• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

July 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

დასვენების ხელოვნება

გარეთ პირველი ივლისია − სიცხე, მზე, წყალი, ლურჯი ცა და დასვენება. ეს სიტყვები მაფიქრდება ივლისზე. ზაფხული მთელ მსოფლიოში მიიჩნევა პერიოდად, როდესაც ადამიანებს დასვენება, სტრესისგან გათავისუფლება და ახალი ძალების მოკრება გვჭირდება. თანამედროვე ცხოვრების სტილი, გვინდა თუ არა ეს, მაინც უკავშირდება სტრესს. ადამიანი ცდილობ გადანაწილდე სამსახურს, ოჯახს, მეგობრებსა და სხვა სოციალურ მოვალეობებს შორის, და ამასობაში დრო არ გვრჩება ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. აი, ზუსტად აქ უნდა გითხრათ სიტყვა STOP! ასე არ შეიძლება. ზაფხული დასასვენებლად ყველაზე კარგი პერიოდია.

მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე 46 წლისა ვარ, მშვიდი დასვენებისთვის ვერასოდეს ვიცლიდი, რადგან მუდამ მეგონა, სადღაც რაღაცას ვაკლდებოდი. წელს, მე მგონი პირველად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ მჭირდებოდა ნამდვილი, 100%-ით სუფთა დასვენება და ამ საკითხის მოსაგვარებლად, ივნისის შუა რიცხვებიდან დავიწყე ზრუნვა.

მე მაინც ასე ვფიქრობ − ყველა ჩვენგანის პირველი მოვალეობა საკუთარ თავზე ზრუნვაა, რადგან ის ერთადერთია, ვისი კეთილდღეობაც გვჭირდება ჩვენ, და სჭირდება მათ, ვისზე ზრუნვასაც საკუთარ თავზე წინ ვაყენებთ ხანდახან.

წელს პირველად მივხვდი, რომ მჭირდება ნამდვილი რელაქსაცია − მდგომარეობა, როდესაც თავისუფალი ვართ სტრესისგან და არაფერს ვაკეთებთ, ვასვენებთ გონებას და სხეულს, ერთდროულად. რელაქსაცია გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანსაღ მდგომარეობაში ჩვენი სხეულიც და ჩვენი გონებაც. რელაქსაცია გვეხმარება ძალების აღდგენაში და შემდგომი პერიოდისთვის გვამზადებს. მიუხედავად იმისა, რამდენად გადატვირთულადაც უნდა გვეჩვენებოდეს საკუთარი გრაფიკი, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა, გამომენახა დრო − დრო საკუთარი თავისთვის, საკუთარ თავთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებული გარემოს შექმნა სჭირდება დასვენებისთვის, და რა თქმა უნდა, არავის გვაწყენს მთაში, ზღვაზე ან თუნდაც რომელიღაც საყვარელ ქალაქში, ლამაზ სასტუმროში გამგზავრება, მე ვფიქრობ, რელაქსი და დასვენება საკუთარ სახლშიც არის შესაძლებელი, თუკი სახლიდან შორს გამგზავრება არ შედის ჩვენს უახლოეს გეგმებში.

მიუხედავად ამ თეორიისა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ხანდახან ქალაქიდან გასვლაც არ გვაწყენს. გარემოს შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი მეთოდია დასვენებისთვის და განწყობის გაუმჯობესებისთვის. თუ მოახერხეთ და გახვედით ქალაქიდან, მოიწყვეთ თქვენთვის, დასასვენებლად კომფორტული სივრცე, შეეცადეთ შორს იყოთ ტელევიზორისგან, კომპიუტერისგან… დაალაგეთ თქვენი აივანი ან ტერასა, მიალაგეთ ეზო. გაჭიმეთ ჰამაკი, რადგან ის ხანდახან საუკეთესო გადაწყვეტილებაა ზაფხულის არდადეგებზე − ჰამაკში სხეული თავად იღებს იმ მდგომარეობას, რომელიც დასვენებისთვის სჭირდება. რაც უნდა დრო გავიდეს, ჰამაკში კითხვა დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.

მიყვარს ლამაზი ინტერიერები, მგონია რომ დასასვენებელი სივრცე უნდა იყოს კომფორტულიც და ლამაზიც. ყვავილების დაკრეფა, ლარნაკში ჩალაგებული ხილი და საყვარელი წიგნები − აი, რა უხდება დასასვენებელ სივრცეს. პირადად ჩემთვის, ლამაზად, ზაფხულის სტილში მოწყობილ ადგილას დასვენება გაცილებით უკეთ მიდის.

მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებას ხშირად ახლავს გრძელი ღამეები და ბევრ სხვადასხვა აქტივობაში ჩაბმა. მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ რეალურ დასვენებას, მოსვენებას თუ რელაქსს, − რაც გნებავთ ერქვას − ასეთ დროს, სჯობს ნაკლებად ჩაებათ ყველა სოციალურ აქტივობაში, რასაც გთავაზობენ. მეტი იძინოთ, იკითხოთ ახალი წიგნები, იკვებოთ ჯანსაღად, ნახოთ კარგი ფილმები, ისეირნოთ, აკეთოთ მედიტაციები და შეძლებისდაგვარად აკეთოთ სხვა სასარგებლო საქმეები.

ასეთი დასვენება მოვიწყე მთაში, ივნისის მეორე ნახევარში და დასვენების მეოთხე დილას მივხვდი, რომ ჩემში სრულიად ახალმა ადამიანმა გაიღვიძა. გამოძინება არაჩვეულებრივი თერაპიაა და მას სამწუხაროდ ხშირად არ ვაფასებთ. გამოძინებას ფიზიკური გააქტიურება მოჰყვა, ჰაერმა თავისი ქნა და ფიზიკურად უკეთეს ფორმაში მყოფმა, ჩემს გონებასაც მივეცი რელაქსის საშუალება. ხშირი სუნთქვითი მედიტაციები უხვადაა ინტერნეტში. ამ ინსტრუქციების მიხედვით, სუნთქვა სტრესისგან გვათავისუფლებს.

სწორი კვება, წყლის საკმაო რაოდენობით მიღება, ფეხით სიარული და გამოძინება − ეს ყველაფერი ერთად დასვენების ხარისხს აუმჯობესებს. მაგრამ ასევე, აუცილებელია გონების გადატანა − კითხვა, ბუნებაში ხეტიალი, კარგი ფილმების ნახვა, მუსიკის მოსმენა, მედიტაციები, წერა, ხატვა − ერთი სიტყვით, იმის კეთება, რაც გვიყვარს, და რისი დრო ხშირად არ გვაქვს. ეს პატარა სიამოვნებები აუცილებელია სრულყოფილი დასვენებისთვის. ჩემთვის დასვენება ასევე საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნას უკავშირდება. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, აივანზე გატარებული საღამოების გარეშე, არაფერია ზაფხული. ამ ტკბილ საღამოებს, მონატრებულ ხალხთან საუბარს, ფილმების ნახვას ან ძილისწინა მოციონებს შეუძლია, ჩვენი დასვენება კიდევ უფრო ლამაზი ემოციებით შეავსოს. დავაკვირდი − რაც ვიზრდებით, მით უკეთ ვეუფლებით დასვენების ხელოვნებას. და ყოველთვის გვახსოვდეს − დასვენების დრო მოდის მაშინ, როცა გვგონია, რომ დასვენებისთვის დრო არ გვაქვს და ასევე, ისიც, რომ ხანდახან, ზუსტად არაფრის კეთების დროს მოდის ყველაფრის სწორად კეთების იდეები.

 

გისურვებთ ლამაზი და საინტერესო დღეებით სავსე ზაფხულს! ჩვენ ეს ყველამ დავიმსახურეთ.

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის
OK! ბათუმი

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

December 16, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

December 16, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ნოემბრის ნომრისთვის

November 11, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „აჭარაბეთის“ ორგანიზებით -„აჭარაბეთ არენაზე“ რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა

#OK! „აჭარაბეთის“ ორგანიზებით -„აჭარაბეთ არენაზე“ რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა

October 11, 2022
#OK! სიჩუმის და სინამდვილის  სინთეზის ხედვით

#OK! სიჩუმის და სინამდვილის სინთეზის ხედვით

July 10, 2025
#OK! ჯიჯი ჰადიდის 70-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

#OK! ჯიჯი ჰადიდის 70-იანი წლების სტილით ინსპირირებული ჩაცმულობა!

July 9, 2021
#OK! 61 წლის ტომ კრუზი რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლს, მოდელ ელსინა ხაიროვას ხვდება

#OK! 61 წლის ტომ კრუზი რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლს, მოდელ ელსინა ხაიროვას ხვდება

February 15, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რატომ გამოყო აინშტაინმა ენა ფოტოს გადაღების დროს?

#OK! რატომ გამოყო აინშტაინმა ენა ფოტოს გადაღების დროს?

December 23, 2025
#OK! „მკაცრი რეჟიმის დასვენება“ – ამ ციხეში მოსახვედრად კორეელები ფულს იხდიან

#OK! „მკაცრი რეჟიმის დასვენება“ – ამ ციხეში მოსახვედრად კორეელები ფულს იხდიან

December 23, 2025
#OK! ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც 2025 წელს ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც 2025 წელს ერთმანეთს დაშორდნენ

December 23, 2025
#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

#OK! ანა კურნიკოვას და ენრიკე იგლესიასს მეოთხე შვილი შეეძინათ

December 23, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები