• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! იყავით გამორჩეული KEMKHADZE-სთან ერთად

April 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ტანსაცმლის ქართული ბრენდი Kemkhadze რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ხარისხიანი ტანისამოსი. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა, ანი ქემხაძემ ჟურნალ OK!-ისთან საუბრისას აღნიშნა, თავდაპირველად, ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ჰობი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გადაწყვიტა სერიოზულად მოეკიდა ხელი ბრენდის ჩამოყალიბებისთვის და შედეგმაც არ დააყოვნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ანი თავად უამბობს ჩვენს მკითხველს.

რამდენი ხანია, რაც ბრენდი ბაზარზე გამოჩნდა და როგორ დაიბადა იდეა?

იდეა კონკრეტულ მომენტში არ გაჩენილა, რადგან დედაჩემის ჰობი იყო ტანსაცმლის შეკერვა, გადაკეთება, დიზაინის შექმნა, ამიტომ ბავშვობაშიც ხშირად მეცვა მისი შეკერილი ტანსაცმელი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობდა გარშემომყოფების მხრიდან. ჩემთვისაც ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო ახალი პროდუქტის მოფიქრება, სხვადასხვა ნივთის გადაკეთება და მათთვის ახალი იერსახის მიცემა. მაგრამ არასოდეს მიფიქრია პროფესიულად დაუფლებაზე და ამ ჰობის განვითარებაზე.

საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი და მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, გამიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო, ამიტომ მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა უბრალოდ საცდელი კოლექცია ქართველი დამწყები დიზაინერების მაღაზიისთვის. სიმართლე გითხრათ, მაშინვე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან ხარისხმაც და დიზაინმაც. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკვეთა მივიღეთ. გაჩნდა მოთხოვნა მეტი სიახლის შეთავაზებასა და კოლექციის განახლებაზე.

 

 

როგორი იყო ბრენდის განვითარების ეტაპები?

2014 წლიდან დავიწყეთ აღნიშნულ მაღაზიასთან თანამშრომლობა და პანდემიამდე სტაბილურად გრძელდებოდა ეს პროცესი, თუმცა ვინაიდან ყველაფერი ონლაინპლატფორმაზე გადავიდა, ამან ბიძგი მისცა Kemkhadze-ის, როგორც ბრენდის, დამოუკიდებლად განვითარებას.

მარტივად გადავეწყვეთ ონლაინრეჟიმში მუშაობაზე და ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ეს ჩვენი ბრენდის განვითარებისთვის. საზოგადოება მიეჩვია ონლაინშოპებს, რაც მანამდე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. Facebook და Instagram-გვერდები 2014 წლიდან მოყოლებული მუდამ გვქონდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, რაც გამოწერები უფრო მოთხოვნადი გახდა, ჩვენც გავააქტიურეთ საკუთარი სოციალური ქსელები − დავიწყეთ რეკლამირება, კოლექციების განახლება, გადაღებები. მცირე რესურსებით ძალიან დიდ შედეგს მივაღწიეთ.

რა მიგაჩნიათ ბრენდის უპირატესობად?

უპირატესობაა ის, რომ ჩვენთან წარმოდგენილია თავისუფალი მოდელები და ყველა პროპორციის ადამიანს შეუძლია მოირგოს Kemkhadze-ის სამოსი. ჩვენი პროდუქცია გათვლილია თინეიჯერებზეც და შუახნის ქალბატონებისთვისაც. კოლექცია გამოირჩევა მკვეთრი ფერების შეხამებით, სხვადასხვა კონტურული პრინტით, მბზინავი და ხავერდის აპლიკაციებით.

კიდევ ერთი უპირატესობა პროდუქციის ჩაბარების მოკლე ვადებია, რომელიც 2-3 დღეს მოიცავს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ დროის განმავლობაში მიიღოს მომხმარებელმა ჩვენთან შეკვეთილი სამოსი.

გვესაუბრეთ ხარისხზე.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქსოვილის ხარისხი, ასევე ის, თუ როგორაა შეკერილი სამოსი. ჩვენ თავდაპირველად ყოველთვის საცდელ ნიმუშებს ვქმნით, რომლებიც გადის ყველა იმ პროცესს, რომელსაც მომხმარებლის ხელში გაივლის. მაგალითად, რეცხვა, გაუთოვება, ხარისხის შენარჩუნება. თითოეული ამ პროცესის გავლის შემდეგ, პროდუქციას გასაყიდად ვუშვებთ. ამ მიდგომით კიდევ უფრო მეტად ვუჩენთ მომხმარებლებს ჩვენი ბრენდის მიმართ ნდობას.

მომხმარებლის აზრსა და რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, ყველა მათგანს ვეკითხებით, როგორ მოსწონთ მიღებული პროდუქცია და რას შეცვლიდნენ მასში.

სამომავლო გეგმები.

ამ ეტაპზე მოკლევადიანი გეგმები გვაქვს, რაც მოიცავს გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შექმნას. ასევე, ვგეგმავთ ახალ აქტივობებს მარკეტინგის მიმართულებით, გადაღებებს. გრძელვადიანი მიზანია, ჩვენი მცირე ბიზნესის განვითარება, მომხმარებლის სეგმენტის გაფართოება, მრავალფეროვანი კოლექციის შექმნა. შესაძლოა, დავამატოთ მამაკაცის ხაზი.

 

FB: Kemkhadze

Instagram: kemkhadzee

Tel: 558 25 35 20

ასევე გაეცანი

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით
Fashion

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით

March 15, 2023
#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან
Fashion

#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან

March 3, 2023
#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე
Fashion

#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე

March 17, 2023
#OK! ლიკუნა ხაჭაპურიძის სტილი მილანის მოდის კვირეულზე – იხილეთ მოდელის ფოტოები
Fashion

#OK! ლიკუნა ხაჭაპურიძის სტილი მილანის მოდის კვირეულზე – იხილეთ მოდელის ფოტოები

February 26, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! “შესანიშნავი ხერხია პატარებს ბავშვობა წაართვა” – კენდალ ჯენერის” – კენდალ ჯენერის ჰელოუინის კოსტიუმი კრიტიკის ობიექტი გახდა

#OK! “შესანიშნავი ხერხია პატარებს ბავშვობა წაართვა” – კენდალ ჯენერის” – კენდალ ჯენერის ჰელოუინის კოსტიუმი კრიტიკის ობიექტი გახდა

November 8, 2022
#OK! ინტერვიუ მაშა ეფროსინინასთან

#OK! ინტერვიუ მაშა ეფროსინინასთან

March 31, 2022
#OK! მარტივი დესერტი ნიკუშა მანაგაძესგან

#OK! მარტივი დესერტი ნიკუშა მანაგაძესგან

October 1, 2021
#OK! ჯეისონ სტეტჰემის იშვიათი გამოჩენა: მსახიობი დროს მეგობრებთან ერთად ატარებს!

#OK! ჯეისონ სტეტჰემის იშვიათი გამოჩენა: მსახიობი დროს მეგობრებთან ერთად ატარებს!

May 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 92 წლის რუპერტ მერდოკი ოჯახს მეხუთედ ქმნის – ვინ არის მედიამაგნატის რჩეული?

#OK! 92 წლის რუპერტ მერდოკი ოჯახს მეხუთედ ქმნის – ვინ არის მედიამაგნატის რჩეული?

March 21, 2023
#OK! გიორგი გიგაშვილი Classic FM-ის 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელდა

#OK! გიორგი გიგაშვილი Classic FM-ის 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელდა

March 24, 2023
#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!

#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!

March 24, 2023
#OK! “რატომ ამსგავსებენ კენდალ ჯენერს მონიკა ბელუჩის” – ამერიკელი მოდელის ახალი ფოტოები

#OK! “რატომ ამსგავსებენ კენდალ ჯენერს მონიკა ბელუჩის” – ამერიკელი მოდელის ახალი ფოტოები

March 24, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×