მსახიობი ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა! ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია – ის კვლავაც ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ სილამაზეს, სტილსა და ხიბლს, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელი რჩება.
ენისტონმა ბრედ პიტთან ხმაურიანი განქორწინებიდან 20 წლის შემდეგ ნამდვილი სიყვარული კვლავ იპოვა. 56 წლის ასაკში ჯენიფერის ცხოვრებაში 50 წლის ჯიმ კერტისი გამოჩნდა, რომელიც ჰიპნოთერაპევტი და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სფეროს ექსპერტია.

კერტისმა ჯენიფერის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ინსტაგრამ პოსტში მათი საერთო ფოტოები გააზიარა წარწერით: ,,დაბადების დღეს გილოცავ ჩემო”. გავრცელებული ინფორმაციით წყვილმა შეხვედრა 2025 წლის ივლისიდან დაიწყეს.
View this post on Instagram
ჯიმ კერტისმა ამერიკულ გადაცემა Today-ში სტუმრობისას მისი და ჯენიფერის ურთიერთობის პატარა დეტალები გააჟღერა. მისი თქმით, მათ ერთმანეთი საერთო მეგობრების მეშვეობით გაიცნეს. ურთიერთობა ყოველდღიური საუბრებით დაიწყო, რითიც ერთმანეთი უკეთ გაიცნეს: „დიდხანს ვსაუბრობდით და სწორედ ასე დავუახლოვდით ერთმანეთს,“ – თქვა მან.
წყვილმა ოფიციალურად ურთიერთობა 2025 წლის ნოემბერში დაადასტურა, როდესაც ენისტონმა სოციალურ ქსელში კერტისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მანამდე კი მათი რომანის შესახებ ხმები 2025 წლის ზაფხულიდან გავრცელდა, როდესაც ერთად ესპანეთში ისვენებდნენ.


1990-იანები წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ჰოლივუდის ფავორიტი წყვილი იყვნენ. ისინი 2000 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 2005 წელს ოფიციალურად დაშორდნენ. მათი განქორწინება განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ იმ პერიოდში ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან დაახლოებას იწყებდა, რაც მედიაში დიდი განხილვის თემად იქცა. აჟიოტაჟი უსაფუძვლო არ ყოფილა, განქორწინებიდან რამდენიმე თვეში ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ოფიციალურად დაიწყეს შეხვედრა, 2006 წლის იანვრის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ ისინი პირველ შვილს ელოდებოდნენ.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(1079x674:1081x676)/brad-pitt-jennifer-aniston-tout-01b9496b7a34406baa35b47c74bcad0b.jpg)
განშორების მიუხედვად, ბრედ პიტი 2019 წელს ენისტონის 50 წლის იუბილეზეც გამოჩნდა, რამაც მათი ურთიერთობის შესახებ ახალი ჭორები გააჩინა. მოგვიანებით ორივემ აღნიშნა, რომ მათ შორის უხერხულობა აღარ არსებობს და მეგობრებად რჩებიან.













