• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! 2025 წლის 15 ყველაზე ლამაზი კაბა

December 29, 2025
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი

2025 წელს, ნებისმიერ წითელი ხალიჩაზე ვარსკვლავები მუდმივად ცდილობდნენ მდიდრული იმიჯით ერთმანეთის დაჩრდილვას. ბევრი კაბა, რომელიც ცნობილმა ქალბატონებმა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მოირგეს, მოდის ისტორიაში შევა, რადგან განწყობას და ინდივიდუალობას ასახავდა.

გთავაზობთ 2025 წლის დასასრულს გავიხსენოთ 15 ყველაზე ლამაზი კაბა, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა.

დემი მური

Деми Мур / © Associated Press

ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ამერიკული კინოაკადემიის მუზეუმის გალა-საღამოსთვის Prada-ს მოდის სახლის მუქი ღვინისფერი, A-სილუეტის მქონე გრძელი კაბა შეარჩია. კაბის ერთი ნაწილი სწორი იყო, ხოლო მეორე ნაწილს მსუბუქი ქსოვილის ჩანართი ჰქონდა ნაკეცებითა და შლეიფით.

ამანდა საიფრიდი

Аманда Сейфрид / © Associated Press

ერთი შეხედვით, ამანდას კაბა მარტივი და ლაკონიურია, თუმცა სინამდვილეში ის ძალიან დახვეწილი და კარგად გააზრებულია. მსახიობმა გალა-საღამოსთვის Prada-ს შავი სამოსი აირჩია, მკერდზე პიკანტური გამჭვირვალე ჩანართით, რომელიც ნაქარგებითა და მძივებით იყო გაფორმებული. ასეთივე ქსოვილი მეორდებოდა კაბის ბოლოშიც. კაბის სილუეტი სწორი იყო, რაც ამანდას მხდენილობას ხაზს უსვამდა.

მია გოთი

Миа Гот / © Associated Press

„ფრანკენშტეინის“ ვარსკვლავმა ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩისთვის Christian Dior-ის კაბა აირჩია, რომელიც სიმარტივესა და სირთულეს — აერთიანებდა. ერთი შეხედვით, სამოსი ძალიან სადა იყო, ყოველგვარი მორთულობისა და ნაქარგის გარეშე, თუმცა ის ძალიან გააზრებული აღმოჩნდა – დრაპირება მსახიობის თეძოებს ელეგანტურად ფარავდა და ბაფთად გარდაიქმნებოდა.

გვინეთ პელტროუ

Гвинет Пэлтроу / © Associated Press

ფილმის პრემიერაზე გვინეთმა Valentino-ს Haute Couture კოლექციის კაბა მოირგო. კაბის დიზაინი ორი სახეობის ქსოვილს – მდიდრულ ხავერდსა და სადა ერთფეროვან ქსოვილს მოიცავდა. ქვედაბოლოს მაღალი ჭრილი ჰქონდა, ხოლო მხარზე მოთავსებული დიდი ბაფთა სამოსს რომანტიკულობას მატებდა.

ჯულია რობერტსი

Джулия Робертс / © Associated Press

ოსკაროსანი მსახიობი ვენეციის კინოფესტივალზე ლეგენდარული Atelier Versace-ს კაბით გამოჩნდა. კაბა დახურული იყო, თუმცა მისი დიზაინი და რომბების პრინტი ბრენდის ძველ მოდურ კოდებს ასახავდა. ლურჯი და შავი ფერების კომბინაციას სახელოები და შლეიფი ასრულებდა.

პამელა ანდერსონი

Памела Андерсон / © Associated Press

წელს მსახიობმა ელეგანტური იმიჯი არაერთხელ წარმოაჩინა და Rodarte -ის იასამნისფერი კაბა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. სამოსი იდეალურად უსვამდა ხაზს მსახიობის აღნაგობას და მის ახალ ვარცხნილობას უხდებოდა.

ამალ კლუნი

Амаль и Джордж Клуни / © Associated Press

ადვოკატი და ჯორჯ კლუნის მეუღლე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალბატონია. არჩევანის შეჩერება Tamara Ralph -ის უჩვეულო და გლამურულ კაბაზე ამის დასტურია. სამოსი მთლიანად მარგალიტის მძივებით იყო მოქარგული, ხოლო მოშიშვლებული მხრები მას რომანტიკულობას მატებდა.

ქეიტ ბლანშეტი

Кейт Бланшетт / © Associated Press

ავსტრალიელი მსახიობის სამოსი ყოველთვის ყურადღებას იმსახურებს – მას განსაკუთრებით მოსწონს ელეგანტური ლუქები საინტერესო აქცენტებით. ამჯერად Louis Vuitton-ის კაბის ორიგინალურ ჩანართად უჩვეულო მოსასხამი იქცა, რომელმაც იმიჯს  სიმსუბუქე შესძინა.

ელ ფენინგი

Эль Фенинг / © Associated Press

კანის 78-ე კინოფესტივალზე ვარსკვლავმა Armani Prive-ს წელზე მომდგარი კაბა აირჩია. გრძელი სამოსი მთლიანად ვერცხლისფერი პაიეტებით) იყო დაფარული, ხოლო 3D ყვავილები და მწვანე ფოთლები იმიჯს რომანტიკულ შტრიხებს მატებდა.

სკარლეტ იოჰანსონი

Скарлетт Йоханссон / © Associated Press

სკარლეტმა კანში Prada-ს ექსკლუზიური კაბა მოირგო. ცისფერი შიფონის ქსოვილისგან შეკერილი სამოსი საღამოს სტილისა და ჰაეროვანი იყო, უამრავი წვრილი ნაკეცითა და შლეიფით.

ბელა ჰადიდი

Белла Хадид / © Associated Press

ცნობილმა მოდელმა Saint Laurent-ის კლასიკა აირჩია. კაბა მის მოხდენილ ტანს ხაზს უსვამდა, ხოლო თეძომდე ჭრილი, ღია გვერდები და ასიმეტრიული წვრილი ბრეტელები იმიჯს ეფექტურობას მატებდა.

დრიუ ბერიმორი

Дрю Бэрримор / © Associated Press

მსახიობმა და ტელეწამყვანმა საზოგადოებაში გამოსვლისთვის Carolina Herrera-ს კაბა შეარჩია, რომლის მთავარი სამკაული უჩვეულო მოცულობითი სახელოები და ბაფთები იყო.

ლინდსი ლოჰანი

Линдсей Логан / © Associated Press

Balenciaga-ს კაბა ლინდსის აღნაგობასა და თმის ახალ ფერს იდეალურად ხაზს უსვამდა. რძისფერი სამოსი მთლიანად პაიეტებით იყო მოქარგული, რაც მას Vanity Fair-ის ოსკარის შემდგომი წვეულებისთვის განსაკუთრებულად გლამურულს ხდიდა.

სელენა გომესი

Селена Гомес / © Getty Images

ყინულოვანი ცისფერი  Prada-ს კაბა, რომელიც სელენამ წითელ ხალიჩაზე წარადგინა, საოცრად უხდებოდა. მოშიშვლებული მხრები და ლაკონიური ნაკეცები ქვედაბოლოსა და ბრეტელებზე ელეგანტურობის განსახიერება იყო.

სიდნი სუინი

Сидни Суини / © Associated Press

ქერა ლამაზმანი წითელ ხალიჩაზე ისრაელური ბრენდის, Galia Lahav-ის თეთრი კაბით გამოვიდა. სამოსს ღრმა დეკოლტე და წვრილი წელი ჰქონდა, ხოლო ქვედაბოლო ბუმბულებით იყო გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გაიგე მეტი: ამალ კლუნიბელა ჰადიდიდრიუ ბერიმორიკარლეტ იოჰანსონილინდსი ლოჰანიპამელა ანდერსონისელ ფენინგისელენა გომესისიდნი სუინიქეით ბლანშეტიჯულია რობერტსი

ასევე გაეცანი

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები
OK! News

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ვოლტ დისნეის ძმის შვილიშვილი აბიგაილ დისნეი – რეჟისორი, ფილანტროპი და აქტივისტი

#OK! ვოლტ დისნეის ძმის შვილიშვილი აბიგაილ დისნეი – რეჟისორი, ფილანტროპი და აქტივისტი

April 10, 2024
#OK! კარდაშიანები ახალ რეალითი შოუს იწყებენ

#OK! კარდაშიანები ახალ რეალითი შოუს იწყებენ

September 30, 2021
#OK! ენ ჰეტევეი კანის კინოფესტივალზე Giorgio Armani-ის კაბით გამოჩნდა

#OK! ენ ჰეტევეი კანის კინოფესტივალზე Giorgio Armani-ის კაბით გამოჩნდა

May 20, 2022
#OK! Ceramics Studio – დახვეწილი დიზაინისა და საუკეთესო ხარისხის ხელნაკეთი კერამიკული პროდუქტი

#OK! Ceramics Studio – დახვეწილი დიზაინისა და საუკეთესო ხარისხის ხელნაკეთი კერამიკული პროდუქტი

November 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

January 9, 2026
#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

#OK! რამდენიმე წესი, რომელიც დღესასწაულების დროს, წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

January 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები