AI წარსული ისტორიების გაცოცხლების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროფესიონალები ქმნიან ისეთ ვიდეოებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლებიც ადამიანებს ძველ დროში აბრუნებს, იმ დროის მონაწილედ ხდის და წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან აკავშირებს.
AdMagica.ai-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი კურტანიძემ ვეფხისტყაოსნისა და დავით აღმაშენებლის შემდეგ AI ს მეშვეობით ამჯერად ნიკო ფიროსმანისა და მარგარიტას ისტორიაა გააცოცხლა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ავერსის დახმარებით შეიქმნა.


მოკლემეტრაჟიან ფილმში მოქმედება თბილისში, 1905 წელს იწყება და 1969 წელს პარიზში სრულდება. ფილმი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანისა და მარგარიტას გულისამაჩუყებელ ისტორიას ყვება.
,,დატკბით ფიროსმანის და მარგარიტას სიყვარულზე დაფუძნებული მოკლემეტრაჟიანი AI ფილმით, რომელიც ჩვენმა გუნდმა AdMagica.ai-მ გააკეთა ავერსი ფარმა-სთვის. მადლობა ავერსის მარკეტინგის გუნდს ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ნუკა შარვაშიძეს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირა ჩემს იდეას, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გაგვეცოცხლებინა ძველი თბილისი და ეს ლეგენდარული გრძნობა’’- წერს გიგი კურტანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ „დავით აღმაშენებელი“ – გიგი კურტანიძემ ახალი თრეილერი შექმნა












