• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! დაგეგმეთ დაუვიწყარი ღონისძიება „ბიგ დეისთან“ ერთად

July 9, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დამეთანხმებით, დაბადების დღისა თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნაზე ფიქრს გაცილებით ადრე ვიწყებთ. გვსურს ეს დღე ჩვენთვის და ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის დაუვიწყარი იყოს, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მის ორგანიზებასა და გაფორმებას ეკისრება. გაგაცნობთ კომპანია „ბიგ დეის“, რომელიც სწორედ ამ ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საკითხს საკუთარ თავზე იღებს და თავის მომხმარებელს დაუვიწყარ სანახაობებსა და ღონისძიებებს სთავაზობს, რაზეც უფრო ვრცლად დამფუძნებელი, ნესტან წურწუმია გვიამბობს.

გვიამბეთ „ბიგ დეის“ შესახებ. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს და საიდან გაჩნდა იდეა?

„ბიგ დეი“ უკვე 4 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. მისი ისტორია ჩემი შვილის დაბადების დღით დაიწყო. მის დაბადებას, რასაკვირველია, დიდი სიხარულით ველოდი და მინდოდა მისი პირველი დაბადების დღე ყოველმხრივ გამორჩეული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ზოგადად ყოველთვის მიყვარდა წვეულებების ორგანიზება და დიდი ხნით ადრე დავიწყე ყველა დეტალის მოძიება და დაგეგმვა. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ დასავლეთ საქართველოში ეს სფერო არ იყო საკმარისად განვითარებული, არ არსებობდა კომპანია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს განსხვავებულ და მრავალფეროვან მომსახურებას შესთავაზებდა. არ იყო არც მაღალი სტანდარტის საბავშო სივრცე, სადაც სტუმრებთან ერთად მოვახერხებდით დღის სახალისოდ აღნიშვნას. თბილისიდან კი ამ ყველაფრის მობილიზება ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გადავწყვიტე, მე თვითონ მომეწყო მისთვის ისეთი დაბადების დღე, როგორიც წარმომედგინა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შევქმნიდი სადღესასწაულო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სრულ სერვისს შესთავაზებდა.

ჩვენს რეგიონში არ იყო თუნდაც მაღალი ხარისხის მასკოტური გმირები, რომლებიც ასე ძალიან უყვართ ბავშვებს. პირველი დეკორაციები, ფაქტობრივად, ჩემი ხელით შევქმენი, შემდეგ ვიპოვე ადამიანი, რომელიც მაღალი ხარისხის ზღაპრის პერსონაჟებს ამზადებდა და შევუკვეთე ჩვენი პირველი გმირი, დამბო, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში არც იყო, შემდეგ სხვა პერსონაჟებიც დავამატე.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა პანდემიის პერიოდს, რაც ართულებდა სამუშაო პროცესს, თუმცა ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი მქონდა. ვიდეოკლიპმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, ბევრი ნახვები დააგროვა და დიდი დაინტერესებაც მოჰყვა. ბიუჯეტის გაცნობის შემდეგ კი მეტად უჩნდებოდათ სურვილი, მათთვისაც მოგვეწყო მსგავსი წვეულება.

რა იყო შემდეგი ეტაპი?

თავიდან საქმიანობა არ მქონდა გათვლილი ფინანსურ სარგებელზე, რადგან, პირველ რიგში, ძალიან მომწონდა რასაც ვაკეთებდი, ასევე მინდოდა ჩვენ შესახებ მეტ ადამიანს სცოდნოდა. ახლაც ასე მიმაჩნია – ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რაც უყვარს, არ უნდა ფიქრობდეს მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე, დაუღალავი შრომით მიაღწიოს წარმატებას, რაც შემდგომ მის ფინანსურ მდგომარეობაზეც თავისთავად აისახება.

დავიწყეთ ღია სივრცეებში ღონისძიებების, საბავშვო გასართობი პროგრამების, დეკორაციების მოწყობა, მომხმარებლებს დაბალი, ხელმისაწვდომი ბიუჯეტით ვთავაზობდით მაღალი ხარისხის მომსახურებას. ისინიც აღფრთოვანებული რჩებოდნენ, ამავდროულად, ჩვენი ცნობადობა და მოთხოვნა იზრდებოდა.

ამის შემდეგ დაიწყო „ბიგ დეის“ დიდი ისტორია… თავიდან რამდენიმე წელი მარტოს მიწევდა ყველაფრის მობილიზება და მართვა, ყველა დეტალში თავად ვიყავი ჩართული, შესაბამისად, აქამდე მოსასვლელად საკმაო ძალისხმევა და ნებისყოფა დამჭირდა. ახლა კი ჩვენი გუნდი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან უკვე 150-ზე მეტი ზღაპრის გმირი ბინადრობს, რაც სისტემატურად ივსება სხვა ახალი საინტერესო პერსონაჟებით. ამასთან ერთად, გვაქვს საინტერესო შოუები, დეკორაციების ფართო არჩევანი, ქაფის შოუ, რობოტი ტრანსფორმერები, ვთანამშრომლობთ უამრავ დიდ კომპანიასთან.

ამ ეტაპზე რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი?

ფილიალის სახით წარმოდგენილი ვართ სამ ქალაქში – ზუგდიდში, ფოთსა და ქუთაისში, გამოძახებით და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა-ორგანიზებით კი მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ვზრუნავთ ბავშვებისა და მათი მშობლების განწყობაზე. მათ ხარისხიან წვეულებებს ვთავაზობთ. ყველა მიმართულებას უძღვებიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, რომლებიც ინდივიდუალურად ყველა მომხმარებელთან გადიან გასაუბრებას, ცდილობენ ყველა მათი სურვილი მოიყვანონ სისრულეში, ასევე გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ღონისძიება ურთიერთშეთანხმებით დაიგეგმოს.

უპირატესობაზე რომ გვიამბოთ…

ჩვენი უპირატესობა ჩვენს მრავალფეროვნებასა და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაშია, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ყველა დამკვეთის მიმართ და თუ კონკრეტულად რომელიმე ხარვეზი გამოიკვეთა, ვზრუნავთ მის გამოსწორებაზე როგორც მომხმარებელთან, ასევე სამუშაო პროცესში.

 

 

მიზნები და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.

მიზნები საკმაოდ ამბიციური გვაქვს. მომავალი წლისთვის დამატებით კიდევ ერთი ფილიალის გახსნას თბილისში ვგეგმავთ, ასევე, მინდა წარმოდგენილი ვიყოთ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. გვსურს, ეტაპობრივად მივიდეთ იქამდე, რომ მშობელს, თითოეულ ადამიანს, ვისაც სურს თავისი შვილის დაბადების დღე ან თუნდაც მისთვის მნიშვნელოვანი დღის დაუვიწყრად აღნიშვნა, პირველი ჩვენი კომპანია გაახსენდეს. ასევე, სამომავლოდ ვგეგმავთ, არა მხოლოდ გასართობი პროგრამები შევთავაზოთ მომხმარებლებს, არამედ მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს პატარებს, წვლილი შევიტანოთ მათ გონებრივ განვითარებაში, განათლებასა და ჩამოყალიბებაში. ამიტომ ქალბატონი მანანა ბერიკაშვილის ინიციატივით ვიწყებთ საკვირაო სკოლის ჩამოყალიბებას, სადაც მოწვეული გვეყოლება სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი სპეციალისტები თბილისიდან, რომლებიც ჩვენი პატარების საკვირაო სკოლის გაკვეთილებს გაუძღვებიან. გვაქვს უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა მიმართულებით, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აქტიურად განვიხილავთ და ვფიქრობ, „ბიგ დეი“ უმოკლეს დროში იმუშავებს არა მხოლოდ როგორც გასართობი ცენტრი, არამედ სხვა მიმართულებებსაც განვავითარებთ და ბევრ ინოვაციურ და საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რეგიონში მეტად მწირია კულტურულ -საგანმანათლებლო კერები, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდობის განათლების დონის ამაღლებას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს რეგიონში მათ დარჩენას. ამასთანავე, კულტურული კერების შექმნა გულისხმობს ინტელექტუალურ-გასართობი ცენტრების წარმოქმნასაც, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ახალ თაობას. საქართველოს ბევრ რეგიონში ტარდება სხვადასხვა ფესტივალი, რომელთა ფარგლებში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის მასტერკლასები ეწყობა, რაც ჩვენს რეგიონს ნამდვილად აკლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი წამოწყება სამეგრელოს რეგიონშიც დაუდებს საფუძველს კულტურული ცხოვრების გააქტიურებას.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

November 21, 2025
#OK! ქლოე კარდაშიანი LaQuan Smith-ის კაბით CFDA-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! ქლოე კარდაშიანი LaQuan Smith-ის კაბით CFDA-ის წითელ ხალიჩაზე

November 8, 2022
#OK! დატკბით კავკასიონის ულამაზესი ხედებით სასტუმრო “ტალავერიდან”

#OK! დატკბით კავკასიონის ულამაზესი ხედებით სასტუმრო “ტალავერიდან”

May 19, 2023
#OK! შორენა ბეგაშვილის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

#OK! შორენა ბეგაშვილის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

October 8, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

January 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები