• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! Apart Showroom – კონცეფციიდან დასრულებულ შედეგამდე კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

კარგ კომპანიას პროფესიონალი ადამიანების ხედვა, პასუხისმგებლობა და უნარები ქმნის. სწორედ ადამიანებზე დაფუძნებული ფილოსოფიით შეიქმნა Apart Showroom – ბრენდი, რომელიც დღეს ინტერიერის დიზაინისა და რემონტის სფეროში პროფესიონალიზმის, ესთეტიკისა და ნდობის სინონიმად იქცა. Apart Showroom-ის თითოეულ პროექტში იგრძნობა ადამიანების შრომა, გამოცდილება და იდეები, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და ახალ ხარისხს ქმნის. ამ ხედვის უკან კი, გუნდთან ერთად, Apart Showroom-ის დამფუძნებელი და CEO – სოფო ქურდიანი დგას. ქალი, რომლისთვისაც ბიზნესი მხოლოდ მართვა არ არის, არამედ პროცესია, სადაც სტრატეგია ადამიანურ ურთიერთობებთან ჰარმონიაში ვითარდება. აღსანიშნავია, რომ Apart Showroom-ის მმართველ პოზიციაზეც ქალები მუშაობენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი წარმატებული, ძლიერი ქალი-ლიდერებისა და ხელმძღვანელების საუკეთესო მაგალითები არიან. მათი მმართველური სტილი აერთიანებს პროფესიონალიზმს, ადამიანურ დამოკიდებულებასა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებას. ეს არის მენეჯმენტი, რომელიც ქმნის არა მხოლოდ ინტერიერებს, არამედ ძლიერ გუნდს და მდგრად კომპანიას.

 

 

სოფო, როგორი მმართველი ხართ? როგორ დაახასიათებდით თქვენს მმართველურ სტილს?

ვცდილობ ვიყო მმართველი, რომელიც თანაბრად ეყრდნობა სტრატეგიულ ხედვასა და ადამიანურ მიდგომას. გუნდთან ღია კომუნიკაცია, ძლიერ ადამიანურ ურთიერთობებზე დაფუძნებული სამუშაო გარემო და პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილება ჩემი მთავარი პრიორიტეტებია. გადაწყვეტილებების მიღებისას ვუსმენ გუნდს, თუმცა საბოლოო პასუხისმგებლობა ჩემზეა. მჯერა, რომ ძლიერი ლიდერობა ეფუძნება გამჭვირვალობას, თანმიმდევრულობასა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციას.

 

მაქსიმალისტი ხართ?

მაქსიმალისტი ალბათ გარკვეულწილად ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესი – როგორ მივდივართ ამ შედეგამდე. თავის მხრივ, საბოლოო შედეგიც მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

 

რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?

ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის არის, ხედვა რეალობად გადავაქციო – სივრცის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ უნიკალურიც. როცა ვხედავ, როგორ ცოცხლდება იდეები, როგორ იზრდება გუნდი და მიიღწევა შესანიშნავი შედეგი, ეს მაძლევს მუდმივ ენერგიასა და შემოქმედებით მოტივაციას.

 

როგორია Apart Showroom-ის შექმნის ისტორია?

Apart Showroom-ის ისტორია 2016 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია (მაშინ Showroom Georgia-ს სახელით) პოზიციონირებდა ბაზარზე – ავეჯის, განათებისა და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტიორის სტატუსით. მიზანი ერთი იყო – საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის პროდუქცია, თუმცა მომხმარებელს მეტი სურდა, ვიდრე პროდუქტი. ისინი ეძებდნენ პარტნიორს, ადამიანს, რომელსაც არა მხოლოდ მასალების მიწოდება შეეძლო, არამედ ყველაფრის ორგანიზების პასუხისმგებლობაც დაეკისრებოდა. სწორედ ამიტომ, Showroom Georgia-მ რებრენდინგი განიცადა და 2019 წელს ახალი სახელით – Apart Showroom – და სერვისებით წარდგა საზოგადოების წინაშე. დღეს Apart Showroom პოზიციონირებს, როგორც სრული სერვისის დიზაინისა და რემონტის სტუდია, რომელიც გთავაზობთ ერთიან გამოცდილებას – კონცეფციიდან დასრულებამდე.

 

 

რა არის Apart Showroom-ის მთავარი უპირატესობა და რატომ გირჩევენ კლიენტები თქვენ?

ჩვენი ძლიერი მხარე თითოეული დეტალისადმი ყურადღებაა. თითოეულ პროექტს ჰყავს პროექტის მენეჯერი და ზედამხედველები, რაც უზრუნველყოფს მაღალ სტანდარტებს კონცეფციიდან დასრულებამდე. კლიენტები სრულად არიან ინფორმირებული მთელი პროცესის განმავლობაში, ხოლო გამოცდილი დიზაინერები ქმნიან ინტერიერს, რომელიც აბალანსებს სილამაზესა და ფუნქციონალურობას. რემონტის გარდა, „აპარტ შოურუმი“ გთავაზობთ პერსონალიზებულ გამოცდილებას – კომფორტულ სივრცეებს, რომლებიც მორგებულია ადამიანების ცხოვრების წესზე.

 

როგორ დაახასიათებდით Apart Showroom-ის სტილს?

„აპარტ შოურუმის“ დამახასიათებელ სტილს განსაზღვრავს ჰარმონიული დეტალები, ძლიერი ბრენდული ესთეტიკა და თითოეული სივრცის უნიკალურობა. ჩვენი პროექტები საშუალებას აძლევს კლიენტებს, იგრძნონ არა მხოლოდ რემონტის ხარისხი, არამედ კომფორტი და ესთეტიკური სიამოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითოეული ინტერიერი ასახავს ბალანსს, დახვეწილობასა და გააზრებულ დიზაინს, რაც გამოცდილებას როგორც ვიზუალურად, ასევე ემოციურად დამაკმაყოფილებელს ხდის.

 

გუნდი, რომლიც Apart Showroom-ს ქმნის…

ჩვენი გუნდი არის ადამიანების ერთობა, რომლებსაც საერთო ღირებულებები და საქმისადმი ერთნაირი გატაცება აკავშირებთ. შოურუმი ჩვენთვის მხოლოდ სამუშაო სივრცე არ არის, ეს არის ადგილი, სადაც თითოეული დიზაინერი თუ მენეჯერი საერთო შედეგისთვის საკუთარ ცოდნასა და ენერგიას დებს.

ვფიქრობ, ჩვენი მთავარი წარმატება იმაშია, რომ ერთმანეთს ვენდობით და ყოველთვის მზად ვართ ერთმანეთის მხარდასაჭერად. სწორედ ეს გუნდური სულისკვეთება გვეხმარება, რომ კლიენტებს არა მხოლოდ პროფესიული მომსახურება, არამედ ის განსაკუთრებული გარემო დახვდეთ, რაც „აპარტ შოურუმში“ შემოსვლისთანავე იგრძნობა. ჩემი სურვილია, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო გაიზარდოს, განვითარდეს და ერთად ბევრი ახალი, საინტერესო პროექტი განვახორციელოთ.

 

ნინო კიკაბიძე – დამფუძნებელი: „აპარტ შოურუმში“ ჩემი საქმიანობა მრავალმხრივია და ყოველდღიურ ჩართულობას მოითხოვს. მე მუდმივად ვაკვირდები პროცესებს, ვზრუნავ გუნდზე და თითოეულ პროექტს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი – დაწყებული პირველ იდეიდან, დასრულებული ბოლო დეტალით, სწორად, გააზრებულად და ხარისხიანად განხორციელდეს. ვზრუნავ, რომ დამკვეთების მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდეს და თითოეული პროექტი მაღალი სტანდარტით, დაგეგმილ ვადებში და სრულყოფილად დასრულდეს.

„აპარტ შოურუმი“ ჩემთვის მხოლოდ პროფესიული საქმიანობა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები პირველ ადგილზე დგანან. დიდ ყურადღებას ვაქცევ თანამშრომლების კეთილდღეობას, ურთიერთობებს გუნდში და იმ გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და თავი დაცულად იგრძნოს.

„აპარტ შოურუმში“ მუშაობა ჩემთვის ნიშნავს მუდმივ განვითარებას, ენერგიასა და პასუხისმგებლობას. ეს არის სიამაყე იმისა, რომ ქალი-დამფუძნებლის მიერ შექმნილი კომპანია უკვე წლებია ინარჩუნებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს, სანდოობასა და ადამიანურ ღირებულებებს დიზაინისა და რემონტის სფეროში.

 

 

თინათინ გრიგოლაშვილი – დირექტორის მოადგილე: კომპანია „აპარტ შოურუმში“ ვმუშაობ უკვე 9 წელია და ამ დროის განმავლობაში გავიარე პრაქტიკულად ყველა ეტაპი, რამაც მომცა ძალიან ღრმა ხედვა როგორც დიზაინის, ისე რემონტის პროცესების შესახებ. ამჟამად ვარ დირექტორის მოადგილე და ჩემი ძირითადი ფუნქციაა ყველა მიმდინარე პროექტის მართვისა და კონტროლის კოორდინაცია პროექტმენეჯერებთან ერთად.

მე ვაკონტროლებ პროცესს იდეის ჩამოყალიბებიდან საბოლოო ჩაბარებამდე, ვმუშაობ პრობლემების დროულ იდენტიფიცირებასა და ეფექტური გადაწყვეტის გზებზე, ხარისხის კონტროლზე, ვადების დაცვასა და გუნდის სწორ კომუნიკაციაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი, არამედ პრაქტიკული, კომფორტული და ჩვენი დამკვეთების პირად სურვილებზე მორგებული.

ამ კომპანიაში მუშაობა ჩემთვის ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა და სიამაყეა. „აპარტ შოურუმი“ არის კომპანია, რომელიც ქალების მიერაა შექმნილი და მართული, და ეს ძალიან იგრძნობა. რემონტი და ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის, ეს არის ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შექმნა. სწორედ აქ არის ქალების ძლიერი მხარე. ჩვენ სივრცეს ვუყურებთ არა მხოლოდ კედლებისა და მასალების დონეზე, არამედ იმაზე, როგორ იცხოვრებს ადამიანი ამ სივრცეში.

ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დეტალებს, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. აქედან გამომდინარე, ვქმნით მეტ სათავსო სივრცეს, კომფორტულ და საჭირო განათებას, პრაქტიკულობას ყოველდღიურ გამოყენებაში; ვიცით, რომ იატაკის საფარი უნდა შევარჩიოთ ისეთი, რომ ყველანაირ ფეხსაცმელს გაუძლოს; ვიცით რამდენად რთულია მუქი ზედაპირების მოვლა და შესაბამისად ვარჩევთ სწორედ ისეთ მასალებს და ფაქტურებს, რაც სილამაზესთან ერთად პრაქტიკულობას ქმნის. ჩვენ წინასწარ ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება მომხმარებელს მერე გაუჩნდეს და ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ისინი ჯერ კიდევ დიზაინის ეტაპზე.

რემონტში მნიშვნელოვანია მოთმინება, პროცესის მუდმივი კონტროლი და ხარისხის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა, ეს თვისებები კი ქალებში ძალზე ბუნებრივად არის განვითარებული. ამიტომ, როცა რემონტსა და დიზაინს ქალები მართავენ, შედეგი უფრო დაბალანსებული, ფუნქციური და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოდის.

ამ კომპანიაში მუშაობა ჩემთვის ნიშნავს განვითარებას, ნდობასა და საერთო მიზანს, შევქმნათ ისეთი ინტერიერები, სადაც ადამიანი სახლში კომფორტულად იგრძნობს თავს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სილამაზე და კომფორტის ერთდროული თანაფარდობა.

 

 

მაკო ნოზაძე – პროექტმენეჯრი: რემონტი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ემოციურად დამღლელი პროცესია. ის დიდ დროს, სერიოზულ ფინანსურ რესურსებსა და ხშირად ნერვების მოთოკვასაც მოითხოვს. დეტალების სიუხვე, გადაწყვეტილებების მუდმივი მიღება, მასალების შერჩევა და სამუშაოების კონტროლი ხშირად სტრესის წყარო ხდება დამკვეთებისთვის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ჰყავდეს ადამიანი, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

მე ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც რემონტსა და ინტერიერის დიზაინზეა სპეციალიზებული. აქტიურად ვარ ჩართული თითოეული პროექტის განხორციელებაში, რათა სამუშაო შესრულდეს უმაღლესი ხარისხის მასალებით და დიზაინთან სრული შესაბამისობით იყოს დამტკიცებული – ზუსტად ისეთი, როგორსაც დამკვეთი ელოდება.

ამასთან, მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებ დამკვეთებთან, რათა თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო უსიამოვნება, რომელიც შეიძლება დროისა და ფინანსების დაკარგვასთან იყოს დაკავშირებული. ყურადღებით ვუსმენ მათ სურვილებს, ვითვალისწინებ ყველა მოთხოვნას და ვცდილობ, რემონტის პროცესი მათთვის მაქსიმალურად მარტივი, გამჭვირვალე და მშვიდი გავხადო.

ამ კომპანიაში მუშაობა ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, სამსახური. ეს არის ჩემი მეორე ოჯახი, ადგილი, სადაც პასუხისმგებლობა, ნდობა და ურთიერთპატივისცემა რეალურ ღირებულებებს წარმოადგენს. ეს არის საქმე, რომელსაც გულით ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად ვასრულებ.

ინტერიერის დიზაინისა და რემონტის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა – სწორედ გამოცდილება გაძლევს შესაძლებლობას, დეტალები სწორად დაინახო, წინასწარ შეაფასო რისკები და გადაწყვეტილებები მიიღო ისე, რომ შედეგი იყოს ხარისხიანი, გამძლე და დამკვეთის მოლოდინებზე ზუსტად მორგებული.

ყველა ბინის პროექტს ისეთივე ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები, როგორც საკუთარს. თითოეული დეტალი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვიცი, რომ ეს სივრცე ვიღაცის მომავალი სახლია. სწორედ ეს დამოკიდებულება, საქმისადმი გულწრფელი ზრუნვა და მაქსიმალური ჩართულობა გვაქცევს განსაკუთრებულად და გამოგვარჩევს სხვებისგან.

 

 

 

ქეთი კაპანაძე – პროექტმენეჯერი: „აპარტ შოურუმში“ ჩემი როლი პროექტის მართვაზე ბევრად მეტია. თითოეული ახალი პროექტი ჩემთვის არის ცოცხალი პროცესი, რომელსაც იდეის დაბადებიდან საბოლოო შედეგამდე ვუძღვები.

ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას ყველა ეტაპზე – დაგეგმვიდან, დეტალების შერჩევიდან და კომუნიკაციიდან საბოლოო სივრცის სრულყოფილ რეალიზაციამდე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს ინტერიერის სრულ ციკლს: კონცეფციის შექმნას, დიზაინს, რემონტს, ავეჯს და მის დამონტაჟებას. სწორედ ეს მთლიანობა ქმნის განსაკუთრებულ გამოცდილებას – როდესაც სივრცე იბადება ნულიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაიქმნება ფუნქციურ, ესთეტიკურ და ინდივიდუალურ გარემოდ. თითოეული პროექტი განსხვავებულია, რადგან განსხვავებული არიან ადამიანებიც, მათი ხედვა, საჭიროებები და ცხოვრების სტილი.

„აპარტ შოურუმში“ მუშაობა ჩემთვის ნიშნავს მუდმივ მოძრაობას წინ. ეს არის სფერო, სადაც გაჩერება, უბრალოდ, შეუძლებელია, ყოველი ახალი ობიექტი ახალ გამოწვევას და ახალ ცოდნას მოითხოვს. პროცესში სწავლობ დეტალებს, რომლებიც მხოლოდ პრაქტიკით მოდის, იხვეწება ხედვა და იზრდება პროფესიული სიღრმე.

ჩემი საქმიანობა ერთ ადამიანზე არ დგას, ეს არის პროფესიონალების გუნდის შედეგი, რომელიც ყოველდღიურად ერთიანდება საერთო მიზნის გარშემო. თითოეულ პროექტში იგრძნობა ადამიანების შრომა, გამოცდილება და იდეები, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და ახალ ხარისხს ქმნის. სწორედ გუნდური მუშაობა აძლევს პროექტებს სიღრმესა და მრავალფეროვნებას, როდესაც განსხვავებული ხედვები ერთ კონცეფციად ყალიბდება.

ამ კომპანიაში მუშაობა არ არის მხოლოდ სამსახური, ეს არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად შექმნა, განვითარდე და იყო იმ პროცესის ნაწილი, სადაც იდეა რეალურ სივრცედ გარდაიქმნება. სწორედ ეს დინამიკა, მრავალფეროვნება და მუდმივი განვითარება მაძლევს მოტივაციას და აზრს ჩემს საქმიანობაში.

 

 

მარიამ ქურდიანი – ოფისმენეჯერი: „აპარტ შოურუმის“ გუნდს 2018 წელს შევუერთდი. ჩემი საქმიანობა ოფისის გამართულ მუშაობასა და პროცესების მართვას მოიცავს. ვცდილობ, ვიყო ის საიმედო რგოლი, რომელიც ზრუნავს შიდა ორგანიზაციულ დეტალებზე, მოწესრიგებულობასა და მშვიდ, სამუშაო გარემოზე. ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ გუნდის ყველა წევრი თავს კომფორტულად გრძნობდეს. ამასთანავე, ჩემთვის ყველა პროექტი მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვგულშემატკივრობ ჩვენს დიზაინერებსა და პროექტმენეჯერებს, მახარებს ის საერთო წარმატება, რომელსაც ერთობლივი შრომით ვაღწევთ.

ეს სამსახური ჩემთვის, პირველ რიგში, ერთიანობას ნიშნავს. ამ ყველაფერში გადამწყვეტ როლს თამაშობენ კომპანიის დამფუძნებლები – სოფო და ნინო. ისინი ამ სფეროში წარმატებული, ძლიერი ქალი-ლიდერებისა და ხელმძღვანელების საუკეთესო მაგალითები არიან. სწორედ მათი ხედვა ქმნის იმ გარემოს, სადაც თითოეული ჩვენგანი საერთო საქმის მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობს თავს. 2018 წლიდან მოყოლებული, ჩემ თვალწინ გაიარა განვითარების ყველა ეტაპმა და მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენი მთავარი დასაყრდენი სწორედ ერთმანეთის მხარდაჭერაა.

ჩვენ არ ვართ უბრალოდ კოლეგები, ჩვენ ვართ გუნდი, სადაც თითოეული ადამიანის ჩართულობა ქმნის იმ დახვეწილ შედეგს, რასაც „აპარტ შოურუმი“ ჰქვია. ჩემთვის დიდი მოტივაციაა იმ საერთო წინსვლისა და განვითარების ნაწილად ყოფნა, რომელიც არასდროს კარგავს შინაგან ერთობას, რაც ჩვენი კომპანიის მთავარი ძალაა.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

January 5, 2026
#OK! სახლში – ონისე ონიანი (ვიდეო)

#OK! სახლში – ონისე ონიანი (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! საშიში ტენდენციები

#OK! საშიში ტენდენციები

October 1, 2021
#OK! ZEG − სახის მასაჟი

#OK! ZEG − სახის მასაჟი

December 29, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

#OK! ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები