• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ქორწილის იდეალური სტუმარი – როგორ ჩავიცვათ ქორწილში

ივნისი 9, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

ქორწილის სტუმრები ხშირად პატარძალზე არანაკლებ ფიქრობენ საკუთარ ჩაცმულობაზე. სტუმარმა უნდა გაითვალისწინოს როგორ სტილშია ქორწილის ღონისძიება გადაწყვეტილი. როგორ გარემოში, ინტერიერში ტარდება საღამო. თანაც, ოქროს შუალედი უნდა დაიჭიროს, რათა შემთხვევით პატარძალზე პომპეზური კაბით არ წარდგეს. თუმცა, აუცილებელია ჩაცმულობას ეტყობოდეს სტუმრის ინდივიდუალური სტილის შეგრძნება და რაც მთავარია, თავი კომფორტულად და თავისუფლად უნდა იგრძნოს. OK! გთავაზობთ ვარიანტებს, თუ რა შეგიძლიათ ჩაიცვათ, რათა ქორწილის იდეალური სტუმრის სტატუსი მოგენიჭოთ.

1.ძალიან გრძელი კაბა

თუ კლასიკურ, პომპეზურ ქორწილში ხართ დაპატიჟებული, ყველაზე კარგი არჩევანი გრძელი, სხეულზე მომდგარი კაბა იქნება. ასეთი სილუეტი გამხდარსა და უფრო მაღალსაც გამოგაჩენთ. თუმცა, მთავარია კაბა იყოს სადა და დახვეწილი. არ გადატვირთოთ ზედმეტი დეტალებით და სხვადასხვა ფაქტურით.

2.ზაფხულს უხდება ჰაეროვნება

მოგეხსენებათ, საზაფხულო ქორწილებში უმეტესწილად საკმაოდ ცხელა. ხშირად ღონისძიება გარე სივრცეში, სიმწვანეში იმართება ხოლმე, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ფრიალა, ჰაეროვან კაბაში იგრძნობთ. ფერადი ყვავილების პრინტი თქვენს ჩაცმულობას მეტად ეფექტურს გახდის.

3.მოკლე კაბა მეტ მხიარულებას იუწყება

თანამედროვე, ახალგაზრდულ ქორწილში თუ გეგმავთ წასვლას, ბევრი ფიქრი და ზედმეტი გადაპრანჭვა საჭირო არ არის. ახალგაზრდებს უყვართ თავისუფლება, ბევრი ცეკვა და კომფორტი. ამიტომ, აბრეშუმის ე.წ. Slip Dress თქვენთვის იდეალური ვარიანტია. ასეთ კაბებს ძალიან უხდება მკვეთრი ფერები.

4.კაბა ამოჭრილი დეტალებით

Cut Out ტენდენცია უკვე დიდი ხანია აქტუალურია, თუმცა წლევანდელი გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები ფაქტობრივად დაიპყრო ამ სტილის სამოსმა. თუ გსურთ სექსუალური და თანაც ძალიან ტენდენციური იმიჯით წარდგეთ ქორწილში, აუცილებლად შეარჩიეთ კაბა, რომელსაც ამოჭრილი ადგილები ექნება.

5. ბრჭყვიალა სტუმარი

თუ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და მოგწონთ საღამოს დედოფლის როლი, მაშინ ბრჭყვიალა ქსოვილი თქვენთვისაა. ეცადეთ კაბის სილუეტი მაქსიმალურად სადა იყოს, რათა ვინმეს პატარძალში არ აერიოთ. თავისუფლად შეგიძლიათ მბზინავი შარვლისა და ტოპის ჩაცმა. ასეთი ჩაცმულობით თქვენი სიბრჭყვიალეც დაბალანსდება.

6.კომბინეზონი ყოველთვის კარგი აზრია

ბევრ გოგონას არ უყვარს პრინცესული კაბები და კლასიკური სტილი. ამიტომ, ასეთი გოგონებისთვის ე.წ. ოქროს შუალედი კომბინეზონია, რომელიც ხშირად შეიძლება ნებისმიერ კაბაზე მოხდენილი იყოს. კომბინეზონი თავისი მთლიანობით გამოსასვლელ ეფექტს შესძენს თქვენს ჩაცმულობას და თავს გაცილებით კომფორტულადაც იგრძნობთ.

P.S.: 2022 წლის ზაფხულის ჰიტი ტანზე მომდგარი სპორტული კომბინეზონებია, რომლებიც ქუსლიან ფეხსაცმელებსაც იდეალურად უხდება.

7.შეუცვლელი პატარა შავი კაბა

Little Black Dress − ეს ის არის, რამაც ადგილი მოდის სფეროში სამუდამოდ დაიმკვიდრა. ასეთ კაბას დრო ვერაფერს აკლებს. Little Black Dress ნამდვილად ყველა გოგონას გარდერობის აუცილებელი დეტალია. პატარა შავი კაბა შესაძლებელია ნებისმიერი სტილისა და მასშტაბის ქორწილში მოირგოთ. მას ვერავინ გააკრიტიკებს. ქორწილის მიხედვით კი მთავარია კაბას სწორი აქსესუარები შეურჩიოთ და თავდაჯერებულად წახვიდეთ ცერემონიაზე.

8.ნეონის ფერები

ზაფხულის ქორწილს, გარუჯულ სხეულსა და მზიან ამინდს განსაკუთრებულად უხდება ნეონის ფერები. ყველაზე მარტივი სილუეტით ელექტრიკ-კაბაშიც კი ყველას ყურადღება გარანტირებული გექნებათ. ამ სეზონის ყველაზე აქტუალური ნეონის ფერები გახლავთ ფოსფორისფერი, მყვირალა ვარდისფერი, მკვეთრი ლურჯი და კაშკაშა ყვითელი.

ასევე გაეცანი

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია
Fashion

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

ივლისი 5, 2022
#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით
Fashion

#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

ივლისი 4, 2022
#OK! DAVID KOMA-ს 2023 წლის Resort  კოლექცია
Fashion News

#OK! DAVID KOMA-ს 2023 წლის Resort კოლექცია

ივნისი 29, 2022
#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე
Hollywood News

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

ივნისი 21, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ჯიჯი ჰადიდის გლამურული გამოჩენა ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! ჯიჯი ჰადიდის გლამურული გამოჩენა ნიუ-იორკის ქუჩებში!

ივნისი 24, 2021
#OK! კრუელას ჩვენება Cavea-ში და ფილმის ინსპირაციით შექმნილი დათუნა სულიკაშვილის უახლესი კოლექცია

#OK! კრუელას ჩვენება Cavea-ში და ფილმის ინსპირაციით შექმნილი დათუნა სულიკაშვილის უახლესი კოლექცია

ივნისი 22, 2021
#OK! ჯო ჯონასის და სოფი ტერნერის მდიდრული საცხოვრებელი 16,75 მილიონ დოლარად იყიდება!

#OK! ჯო ჯონასის და სოფი ტერნერის მდიდრული საცხოვრებელი 16,75 მილიონ დოლარად იყიდება!

ივნისი 23, 2021
#OK! კამერონ დიაზი – ცხოვრება კადრს მიღმა!

#OK! კამერონ დიაზი – ცხოვრება კადრს მიღმა!

აგვისტო 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

ივნისი 30, 2022
#OK! ნავნე წარმოგიდგენთ კოსმეტიკის LUX ბრენდების აუთლეტ ხაზს

#OK! ნავნე წარმოგიდგენთ კოსმეტიკის LUX ბრენდების აუთლეტ ხაზს

ივლისი 5, 2022
#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

ივლისი 5, 2022
#OK! საქართველოზე შეყვარებულნი – ინტერვიუ ვანესა გუტიერესთან

#OK! საქართველოზე შეყვარებულნი – ინტერვიუ ვანესა გუტიერესთან

ივნისი 30, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×