ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი, 24-საათიანი სტომატოლოგიური მომსახურება
დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამედიცინო სამყაროში სტომატოლოგია განიცდის ტექნოლოგიურ და კვლევით პროგრესს, რაც პირდაპირ აისახება პაციენტთა ჯანმრთელობაზე, კომფორტსა და კმაყოფილებაზე. სწორედ ამ მიზნების საფუძველზე შეიქმნა ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი GAD – ინოვაციური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მულტიფუნქციური კლინიკა, რომელიც თანამედროვე ამერიკულ სტანდარტებს და კვლევით პოტენციალს აერთიანებს . ჟურნალი „OK! ქუთაისი“ ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრის შესახებ უფრო დეტალურად გიამბობთ.
ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრის ხედვებზე, მისიასა და ღირებულებებზე გვესაუბრება მულტიფუნქციური კლინიკის დამფუძნებელი, სტომატოლოგიური სფეროს ინოვატორი, ექიმი-სტომატოლოგი, ანა შარვაძე. ექიმს, რომელსაც სტომატოლოგიაში პრაქტიკული გამოცდილება, სამეცნიერო ხედვა და ჰუმანური მისია აერთიანებს, მიზანი ჰქონდა შეექმნა სივრცე, რომელიც დააკავშირებდა ქართულ პროფესიონალიზმს და ამერიკულ სტანდარტებს სტომატოლოგიაში. ამ ხედვით გაჩნდა ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი – მულტიფუნქციური კლინიკა, რომელიც არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ცოდნის განვითარებასაც ემსახურება. განათლება, მრავალწლიანი პროფესიული კარიერა და სამედიცინო ეთიკისადმი ერთგულება იყო საფუძველი იმ სივრცის შექმნისა, სადაც პაციენტის საჭიროებები და სამეცნიერო მიღწევები ჰარმონიაშია. ის მრავალი წლის გამოცდილების მქონე სტომატოლოგია და საქართველოსა და ამერიკის სტომატოლოგიური სფეროს სინთეზის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ამერიკაში მიღებულმა პრაქტიკულმა და თეორიულმა ცოდნამ ანას საშუალება მისცა, შეექმნა ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კვლევაზე დაფუძნებულ მიდგომასა და პაციენტზე მორგებულ მომსახურებას.
„ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ სტომატოლოგიური კლინიკის შექმნა, არამედ სივრცის, სადაც მეცნიერება, ხელოვნება და ჰუმანურობა ერთიანდება. სწორედ ამიტომ ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი პაციენტს სთავაზობს სრულყოფილ სერვისებს, დაწყებული პროფილაქტიკიდან – კომპლექსურ რეაბილიტაციამდე“, – OK! -სთან საუბრისას აღნიშნავს ანა შარვაძე.
ქართულ ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრის მისიაა:
- პაციენტებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება.
- დავნერგოთ ინოვაციური მკურნალობის მეთოდები, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
- ამიერკავკასიაში პირველად დავნერგოთ დღემდე არარსებული მოძრავი სტომატოლოგიური კლინიკა მათთვის, ვისაც რეგიონში ცხოვრება ან ფიზიკური მდგომარეობა თვითონ კლინიკაში ვიზიტის საშუალებას არ აძლევს.
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი სტომატოლოგია არ იყოს ფუფუნება – ამიტომ ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც სჭირდება.
- აქტიურად დავნერგოთ დაზღვევით სარგებლობის სისტემა, რათა პაციენტებისთვის მომსახურება კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს.
- ჩვენი კლინიკის პროფესიონალმა ექიმმა გაგიწიოთ 24-საათიან რეჟიმში სატელეფონო კონსულტაცია არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
- შემოგთავაზოთ მომსახურება, რომელიც არ გალოდინებთ კლინიკაში ვიზიტის დროს, რადგან ზუსტი დრო და ხარისხი ეს არის ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრის სტანდარტი.
კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმების გუნდით, რომლებიც არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან, არამედ მუდმივად ეცნობიან თანამედროვე სტომატოლოგიის სიახლეებს, მონაწილეობენ საერთაშორისო ტრენინგებსა და კონფერენციებში. ჩვენი კლინიკის მთავარი ღირებულება ადამიანები არიან – გამოცდილი, ზრუნვაზე ორიენტირებული და მაღალკვალიფიციური სტომატოლოგები, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ: შექმნან არა მხოლოდ ჯანმრთელი ღიმილი, არამედ დადებითი გამოცდილება თითოეული ვიზიტისას.
უახლესი ტექნოლოგიები და სამედიცინო სერვისები:
ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი გთავაზობთ ულტრათანამედროვე აპარატურით, მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურებებს შემდეგ განყოფილებებში:
თერაპიული განყოფილება ჩვენს კლინიკაში წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად და აუცილებელ მიმართულებას, რომელიც მოიცავს მიკროსკოპის ქვეშ ზუსტ დიაგნოსტიკას, ენდოდონტიური მკურნალობის სრულყოფილ შესრულებას, შეცდომების მინიმალიზაციას, უმაღლეს ესთეტიკურ შედეგებს და პრობლემების დროულ პრევენციას. თერაპიული მიმართულება ასევე მოიცავს კბილების გათეთრებას ჩვენს კლინიკაში არსებული სპეციალური თანამედროვე აპარატის მეშვეობით, როგორც უსაფრთხო, სწრაფ და პროგნოზირებად გზას ღიმილის ესთეტიკის გასაუმჯობესებლად.
ბავშვთა თერაპიული განყოფილება ჩვენს პატარა პაციენტებს სთავაზობს მეგობრულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც მკურნალობა მიმდინარეობს თამაშით და არა შიშით, რათა პროცედურები შიშის მომგვრელი კი არა, საინტერესო თავგადასავალი იყოს მათთვის.
ჩვენი კლინიკა ზრუნავს ბავშვების პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, მათი ჯანსაღი ჩვევების ფორმირებასა და სტომატოლოგიასთან დადებითი დამოკიდებულების შექმნაზე დაბადებიდან მოზარდობამდე;
ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში ტარდება კბილებისა და სახის არეში ნებისმიერი სირთულის ქირუგიული ჩარევა. პროცედურები მიმდინარეობს უმტკივნეულოდ და მაქსიმალური კომფორტით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ანესთეზიის გამოყენებით. დროა, ქირურგიული მკურნალობა შეიგრძნოთ ჩვენს კლინიკაში როგორც მსუბუქი გამოცდილება ზუსტად, კომფორტულად და უსაფრთხოდ;
ჩვენს კლინიკაში იმპლანტოლოგია წარმოადგენს სტომატოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და საიმედო მიმართულებას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აღიდგინოთ დაკარგული კბილები მუდმივი, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული შედეგით. წარმატებული იმპლანტაციის გამოსავალს ექიმის მიერ სწორი მკურნალობის დაგეგმარება წარმოადგენს, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კტ-ს ზუსტი გამოსახულება, აქედან გამომდინარე, დენტალური იმპლანტაცია უკვე აღარ წარმოადგენს რთულ ან სახიფათო ჩარევას თანამედროვე სტომატოლოგიაში. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური მიმართულების 3D კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომელიც მინიმალისტური დასხივებით გვაძლევს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას. სრულფასოვანი იმპლანტაცია, რომელიც ცვლის პაციენტის ცხოვრებას ფუნქციურად და ემოციურად.
ორთოპედიული განყოფილება აერთიანებს ღიმილის აღდგენასა და ფუნქციურ კომფორტს. განყოფილება სპეციალიზდება კბილების ნაწილობრივი ან სრული აღდგენის თანამედროვე მეთოდებში, რომელთა მიზანია არა მხოლოდ ზუსტი ესთეტიკა, არამედ კბილების სრულფასოვანი ფუნქციური ბალანსის აღდგენა.
მანიპულაციები ჩვენს სტომატოლოგიურ კვლევით ცენტრში მიმდინარეობს ციფრული 3D უახლესი სკანერის მეშვეობით, რომელიც მკვეთრად ამარტივებს ორთოპედიული სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – ანაბეჭდის აღებას. ეს არის ინოვაციური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ პირის ღრუს ზუსტ გამოსახულებას ტრადიციული, უსიამოვნო საანაბეჭდო მასალისა და პროცედურის გარეშე.
ციფრული პროთეზირება – მომავლის სტომატოლოგია უკვე ჩვენს კლინიკაში.
ქართულ-ამერიკულ სტომატოლოგიურ კვლევით ცენტრში ორთოდონტიული პროცედურები მიმდინარეობს ციფრული გეგმარებითა და 3D სიმულაციით, რომელიც ინტეგრირებულია ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემით სწრაფი, მარტივი და საუკეთესო შედეგის მისაღებად. ჩვენს კლინიკაში ორთოდონტია აქტიურად ვითარდება ბიოინჟინერიის, ციფრული დაგეგმვისა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით. ინოვაციური მასალები და მკურნალობის ალგორითმები მკვეთრად ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას და ზრდის შედეგის პროგნოზირებას.
ზრდასრულთა და ბავშვთა თანკბილვის კორექცია და ღიმილის ესთეტიკა თანამედროვე სტანდარტებით ჩვენს ორთოდონტიულ განყოფილებაში.
თქვენი ღიმილის საფუძველი არ არის მხოლოდ კბილები – მის უკან დგას ჯანმრთელი ღრძილები და ძლიერი საყრდენი სისტემა. ამიტომაც კლინიკაში გთავაზობთ პერიოდონტოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც იცავს თქვენს ღიმილს ფესვებიდან.
პერიოდონტოლოგია – ღრძილების და საყრდენი ქსოვილების ჯანმრთელობა ჩვენი კლინიკის მოტივი და თქვენი ღიმილის საფუძველია.
უსაფრთხოება და სტანდარტიზაცია:
უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კლინიკაში სტერილიზაცია სრულად გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობს.
გამჭვირვალე სტერილიზაცია არის თანამედროვე კლინიკის ნიშანი, რომელიც არ მალავს პროცესს და სრულად აჩვენებს პაციენტს, როგორ ხორციელდება სტომატოლოგიური ინსტრუმენტების და სამუშაო გარემოს სტერილიზაცია. ეს არა მხოლოდ ტექნიკური პროცესი, არამედ ნდობის ფორმირებაა.
ყველა პროცედურა წარიმართება აშშ-ის ჯანდაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოთხოვნების სრული დაცვით (ADA, CDC, OSHA). სტერილიზაციის თანამედროვე სისტემები, ჰეპაფილტრაციით აღჭურვილი გარემო და ბიოუსაფრთხოების რეგულაციები უზრუნველყოფენ პაციენტისა და პერსონალის დაცულობას.
გამჭვირვალე სტერილიზაცია – უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, რომელსაც ხედავთ. მულტიფუნქციური სტომატოლოგიური კლინიკა – სრულყოფილი მომსახურება ერთ სივრცეში თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა მხოლოდ კბილების მკურნალობის ადგილი არ არის – ის წარმოადგენს ინტეგრირებულ სამედიცინო პლატფორმას, სადაც პაციენტს ერთ სივრცეში მიეწოდება დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ესთეტიკური სერვისები.
ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი გთავაზობთ თავ-კისრის მიდამოს პოსტოპერაციულ გამაჯანსაღებელ რეაბილიტაციასა და თერაპიას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფუნქციის აღსადგენად და ტკივილის შესამცირებლად.
ჩვენს კლინიკაში თავ-კისრის რეაბილიტოლოგი სპეციალიზდება თავ-კისრის მიდამოს (კისრის მალები, კუნთები, თმჯ – ყბის სახსარი, თავის ტკივილები, ნევროლოგიური პრობლემები და სხვ.) დაავადებების ან ტრავმების შემდგომი აღდგენით თერაპიაში.
პაციენტის მკურნალობა დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე.
ვახორციელებთ სისხლჩაქცევების მართვას.
სახის გადაჭიმვის ქირურგიული ჩარევების შემდგომ ფიზიოთერაპიას.
ბევრი პაციენტი ერთ სესიაში ირჩევს კომბინირებული პლასტიკური ოპერაციების ჩარევებს:
- რინოპლასტიკა + ბლეფაროპლასტიკა
- Facelift + ქუთუთოები + ყელის ლიფტი
რის შემდეგაც აქტიურად დავეხმარებით ჩვენთან მოსულ პაციენტებს პლასტიკური ოპერაციების შემდგომ პოსტრეაბილიტაციის გავლაში შემდგომი მეთოდებით:
- ულტრაბგერითი თერაპია;
- ელექტროსტიმულაცია;
- ლაზერული თერაპია;
- მაგნიტოთერაპია;
- მიკროტოკები და ნერვის სტიმულაცია; •ლიმფოდრენაჟული მასაჟი;
- კუნთების პასიური და აქტიური გაჭიმვა;
- ნელ-ნელა პირის გაღების ვარჯიშები;
- თავ-კისრის დასტაბილურების ვარჯიშები;
- ბიოფიდბექი და კუნთების რელაქსაცია;
- ცხელი კომპრესები გრძელვადიან ეტაპზე კუნთების მოდუნებისთვის.
რეკონსტრუქციული, ინიექციური ესთეტიკა
თანამედროვე სტომატოლოგია მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ კბილების მკურნალობის ფარგლებს და ერთიანდება სახის ესთეტიკურ რეაბილიტაციასთან. სტომატოლოგების მიერ ჩატარებული ინიექციური პროცედურები წარმოადგენს ზუსტ და სამედიცინო სტანდარტებზე დაფუძნებულ გზას, რომელიც აერთიანებს ღიმილის დიზაინს და ბუნებრივ რეკონსტრუქციულ ესთეტიკას.
სახის რეკონსტრუქციული ინიექციური ესთეტიკა სტომატოლოგების შესრულებით მხოლოდ ჩვენს კლინიკაში.
ინტეგრირებული მიდგომა ღიმილის, სახის სიმეტრიისა და ახალგაზრდობის აღსადგენად.
რატომ სტომატოლოგები?
სტომატოლოგებს აქვთ ღრმა ცოდნა:
- სახის ანატომიაში;
- კუნთებისა და ნერვების რუკაში;
- ქვედა მესამედის სტრუქტურულ და სიმეტრიულ ბალანსში;
- ღიმილისა და სახის მოძრაობის დინამიკაში;
ეს ანატომიური სიზუსტე ინიექციურ პროცედურებს ხდის უფრო უსაფრთხოს, ეფექტურს და ესთეტიკურად ჰარმონიულს.
„საიმედო ინიექციები, ბუნებრივი შედეგი.“ ლაზეროთერაპია სტომატოლოგიაში.
ესთეტიკური კაბინეტი – სილამაზისა და მკურნალობის შეხამება.
მულტიფუნქციურ კომპლექსში განთავსებულია სპეციალური ესთეტიკური ზონა, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ კაბინეტში დაგხვდებათ ულტრათანამედროვე უმძლავრესი ხელოვნური ინტელექტის მქონე ინოვაციური უმტკივნეულო ლაზერული აპარატი, რომელშიც ინტეგრირებულია კანისა და თმის ანალიზატორი და, რაც მთავარია, საქართველოს ბაზარზე ერთადერთი აპარატია, რომელსაც აქვს დამონტაჟებული თავაკის სტერილიზატორი, რაც ბაქტერიების 100%-ს ანადგურებს.
აშშ-ის სტანდარტები საქართველოში
კლინიკის ყველა პროცედურა და მომსახურება დაფუძნებულია ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის (ADA) პროტოკოლებზე. მკაცრად დაცულია ინფექციური კონტროლის სისტემები, სტერილიზაციის რეგულაციები და ჰიგიენური სტანდარტები. ეს არა მხოლოდ პაციენტის უსაფრთხოებას, არამედ მკურნალობის მაღალ ეფექტიანობას განაპირობებს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ უცხოურ კლინიკებსა და აკადემიურ ინსტიტუტებთან კვლევის, გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციების გაცვლისთვის.
ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი – ეს არის სივრცე, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე ქართული პროფესიონალიზმი ერთიანდება პაციენტის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ინოვაციურ მომსახურებაში.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ნინი გორდაძე