• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! 40 წელი პაციენტების გვერდით – ინტერვიუ „დროფსის“ თერაპევტ ნესტან კვიციანთან

December 29, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

პირველი ქართული ინტრავენური თერაპიის კლინიკის მთავარი თერაპევტი, ნესტან კვიციანი რამდენიმე ათწლეულია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობს. პროფესიონალიზმითა და პაციენტების უანგარო თანადგომით, ქალბატონი ნესტანი თითოეული მათგანის უსაფრთხოებასა და კმაყოფილებას უზრუნველყოფს. „დროფსთან“ თანამშრომლობით კი იგი თავის პროფესიულ ცოდნას ახლებური გზებით იყენებს, რაზეც უფრო დეტალურად თავად გვიამბობს.

უპირველესად, გაგვეცანით.

მოგესალმებით, მე ვარ ნესტან კვიციანი. განათლებით ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გახლავართ. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გარკვეული დროით, რეანიმატოლოგად, ხოლო მოგვიანებით, წლების განმავლობაში, ანესთეზიოლოგად ვმუშაობდი.

რამდენი წელია, რაც ამ სფეროში საქმიანობთ?

ამ სფეროში დაახლოებით 40 წელია ვსაქმიანობ. 10 წელიწადი რეანიმატოლოგი გახლდით, შემდეგ კი, ამ დრომდეც, ერთ-ერთ პრესტიჟულ სამშობიაროში ვმუშაობდი ანესთეზიოლოგად. თუმცა, ვინაიდან ცხოვრების ამ ეტაპზე აქტიურ მედიცინაში საქმიანობით უკვე ნაკლებად ვარ დაინტერესებული, სიამოვნებით მივიღე კლინიკა Drops Wellness-თან თანამშრომლობის შემოთავაზება.

დაწვრილებით გვიამბეთ, რა მიმართულებით ხელმძღვანელობთ კლინიკაში.

Drops-კლინიკაში, რომელიც, მოგეხსენებათ, ახალი გახსნილია და ინტრავენური თერაპიის პირველი კლინიკაა საქართველოში, ვმუშაობ ექიმ თერაპევტად და კონსულტანტად. ჩემი როლი მოიცავს პაციენტებთან წინასწარი დაწვრილებითი კონსულტაციების გავლას იმისათვის, რომ ყოველ მათგანს ინდივიდუალური ანამნეზის გათვალისწინებით და საჭიროებებიდან გამომდინარე დაენიშნოს შესაბამისი გადასხმები. ზოგადად, კლინიკაში ვიღებთ პაციენტებს, რომლებსაც თავიანთი ჯანმრთელობის გახანგრძლივებისა თუ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ, ან უბრალოდ დეტოქსისა თუ პოსტალკოჰოლური გადასხმით ნაბახუსევიდან სწრაფად გამოსვლის სურვილი აქვთ.

დიაგნოსტირებისა და მომხმარებლის საჭიროების გამოვლენა რა პროტოკოლს მოიცავს?

უპირველეს ყოვლისა, ისევ და ისევ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიის შესწავლაა აუცილებელი − იქნება ეს ანალიზები, თუ ქრონიკული და თანმხლები დაავადებების შესახებ ინფორმაციის განხილვა. ასევე, რა მიმართულებით სურს პაციენტს გაჯანსაღება და ა.შ. შესაძლოა, ერთი შეხედვით, არც არაფერი სჭირდეს პაციენტს, მაგრამ დღევანდელი გარემო პირობებიდან გამომდინარე, გამონაბოლქვისა თუ დიდი დროით შენობებში გამოკეტვის შედეგად გამოწვეული ვიტამინების ნაკლებობისთვისაც ტარდება გადასხმები შესაბამისი ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ამინომჟავებით და სხვ.

ამ სფეროში საქმიანობისას შეძენილი თქვენი მადლიერი პაციენტების გამოცდილების შესახებ გვიამბეთ.

ვინაიდან კლინიკა სულ ერთი თვის წინ გაიხსნა, მადლიერება, ალბათ, იმით გამოიხატება, რომ პაციენტები ინტრავენური თერაპიის მოთხოვნით განმეორებითი ვიზიტებისთვის ბრუნდებიან კლინიკაში. ამასთან ერთად, პაციენტებს ვთავაზობთ კოსმეტოლოგიურ მომსახურებასაც, გვყავს პროფესიონალი მასაჟისტები და გვაქვს უმაღლესი ხარისხის აპარატურა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სხვადასხვა სპეციალისტის თანამონაწილეობით კომპლექსურად იქმნება გაჯანსაღების გეგმა, რათა თითოეული პაციენტი კმაყოფილი დარჩეს.

ბევრი პაციენტისთვის ეგრეთ წოდებული გადასხმა სტერეოტიპულ შიშებთან და მღელვარებასთანაა დაკავშირებული. გვიამბეთ, თქვენთან კონსულტაციაზე მოსულ ადამიანებს როგორ უქარწყლებთ ამ შიშებს?

ნამდვილად, ყველა თავისებურ მიდგომას საჭიროებს. ზოგიერთს ნემსის ეშინია, არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც ხშირად გადასხმის პროცესში ველაპარაკები, რადგან საუბარი ეხმარებათ ყურადღების გადატანაში და ჩვენც, ბუნებრივია, ვცდილობთ, პაციენტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და შევუქმნათ კომფორტული გარემო.

მსგავსი სიახლის გაცნობისას მკითხველს დააინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა ინტრავენური თერაპია?

მედიცინის არცერთ სფეროში არ არსებობს აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია, თუმცა კლინიკის კომპლექსური მიდგომით მინიმუმამდე დაგვყავს ნებისმიერი სახის რისკი და საჭიროების შემთხვევაში პრევენციულ ღონისძიებებსაც მივმართავთ. ამას ვადგენთ პაციენტების ანალიზებისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით. ყოველთვის არის ჩვენებები და უკუჩვენებები, რა დროსაც პაციენტებს დეტალურად ვუხსნით ვითარებას და გადაწყვეტილების მიღებაში ვეხმარებით.

რომელია თქვენთან ყველაზე პოპულარული გადასხმა?

გვაქვს გადასხმა „იყავი მუდამ ლამაზი“, რომელიც დეტოქსისთვისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებისთვის გამოიყენება. სხვათა შორის, ძალიან ხშირად გვყავს ასევე რკინადეფიციტური ანემიის მქონე პაციენტები, რომლებსაც პრობლემის აღმოსაფხვრელად რკინის შემცველ გადასხმას ვურჩევთ. აგრეთვე გვაქვს კოქტეილი მეტაბოლიკი, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას და ცხიმების წვის გაძლიერებას. საბოლოო შედეგი კი არის წონის კლება.

 

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “ლეისის” შეკვრა, როგორც აქსესუარი – დემნა გვასალიას ახალი ვიდეო სოციალურ მედიას იპყრობს

#OK! “ლეისის” შეკვრა, როგორც აქსესუარი – დემნა გვასალიას ახალი ვიდეო სოციალურ მედიას იპყრობს

June 8, 2022
#OK! ახალი კულინარიული თავგადასავალი და ფრანგული გემოები შეფმზარეულ არტურ ლინკევიჩთან ერთად

#OK! ახალი კულინარიული თავგადასავალი და ფრანგული გემოები შეფმზარეულ არტურ ლინკევიჩთან ერთად

December 25, 2024
#OK! შემოდგომა დუბაიში სანაპიროზე დასვენების საუკეთესო დროა

#OK! შემოდგომა დუბაიში სანაპიროზე დასვენების საუკეთესო დროა

October 6, 2023
#OK! “თითქოს დამწყევლეს!”- სელენა გომესი ყოფილ ურთიერთობებზე Vogue-თან ინტერვიუში ალაპარაკდა

#OK! “თითქოს დამწყევლეს!”- სელენა გომესი ყოფილ ურთიერთობებზე Vogue-თან ინტერვიუში ალაპარაკდა

June 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

#OK! ლაილა მოსი Versace-ს ახალი სუნამოს სახე გახდა

November 12, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

#OK! მჯერა, რომ იქ აუცილებლად ვიმოგზაურებთ – ლიკა კვარაცხელია

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები