• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ავერსის კლინიკა ადგილი, სადაც გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ხორციელდება

May 8, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

21-ე საუკუნეში ქალბატონების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას კვლავ წარმოადგენს ონკო-გინეკოლოგიური დაავადებები. „ავერსის კლინიკა“ ამ პათოლოგიების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა. „ავერსის კლინიკა“ პირველია, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა ლაპაროსკოპიული ე.წ. ICG-კონტრასტირების მეთოდი ონკოლოგიურ პაციენტებში. კლინიკაში ასევე ხორციელდება მეტად რთული დაავადების − საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის სრულფასოვანი გამოკვლევა და მკურნალობა. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა აღნიშნული კლინიკის ონკო-გინეკოლოგს, ქირურგ მარიკა ჯაფარიძეს.

მარიკა, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მე გახლავართ ონკო-გინეკოლოგი, ქირურგი. „ავერსის კლინიკაში“ ვმუშაობ გახსნის დღიდან, უკვე 10 წელზე მეტია. ჩვენს განყოფილებაში ქირურგიული ჩარევა უტარდებათ პაციენტებს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ონკოლოგიური პათოლოგიებით.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელია ყველაზე ვერაგი ონკოლოგიური პათოლოგია გინეკოლოგიაში?

უსათუოდ საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე, ვინაიდან ამ პათოლოგიის დროს პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას (დაახლოებით 85%-ს) ჩივილი არ აქვს დაავადების საწყის სტადიაზე. როგორც წესი, პაციენტი კლინიკას მიმართავს ჩივილით მუცლის შებერილობაზე და ექოსკოპიურად დგინდება მუცელში სითხის არსებობა (ასციტი). სამწუხაროდ, ასციტი მიუთითებს დაავადების მუცლის ღრუში გავრცელებაზე, და მოითხოვს მასშტაბურ ქირურგიულ ჩარევას. დაავადების კეთილსაიმედო გამოსავლისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს ხარისხიანად ჩატარებულ ოპერაციას, რაც გულისხმობს დაავადების არა მარტო პირველადი წყაროს (საკვერცხე, საშვილოსნო), არამედ მუცლის ღრუში გავრცელებული მეტასტაზების სრულად ამოკვეთას, ანუ ციტორედუქციას (პერიტონეუმის და ბადექონის ამოკვეთა, საჭიროებისამებრ, აპენდექტომია, ელენთის ამოკვეთა, ა.შ.). სიმსივნის კერების სრულფასოვანი ამოკვეთა გადამწყვეტია დაავადების პროგნოზისთვის. საკვერცხის კიბო, რადიკალური ქირურგიული ჩარევისა და კვალიფიციური ონკოქირურგიის გარდა, მოითხოვს მულტიდისციპლინურ მიდგომას. პაციენტის დიაგნოსტირებასა და ოპერაციის შემდგომ მართვაში ჩართულია კლინიკური ონკოლოგი, რადიოლოგი, თანამედროვე რეანიმაცია-ინტენსიური განყოფილებები, მორფოლოგი. სწორედ ასეთი მულტიდისციპლინური მიდგომა განაპირობებს წარმატებულ შედეგს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები საკვერცხის კიბოს დიაგნოზით ქირურგიულ ჩარევას იტარებდნენ სათანადოდ სპეციალიზებულ და კვალიფიციურ კლინიკაში.

 

 

თქვენ სწავლობდით ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტში იტალიაში, ასევე, საფრანგეთში, სადაც ეზიარეთ თანამედროვე ქირურგიულ მიდგომებს. გვიამბეთ იმ მეთოდებზე, რომლებიც გამოიყენება ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს.

თანამედროვე მიდგომების ხსენებისას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ლაპაროსკოპიულ მეთოდს, რომელიც დღეისათვის აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიაშიც. კერძოდ, ენდომეტრიუმის კიბოსა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის საწყის სტადიებზე, ოპერაციების აბსოლუტური უმრავლესობის ჩატარება შესაძლებელია ლაპაროსკოპიული მეთოდით. ლაპაროსკოპია უზრუნველყოფს მცირე მენჯისა და ლიმფური კვანძების უკეთეს ხილვადობას ოპერაციის დროს, ნაკლებ სისხლდანაკარგს, ნაკლებტრავმულობას. შესაბამისად, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნაკლებია ტკივილი, სწრაფია რეაბილიტაცია. რადიკალური ქირურგიის მიუხედავად, პაციენტები ლაპაროსკოპიული ჩარევიდან მეორე დღეს უკვე აქტიურად გადაადგილდებიან და რამდენიმე დღეში ეწერებიან ბინაზე. 21-ე საუკუნეში საშვილოსნოს კიბო აღარ ასოცირდება მუცელზე დიდ განაკვეთთან. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება „ავერსის კლინიკაშიც“.

„ავერსის კლინიკა“ პირველი იყო, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა ლაპაროსკოპიული ე.წ. ICG-კონტრასტირების მეთოდი. მოგვიყევით ამ მეთოდის შესახებ.

ეს მეთოდი ე.წ. ოქროს სტანდარტია მსოფლიოში და გამოიყენება ენდომეტრიუმისა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს მცირე მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთისას. ICG გახლავთ კონტრასტი, რომელიც ოპერაციის დაწყებისას შეგვყავს პაციენტის ორგანიზმში. იგი გაივლის სიმსივნის ლიმფურ გზას და ზუსტად გამოავლენს ე.წ. მოდარაჯე ლიმფურ კვანძებს, სადაც ვეძებთ მეტასტაზებს. ამ კვანძების დამიზნებით ამოკვეთა ამცირებს ოპერაციის მასშტაბს, ტრავმულობას და ზრდის ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზის სიზუსტეს. კონტრასტი აბსოლუტურად უვნებელია ორგანიზმისთვის და ოპერაციის მსვლელობისას გამოვლინდება ფერადი ფლუორესცენტული ნათებით სპეციფიკური ლაპაროსკოპიული აპარატურის საშუალებით.

რას ურჩევდით თქვენს პაციენტებსა და ჩვენს მკითხველს?

21-ე საუკუნეში შესაძლებელია გინეკოლოგიურ ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობის თავიდან აცილება ან მათი ადრეულ სტადიებზე დიაგნოსტირება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირია პაციენტების მომართვიანობა სიმსივნის შორს წასულ სტადიებზე. ამდენად, ყველა ქალს ვურჩევდი, ყოველწლიურად ჩაიტარონ მცირე მენჯის ექოსკოპიური კვლევა საკვერცხის კისტის თუ სხვა პათოლოგიის გამოსავლენად, გაიარონ გინეკოლოგიური გასინჯვა, საჭიროებისამებრ ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის Pap-ტესტი და კოლპოსკოპია.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
Health & Beauty

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

March 23, 2023
#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა
Health & Beauty

#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა

March 21, 2023
#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა
Fashion News

#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა

March 15, 2023
#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან
Health & Beauty

#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! შორენა ბეგაშვილი და ლუკ ევანსი, რომში, ერთ სასტუმროში ისვენებენ

#OK! შორენა ბეგაშვილი და ლუკ ევანსი, რომში, ერთ სასტუმროში ისვენებენ

March 16, 2023
#OK! სალვადორ დალის ყველაზე პოპულარული ნახატები და გამონათქვამები!

#OK! სალვადორ დალის ყველაზე პოპულარული ნახატები და გამონათქვამები!

May 11, 2021
#OK! ავერსის კლინიკა ადგილი, სადაც გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ხორციელდება

#OK! ავერსის კლინიკა ადგილი, სადაც გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ხორციელდება

May 8, 2021
#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია

September 12, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სელენა გომესი და ზეინ მალიკი ერთმანეთს ხვდებიან

#OK! სელენა გომესი და ზეინ მალიკი ერთმანეთს ხვდებიან

March 26, 2023
#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!

#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!

March 24, 2023
#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

March 26, 2023
#OK! დათო ტურაშვილი საავადმყოფოში სტენოკარდიული შეტევის გამო გადაიყვანეს – ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია

#OK! დათო ტურაშვილი საავადმყოფოში სტენოკარდიული შეტევის გამო გადაიყვანეს – ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია

March 20, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×