ლიტვაში პირველად მივფრინავ, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემთვის ამ ყველაფერს. ყველაზე მეტად შესაძლებლობების, კიდევ უფრო დიდი წარმატებისა და სასიამოვნო თავგადასავლების მოლოდინი მაქვს. ჩემი მეგობრები, რომლებიც ლიტვაში ცხოვრობენ, თავს კომფორტულად გრძნობენ და ხალხსაც დადებითად ახასიათებენ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ISM-ის უნივერსიტეტში ძალიან მეგობრულად მიმიღეს და პირველი შთაბეჭდილებებით კმაყოფილი ვიყავი. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ, ამინდია, რადგან ჩემი საყვარელი სეზონი ზაფხულია, ლიტვაში კი ძალიან ცივა. იმედი მაქვს, ლიტვა მეგობრულად მიგვიღებს მეც და ჩემს მუსიკასაც.

 

 

გვესაუბრეთ თქვენს სინგლზე – within my heart, როგორი გამოხმაურება მოჰყვა მსმენელისგან?

Within My Heart- ჩემი პირველი სინგლია, რომლის სატელევიზიო პრემიერა ახლახან შედგა. ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი ადამიანი გავიცანი როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. სრულიად უცხო ადამიანებისგან მიღებული კომპლიმენტები და სასიამოვნო სიტყვები ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა და მიხარია, რომ მსმენელმა ასე შეიყვარა ეს სიმღერა. მიმაჩნია, რომ თუ კარიერაში გადადგმული პირველი ნაბიჯი წარმატებულია, ეს დიდ გავლენას ახდენს მომავალზე. რა თქმა უნდა, ყველგან არსებობს გამონაკლისები, თუმცა უმეტესწილად ასეა. ყველაზე დიდი ბედნიერებაა არტისტისთვის, როდესაც მსმენელს უყვარს შენი შემოქმედება.

 

ბანალური კითხვაა, თუმცა მაინც… რას ნიშნავს მუსიკა თქვენთვის?

მუსიკა ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, ბავშვობიდან ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და საუკეთესო მეგობარია. ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან შემიძლია საკუთარი გრძნობები მუსიკაში გამოვხატო. ბევრჯერ მქონია მომენტი, როდესაც ემოციური მდგომარეობის გადმოცემა მხოლოდ მუსიკით შემეძლო, სწორედ ამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. როდესაც მუსიკას ვქმნი ან ვმღერი, თავს ყველაზე კომფორტულად და თავდაჯერებულად ვგრძნობ. სცენა კი, ფაქტობრივად, ბავშვობიდან მეორე სახლია ჩემთვის, რამაც უდიდესი გავლენა იქონია ჩემი, როგორც შემსრულებლის განვითარებაზე.

 

რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდით?

რომ არა მომღერალი, იურისტი ვიქნებოდი, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მუსიკისა და სცენის გარეშე ჩემი ცხოვრება, უბრალოდ, წარმოუდგენილია.

 

ამ ეტაპზე რა არის თქვენი მიზანი?

ზოგადად, ჩემს ქვეყანაში მიღწეული წარმატებები დიდ სტიმულს მაძლევს, უფრო მეტი გავაკეთო არა მხოლოდ საკუთარი წინსვლისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ოცნებებს მიზნებად აღიქვამს. დასახული მიზნის მისაღწევად არასდროს ვნებდები. უახლოეს მომავალში ვგეგმავ, ჩემი საავტორო მუსიკა, რომელსაც დიდი ხანია ვქმნი, მსმენელს შევთავაზო. ყველაზე მეტად მსურს, რომ ჩემი მუსიკა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს და შეიყვაროს, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ძალიან დიდი გეგმები მაქვს და მჯერა, ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე წარმომიდგენია!

 

წარმატებები.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის
OK! News

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის
OK! Kids

#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის

September 14, 2023
#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”
Fashion News

#OK! “ჩემთვის 85 წელი ცხოვრების ახალი ეტაპია” – ჯეინ ფონდას სილამაზის საიდუმლო და “ბედნიერი სიბერე”

September 15, 2023
#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება
Health & Beauty

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება

September 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! “დასაფასებელია, რომ Balenciaga-მ ბოდიში საჯაროდ მოიხადა” – კიმ კარდაშიანი “ბალენსიაგას” გარშემო განვითარებულ სკანდალზე

#OK! “დასაფასებელია, რომ Balenciaga-მ ბოდიში საჯაროდ მოიხადა” – კიმ კარდაშიანი “ბალენსიაგას” გარშემო განვითარებულ სკანდალზე

December 6, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები SAG Awards-ის დაჯილდოებაზე!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები SAG Awards-ის დაჯილდოებაზე!

April 5, 2021
#OK! მიზეზი, რის გამოც ქენდალ ჯენერი დევინ ბუკერთან რომანის გასაჯაროებას ერიდება

#OK! მიზეზი, რის გამოც ქენდალ ჯენერი დევინ ბუკერთან რომანის გასაჯაროებას ერიდება

June 21, 2021
#OK! სერიალი “ხალხის მსახური”, რომელშიც ზელენსკი მონაწილეობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიყიდა

#OK! სერიალი “ხალხის მსახური”, რომელშიც ზელენსკი მონაწილეობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიყიდა

March 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “მე არ მინდა ვიყო დიდებული დიზაინერი, მინდა სხვებს მივცე ამის საშუალება” – ანჯელინა ჯოლი საკუთარი ატელიეს შესახებ Vogue-თან საუბრობს

#OK! “მე არ მინდა ვიყო დიდებული დიზაინერი, მინდა სხვებს მივცე ამის საშუალება” – ანჯელინა ჯოლი საკუთარი ატელიეს შესახებ Vogue-თან საუბრობს

September 29, 2023
#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

September 27, 2023
#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

September 26, 2023
#OK! ქეთევან საბაძე საქართველოდან ლიტვის “ვარსკვალავების სონატის“ გამარჯვებულია

#OK! ქეთევან საბაძე საქართველოდან ლიტვის “ვარსკვალავების სონატის“ გამარჯვებულია

September 28, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები