• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! ნოდარ სუმბაძის ჰერბარიუმი

May 6, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

როგორ გაჩნდა „იტალიური ეზოების“ ცნება თბილისში?

გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში თბილისში შემოვიდა იტალიური ნეორეალიზმის ფილმები, რომლის რეჟისორებიც იყვნენ ჯუზეპე დესანტისი, ვიტორიო დე სიკა. ისინი აჩვენებდნენ ომის შემდგომი იტალიის ცხოვრებას, რომელიც გარემოთი, ემოციით, გაფენილი სარეცხით, მხიარული ხალხით, თავისი პრობლემებით და ურთიერთობებით, გაოცებით, თბილისური ეზოს ყოველდღიურობას ჰგავდა. ამის შემდეგ თენგიზ აბულაძემ გადაიღო ფილმი „ჩვენი ეზო“, რომელიც განწყობით ძალიან ჰგავდა იმ ფილმებს. სწორედ მას შემდეგ შერჩა იტალიური ეზოების სახელწოდება, რეალურად ნამდვილ თბილისურ ეზოებს.

 

რომელი პერიოდით თარიღდება თბილისის კულტურული ძეგლების არქიტექტურა?

ბურჟუაზიული თბილისის მშენებლობა დაიწყო მეცხრამეტე საუკუნის შუაში. კინტოების თბილისი ნელ-ნელა ქრებოდა − ის, რაც გრიშაშვილის მოგონებებიდან ვიცით. საზოგადოებრივი ნაგებობები და სასახლეები ფაქტობრივად არ გვქონდა შემორჩენილი. იყო მხოლოდ ეკლესიები, აბანოები, ქარვასლები და ბანიანი სახლები. დღეს ძველი თბილისი ასოცირდება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აშენებულ ბურჟუაზიულ თბილისთან − ისეთ უბნებთან, როგორიცაა სოლოლაკი, ჩუღურეთი და მთაწმინდა და ნაწილობრივ ზემო ვერა. თბილისის განვითარებაში გერმანელებს და სომეხ თბილისელ ვაჭრებს დიდი წვლილი მიუძღვით. რა თქმა უნდა, ევროპული რეპლიკებია გადმოტანილი, თუმცა თბილისის არქიტექტურის უნიკალურობა ზუსტად ეს, თითქოსდა წარმოუდგენელი სინთეზია ბაროკოსა და ამპირის, არტ-ნუვოს და კლასიციზმის, გოთიკისა და კონსტრუქტივიზმის, რასაც ემატება შიდა ეზოები და ჩვენი კლიმატისთვის აუცილებელი დიდი აივნები. თუმცა, დღესდღეობით ძალიან ცოტა ორიგინალური შენობაა თბილისში კარგ მდგომარეობაში შემორჩენილი.

 

მე ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაგროვებ თბილისის არქიტექტურული ქსოვილის ერთგვარ ჰერბარიუმს, გამზადებული მაქვს 6 წიგნის ფოტომასალა კოლექციების სახით – მეცხრამეტე საუკუნის შენობების არქიტექტურული ნაწილები, თბილისური სადარბაზოების ფასადები, მოაჯირები, აივნები, და მათი დეტალები, რომლებზეც დაკონკრეტებულია ქუჩები ნომრებითურთ. მაგრამ მათგან მხოლოდ ორი მათგანი დაიბეჭდა კულტურის სამინისტროს მიერ, არც ისე ხარისხიანად. ბევრი შენობისა და მისი დეტალების გადაღება ვერც კი მოვახერხე, რადგან ვერ მოვასწარი − თვალსა და ხელს შუა გამიქრა. თითო სერიაში მინიმუმ 1500 ფოტოა. მინდა არქივად მაინც შემორჩეს ჩვენს ქვეყანას. ეს თბილისისადმი ჩემი პირადი ვალის დაბრუნებისა და მომაკვდავი სილამაზის დაფიქსირების ცდას წარმოადგენს.

 

ერთხელ ფინეთში ვიყავი. მე-19 საუკუნის ეკლესიის ლითონის მოაჯირს მოვკიდე ხელი. პოლიციელი მოვარდა − ეს კულტურის ძეგლია, ხელის შეხება არ შეიძლებაო, ჩვენთან კი მეექვსე საუკუნის ძეგლები ტყეში ნადგურდება.

 

 

რატომ უყვართ საქართველოში განსაკუთრებულად მოდერნი, ანუ „არტ ნუვო“, და გარდა მოდერნისა, რა სტილებია შერწყმული თბილისის არქიტექტურაში?

ეს სტილი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შემოვიდა და აღებულია ევროპული კულტურიდან. ყვავილებითა და მცენარეებით არის დატვირთული, ძალიან ნაზი და ემოციურია. რუსებმა შეარქვეს – „მოდერნი“. ისე, სიტყვა „მოდერნი“ რომ ვთარგმნოთ, „თანამედროვეს“ ნიშნავს. ამ სტილის შენობები თბილისში ძალიან კარგია და მომწონს ძალიან, რადგან ხელოვნებასთან ძალიან ახლოს არის. ჩემი აზრით, არტ-ნუვოს სტილი გარდამავალია არქიტექტურასა და ხელოვნებას შორის. საქართველოში ყველას ძალიან უყვარს ეს სტილი და არავინ არის მის მიმართ გულგრილი.

 

არქიტექტურის ფასადის დიზაინში გამოყენებული ფიგურები ტიტანების, ამურებისა და სხვადასხვა პორტრეტის სახით, პირდაპირი კოპირებით არის წამოღებული ევროპული დიზაინიდან თუ თბილისის სახელოსნოები თავად ქმნიდნენ ამ დეტალებს?

თბილისში ფასადების ფიგურების 3 ან 4 სახელოსნო არსებობდა, არა ქართველების. ეჭვი მეპარება, რომ აქ რაიმე ინტერპრეტაცია იქმნებოდა, ყალიბები ჩამოჰქონდათ და მუშაობდნენ, რადგან თბილისში ძალიან ხშირად მეორდება ერთი და იგივე ფიგურები.

 

როგორ გადავარჩინოთ ის, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩვენს ქვეყანაში?

ძალიან მძიმე მდგომარეობაა ზოგიერთ ქუჩაზე: შენობები გადაწოლილია, მიწა დამჯდარია, შენობების შიგნით მილებს წყალი გასდის და აზიანებს შიდა კედლებს… საერთოდ, მთაწმინდიდან მომავალი მიწისქვეშა წყლები ძალიან ამძიმებს მდგომარეობას და შიგნიდან ალპობს შენობებს. ეს შეუქცევადი პროცესია იმ დროიდან, როდესაც 1921 წელს შეასახლეს უამრავი ადამიანი. მეპატრონეებს ერთი ოთახი დაუტოვეს. ხალხს არ ჰქონდა შიგნით საყოფაცხოვრებო პირობები. შიდა სივრცეების გადაკეთებამ გამოიწვია შენობის დაზიანება. დღეს რომ ეს შენობები სრულფასოვნად აღადგინო, თითოეული ეს ადამიანი საცხოვრებლით უნდა დააკმაყოფილო. ძალიან მძიმე სურათია. როგორც კი იწყება მთლიანი რაიონის აღდგენა, ძალიან შეშინებული ვარ, უამრავი რამ იკარგება… როგორც ამბობენ, ბანაობას ბავშვი გადააყოლესო. ასეთი ამბავია. თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც კოლმეურნეობის მოედანს ეს ქუჩა უერთდება, მშვენიერი კუთხის სახლი იდგა ჩასახვევთან. დაიწყეს მისი დანგრევა. ავტეხე ამბავი და დამამშვიდეს − ნუ გეშინია, წინა ფასადი დარჩებაო. მერე ის წინა ფასადიც მოანგრიეს − თქვეს, ვერ გაქაჩაო… შესაბამისად, კოლმეურნეობის რაიონი გამოვიდა უსახური, დაკარგა თავისი სახე, დაკარგა სიცოცხლე. არადა, თბილისის ღირებულება სწორედ ამ ეშხშია. ამის გამო უყვართ და ამიტომ სტუმრობენ.

 

ჩემი აზრით, სახელმწიფოს გარდა, იქნებ ჩამოყალიბდეს პატარ-პატარა ორგანიზაციები, რომლებიც უფრო მოქნილი იქნება, რომლებიც მოიძიებენ დაფინანსებას და ერთმანეთთან შეთანხმებულად იმუშავებენ სხვადასხვა პროექტზე ძველი თბილისის გადასარჩენად.

 

ტექსტი: ირმა შარიქაძე

ასევე გაეცანი

#OK! „ჩემი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის პი­რად ამ­ბებს უკავ­შირ­დე­ბა“ – ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილი ინტერვიუ
Uncategorized

#OK! „ჩემი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის პი­რად ამ­ბებს უკავ­შირ­დე­ბა“ – ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილი ინტერვიუ

February 28, 2023
#OK! მონიკა ბელუჩის თვალისმომჭრელი გამოჩენა Cesar-ის კინოფესტივალზე
Uncategorized

#OK! მონიკა ბელუჩის თვალისმომჭრელი გამოჩენა Cesar-ის კინოფესტივალზე

February 25, 2023
#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც თევზების ნიშნის ქვეშ არის დაბადებული
OK! News

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც თევზების ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

February 22, 2023
OK! წმ. ვალენტინის ისტორია
Uncategorized

OK! წმ. ვალენტინის ისტორია

February 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! იყიდე ქართული – ხარისხიანი, სანდო და გემრიელი რძის ნაწარმი „სანტესგან“

#OK! იყიდე ქართული – ხარისხიანი, სანდო და გემრიელი რძის ნაწარმი „სანტესგან“

May 2, 2022
#OK! ირინა შეიკის ფენომენალური გამოსვლა Thierry Mugler-ის ჩვენებაზე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში

#OK! ირინა შეიკის ფენომენალური გამოსვლა Thierry Mugler-ის ჩვენებაზე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში

February 1, 2023
#OK! “არ იცის კამერებთან მუშაობა, აქვს არაფრისმთქმელი გამოხედვა და ნეპოტიზმით მოპოვებული კონტრაქტები” – რატომ გააკრიტიკეს კენდალ ჯენერი

#OK! “არ იცის კამერებთან მუშაობა, აქვს არაფრისმთქმელი გამოხედვა და ნეპოტიზმით მოპოვებული კონტრაქტები” – რატომ გააკრიტიკეს კენდალ ჯენერი

January 24, 2023
#OK! დემნა გვასალიას “მოდის ოსკარად” წოდებული CFDA-ის ჯილდო გადაეცა (ვიდეო)

#OK! დემნა გვასალიას “მოდის ოსკარად” წოდებული CFDA-ის ჯილდო გადაეცა (ვიდეო)

November 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “5 წესი, რომელიც ჩვენს სახლში მოქმედებს და ყველა უნდა დაემორჩილოს” – მადონა

#OK! “5 წესი, რომელიც ჩვენს სახლში მოქმედებს და ყველა უნდა დაემორჩილოს” – მადონა

March 20, 2023
#OK! ჯერემი სკოტი Moschino-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებს

#OK! ჯერემი სკოტი Moschino-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებს

March 21, 2023
#OK! კრის ჯენერი ნერვიულობს, რომ კაილი ფულს ძალიან სწრაფად ხარჯავს

#OK! კრის ჯენერი ნერვიულობს, რომ კაილი ფულს ძალიან სწრაფად ხარჯავს

March 21, 2023
#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

March 23, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×