• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ზამთრის ოლიმპიადა – რა უნდა ვიცოდეთ?

February 11, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

6 თებერვალს მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება 6 თებერვალს, მილანის „სან სიროს“  ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან, კორტინაში კი მოთხილამურეები ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

 

ფოტო: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი

ფოტო: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური

შეგახსენებთ, რომ დიანა დევისი მსოფლიოში ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ერთადერთი ქალიშვილია. გოგონა აშშ-ში დაიბადა, ფიგურულ ციგურაობაში წლების მანძილზე რუსეთის სახელით გამოდიოდა, 2023 წლიდან კი საქართველოს სახელით ასპარეზობს.

ფოტო: ეთერ თუთბერიძე და დიანა დევისი

30 იანვარს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა - 2 სახეობა და 8 ათლეტი: ვინ შედიან ოლიმპიურ ...

ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი სპორტის 2 სახეობაში – ფიგურული ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში იასპარეზებს.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი იქნება.

საქართელოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა;

ანასტასია მეტელკინა – ფიგურული ციგურაობა;

ნიკა ეგაძე – ფიგურული ციგურაობა;

ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა;

დიანა დევისი – ფიგურული ციგურაობა;

გლებ სმოლკინი – ფიგურული ციგურაობა;

ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტი;

ლუკა ბუჩუკური – სამთო-სათხილამურო სპორტი.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს ლუკა ბერულავა მეწყვილე ანასტასია მეტელკინასთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისმა გლებ სმოლკინთან ერთად ყინულზე ცეკვაში მე-6 ადგილი დაიკავა.

 

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ფოტო: ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს

ფოტო: დიანა დევისი და გლებ სმოლკინი

მამაკაცების ერთეულთა თანრიგში ევროპის ჩემპიონი გახდა ნიკა ეგაძეც, რომლის მწვრთნელია ეთერ თუთბერიძე.

ფოტო: ნიკა ეგაძე

 

რა შანსები აქვს საქართველოს ოლიმპიადაზე?

ჩვენი მთავარი კოზირი ფიგურული ციგურაობაა – უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში საქართველო სწორედ ამ დისციპლინით ხვდება.

ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამოსვლებს განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ბევრი გამოცემა მათ პოტენციურ ტოპ-ხუთეულის კანდიდატებად მოიაზრებს.

ზოგადი განწყობა ასეთია – საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც ოლიმპიადაზე მხოლოდ „მონაწილეობისთვის“ ჩადის.

წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადაზე 116 ოლიმპიური მედლისთვის დაახლოებით 3500 სპორტსმენი იბრძოლებს, ხოლო გულშემატკივართა და სტუმართა რაოდენობა ორ მილიონამდე იქნება, მათ შორის 60 ათასი ადამიანი დაესწრება გახსნის ცერემონიას „სან სიროს“ სტადიონზე.

პირველად, ზამთრის თამაშების პროგრამაში სათხილამურო ალპინიზმი შევიდა. ამ სახეობაში სპორტსმენები მთაზე სპეციალური თხილამურებით ადიან და შემდეგ ქვევით ეშვებიან.

მილანი უმასპინძლებს შეჯიბრებებს ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში, ციგურებით რბოლასა და შორტ-ტრეკის კატეგორიაში. კორტინა დ’ამპეცო უმასპინძლებს ქალთა შეჯიბრს სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე ციგების სპორტს, ბობსლეის, სკელეტონისა და კერლინგს.

ანტჰოლცი უმასპინძლებს ბიატლონისტებს, ხოლო ვალ დი ფიემეში ტრამპლინდან ხტომა და მოთხილამურეთა შეჯიბრება ჩატარდება. ლივანიოში ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრება გაიმართება, ხოლო ბორმიოში – სამთო-სათხილამურო და სქი-ალპინიზმის სპორტსმენების დაპირისპირება გაიმართება.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 22 თებერვალს არენა დი ვერონაზე გაიმართება. ეს არის უძველესი რომაული ამფითეატრი, რომელიც ვერონაში დაახლოებით 30 წელს აშენდა და 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები იტალიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ უსაფრთხოების ოპერაციად არის აღიარებული. მასპინძლებს უსაფრთხოებაზე ზრუნვა ერთდროულად  უმთავრეს საშეჯიბრო ცენტრებში – მილანში და კორტინა დ’ამპეცოში, ასევე ჩრდილოეთ იტალიის სხვა არენებზე მოუწევთ. ოლიმპიური ობიექტების დაცვაზე  დაახლოებით 6 ათასი სამართალდამცველი იზრუნებს, ჩაიკეტება საჰაერო სივრცე ან რიგი საფრენი ზონები.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე აკრძალა ტრიბუნებზე რუსეთის დროშისა და სხვა სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც რუსეთთან ასოცირდება და ეს წესი ოლიმპიადის ბოლომდე იმოქმედებს.

ოლიმპიადაზე რუს სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსი ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

 

ასევე გაეცანი

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 2, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა
Fashion

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა
OK! News

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! News

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 3 პროდუქტი ეფექტური და დაბალანსებული დიეტისთვის

#OK! 3 პროდუქტი ეფექტური და დაბალანსებული დიეტისთვის

September 15, 2021
#OK! ნანა მახარაძე! 9 აპრილის ფოტო-სიმბოლოდ ქცეული ქალი

#OK! ნანა მახარაძე! 9 აპრილის ფოტო-სიმბოლოდ ქცეული ქალი

June 17, 2025
#OK! ქორწილის იდეალური სტუმარი – როგორ ჩავიცვათ ქორწილში

#OK! ქორწილის იდეალური სტუმარი – როგორ ჩავიცვათ ქორწილში

June 9, 2022
#OK! დღეს ადამ დრაივერი 40 წლის გახდა – იხილეთ ბევრისთვის აქამდე უცნობი ფაქტები მსახიობის შესახებ

#OK! დღეს ადამ დრაივერი 40 წლის გახდა – იხილეთ ბევრისთვის აქამდე უცნობი ფაქტები მსახიობის შესახებ

November 19, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

March 1, 2026
#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები