• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია…

January 18, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელობაზე ორგანიზმისთვის, მისი ფუნქციის დაქვეითების მიზეზებსა და სიმპტომებზე, დიაგნოსტიკის მეთოდებსა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე გვესაუბრება პროფესორი, სპეციალიზებული ენდოკრინოლოგიური კლინიკა „კორტექსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ლალი ჯავაშვილი.

ქალბატონო ლალი, რა მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვან ფუნქციონირებას ორგანიზმისთვის?

ფარისებრი ჯირკვალი წარმოადგენს ყველაზე დიდი ზომის ენდოკრინულ ჯირკვალს ადამიანის ორგანიზმში, რომელიც დაახლოებით 20 გრამს იწონის და მოთავსებულია კისრის წინა ზედაპირზე ფარისებრი ხრტილის წინ. აქვს პეპლის ფორმა, შედგება ორი წილისა და შემაერთებელი ყელაკისგან. გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, რომელთაც ევალება უმნიშვნელოვანესი ფუნქციები – ნაყოფის პირველადი ფორმირებიდან ღრმად მოხუცებულობამდე. მუცელშიდა განვითარების პერიოდში პასუხს აგებს ნაყოფის უმაღლესი ნერვული სისტემის სწორ დიფერენცირებასა და ფორმირებაზე, ასრულებს ორგანიზმში არსებული ყველა ტიპის ქსოვილის ჟანგბადით მომარაგების ფუნქციას, უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას, სითბოს წარმოქმნა-გამოყოფის რეგულაციით. უზრუნველყოფს გულის კუნთისა და სასუნთქი სისტემის გამართულ მუშაობას, არეგულირებს სისხლწარმოქმნას (ერითროპოეზს), ასტიმულირებს ძვლის როგორც წარმოქმნას, ასევე რეზორბციას და ა.შ. მოკლედ, იგი უზრუნველყოფს მეტაბოლიზმის ჯანმრთელ სიჩქარეს.

რას გვეტყვით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე?

მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე გახლავთ აუტოიმუნური პათოლოგიების პანდემიის საუკუნეც, სხვა ტიპის პანდემიებთან ერთად. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი აუტოიმუნური თირეოიდიტია, რომელიც ხასიათდება გარკვეული გენდერული თავისებურებით: ქალებში დაახლოებით 4-8-ჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. უფრო მეტად ვლინდება 30 წელს გადაცილებულ ქალებში, გარკვეულწილად უკავშირდება ორსულობის დადგომასაც. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს აქვს აუტოიმუნური თირეოიდიტი, როგორც იზოლირებული აუტოიმუნური პათოლოგია, თუმცა ეს სიხშირე კიდევ უფრო იზრდება მაშინ, როდესაც გვაქვს შეუღლებული აუტოიმუნური პათოლოგია, ანუ რამდენიმე ენდოკრინოპათია ერთად (ე.წ. პოლიგლანდულარული აუტოიმუნური ენდოკრინოპათია). სინდრომი ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობა ახასიათებს რამდენიმე ტიპის დაავადებას, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება აუტოიმუნური თირეოიდიტის გარკვეულ, ფინალურ ეტაპზე. ამავე დროს, შესაძლებელია განვითარდეს იოდდეფიციტური პათოლოგიის დროსაც, კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ტერმინალურ სტადიაში.

როგორ ამოვიცნოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება? რა ტიპის ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს მას?

ჰიპოთირეოზის კლინიკური გამოვლენა არ არის რთულად ამოსაცნობი: ახასიათებს ადვილად დაღლა, სხეულის მასის ზრდა, გულისცემის სიხშირის გაიშვიათება (ბრადიკარდია), ჰაერის უკმარისობა, ძილიანობა დღის განმავლობაშიც, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ნაწლავთა მოქმედების გაიშვიათება (შეკრულობა ან ყაბზობა), ფრჩხილების მტვრევა, მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. თუმცა ამ ნიშნებიდან არ არის სავალდებულო ყველა სიმპტომის ერთდროული გამოვლენა, ჩამოთვლილთაგან 3-4 სიმპტომის ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს, რომ ეჭვი მივიტანოთ ჰიპოთირეოზზე.

შესაძლებელია თუ არა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება მიმდინარეობდეს ფარულად, კლინიკური გამოვლინების გარეშე?

ნამდვილად. არცთუ იშვიათია ისეთი ვითარება, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან შეიძლება 1-2 ან სულაც არც ერთი იქცევდეს ყურადღებას, მაგრამ ფარულად, უსიმპტომოდ ადგილი ჰქონდეს ჰიპოთირეოზის ისეთ ფორმას, რომელსაც ენდოკრინოლოგები სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზს ვუწოდებთ.

 

რა სახის გამოკვლევები ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად?

ჰიპოთირეოზზე დაეჭვების შემთხვევაში, მისი რეალური არსებობა დგინდება ცნობილი ლაბორატორიული ტესტებით: პერიფერიული ჰორმონების თავისუფალი ფრაქციების FT3 FT4-ისა და ცენტრალური მარეგულირებელი ჰორმონის თირეოტროპული ჰორმონის (TSH, რომელიც ჰიპოფიზში გამომუშავდება) განსაზღვრით, ასევე მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიმართ ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა იმისთვის, რომ შევაფასოთ აუტოაგრესიის სიმძაფრე (ანტი-TG, ანტი-TPO).

ქალბატონო ლალი, გვაქვს თანამედროვე მედიცინაში სიახლე, რომელიც ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროებამდე დაიცავს ფარისებრ ჯირკვალს ფუნქციის პროგრესირებადი დაქვეითებისაგან?

ჰიპოთირეოზის გავრცელების მაღალი სიხშირე განაპირობებს მეცნიერთა დიდ დაინტერესებას. მიმდინარეობს მთელი რიგი კვლევები იმის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ პაციენტები დაავადების პროგრესირებისა და არასასურველი შედეგების განვითარებისგან. იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკურ გამოვლინებას ადასტურებს ლაბორატორიული მონაცემებიც, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია მიიჩნევა ოქროს სტანდარტად და მიიღწევა პაციენტის სრული პრაქტიკული გამოჯანმრთელება (მხედველობაში გვაქვს ლევოთიროქსინის ადეკვატური დოზით მკურნალობა), მაგრამ მაშინ, როდესაც კლინიკური სიმპტომატიკა ღარიბი ან სულაც არ არის და ლაბორატორიული ტესტირებით დგინდება ჰიპოთირეოზის სუბკლინიკური ფორმა, განსჯის საგანია ჰორმონული თერაპიის საჭიროება. იმის გათვალისწინებით, რომ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის ახალგაზრდა ასაკში გამოვლენა სულ რამდენიმე წელიწადში, პერი და მენოპაუზურ ასაკში უკვე იწვევს ნაადრევად განვითარებულ ასაკოვან ცვლილებებს, როგორიც არის: საშუალო და მსხვილი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებები, რაც თავის ტვინისა და გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებით ვლინდება, ასევე ჩქარდება ქსოვილთა ჰიპოქსიისა და ზოგადი დაბერების პროცესები. მეცნიერთა და პრაქტიკოს ექიმთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი ვითარების (სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის) უყურადღებოდ დატოვება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დადგომის საჭიროებამდე, გარკვეული, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენება, რომელიც აღადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უჯრედების სრულყოფილ საქმიანობას და ამ საქმიანობის მოწესრიგებულ ცენტრალურ რეგულაციას, არის უდავოდ კარგი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან პაციენტების დაბერებამდელი პერიოდის გასახანგრძლივებლად. არც ისე დიდი ხნის წინ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა იტალიური წარმოშობის ბიოდანამატი, სახელწოდებით „თიროქსილი 4.0“, რომელიც წარმოადგენს ორი ბიოაგენტის − მიო-ინოზიტოლისა და ელემენტარული სელენიუმის კომბინაციას და მოწოდებულია სწორედ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის ფონზე არსებული მსუბუქი დისმეტაბოლიზმის აღმოსაფხვრელად. მიო-ინოზიტოლს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია ადამიანის ორგანიზმში, რომელიც უჯრედის გარსზე არსებული რეცეპტორებიდან უჯრედშიდა სიგნალის გადამტანი, ე.წ. მეორადი მესენჯერია. იგი დადებით გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაზე, ხოლო სელენიუმი ატარებს როგორც ლითინურ, ასევე მეტალოიდურ თვისებებს და აღიარებულია უნიკალურ ანტიოქსიდანტად. ორივე აგენტი სრულიად უსაფრთხოა, არ წარმოადგენს ქიმიურ პროდუქტს და წარმატებით გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე.

შესაძლებელია თუ არა „თიროქსილი 4.0“-ის ჩანაცვლებით ჰორმონთერაპიასთან ერთად კომბინაციაში გამოყენება?

რასაკვირველია, თუ საქმე გვაქვს ჰიპოთირეოზის კლინიკურ გამოვლინებასთან (იხ. ზემოთ აღწერილი კლინიკური სურათი), რაც ასევე დასტურდება ლაბორატორიული მონაცემებით, ექიმი-ენდოკრინოლოგები მიმართავენ კომბინირებულ თერაპიას-ჰორმონჩანაცვლებით მკურნალობას „თიროქსილი 4.0“-თან ერთად. მკურნალობის ეს ფორმა განსაკუთრებით მიზანშეწონილია აუტოიმუნური თირეოიდიტის აუტოაგრესიით მიმდინარეობის დროს, როდესაც ადგილი აქვს ანტისხეულების ტიტრის მატებას. სწორად შერჩეული კომბინირებული თერაპია იწვევს ანტისხეულების შემცირებას, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რეგულაციასა და პაციენტის პრაქტიკული ჯანმრთელობის სრულ აღდგენას. რაც მთავარია, შრომისუნარიანობის პერიოდის მაქსიმალურ გახანგრძლივებას.

 

OK! advertorial

ფოტო: ალექსეი სეროვი

ფარმაცევტული კომპანია „ინოთიმი“

ტელ.: 032 2 309 301   მობ.: 595 74 44 07

ელ-ფოსტა: info@innoteam.ge

www.innoteam.ge   f.innoteam

ასევე გაეცანი

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები
Health & Beauty

#OK! რა წავისვათ სახეზე 2026 წელს? – თინა შალიკაშვილის რჩევები

December 17, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

December 10, 2025
OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში
Health & Beauty

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი უკვე საქართველოშია – ეს არის ნამდვილი ინოვაცია ესთეტიკურ მედიცინაში

December 3, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯინსი უჩვეულო პრინტით-კაილი ჯენერი გვიჩვენებს, თუ როგორი შარვალი შემოდის მოდაში

#OK! ჯინსი უჩვეულო პრინტით-კაილი ჯენერი გვიჩვენებს, თუ როგორი შარვალი შემოდის მოდაში

April 7, 2021
#OK! “ამის გაკეთება დიდი ხანია მინდა” – ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამის ანგარიში გააუქმა

#OK! “ამის გაკეთება დიდი ხანია მინდა” – ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამის ანგარიში გააუქმა

September 17, 2021
#OK! „მის ფინეთს“ რასისტული ფოტოს გამო ტიტული ჩამოართვეს

#OK! „მის ფინეთს“ რასისტული ფოტოს გამო ტიტული ჩამოართვეს

December 17, 2025
#OK! ბერიძეების ღვინის მარანი – აჭარის მთავარი მასპინძელი

#OK! ბერიძეების ღვინის მარანი – აჭარის მთავარი მასპინძელი

August 10, 2023

კვირის ჰიტები

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

December 21, 2025
#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

December 24, 2025
#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

December 27, 2025
#OK! 2025 წლის 16 მთავარი მოვლენა მოდის ინდუსტრიაში

#OK! 2025 წლის 16 მთავარი მოვლენა მოდის ინდუსტრიაში

December 25, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები