სპორტული პროდუქციის მწარმოებელი გერმანული კომპანია Adidas–ი იამაიკელი მუსიკოსის, ბობ მარლის პატივსაცემად სპორტული ფეხსაცმლის კოლექციას გამოუშვებს. მათ შორის იქნება მოდელები: SL 72, Handball Spezial და adiZero EVO SL რომელიც 2025 წელს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარბენ ფეხსაცმელად აღიარეს. Hypebeast-ის ინფორმაციით, ბრედს სურს ხაზი გაუსვას მარლის ერთგულებას და სიყვარულს Adidas–ის პროდუქციის მიმართ.
![]()
სპორტული ფეხსაცმელი Bob Marley x adidas adiZero EVO SL დამზადებულია ყვითელი ფერის ბადისებრი მასალისგან. საფირმო „სამი ზოლი“ წითელი, შავი და მწვანე ფერებისაა, რაც ბობის იამაიკურ ფესვებზე მიანიშნებს. ფეხსაცმლის „ენაზე“ დატანილია მუსიკოსის პორტრეტი, მისი ხელმოწერა და ციტატა „ფეხბურთი თავისუფლებაა“ – რაც მარლის სპორტით გატაცებაზე მიანიშნებს.
მოდელი Bob Marley x adidas SL 72 გამოირჩევა შავი ნეილონის ზედაპირით, ნატისა და ტყავის ჩანართებით. ქუსლზე მარლის ოქროსფერი ხელმოწერაა, ხოლო „ენაზე“ მისი შავ-თეთრი პორტრეტია გამოსახული.

ახალი სპორტული ფეხსაცმლის გამოშვება 2026 წლის 6 თებერვალს, ბობ მარლის დაბადების დღეზეა დაგეგმილი.
იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ბობ მარლი რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილი შემსრულებელი და იამაიკური მუსიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ მანდელასთან ერთად, შავკანიანების ჩაგვრის წინააღმდეგ ცნობილ მებრძოლად ითვლება.

1975 წელს სიმღერამ No Woman, No Cry მარლიმ დიდი წარმატება მოუტანა. წარმატებული აღმოჩნდა შემდეგი ალბომიც- Rastaman Vibration (1976), რომელიც ბილბორდის ასეულში ოთხი კვირის მანძილზე იმყოფებოდა.
კრებული „Legend“ (1984), რომელიც მარლის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა, რეგის ჟანრის ყველაზე გაყიდვად ალბომს წარმოადგენს, რომელიც აშშ-ში პლატინის სტატუსის მფლობელი10-ჯერ გახდა. მსოფლიო მასშტაბით ალბომის 20 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.
ბობ მარლი აღმერთებდა ფეხბურთს და თამაშის შანსს ხელიდან არასოდეს უშვებდა – თამაშობდა კონცერტის წინ და კონცერტის შემდეგ, თამაშობდა შესვენების დროს და პარკში, მეგობრებთან ერთად.

„ფეხბურთი ხელოვნებაა. მთელი სამყაროა. მიყვარს, რადგან ფეხბურთში არაა აუცილებელი რაიმე განსაკუთრებულს ფლობდე. ფეხბურთი ყველა ბავშვისთვის ხელმისავდომია და ამ უბრალოებაშია მისი სიდიდე. ეს თავისუფლებაა“ – ამბობდა მომღერალი.
ბობ მარლის 1977 წელს ავთვისებიანი სიმსივნის, მელანომის ერთ-ერთი ფორმა აღმოუჩინეს. მომღერალი 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა. უკანასკნელი სიტყვებით მან შვილს, ზიგი მარლის მიმართა – „ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი“.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა












