• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „მასზე ეჭვიანობის მიზეზი არასდროს მექნება, ვერ ვიტან ეგეთ რამეებს“ – ლენუკა ყიფშიძე შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს

February 14, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ზურა ყიფშიძის, შვილმა ლენუკა ყიფშიძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის შვილზე ისაუბრა:

„ნიკუშა 21 წლის არის. ჩემთვის ცოტა რთულია მასზე საუბარი, მაგრამ სხვების ნათქვამს გავიმეორებ. პროექტშიც (პრაიმ ჰაუსი) ყველა გიჟდებოდა ნიკუშაზე და მაგიდაზე ვაკაკუნებდი, თვალი არ ეცეს-მეთქი. მე რაც ვერ შევძელი ცხოვრებაში, მან ყველაფერი შეძლო. ენები ისწავლა, სპორტითაა დაკავებული. კარგი ადამიანია, ზრდილობიანი. არც უფროსის პატივისცემა ეშლება და არც უმცროსის. არ აინტერესებს არც სასმელი, არც „წამალი“, ჯანსაღად ცხოვრობს და კარგად სწავლობს. სამსახური დამოუკიდებლად იშოვა და მუშაობს.“

მან ასევე მათ ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეგობრებივით არიან და ერთმანეთს საიდუმლოებებსაც უზიარებენ:

„ურთიერთობაში ოქროს შუალედი გვაქვს. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. შეიძლება რამე ჩემს მეგობარს არ ვუთხრა, მაგრამ ჩემს შვილს ვეუბნები. იმდენად ახლობელი ადამიანია ჩემთვის, ძმაკაცურად გამიგებს, მე ეს ვიცი. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი შვილი მაჩუქა. არ მეგულება ადამიანი, ვინც ნიკუშაზე ცუდს მეტყვის. ყველა აქებს: ეს რა ბიჭია, ეს რა შვილი გყავსო და წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის რამხელა ბედნიერებაა?! ნუ, ვიზუალიც კარგი აქვს, ტანიც. ოთახიდან რომ გამოდის, მე და მამაჩემი ვეხუმრებით ხოლმე, რა იყო, ამ ათლეტური ტანით ასე რომ გამოდიხარო. თან, კალათბურთელია და ბევრს ვარჯიშობს. ზოგჯერ ღამის 4 საათზე ადგება, დარბაზში უნდა ვივარჯიშოო და გული მისკდება ხოლმე – სახლში როდის მოხვალ-მეთქი.“

როგორც ლენუკა ამბობს, ნიკუშას მეგობარი გოგო ჰყავს, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს:

„გვერდით საოცარი მეგობარი გოგო ჰყავს, ვგიჟდები მასზე. ულამაზესი და უკარგესი ადამიანია. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ინატროს ეგეთი ადამიანი. მე მინდა, რომ ჩემი სარძლო გახდეს. ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. დედამთილი ცოტა ისე ჟღერს… ასეთი ვერ ვიქნები, მე ვიქნები მეგობარი. ყოველთვის მის მხარეს ვარ და ჩემს შვილს ვეჯაჯღანები. ქალი ვარ და რა თქმა უნდა, ქალის პოზიციას დავიცავ. ვერასდროს ვიქნები დედამთილი. შეიძლება, ნიკუშას მეგობარს ჩემი მხრიდან არ მოეწონოს რამე, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ, არ ვაწყენინო. საერთოდ, არ მიყვარს სხვების ურთიერთობაში ჩარევა. მესამე პირი ყოველთვის ზედმეტია. რამე რომც არ მესიამოვნოს, ჩემში ჩავკლავ და ყოველთვის მათ ბედნიერებას შევუწყობ ხელს. მხოლოდ რჩევას მივცემ, დანარჩენი მათი პირადია და მათი გადასაწყვეტი. მე ჩემი შვილისგან იმხელა სიყვარულსა და ყურადღებას ვიღებ, დარწმუნებული ვარ, მასზე ეჭვიანობის მიზეზი არასდროს მექნება და საერთოდ ვერ ვიტან ეგეთ რამეებს” 

გაიგე მეტი: ლენუკა ყიფშიძენიკოლოზ

ასევე გაეცანი

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა
OK! News

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

February 24, 2026
#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება
OK! News

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 23, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ
OK! News

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები
OK! News

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

February 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “შენ უილიამის ასისტენტი ხარ?” – ქეითის პასუხი მას შემდეგ, რაც მას პრინცი უილიამის ასისტენტი უწოდეს

#OK! “შენ უილიამის ასისტენტი ხარ?” – ქეითის პასუხი მას შემდეგ, რაც მას პრინცი უილიამის ასისტენტი უწოდეს

February 28, 2023
#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს

#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს

January 15, 2026
#OK! მსახიობი ქალის ცხოვრება

#OK! მსახიობი ქალის ცხოვრება

October 3, 2022
#OK! “გასაოცარი მსგავსება” – მსახიობები დუბლიორებთან ერთად

#OK! “გასაოცარი მსგავსება” – მსახიობები დუბლიორებთან ერთად

November 10, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“  შეარქვეს?

#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“ შეარქვეს?

February 19, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები