• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ დიზაინერ თეკო ვარდანიძესთან

June 9, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ქუთაისში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, თეკო ვარდანიძე განსაკუთრებული, სადღესასწაულო კაბების დიზაინით დიდ ყურადღებას იქცევს ფართო საზოგადოებაში. თავდაპირველად მან მცირე რესურსით დაიწყო მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიარული, დღეს კი საკუთარ ატელიეს ხელმძღვანელობს. მიიჩნევს, რომ პროფესიის სიყვარული განმსაზღვრელი ფაქტორია კარიერული წინსვლისა და მუდმივი არდანებების.

თეკო , თქვენთვის, როგორც დიზაინერისთვის, რა არის მნიშვნელოვანი და მთავარი ამ სფეროში?

მნიშვნელოვანია აკეთებდე და იღებდე სიამოვნებას იმ საქმისგან, რომელსაც ემსახურები.

 

როდის გაჩნდა ამ სფეროსადმი ინტერესი თქვენს ცხოვრებაში?

ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ გარდამტეხი გახდა ის მომენტი, როდესაც მოვხვდი მოდის ინდუსტრიის სფეროში და ვიმუშავე წამყვან დიზაინერებთან ერთად. შეუძლებელია შიდა სამზარეულოს გაეცნო, მიხვდე, თუ რამდენად მაგარი პროფესიაა და არ დაგატყვევოს.

 

რა გზა გაიარა ატელიემ დაარსების დღიდან დღევანდელობამდე?

პირველი ნაბიჯები დავიწყე სახლიდან, მინიმალური თანხით შეძენილი ქსოვილებით. პატარა კაფსულა კოლექცია გავაკეთე და თავის დასამკვიდრებლად ფართო ასპარეზზე ბრძოლა დავიწყე. ყველა დეტალის საკუთარი ხელითა და ძალებით მოგვარება მიწევდა. ღამეებს ვათენებდი კოლექციის კერვაში, ფოტოგრაფი და კურიერიც თავად ვიყავი. 2 წლის შემდეგ კი შევქმენი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია, როგორც საკუთარი დიზაინით შევუქმნათ სამოსი, აგრეთვე ჩვენი კოლექციიდანაც შეარჩიოს.

 

 

როგორია თქვენი ხედვა კოლექციაზე მუშაობისას ? რას ითვალისწინებთ და ანიჭებთ უპირატესობას?

ვცდილობ შთაგონება ყველაფრისგან მივიღო, მნიშვნელოვანია განწყობა. თუ შინაგანი ბობოქრობა მაქვს, ძალიან მაგარი კოლექცია გამოდის.

 

თქვენი ხელწერა მოდის ინდუსტრიაში.

ჩემი ძირითადი ნიშა გახდა სადღესასწაულო კაბებზე მუშაობა. ვცდილობ თითოეული მოდელი განსხვავებული შტრიხებითა და დეტალებით დავტვირთო. მთელი პროცესია ქსოვილის არჩევაც. უმნიშვნელოვანესია იყოს ხარისხიანი და იშვიათი, რომელსაც ყველგან ვერ ნახავ.

 

გაგვაცანით გუნდი, რომელთან ერთადაც მომხმარებელთა სურვილებს აკმაყოფილებთ.

ამ ეტაპზე ჩემი გუნდი 4 ადამიანისგან შედგება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი წარმატების დიდი საყრდენი კედელია მათი არსებობა. ძაალიან მახარებს ის ფაქტი, რომ თითოეული ჩემი გოგონა უზომოდ შეყვარებულია ამ საქმეზე და ამიტომაც გამოდის ყველაფერი ძალიან კარგი და ხარისხიანი.

 

რა რჩევას მისცემდით დამწყებ დიზაინერებს?

აუცილებლად ბევრი იშრომეთ მიზნისთვის. მთავარია სირთულეებმა არ შეგაშინოთ. ისწავლეთ, მუდმივად განვითარდით. ეს არის სფერო, რომელიც ამოუწურავია.

 

 

თქვენი შეფასებით, რა ფაქტორები განსაზღვრავს წარმატებულ ბიზნესს?

როდესაც იცი, რა გინდა და მიზნისკენ გააზრებული ნაბიჯებით მიდიხარ, შედეგს აუცილებლად აღწევ . საქმისადმი სიყვარული გაქცევს კარგ მეწარმედ, კარგი მეწარმეობა კი წარმატების საწინდარია.

 

გარდა პროფესიისა, როგორია თქვენი თავისუფალი დრო?

სამსახურამდეც და მას შემდეგაც, პირველ რიგში, ვარ დედა და მეუღლე. რთულია ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად აკეთებდე საქმეს და დრო გადაანაწილო ისე, რომ ორივე კმაყოფილი იყოს. მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისთვის, რომ არა ისინი, შეუძლებელი იქნებოდა გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა. ჩემი თავისუფალი დრო ჩემი ოჯახი და მათთან გატარებული დროა.

 

სამომავლო გეგმები

ბევრს არ ვისაუბრებ სამომავლო გეგმებზე, უბრალოდ, ერთს ვიტყვი, რომ ზუსტად იქ უნდა ვიყო და ვაკეთებდე ამ საქმეს, სადაც ახლა ვხედავ ჩემს თავს!

 

 

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

April 8, 2021
#OK! ისი პარიმ პაკო რაბანის ახალი სუნამო – FAME წარადგინა

#OK! ისი პარიმ პაკო რაბანის ახალი სუნამო – FAME წარადგინა

December 1, 2022
#OK! ქალი AI შეყვარებულზე ხუთთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნა

#OK! ქალი AI შეყვარებულზე ხუთთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნა

August 15, 2025
#OK! დისნეიმ „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“- ზე მუშაობა უკვე დაიწყო

#OK! დისნეიმ „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“- ზე მუშაობა უკვე დაიწყო

July 15, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „ეს საშინელი შეცდომაა“ – რატომ თქვა ჰელენ მირენმა პლასტიკურ ოპერაციაზე უარი?

#OK! „ეს საშინელი შეცდომაა“ – რატომ თქვა ჰელენ მირენმა პლასტიკურ ოპერაციაზე უარი?

January 15, 2026
#OK! ლუვრის ნახვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 45%-ით გაძვირდა

#OK! ლუვრის ნახვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 45%-ით გაძვირდა

January 15, 2026
#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს

#OK! საუდის არაბეთი მზადაა მესის სამუდამო ხელფასი გადაუხადოს

January 15, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები