• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

ინტერვიუ ჯეკო მესხიასთან

February 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

„სამყარო ყველას ტეხს, მაგრამ შემდეგ ბევრი სწორედ იმ ნატეხ ადგილებში ხდება უფრო ძლიერი“ – ერნესტ ჰემინგუეი

 

ყველაზე დიდი ტყუილი, რაც კი ოდესმე მოგვისმენია, არის ის, რომ ადამიანები არ იცვლებიან. რომ დამოკიდებულება არის საბოლოო წერტილი და იქიდან დასაბრუნებელი ბილეთი არ არსებობს. სინამდვილეში ყველაზე ღრმა წყვდიადშიც კი არსებობს წერტილი, საიდანაც სინათლე იწყება. მთავარია არა ის, თუ რამდენჯერ დაეცი, არამედ ის, იპოვე თუ არა ძალა, რომ დამარცხება გამოცდილებად გექცია. საკუთარი თავის დაბრუნება ყველაზე რთული გზაა და ამ რთულ ნავიგაციაში ყველას სჭირდება საიმედო საყრდენი. სწორედ ამ გზამკვლევს წარმოადგენს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „რესტარტი“. რესტარტი არის მტკიცებულება იმისა, რომ შენი ყველაზე დიდი დაცემა შეიძლება გახდეს შენი ყველაზე მყარი საძირკველი. ამ გარდასახვის რეალური მაგალითი კი ჯეკო მესხია – ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა დამოკიდებულების სიმძიმეც, მისგან დახსნის რთული გზაც და დღეს უკვე საკუთარ გამოცდილებას „რესტარტის“ ბენეფიციარებს უზიარებს.

ჯეკო, ვიდრე „რესტარტი“ დაიბადებოდა, მანამდე საკუთარი თავის გადარჩენამ მოგიწია. რა იყოს ის მთავარი ემოციური კრიზისი, რომლის გადაფარვასაც ნივთიერებით ცდილობდი?

საკუთარი თავის გადარჩენა ხმამაღალი ნათქვამია. მე მეგობარი დამეხმარა, რომელმაც დამარწმუნა, რომ გამოჯანმრთელება შესაძლებელია. მარტო ამას ვერასდროს შევძლებდი. დამოკიდებულება არ არის გართობა, ეს არის ერთგვარი გაქცევა იმ ტკივილისგან, რომელიც მუდმივად თან გდევს. საზოგადოებას ჰგონია, რომ მომხმარებელი ერთობა, სინამდვილეში კი ის ყოველდღიურ უიმედობას, სირცხვილსა და სიცარიელეს განიცდის. ჩემი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც იმედი ჩამესახა და საკუთარი თავის იდენტიფიცირება გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან მოვახდინე. დღევანდელი გადმოსახედიდან მე ვიცი, რომ გავურბოდი შიშს, სირცხვილსა და უსიყვარულობას.

 

თვლი თუ არა იმ წლებს დაკარგულ პერიოდად და რა არის ყველაზე ძვირფასი, რაც იმ დრომ წაგართვა? და დღეს, როდესაც სხვების დახმარება დაიწყე, არის თუ არა ეს ქვეცნობიერად დაკარგული წლების ანაზღაურება?

ის წლები ბევრნაირად მახსენდება – ეს იყო ტანჯვასა და ნეგატივზე აგებული ცხოვრება. ეს პროგრესირებადი მენტალური პრობლემაა, სადაც აღარც ნარკოტიკით შეგიძლია ცხოვრება და აღარც მის გარეშე. მიუხედავად ამისა, არაფერს ვნანობ. რომ არა ის წლები, დღეს აქ არ ვიქნებოდი და ვერც ცხოვრების დაფასებას ვისწავლიდი. ყველაზე ძვირფასი, რაც დავკარგე, საკუთარი თავი იყო. რაც შეეხება სხვების დახმარებას, ეს ჩემი სინანულისა და მონანიების გზაა. ოღონდ ეს არ არის შიშით ნაკარნახევი ნაბიჯი. უბრალოდ, მომეცა შესაძლებლობა, ვიყო პროდუქტიული და ჩემი გამოცდილება სხვების გადასარჩენად გამოვიყენო.

ამბობენ, რომ რეაბილიტაცია ფსკერზე დაცემის შემდეგ იწყება. შენს შემთხვევაში როდის გადაწყვიტე, რომ ცხოვრება ძველებურად აღარ შეგეძლო?

მოხმარების ბოლო წლები ერთსა და იმავე წრეზე სიარული იყო. ვამბობდი, რომ ვჩერდებოდი, მაგრამ ისევ უკან ვბრუნდებოდი. ვიყავი აბსოლუტურად უძლური და მარტო. ვუყურებდი ოჯახს, მეგობრებს და ვეღარაფერს ვგრძნობდი. „ფსკერი“ ძალიან ინდივიდუალური კონცეფციაა – ვიღაცისთვის ჩემი ფსკერი შესაძლოა სხვისთვის სამოთხე იყოს და პირიქით. ზოგისთვის ფსკერი ყველაფრის დაკარგვაა, ზოგისთვის კი, უბრალოდ, რეალიზაციის ნაკლებობა. თუმცა, როდესაც საკუთარ ფსკერს აღიარებ და ხვდები, რომ ამ ბრძოლაში მარტო უძლური ხარ, სწორედ მაშინ იწყება გამოჯანმრთელება.

გიფიქრია, რომ რეაბილიტაცია არ გჭირდებოდა და თავად შეძლებდი ამასთან გამკლავებას?

19 წელი ილუზიაში გავატარე, რომ ჩემით შევძლებდი. „ორშაბათიდან დავწვები ნარკოლოგიურში“, „მონასტერში წავალ“, „შვილის და ცოლის ხათრით გავჩერდები“… მაგრამ რეალობა ის არის, რომ უძლური ხარ. ყველა დამოკიდებულ ადამიანს თავდაცვის მექანიზმი აქვს და ეს არის უარყოფა. ჩვენ ქვეცნობიერად უარვყოფთ პრობლემას და პასუხისმგებლობას სხვას ვანიჭებთ. სულ გგონია, რომ იმიტომ მოიხმარ, რომ ის ასე მოგექცა ან რომ არა ასეთი სიტუაცია, ამას არ იზამდი. სულ გგონია, რომ მოვა ზამთარი ან ორშაბათი და გაჩერდები, სინამდვილეში კი ეს თავის მოტყუებაა.

ჯეკო, პოპკულტურა ხშირად ნარკოტიკს თავისუფლებასა და მეამბოხეობასთან აიგივებს. სად გადის ზღვარი ამ ფერად ილუზიასა და იმ რეალობას შორის, რომელსაც შენ ყოველდღიურად აწყდები?

ნარკოტიკი და კრეატივი ერთი დიდი ილუზიაა. ხელოვანს მუზა და შთაგონება ისედაც აქვს, ნივთიერება კი მას მხოლოდ გამბედაობის იმიტაციას უქმნის. პროპაგანდა, რომელიც ნარკოტიკს თავისუფლებასთან აიგივებს, სინამდვილეში მანიპულაციაა – დემორალიზებული ადამიანის მართვა ბევრად მარტივია. ჩვენთან „კლუბური ნარკოტიკის“ ბუმმა ათასობით დანგრეული ფსიქიკა და გზააბნეული ახალგაზრდა დატოვა. არ არსებობს „მსუბუქი“ ნარკოტიკი. ნებისმიერი ექსპერიმენტი შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ამიტომ ნარკოტიკი არცერთი ფორმით არ უნდა იყოს რომანტიზების საგანი. რაც შეეხება საზოგადოებას, სტიგმა კვლავ მძაფრია. როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრისთვის ფართს ვეძებდით, ხელშეკრულებებს გვიწყვეტდნენ, რადგან დამოკიდებულება კვლავ კრიმინალსა და ბოროტებასთან ასოცირდება. ჩემი მოტივაციაც სწორედ ეს არის, დავანახო ყველას, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც სჭირდება არა გარიყვა, არამედ თანაგანცდა და მკურნალობა.

როდის მიხვდი, რომ შენი გამოცდილება სხვა ადამიანების დახმარებისთვის უნდა გამოგეყენებინა და როგორ გაჩნდა „რესტარტის“ დაარსების იდეა?

რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, სრულიად უანგაროდ დავიწყე მოხალისედ მუშაობა, რათა სხვებისთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა. ამ პროცესმა იმდენად გამიტაცა, რომ არაერთი ტრენინგისა და საკვალიფიკაციო კურსის შემდეგ გადავწყვიტე შემესწავლა კლინიკური ფსიქოლოგია. პრაქტიკულმა მუშაობამ კი დამანახა, რომ ამ მძიმე და ვერაგი დაავადების სამკურნალოდ საკმაოდ ცოტა სივრცეებია. სწორედ ამიტომ ექვსმა თანამოაზრე ადამიანმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა „რესტარტი“ – ადგილი, სადაც დამოკიდებული ადამიანები მიიღებდნენ თანაგრძნობას, სიყვარულსა და პროფესიულ მხარდაჭერას. მცხეთაში გახსნილ პირველ ცენტრს მალევე მოჰყვა მეორე ბათუმის ფილიალი, დღის ამბულატორია და ქალთა სარეაბილიტაციო ცენტრი. დღეს კი ვაფუძნებთ საქველმოქმედო ფონდ „რესტარტ პლუსს“, რომელიც სრულიად უანგაროდ იზრუნებს დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციასა და სოციალურ ადაპტაციაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, გზა გავუწმინდოთ ყველას, ვისაც ამ „ჯოჯოხეთიდან“ თავის დაღწევის სურვილი აქვს.

რას ნიშნავს ტერმინი „თანადამოკიდებულება“ და რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოჯანმრთელების პროცესში ოჯახის წევრების ჩართულობა?

ტერმინი „თანადამოკიდებულება“ ხშირად ყურს ჭრის ადამიანებს. უმეტესობას ურჩევნია თქვას: „პრობლემა ჩემს შვილს აქვს“, „ჩემს ქმარს აქვს“, „მამაჩემს აქვს“ – ოღონდ საკუთარ თავთან არ გააიგივონ ეს სირთულე. სინამდვილეში კი ოჯახის წევრი ხშირად არანაკლებ დაზიანებულია, ვიდრე თავად დამოკიდებული. სტატისტიკა და კვლევები აჩვენებს, რომ თუ ოჯახი არ ერთვება პროცესში, გამოჯანმრთელებულთა უმრავლესობა კვლავ მოხმარებას უბრუნდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაზე მყარი ემოციური ბმა სწორედ დედასთან ან მეუღლესთან გვაქვს. მათი ურთიერთობა კი წლების განმავლობაში იჟღინთება დანაშაულის გრძნობით, კონტროლითა და წყენით. თუ ორივე მხარემ არ იმუშავა და არ მიიღო აკადემიური ცოდნა, როგორ მართონ ეს კრიზისი, რეალური შედეგის შანსს ვკარგავთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ოჯახის წევრებისთვის უფასო ჯგუფებია და სპეციალური კურსები გვაქვს. ახლახან ჩემი ბენეფიციარის 13 წლის შვილისგან წერილი მივიღე, რის შემდეგაც მივხვდი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია და მეტი არც არაფერი მინდა. წერილში ბავშვი მწერდა: „მადლობა, რომ დედა და მამა დამიბრუნე და ჩვენს ოჯახში სიყვარული და ბედნიერება გაჩნდა“. ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა.

როგორ ეხმარებით რეაბილიტაციის შემდეგ ადამიანებს სოციუმში დაბრუნებაში?

რეაბილიტაციის 3-თვიანი კურსის შემდეგ იწყება სოციალიზაციის ეტაპი. ჩვენ მათთან ერთად გავდივართ ყველა იმ სირთულეს, რაც გარე სამყაროსთან შეჯახებისას ხვდებათ. სწორედ ამ პროცესში გვეხმარება სხვადასხვა კომპანია. მაგალითად, ვთანამშრომლობთ შშმ პირთა ცენტრთან წყნეთში, სადაც ჩვენი ბენეფიციარები კვირაში ერთხელ ადიან და იქ მსახურობენ. ამ პროცესში ისინი სწავლობენ სხვების დახმარებასა და სიყვარულის გაცემას. ასევე, ისინი სტუმრობენ გასართობ ადგილებს, რათა პრაქტიკაში ნახონ, რომ გართობა ნივთიერების გარეშეც შესაძლებელია. გარდა ამისა, დღეს არაერთ პროექტზე ვმუშაობთ სპეციალობის დასწავლის კუთხით – იქნება ეს კერამიკა, აიტი ტექნოლოგიები თუ არტთერაპია. უკვე დავიწყეთ პარტნიორობა „წრესთან“, სადაც ჩვენს ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა, უფასოდ ივარჯიშონ და ფიზიკური ჯანმრთელობა გაიძლიერონ. ჩვენი მიზანია, მათ დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და დარწმუნდნენ, რომ სწორი ნაბიჯებით ყველაფერი გამოუვათ.

დღეს, როცა ასობით გადარჩენილ ადამიანს უყურებ, რა არის შენი მთავარი სათქმელი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ბრძოლაში არაფერი გამოუვა?

სიცოცხლე ნამდვილად მშვენიერია და მასში შეუძლებელი არაფერია – მთავარია ამის გჯეროდეს. ვიცი, გამოჯანმრთელების გზაზე ადამიანები ბევრ ბარიერს აწყდებიან, მაგრამ ყველა ბენეფიციარს ერთსა და იმავეს ვეუბნები: თუ თვალებს დახუჭავ, მენდობი და გამომყვები, გპირდები, რომ აუცილებლად იქნები ფხიზელი და ბედნიერი. „რესტარტი“ ნამდვილად არის ის სივრცე, სადაც ადამიანები თავიდან იწყებენ.

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
ინტერვიუ

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო
ინტერვიუ

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
ინტერვიუ

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 10, 2026
#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს
ინტერვიუ

#OK! ნატალია ჩებანოვა: ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

February 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქეით უინსლეტი 46 წლის გახდა: 7 ყველაზე პოპულარული როლი მსახიობის შემოქმედებიდან

#OK! ქეით უინსლეტი 46 წლის გახდა: 7 ყველაზე პოპულარული როლი მსახიობის შემოქმედებიდან

October 5, 2021
#OK! რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს

#OK! რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს

November 6, 2022
#OK! ნანუკა ჟორჟოლიანი კვების რაციონსა და სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს!

#OK! ნანუკა ჟორჟოლიანი კვების რაციონსა და სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს!

April 18, 2023
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

August 10, 2025

კვირის ჰიტები

#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

February 6, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

February 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები