• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თითქოს ჩემს ოცნებას ჩავეხუტე… 16 წლის ნინა ბოლქვაძე სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში განაგრძობს

August 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საერთაშორისო განათლება ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ აკადემიური წინსვლის, არამედ პერსონალური განვითარების უნიკალური შანსია. სწორედ ასეთი შესაძლებლობა მიეცა 16 წლის ნინა ბოლქვაძეს – მიზანდასახულ, შრომისმოყვარე და შთამაგონებელ გოგოს, რომელმაც HMC-ის სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა და მოიპოვა დაფინანსება – ის სწავლას დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სკოლაში, Durham Cathedral School-ში, 2-წლიან პროგრამაზე გააგრძელებს.

ნინა განსაკუთრებული მაგალითია იმ თაობისა, რომელიც მიზნებზეა ფოკუსირებული და ოცნებებს ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის შედეგად აღწევს. ის ბავშვობიდან ცეკვავს, როგორც თვითონ აღნიშნავს, სუხიშვილების საკონცერტო ჯგუფში ცეკვამ გამოუმუშავა დისციპლინა და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა. დღეს ის საერთაშორისო აკადემიური გზის დასაწყისშია და მზადაა, საკუთარი შესაძლებლობები უკვე სხვა ქვეყანაში გამოსცადოს და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს თავის მთავარ ოცნებას.

 

 

უპირველესად, გილოცავ კონკურსში გამარჯვებას. მოგვიყევი ამ კონკურსის შესახებ…

ნინა ბოლქვაძე: უღრმესი მადლობა. HMC-ის პროექტი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა 16-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის, ვისაც სურს სწავლა ბრიტანეთის გამორჩეულ კერძო სკოლებში დაფინანსებით განაგრძოს.

პროექტი გულისხმობს სხვადასხვა ეტაპის წარმატებულად გავლას და განსაკუთრებული უნარების გამოვლენას. კერძოდ, მომიწია აპლიკაციების შევსება, TOEFL-ის გამოცდის ჩაბარება, ესეს დაწერა და ინტერვიუს ფორმატში საკუთარი თავის წარმოჩენა. გამარჯვება ნამდვილად არ არის მარტივი, ვინაიდან კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

აღსანიშნავია, რომ HMC- ის პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა სკოლა „ოქლიფმა“ (Oakleaf School) მომცა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონებს, მაია გურგენიძესა და ნენე გიგაშვილს.

 

რა ემოცია დაგეუფლა? რას ნიშნავს შენთვის შესაძლებლობა, ისწავლო ბრიტანეთში?

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვიჯერებდი, როცა გამარჯვების შესახებ შეტყობინება მეილზე მივიღე. სიხარულის, გაოცების და მადლიერების განცდა ერთდროულად დამეუფლა. თითქოს ჩემს ოცნებას ჩავეხუტე…

ჩემთვის ბრიტანეთში სწავლა არის ახალი შესაძლებლობა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ. გარდა ამისა, ეს არის გზა განსხვავებული კულტურისა და ფასეულობების გაცნობის, ახალი მეგობრების და გამოცდილების შეძენის. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაქსიმალურად ვეცდები ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა.

ჩემს წარმატებაში კი უდიდესი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით. მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია, მე კი ვეცდები მათი ამაგი ჩემი დიდი წარმატებით გადავიხადო.

 

წარმოგვიდგინეთ სკოლა, სადაც სწავლას განაგრძობ…

სკოლა, სადაც სექტემბრიდან სწავლას გავაგრძელებ, არის Durham Cathedral Schools Foundation – ერთ-ერთი პრესტიჟული ბრიტანული სკოლა, რომელიც საუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე განათლებას აერთიანებს. დარწმუნებული ვარ, ამ სკოლაში სწავლა ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იქნება, რაც მომცემს შესაძლებლობას, საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ სურვილს და მიზანდასახულობას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

დარემის საკათედრო ტაძარი, რომელიც სკოლასთან ახლოს მდებარეობს, ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია იყო ჰარი პოტერის ფილმებში, განსაკუთრებით პირველ ორ ნაწილში: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ და „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“.

 

ჩემთვის ცნობილია, რომ ძალიან კარგად ცეკვავ, რა ასაკიდან დაიწყე ცეკვა?

ძალიან პატარა ვიყავი – 5 წლის, როცა „ცეკვის აკადემია სუხიშვილების“ ჯადოსნური კარი ჩემთვის გაიღო. ძალიან გამიმართლა, რომ ამ კარის მიღმა პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ადამიანი – ხათუნა ჯოხაძე დამხვდა. მახსოვს, პირველივე რეპეტიციიდან განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა, თითქოს იქ იყო ჩემი ადგილი. მაშინ ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ რა განსაკუთრებული და საოცარი წლები მელოდა წინ.

მალევე საკონცერტო ჯგუფში აღმოვჩნდი, გამორჩეულ პროფესიონალებთან, ნინუკა შარაშიძესთან, პუსკა გამსახურდიასთან, ტატა გომელაურსა და დავით ჭანიშვილთან, მათ ჩემი ბავშვობის წლები განსაკუთრებული გახადეს, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ.

ბავშვობაში სულ ვცეკვავდი სარკესთან და ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. სცენაზე დგომა საერთოდ სხვა გრძნობაა. როცა სცენაზე გავდიოდი, მუსიკას სხვანაირად ვგრძნობდი და ყველაფერი მავიწყდებოდა, თითქოს დრო ჩერდებოდა. მაყურებლის წინ თავს ყოველთვის თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობდი.

 

რას ნიშნავს შენთვის, ცეკვავდე სუხიშვილების საკონცერტო ჯგუფში?

„ცეკვის აკადემია სუხიშვილების“ საკონცერტო ჯგუფში ცეკვა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ასაკის მიუხედავად, მართლა განსაკუთრებული სერიოზულობით ვეკიდებოდი. სხვანაირი პასუხისმგებლობა გეკისრება, როცა საკონცერტო ჯგუფში ხვდები. ეს წლების მერე კიდევ უფრო გავაცნობიერე.

მახსოვს ის ემოცია, პირველად რომ ჩავიცვი ფორმა და სცენაზე დავდექი. ყოველთვის მემახსოვრება ეს ჯადოსნური სიტყვები: „ხაზი გაასწორე“, „ღიმილი“….

იქ სხვანაირად შევიყვარე და ვეზიარე ქართულ კულტურას. თამამად ვიტყვი, რომ „ცეკვის აკადემია სუხიშვილებმა“ მომცა შესაძლებლობა, ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონოდა.

აკადემიამ საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარული, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და სხვანაირი პასუხისმგებლობა მასწავლა, რამაც ჩემი დღევანდელი წარმატება განაპირობა.

 

ერთი სიტყვა, რომლითაც აღწერდი შენს თავს…

არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ალბათ უფრო – ქარიზმატული…

 

შენი ოცნება ცეკვას უკავშირდება თუ საერთაშორისო განათლებას?

ცეკვა ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომლის მიმართ გულგრილი ვერასდროს დავრჩები. თუმცა ჩემი ოცნება ბავშვობიდან ჟურნალისტობას უკავშირდება. 6 წლის ასაკიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი. თუმცა ვფიქრობ, რომ სცენა და ტელევიზია მაინც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში მაყურებელთან ურთიერთობა უმთავრესი ფაქტორია. ვფიქრობ, რომ როგორც სცენაზე, ასევე ეკრანზე გულწრფელი ემოცია და პროფესიონალიზმი წარმატების განმსაზღვრელია.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ესპანეთი

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ესპანეთი

December 26, 2022
#OK! პერის ჰილტონი და კარტერ რეუმი დაქორწინდნენ: 40 წლის ლამაზმანი “ოსკარ დე ლა რენტას” საქორწილო კაბაში გადაღებულ პირველ კადრს აქვეყნებს

#OK! პერის ჰილტონი და კარტერ რეუმი დაქორწინდნენ: 40 წლის ლამაზმანი “ოსკარ დე ლა რენტას” საქორწილო კაბაში გადაღებულ პირველ კადრს აქვეყნებს

November 14, 2021
#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

October 14, 2025
#OK! ორსული Halsey: მომღერალი ზაფხულის ფლორალური კაბით!

#OK! ორსული Halsey: მომღერალი ზაფხულის ფლორალური კაბით!

May 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

February 22, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები