• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! რონიკო – ლიდერობის 25 წელი

April 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„რონიკო“ ლიდერი ოპტიკური კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელსაც გასულ წელს დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა! ყველაზე დიდი ოპტიკური ქსელი, ბრენდების ყველაზე ფართო არჩევანი, სათვალეების, კონტაქტური ლინზებისა და სასათვალე ლინზების ყველაზე დიდი სპექტრი, ოპტიკური სერვისები, ოფთალმოლოგიური კაბინეტები, ლაბორატორიები, ოპტიკოსების მოსამზადებელი ტრენინგ-ცენტრი, ოფიციალური დისტრიბუტორობის საერთაშორისო სერტიფიკატები − ეს და მრავალი სხვა, კომპანიის 25-წლიანი საქმიანობის შედეგია! კომპანიის შესახებ გვესაუბრება „რონიკოს“ ფლაგმანი მაღაზიის მენეჯერი, ოპტიკის სფეროს 20-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი, ქალბატონი ნათია სურგულაძე.

გვესაუბრეთ კომპანიის მიღწევებზე, თქვენს ასორტიმენტზე და შესაძლებლობებზე.

„რონიკოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მსოფლიოს წამყვან ოპტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობაა. ოპტიკური პროდუქციის ყველა სეგმენტში − მზის სათვალეები, ოპტიკური ჩარჩოები, სასათვალე ლინზები თუ კონტაქტური ლინზები, ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო, ლიდერ მწარმოებლებთან. მაგალითად, Luxottica-ჯგუფთან პარტნიორობის შედეგად, საქართველოში შემოგვაქვს ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: RAY-BAN, GIORGIO ARMANI, PERSOL, PRADA, DOLCE GABBANA, VERSACE და მრავალი სხვა. ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ საიუველირო ბრენდებთან: CARTIER და CHOPARD. ზოდადად, მხოლოდ სათვალეების სეგმენტში 80-მდე საერთაშორისო ბრენდია ჩვენს პორტფოლიოში და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, რაც აუცილებლად მსურს აღვნიშნო, არის ის, რომ პარტნიორებთან ჩვენი მაღალი რეპუტაციის დამსახურებით, სათვალეების კოლექციებს ყოველ ორ კვირაში ერთხელ ვიღებთ და ვაახლებთ. ქართველ მომხმარებელს ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ უახლეს, საუკეთესო და ყველაზე ექსკლუზიურ კოლექციებს. თუნდაც მხოლოდ 2020 წელს, ამ ფილიალში შემოვიტანეთ ბრენდები: MONCLER, LONGINES, OMEGA, DITA, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც დღეს შეგიძლიათ იხილოთ პარიზის, მილანისა თუ  ლონდონის წამყვან ოპტიკურ სალონებში, ანალოგიური მოდელები გვაქვს „რონიკოს“ მთელ ქსელში − თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ზოგადად, ვფიქრობ, ჩვენ სწორედ მოქნილობა და მომხმარებლის მოთხოვნებზე მარტივად „მორგებადობა“ გამოგვარჩევს. ასეთივე მოქნილობით ვქმნით და ვთავაზობთ მომხმარებლებს სპეციალურ, სეზონურ აქციებს სხვადასხვა ბრენდსა თუ სერვისებზე. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობით და ექსკლუზიური პირობებით ვანებივრებთ ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს, რომელთა რიცხვი საკმაოდ მაღალი და მზარდია.

 

 

კონტაქტური ლინზები ძალზე მოთხოვნადი გახდა დღეს. ამაზე რას გვეტყოდით?

დიახ, კონტაქტურ ლინზებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, რაც ამ მიმართულებით „რონიკოს“ მრავალწლიანი საქმიანობის შედეგია. სხვადასხვა საინფორმაციო თუ სარეკლამო კამპანიის მეშვეობით, ჩვენ ავამაღლეთ ცნობიერება კონტაქტური ლინზების მიმართულებით და შედეგმაც არ დააყოვნა! დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლების პროდუქციას − ALCON-ის, COOPER VISION-ისა და JOHNSON&JOHNSON-ის კონტაქტურ ლინზებს. ასევე, გვაქვს სიახლე − 2020 წლიდან თვალის წვეთების რეალიზაციას ვახორციელებთ. აქვე, დავამატებდი „რონიკოს“ შესაძლებლობებს სასათვალე ლინზების მიმართულებით. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ იაპონური HOYA-ს და ფრანგული ESSILOR-ის საუკეთესო მინებს, ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს ნებისმიერი სირთულის სათვალეზე. „რონიკოს“ ლაბორატორიებში კი, რომლებიც უახლესი დაზგა-დანადგარებით არის აღჭურვილი, ხდება ოპტიკური სათვალეების დამზადება მაქსიმალური სიზუსტით და მომხმარებლის ინდივიდუალური პარამეტრების დაცვით.

როგორც ვიცით, „რონიკოს“ ფილიალებში მხედველობის გადამოწმებაც არის შესაძლებელი…

დიახ, რა თქმა უნდა! „რონიკოს“ თითქმის ყველა ფილიალში ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიური კაბინეტი. ჩვენი ექიმი-ოფთალმოლოგები მხედველობის დიაგნოსტიკისა და კორექციის საუკეთესო სპეციალისტები არიან! 2016 წელს კი, თბილისში, რუსთაველის 19-ში, გაიხსნა „რონიკოს“ ოფთალმოლოგიური ცენტრი, სადაც ხდება თვალის სრული კვლევა, დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა.

„რონიკოს“ გუნდზე მსურს გკითხოთ − როგორ აყალიბებს კომპანია გუნდს?

ეს ყველაზე საინტერესო პროცესია. კომპანია თავად ზრდის და ავითარებს გუნდის წევრებს. „რონიკოს“ ბაზაზე შევქმენით სპეციალური სასწავლო ტრენინგ-ცენტრი. ცენტრის კურსები ეფუძნება ლიცენზირებულ პროგრამებს, სასწავლო მოდულებს, რითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველგვყოფენ და ეს მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ოპტომეტრია, ოპტიკა, მომსახურების კულტურა, ბრენდების სტილისტიკა და ისტორია. ხოლო ჩვენი ექიმი-ოფთალმოლოგები მუდმივად გადიან სწავლებებს მხედველობის კორექციის ბოლო ტენდენციებისა და კონტაქტური კორექციის კუთხით. ეს პერმანენტული, უწყვეტი პროცესია, ვინაიდან სამედიცინო სფეროა და მედიცინა, იცით, რომ უსწრაფესი ტემპით ვითარდება. პროფესიულ ცოდნასთან ერთად, აქ მთავარია კომუნიკაციის უნარი და ზუსტი შეგრძნება, ვის როგორ უნდა დაელაპარაკო, რა შესთავაზო, რა ურჩიო. ჩვენი მომხმარებელი ძალიან გემოვნებიანია და ის განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს. 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დავაჯილდოვეთ თანამშრომლები, რომლებიც „რონიკოში“ უკვე 23, 24 წელია მუშაობენ.

დაბოლოს, მაინც რა არის ეს აქსესუარი − სათვალე?

სათვალე ყველასთვის სასურველი სამკაულია! ის გვალამაზებს, განწყობას გვიმაღლებს, გვაბედნიერებს.

 

ასევე გაეცანი

#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის ზაფხულის ქუჩის სტილის ინსპირაცია!
Fashion

#OK! ნანუკა გოგიჩაიშვილის ზაფხულის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

June 2, 2023
#OK! Vilhelm Parfumerie უკვე საქართველოში
Fashion

#OK! Vilhelm Parfumerie უკვე საქართველოში

May 17, 2023
#OK! კატალეა – დახვეწილი დიზაინის ხელნაკეთი სამკაულები
Fashion

#OK! კატალეა – დახვეწილი დიზაინის ხელნაკეთი სამკაულები

May 10, 2023
#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია
Fashion

#OK! სინგაპურის საიუველირო ქარხანა Bioligems უკვე თბილისშია

May 10, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის პირველი გამოჩენა ბროდვეის თეატრში შემდგარი დებიუტის შემდეგ

#OK! 55 წლის პამელა ანდერსონის პირველი გამოჩენა ბროდვეის თეატრში შემდგარი დებიუტის შემდეგ

November 27, 2022
#OK! ჯულია ფოქსის იშიათი გამოჩენა ვაჟიშვილთან ერთად – ვარსკვლავური დედა-შვილი Where The Wild Things Are-ის პერსონაჟების ფორმებით

#OK! ჯულია ფოქსის იშიათი გამოჩენა ვაჟიშვილთან ერთად – ვარსკვლავური დედა-შვილი Where The Wild Things Are-ის პერსონაჟების ფორმებით

November 2, 2022
#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი: 49 წლის ჰაიდი კლუმი და 18 წლის ლენი კლუმი Intimissimi-ის მორიგ ფოტოსესიაში

#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი: 49 წლის ჰაიდი კლუმი და 18 წლის ლენი კლუმი Intimissimi-ის მორიგ ფოტოსესიაში

October 12, 2022
#OK! “90-იანებში მივხვდი, რომ მოდა ძალიან მიყვარდა” – დემნამ “ბალენსიაგას” 2022 წლის PRE-FALL კოლექცია წარადგინა

#OK! “90-იანებში მივხვდი, რომ მოდა ძალიან მიყვარდა” – დემნამ “ბალენსიაგას” 2022 წლის PRE-FALL კოლექცია წარადგინა

December 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Gino Paradise თქვენს ზაფხულს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს: სრულყოფილი დასვენება ქალაქიდან გაუსვლელად

#OK! Gino Paradise თქვენს ზაფხულს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს: სრულყოფილი დასვენება ქალაქიდან გაუსვლელად

June 8, 2023
#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

June 4, 2023
#OK! რა ხდება „თეატრში“?

#OK! რა ხდება „თეატრში“?

June 7, 2023
#OK! მარიკა მაჩიტიძის ქუთაისი

#OK! მარიკა მაჩიტიძის ქუთაისი

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×