• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

February 24, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი

ძვირფას ქვებს ხშირად მისტიკურ თვისებებს მიაწერენ – შემთხვევითი არ არის, რომ საუკუნეების მანძილზე მათ გამო დიდი ომები ჩაღდებოდა.  კინემატოგრაფისტები ხშირად იყენებენ ძვირფასეულობის თვისებას –ყურადღება მიიზიდოს, მნახველი აღაფრთოვანოს და რეალობა დაავიწყოს. ჩვენ გიამბობთ ისტორიებს ყველაზე ცნობილ სამკაულებზე, რომლებმაც კინოში განსაკუთრებული როლი შეასრულეს.

ლალისფერი ფეხსაცმელი – „ოზის ჯადოქარი“ (The Wonderful Wizard of Oz)

ფილმი „ოზის ჯადოქარი“ ეკრანებზე 1939 წელს გამოვიდა. მას შემდეგ მთავარი გმირის,  დოროთის ლალისფერი ფეხსაცმელი ნამდვილ ლეგენდად იქცა. წიგნსა და ფილმში ფეხსაცმელს ჯადოსნური ძალა აქვს, რომელიც დოროთის სახლში დაბრუნებაში ეხმარება. ლალის ქვებით შექმნილი ფეხსაცმელი, რომლის ღირებულება 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მე-20 საუკუნის კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთია, რომლის რეპლიკაც ჰარი უინსტონმა შექმნა. ის მინესოტაში, მსახიობ ჯუდი გარლანდის მუზეუმში ინახებოდა, თუმცა 2005 წელს მოიპარეს.

ბოროტმოქმედები მუზეუმში მხოლოდ ამ ნივთისთვის მივიდნენ – მათ ვიტრინის მინა ჩაამსხვრიეს და ფეხსაცმელი წაიღეს. მუზეუმიდან სხვა არაფერი დაკარგულა.

გამოძიება 13 წელი გრძელდებოდა. პოლიციამ ინფორმაციისთვის 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოც კი დააწესა.

2018 წელს პოლიციამ ლეგენდარული ფეხსაცმლის კვალს მიაგნო და  ექსპონატი მუზეუმს დაუბრუნდა, თუმცა ქურდების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. ამან ეჭვები გააჩინა. ერთ-ერთი ვერსიით, ქურდობაში თავად კოლექციონერი მაიკლ შოუ იყო გარეული, რომელმაც მუზეუმს ფეხსაცმელი იჯარით გადასცა. მიზეზი დიდი სადაზღვევო თანხა – 800 ათასი დოლარი გახლდათ.

კულონი „ოკეანის გული“ – „ტიტანიკი“

ჯეიმს კემერონის „ტიტანიკის“ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენაა ეპიზოდი, სადაც როუზი ახალგაზრდა მხატვრისთვის შიშველი პოზირებს. ამ დროს, გოგონას მკერდს ლურჯი ბრილიანტის, გულის ფორმის გულსაკიდი ამშვენებს. თუ ფიქრობთ, რომ ბრილიანტი ნამდვილი, ცდებით.  გულსაკიდი საიუველირო კომპანია Asprey & Garrard-მა დაამზადა და ბრილიანტის ნაცვლად, ლურჯი ტანზანიტი გამოიყენა.

ამის მიუხედავად, თეთრი ოქროს, ტანზანიტის და ფაქიზი ნამუშევრის წყალობით, ნაკეთობა იაფფასიანი არ ყოფილა. „ტიტანიკის“ წარმატების შემდეგ 171-კარატიანი ნამდვილი საფირონითა და 100 ბრილიანტით ამ სამკაულის ასლი შეიქმნა. გულსაკიდი, რომელიც 1,4 მილიონ დოლარად შეფასდა მომღერალ სელინ დიონს 1998 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ამშვენებდა.

„ტიტანიკის“ ყელსაბამის პროტოტიპი მეფე ლუი XIV-ის ცნობილი „იმედის ბრილიანტია“ (Hope Diamond). სამკაული საფრანგეთის რევოლუციის დროს მოიპარეს და 30 წლის შემდეგ, ბრიტანელი კოლექციონერის, ჰოუპის ოჯახში აღმოაჩინეს. უამრავი მფლობელის გამოცვლის შემდეგ, სამკაულმა საბოლოოდ სმიტსონის ინსტიტუტში დაიდო ბინა.

კულონი „ბაროდას მთვარე“ – „ჯენტლმენები ქერათმიანებს ირჩევენ“

ამ ფილმში მერლინ მონროს გმირს მდიდრული ვარდისფერი კაბა აცვია, უამრავი სამკაული ამშვენებდა და მღერის: „ბრილიანტები გოგონების საუკეთესო მეგობრებია“.

ფილმის სარეკლამო ტურის დროს მერლინს ყვითელი ბრილიანტის დიდი გულსაკიდი ამშვენებდა. ეს უნიკალური ქვა 500 წელზე მეტი ხნის წინ ინდოელ მაჰარაჯას ეკუთვნოდა ბაროდას სამთავროდან, საიდანაც მისი სახელი მომდინარეობს. მოგვიანებით ის მარი ანტუანეტასა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას საკუთრებაში იყო.

უძველესი ლეგენდის თანახმად, „ბაროდას მთვარის“ მფლობელს ამ ქვით მოგზაურობა არ შეეძლო, განსაკუთრებით კი წყალზე – ეს უბედურების მომასწავებელი იყო.

მერლინ მონრომ ეს ანტიკვარული ქვა საიუველირო სახლ Meyer Jewellery Company-ის კეთილგანწყობის წყალობით მოირგო. როდესაც მას ყელსაბამი გაუკეთეს, აღფრთოვანებულმა წამოიძახა: „ის დიდებულია!“. ეს იყო ყველაზე დიდი ბრილიანტი, რაც კი მსახიობს ოდესმე კეთებია. 2018 წელს „ბაროდას მთვარე“ აუქციონზე 1,339 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ყელსაბამი „აისედორა“ – „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“

კიდევ უფრო ძვირადღირებული იყო ყვითელი საფირონის ყელსაბამი, რომელიც მთავარ გმირს რომანტიკულ კომედიაში „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“ ამშვენებდა. სპეციალურად ამ ქვისთვის მსახიობ ქეით ჰადსონს ნაზი ლიმონისფერი საღამოს კაბა შეუკერეს. ბრილიანტის ყელსაბამი სახელად „აისედორა“, დიზაინერმა ჰარი უინსტონმა შექმნა და მისი ღირებულება 5 მილიონ დოლარს აჭარბებდა. სახელი ქვას ცნობილი ამერიკელი მოცეკვავის, აისედორა დუნკანის პატივსაცემად ეწოდა.

ლალის ყელსაბამი – „ლამაზმანი“

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, „ლამაზმანი“, მაყურებელს არა მხოლოდ სიუჟეტით, არამედ ჯულია რობერტსის პერსონაჟის ძვირადღირებული სამოსითა და სამკაულებით დაამახსოვრდა.

ფილმის გამორჩეული ეპიზოდია, როდესაც რიჩარდ გირის გმირი მოულოდნელად ხურავს ყუთს, რომელშიც ძვირფასი ყელსაბამია მოთავსებული. აღმოჩნდა, რომ გირის მოქმედება სცენარით გათვალისწინებული არ ყოფილა – მსახიობი პარტნიორს უბრალოდ გაეხუმრა.  სცენა ძალიან ემოციური და სახალისო გამოვიდა, ამიტომ რეჟისორმა ჰარი მარშალმა ის ფილმში დატოვა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 23 ლალისა და ბრილიანტებისგან შექმნილი ყელსაბამი 1,35 მილიონი დოლარი ღირდა, გასაგები ხდება, რატომ არ ჩქარობდა რიჩარდ გირი ყუთის ხელიდან გაშვებას. გადაღებების განმავლობაში ნაქირავებ ძვირფასეულობას შეიარაღებული დაცვა მეთვალყურეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

 

 

 

გაიგე მეტი: მერლინ მონროქეით უინსლეტიქეით ჰადსონიჯულია რობერტსი

ასევე გაეცანი

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა
OK! News

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

February 24, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება
OK! News

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 24, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ
OK! News

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “მომავლის გეგმა არ მაქვს, წინასწარ არასდროს ვიცი რისი გაკეთება მომინდება” – ზენდეია

#OK! “მომავლის გეგმა არ მაქვს, წინასწარ არასდროს ვიცი რისი გაკეთება მომინდება” – ზენდეია

March 24, 2022
#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

#OK! დევიდ ბოუის ალბომის – Aladdin Sane-ის ყდა აუქციონების რეკორდს მოხსნის

September 24, 2025
#OK! “ჯონი ისევ მიყვარს და ყოველთვის მთელი გულით მიყვარდა” – ემბერ ჰერდი

#OK! “ჯონი ისევ მიყვარს და ყოველთვის მთელი გულით მიყვარდა” – ემბერ ჰერდი

June 17, 2022
#OK! „პროგრესი“ – მომავალი თაობების განვითარებისთვის  ნინა ჩიკვაშვილის წარმატების ისტორია

#OK! „პროგრესი“ – მომავალი თაობების განვითარებისთვის ნინა ჩიკვაშვილის წარმატების ისტორია

June 12, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები