• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ლუიზა ჩალათაშვილის ფოტოსამყარო

May 6, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის გამორჩეულ ხელწერას თითქმის ყველა ცნობს, ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ფოტოგრაფია. რთულია, ვერ ამოიცნო მისი სადა, დახვეწილი ესთეტიკა, ფერების მშვიდი კომბინაცია და სიმეტრიული ბალანსი, რომელიც ლუიზას ყველა ნამუშევარს ახასიათებს. როგორი ემოცია მოჰგვარა ფოტოგრაფს წლების წინ პროფესიულად გადაღებულმა პირველმა ფოტომ, როგორ შეუყვარდა ფირი ერთი კადრით და რამდენად ჰგავს თავის ნამუშევრებს − ამ შეკითხვებზე ლუიზა ჩალათაშვილის პასუხებს OK!-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

ლუიზა, გაიხსენეთ პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან „ბოკეში“. როგორი განცდები მოიტანა პირველმა გამოცდილებამ, თქვენ მიერ პირველად გადაღებულმა კადრებმა? ეს უკვე წლების წინ იყო, თუმცა, ალბათ, იმდენად ემოციური იქნებოდა, რომ ის განცდა ახლაც ცოცხალია. ასეა?

დიახ, „ბოკესთანაა“ დაკავშირებული ჩემი ფოტოგრაფიით დაინტერესება, უპირველესად კი მამასთან, რომელიც ასევე გატაცებული იყო ფოტოხელოვნებით. მახსოვს, „ბოკეზე“ დავათვალიერე ფოტოები, დავრეგისტრირდი და გავიცანი ადამიანები, რომლებიც ძალიან მომეწონა. მოვხვდი თავისუფალ, გახსნილ გარემოში, ისეთი სილაღე ვიგრძენი, რომელიც მანამდე არ განმეცადა და მეც მომინდა გადაღება. კარგად მახსოვს პირველი ფოტოს გადაღებასთან დაკავშირებული ემოცია, რომელიც მაშინ დღის ფოტოდ აღიარეს „ბოკეზე“. ეს იყო სამი ბავშვის პორტრეტი, რომლებიც ქუჩაში შემთხვევით შემხვდნენ და გადავიღე. ეს ფოტო, რომელიც, სამწუხაროდ, ახლა აღარ მაქვს − წამეშალა, ტექნიკურად ნამდვილად ვერ იქნებოდა გამართული, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავი, მგრძნობიარე კადრი იყო, ბავშვების ბუნებრივი ემოცია გახლდათ აღბეჭდილი. ალბათ, წამახალისეს კიდეც „ბოკეზე“, შემაქეს და ეს ძალიან გამიხარდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყოველთვის უდიდესი დატვირთვა აქვს უკუკავშირს. ამან გამიჩინა მოტივაცია, რომ დამეწყო გადაღება. რაც შეეხება ფირით გადაღების დაწყებას, რამაც ერთგვარად ჩემი ხელწერა განსაზღვრა, პირველი ფოტო ფირზე საგარეჯოში გადავიღე. მამამ ფირის კამერა მათხოვა და პორტრეტი გადავუღე ჩემს მეგობარს, რომელიც ჩამავალი მზის ფონზე მწვანე ჯიხურთან იდგა. ფოტო რომ დავასკანერე, პირდაპირ, ცხადად დავინახე შედეგი. უშუალოდ ფოტო არ იყო განსაკუთრებული, მაგრამ გამორჩეული სიღრმე, ემოცია მოჰქონდა. ეს გახლდათ ერთი ნახვით შეყვარება ფირზე და იმ დღის შემდეგ ციფრული აპარატი აღარც ამიღია ხელში. იმ ფოტოთი დავინახე ფირისა და ფოტოგრაფიის მთავარი დანიშნულება.

 

თქვენი, როგორც პროფესიონალის, ყველაზე დიდი გამოწვევა გაიხსენეთ. სირთულე, დილემა, შემოქმედებითი ამოცანა, რომელიც წინ დაგხვდათ და წარმატებით გაუმკლავდით.

ფოტოგრაფია თავისთავად, ბუნებრივად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. თავიდან გართობის, ჰობის დონეზე, ხოლო შემდეგ ინერციით გადაიქცა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად. სრულიად ბუნებრივი პროცესი იყო ჩემი ფოტოგრაფიაში ჩართვა და განვითარება. ამან იმდენი სიამოვნება მომიტანა, რომ ვერ ვაკავშირებ დაბრკოლებებთან და სირთულესთან. ეს განსაკუთრებით ეხება პირველ 10 წელიწადს, რომელიც მედიტაციას უფრო ჰგავდა. არ მახსენდება სირთულეები. იყო ერთი-ორი შემთხვევა, როცა ფირი გამიფუჭდა, მაგრამ სტრესულად არც ეს მახსენდება.

 

 

მარცხზეც ვისაუბროთ. ალბათ, არ არსებობს წარმატებული ადამიანის გზა მარცხის გარეშე. ასეა? თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

2015 წელს სოციალურ ქსელში დიდ ინტერესს გამოხატავდნენ ჩემი ფოტოების მიმართ და ყველა მეკითხებოდა, რატომ არ ვიღებდი კომერციულ პროექტებს. მე იურისტი ვარ და საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, რომლის რუტინამ და სისტემამ ძალიან დამღალა და პროტესტის გრძნობა გამიჩინა. მუდამ მქონდა განცდა, რომ არ ვაკეთებდი ჩემს საქმეს, თავისუფლება მქონდა შეზღუდული და ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ბოლოს გადავწყვიტე წამოვსულიყავი ამ სამსახურიდან და კომერციული პროექტების კეთება დამეწყო. 2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, პანდემიის პირველი ტალღის აპრილის თვის გარდა, არც ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ ძალიან დატვირთული არ ვყოფილიყავი პროექტებით. მარცხს რაც შეეხება, მახსენდება, როცა კომერციული პროექტების კეთება დავიწყე, შემომთავაზეს და გადავიღე ერთ-ერთი დიზაინერის კატალოგი (LOOK BOOK). ნამუშევარი რომ გავშიფრე და გავაანალიზე, მივხვდი, რომ ის არ იყო, რაც უნდა გამოსულიყო და რაც დაგეგმილი გვქონდა. სულ სხვაა, როცა შენი გემოვნებით იღებ და სხვა საქმეა, როცა კრიტერიუმები, სტანდარტი უნდა დააკმაყოფილო ფოტოების მხატვრული მხარის გარდა. ეს გარკვეულწილად მარცხი იყო და მე არ ვიყავი მიჩვეული იმ ფაქტს, რომ რაღაც არ გამომდიოდა. ასეთ დროს თვალი თავად ამჩნევს ხარვეზებს. ტექნიკური ცოდნა არ მქონდა, მაგრამ ბევრი მცდელობის შემდეგ, ჩემით მივედი სასურველ შედეგამდე.

 

მახსენდება ინტერიერის გადაღების პროექტიც, როცა ასევე ვერ დავაკმაყოფილე სტანდარტი. მაშინ დამისვეს და ამიხსნეს − მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოსწონდათ ჩემი ნამუშევარი, ის ინტერიერის ფოტოგრაფიის სტანდარტს არ აკმაყოფილებდა. ამიხსნეს, რა მქონდა გამოსასწორებელი, რომელიც ასე, მუშაობის პროცესში ვისწავლე. ახლა უკვე მსგავსი სახის საკმაოდ ბევრი ფოტოსესია მაქვს გაკეთებული. ასეთი მარცხები აუცილებელია იმისათვის, რომ პროფესიულად განვითარდე და ტექნიკურადაც დაიხვეწო. სხვანაირად ვერ წახვალ წინ, მე ასე მგონია.

 

სხვათა შორის, რაც მეტს ვმუშაობ და ვიღებ, ეს პროცესი სულაც არ მარტივდება, რადგან მე თვითონ ვუწესებ საკუთარ თავს კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს. არასდროს მომწონს ჩემი გადაღებული ფოტოები და როცა ვუღრმავდები, ვხვდები, რამდენად რთულია ფოტოგრაფია. სულ სხვაა, ვიდრე ის, რაც თავიდან წარმომედგინა. ძალიან საინტერესო და უდიდესი სიამოვნების მომტანი პროცესია.

 

თქვენ თავად რომელი ფოტოგრაფების თაყვანისმცემელი ხართ და რატომ? რა ნიშნით მოგწონთ ისინი?

ძალიან ბევრი ფოტოგრაფის ნამუშევრების დათვალიერება მიყვარს. ქართველებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი გიორგი ნაკაშიძეს − გაოგნებული ვარ, იმდენად განსხვავებული ხელწერა აქვს. უცხოელ ფოტოგრაფებს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრი მათგანი მომწონს. ფოტოგრაფი სულაც არ უნდა იყოს ახლოს ჩემს ესთეტიკასთან, რომ მომწონდეს. პირიქით − ისეთი ადამიანების ნამუშევრები უფრო მიტაცებს, რომლებიც ჩემგან რადიკალურად განსხვავებულად იღებენ და აკეთებენ იმას, რასაც მე ვერ ვაკეთებ. ასეთი ხელოვანები სხვანაირად მაჩვენებენ სამყაროს. ყოველ ჯერზე გაოცებული ვარ იმ რეალობით, რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი სახის ხედვა არსებობს. ერთსა და იმავე ნივთს ერთ გარემოში ყველა ფოტოგრაფი სხვადასხვანაირად გადაიღებს. რა საოცარია, როცა ყველა განსხვავებულად ვხედავთ და აღვიქვამთ.

 

 

თქვენი ფოტოები ყოველთვის გამორჩეულია ავტორის ხელწერით, ნიშით − ფირზე აღბეჭდილი ფერების მშვიდი, მოწესრიგებული კომბინაცია, დაბალანსებული ემოციები, სისადავე და ფიქრის გაშლის შესაძლებლობა… შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენი ხელოვნება თქვენსავე თვისებებისა და შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა? როგორი ადამიანია ლუიზა ჩალათაშვილი?

ზოგადად, აბსოლუტურად მჯერა, რომ ადამიანის შემოქმედებითი პროცესი მისი თვითგამოხატვის ფორმა და მისი შინაგანი სამყაროს ასახვაა. ალბათ ჩემი ნამუშევრების გავლენით, ხშირად მეუბნებიან, რა მშვიდი ხარო. მე საერთოდ არ მეჩვენება, რომ მშვიდი და მოწესრიგებული ვარ. პირიქით − მგონია, რომ მუდამ ქაოსია ჩემ ირგვლივ. მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ისევ მოსაწესრიგებელი და დასალაგებელი მაქვს. ზოგადად, მუდმივად მეტი შინაგანი სიმშვიდისკენ მივილტვი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გზაში ვარ და არ მივსულვარ იდეალურ ნიშნულთან. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორია ლუიზა.

ფოტოგრაფიის გარდა, გიტაცებთ რომელიღაც სხვა დარგიც? თუნდაც სამოყვარულო დონეზე…

პირდაპირ რომ გითხრათ, დრო არ მაქვს, რაიმე სხვას დავუთმო, ჩემი შვილისა და ფოტოგრაფიის გარდა. თუმცა ძალიან მიყვარს კულინარია და მასზე ყველანაირ შოუს, გადაცემას და ვიდეოს ვუყურებ. საკმაოდ გათვითცნობიერებული ვარ ამ სფეროში, ვიცი ყველა ცნობილი შეფმზარეული და ა.შ. თუმცა, მე საერთოდ არაფერს ვაკეთებ სამზარეულოში.

 

ასევე მიყვარს ნივთების დიზაინი, მაგრამ ესეც თვალიერების დონეზე. მე პირადად არაფერს ვაკეთებ, ფოტოგრაფიის გარდა. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფია ჰობის გარდა შემოსავლის წყაროდაც გადავაქციე და დაკვეთებს ვასრულებ, გამიჩნდა სურვილი, რომ რაიმე სხვა საქმეც გამოვიძებნო, ახალი ჰობი, მაგრამ სამწუხაროდ, ამის დრო არ მაქვს.

 

დასასრულისკენ, თქვენი ყველაზე დიდი სურვილი გაგვიმხილეთ…

ყველაზე დიდი სურვილია, მოვიპოვო იმდენი თავისუფლება, რომ გადავიღო მხოლოდ ის, რაც მე მინდა და როცა მომინდება. ან გავაკეთო მხოლოდ ის დაკვეთილი პროექტები, რომელიც მომეწონება და ჩემთან ახლოს იქნება. არ მინდა მქონდეს ამდენი ვალდებულება. აი, ასეთი ყოფითი სურვილი მაქვს. მენატრება დრო, როცა მხოლოდ ჩემთვის ვიღებდი.

 

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ მომღერალ ელენე მიქიაშვილთან

#OK! ინტერვიუ მომღერალ ელენე მიქიაშვილთან

August 2, 2021
#OK! 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ სოფია ბზეკალავასთან

#OK! 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ სოფია ბზეკალავასთან

December 28, 2021
#OK! „არავინ იცის ჩემი ნამდვილი ისტორია“ – ჯენიფერ ენისტონის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „არავინ იცის ჩემი ნამდვილი ისტორია“ – ჯენიფერ ენისტონის გულახდილი ინტერვიუ

October 19, 2025
#OK! კენდალ ჯენერი FWRD-ის ახალ ფოტოსესიაში

#OK! კენდალ ჯენერი FWRD-ის ახალ ფოტოსესიაში

May 18, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

#OK! „არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად, თავის დაცვა შემიძლია“ – ბექჰემების დრამა გრძელდება

January 21, 2026
#OK! განძი ყინულის ქვეშ – რით არის გრენლანდია ასე მიმზიდველი მსოფლიოსთვის

#OK! განძი ყინულის ქვეშ – რით არის გრენლანდია ასე მიმზიდველი მსოფლიოსთვის

January 16, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

January 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები